ფორუმელი Moor Posted 29 მაისი, 2021 Posted 29 მაისი, 2021 მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”. მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ წევრობაზე განაცხადის შეტანის ნაცვლად, რაც ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს და რაც ჯერჯერობით არ არსებობს, საქართველომ სექტორულ ინტეგრაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. საქართველოს წარუმატებლობამ, რომ 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ევროკავშირში ბევრს არსებული რეალობა დაანახა, განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ მანამდე ევროკავშირი მიჩვეული იყო იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში საუკეთესო იყო. კალიურანდმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა შევიდეს პარლამენტში და მმართველ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმაზე. საქართველო ევროპარლამენტის „სრული მხარდაჭერით“ ისარგებლებს, სანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პირობას დაიცავს, განაცხადა მან. კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს დიპლომატების პასუხად კახა კუჭავა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან, ლუკ დევინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ამ უკანასკნელისთვის „ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე საშუალება, რომ არაკომპეტენტური ან კორუმპირებული მოსამართლეების შესაძლო არსებობას გაუმკლავდეს. „სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ რიგი დანიშვნები, რომლებიც სწორი მიმართულებით არ წავიდა“, განაცხადა მან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევა ჰქონდა მხედველობაში. ლუკ დევინმა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეა, განაცხადა, რომ საქართველომ ფუნქციონალური დემოკრატია უნდა ააშენოს იმისათვის, რომ ევროკავშირმა მასთან ურთიერთობა განავითაროს. „ფუნქციონირება ნიშნავს, რომ დიახ, არსებობს უთანხმოებები, დებატები, წინააღმდეგობა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს ინსტიტუციების შიგნით და არა გარეთ“, – დასძინა მან. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი zamzumi Posted 29 მაისი, 2021 Posted 29 მაისი, 2021 12 საათის წინ, Moor said: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ეს ქალბატონი ესტონელია. ამასწინათ რომ შეგვახსენა კიდევ ერთმა ევრომ / არც ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ხართ, თქვენ რომ გგონიათო, ისიც ესტონელი იყო. როგორც ჩანს ამ ესტონელებს არც დიპლომატია უსწავლიათ და არც ზრდილობა. ვინმეს ჰქონდა ის ილუზია, რომ 2024 წელს ევროკავშირში გავწევრიანდებოდით? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 მაისი, 2021 Author Posted 29 მაისი, 2021 1 minute წინ, zamzumi said: ვინმეს ჰქონდა ის ილუზია, რომ 2024 წელს ევროკავშირში გავწევრიანდებოდით? იმათ გონიათ რო ჩვენ გვგონია :დ არა, ის ესტონელი პენსიონერი იყო, ეს მარინა დეიდა ქოცების ბოსია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი zamzumi Posted 29 მაისი, 2021 Posted 29 მაისი, 2021 36 minutes წინ, Moor said: იმათ გონიათ რო ჩვენ გვგონია თავისით თუ ვერ ხვდებიან, იკითხონ მაინც, რა გვგონია. 13 საათის წინ, Moor said: დიპლომატების პასუხად კახა კუჭავა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება ასე მოუხდებათ მაგ ე.წ. დიპლომატებს. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 On 5/29/2021 at 9:27 AM, Moor said: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”. მე რომ მებაროს ეს ქვეყანა )) ამ თავხედ დედაკაცს სამუდამოდ გავუფუჭებდი პოლიტიკოსის კარიერას. მარა ამ უმკლავებო მაისურიანი ღიპუცებს გინდა თავზე ისუქენი იტყვიან ჟუჟუნა წვიმა მოდისო. არათუ რაღაც 2024 წელსაო კი და არაო მოგლციათ ერთიო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 5 საათის წინ, Eric said: მარა ამ უმკლავებო მაისურიანი ღიპუცებს გინდა თავზე ისუქენი იტყვიან ჟუჟუნა წვიმა მოდისო. არათუ რაღაც 2024 წელსაო კი და არაო მოგლციათ ერთიო ასე რომ იყოს რა უჭირს. თან ბებიაჩემის პენსიის ფულს უხდიან მაგ პატივცემულს :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი zamzumi Posted 2 ივნისი, 2021 Posted 2 ივნისი, 2021 შვეიცარიამ ევროკავშირს ამბიციების შემცირებისაკენ მოუწოდა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩაშალა. ახლა ცოტა დავიბენი. აღარ ვიცი ევროკავშირს დავცინო თუ ესტონელი მეგობრებით შემოვიფარგლო. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 2 ივნისი, 2021 Author Posted 2 ივნისი, 2021 (შესწორებული) შვეიცარიის გადმოსახედიდან, რა ცუდი ტიპები ვართ შვეიცარიის კონფედერაციაში შესვლა მოვითხოვოთ Edited 2 ივნისი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა