Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

1944 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში იმერეთიდან ქართული მოსახლეობა გადმოასახლეს, მაგრამ ამ დროისათვის მთელ სამცხე-ჯავახეთში ყველა ქართული ეკლესიამონასტერი გაუქმებული იყო და არც ერთი მართლმადიდებელი მღვდელი ამ კუთხეს არ ემსახურებოდა, მაშინ როცა აქ მოქმედებდა რამდენიმე სომხური ეკლესია (ახალციხეში, ახალქალაქსა და სხვილისში). იმერლები იმის შიშით, რომ ბავშვები მოუნათლავნი არ დარჩენოდათ, მათ 1980 წლამდე წმ. მარინეს ეკლესიის გახსნამდე, სომეხ მღვდლებს ანათვლინებდნენ. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ “სომხურად” მონათლულ იმერლებზე სომხურმა ეკლესიამ განაცხადოს პრეტენზია და მეფის ან ქვეყნის მმართველის ბრძანებით იძულებით თავის მრევლად აქციოს. სწორედ ასე მოხდა 1775 წელს მეფე ერეკლეს თანხმობით, რაც ზემოთ არის აღწერილი მისიონერის წერილში. სომხურ ეკლესიას ისეთი ძალა და გავლენა ჰქონდა, რომ კათოლიკეებს სპარსეთსა და ოსმალეთშიც სასტიკად დევნიდნენ. მაგალითად, სპარსეთში ლათინი ბერებიდან მხოლოდ კაპუცინები ახერხებდნენ სპარსეთის მთავრობისაგან მიეღოთ მფარველობა “სომეხთა მიერ დევნულობის წინააღმდეგ”, ამავე სურათს ვხედავთ ოსმალეთშიც296. როგორც აღინიშნა, 1755 წელს საეკლესიო კრებამ, რომელმაც ანტონი გადააყენა, მისი კვლავ აღდგენა საეკლესიო ტახტზე მეფეებს ფიცით აუკრძალა. მაგრამ ერეკლე მეფემ 1763 წელს ანტონი საქართველოში დააბრუნა და ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელობა ჩააბარა. ისმება კითხვა, დაარღვია თუ არა ერეკლემ ტორიულადაც და ლოგიკურადაც სრულიად გამართლებულია, მისი მტკიცე ძალაუფლების უშუალო გამოვლენას წარმოადგენს, მაგრამ ერეკლესა და ანტონის მოწინააღმდეგე ბანაკსაც ზ. გაბაშვილის თაოსნობით დათმობა არ სჩვეოდა. 

1763 წელს 16 აპრილის წერილში რომის პაპი სწერდა ერეკლე მეფეს “თქვენ ფიცს ყურს ნუ უგდებთ, რადგან ფიცი კეთილის აღსასრულებლად იქნება და არა რაიმე ბოროტისათვის, არც ვალდებული ხართ დაიცვათ, თუ დაგიფიციათ, როდესაც მისი საგანი საწინააღმდეგოა ჭეშმარიტებისა, რადგან თქვენი ფიცის საგნის სიბოროტე ყოველ ძალას უსპობს ფიცსა, რომელიც დაგიდვიათ”. ცხადია, პაპის წერილი არ შეეხებოდა ანტონ კათალიკოსის დაბრუნებას, არამედ სხვა საქმესთან იყო დაკავშირებული “ერეკლემ ქართლ-კახეთის ერთადერთმა მმართველმა დაარღვია ეს ფიცი და ანტონი ძველ უფლებებში აღადგინა.

12 minutes წინ, Deutschland said:

ჩინური პოპულარული გამოცემა „სოჰუ“ («搜狐//Sohu»)  აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი – საქართველოს გადამრჩენი? ბათუმი ბრიტანულ სამხედრო გემს ცეკვით ესალმება“.

„ათზე მეტი ქართველი არტისტი ცეკვავდა და მღეროდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო გემის „დეფენდერის“ შესვლისას ბათუმის ნავსადგურში. ეს ის გემია, რომელსაც რუსებმა ყისიმის ნაპირებთან სროლა აუტეხეს. როცა ნაღმოსანი  პორტში შევიდა, ნაპირზე უკვე შეკრებილნი იყვნენ ქართველი არტისტები. მათ მღერას და ცეკვას ბრიტანელი მეზღვაურების აპლოდისმენტები მოჰყვა.

რატომ მიესალმნენ ქართველები ასე მხურვალედ ბრიტანულ ხომალდს?

ალბათ, კავკასიელები ბრიტანელებს ასეთი დახვედრით იმ ფსიქოლოგიურ ტრავმას უშუშებდნენ, რომელიც მათ რუსებმა შავ ზღვაში ყირიმის ნაპირებთან მიაყენეს, მაგრამ ვინ  მოუშუშებს თვითონ ქართველებს გულში არსებულ ჭრილობებს? 2008 წელს ქართულმა არმიამ, რომელიც დასავლეთის მიერ იყო წაქეზებული, მოულოდნელი შეტევა განახორციელა სამხრეთ ოსეთის პრორუსულ რეგიონზე. ამ სამხედრო ოპერაციამ რუსეთის საპასუხო რეაგირება გამოიწვია: საქართველოს არმია სასტიკად დამარცხდა, სამხრეთ ოსეთს კი დღემდე საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს. სამწუხაროდ, გაჭირვების მომენტში საქართველოს არცერთი დასავლური სახელმწიფო არ დახმარებია.

საქართველოს ტრაგედია, შეიძლება ითქვას, დასავლეთის სახელმწიფოები მიერ იქნა გამოწვეული, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. სამწუხაროდ, საქართველოს მიყენებული ჭრილობებიდან ისევ სისხლი სდის, მაგრამ ახლა ქართველები ბრიტანულ გემს ცეკვა-თამაშით ეგებებიან. ამ ადამიანებს შეიძლება დაავიწყდათ, თუ როგორ გაიქცნენ დასავლური ხომალდები შავი ზღვიდან, როცა ქართული არმია რუსეთის ჯარმა დაამარცხა. ასევე შეიძლება დავიწყებული აქვთ ისიც, თუ როგორი დიდი ფასი გადაიხადა საქართველომ ნატოსა და რუსეთის კონფრონტაციის გამო. თვითონ ნატო კი დაპირებულის რეალიზებას არ ჩქარობს და   საქართველოს თავის რიგებში არ იღებს.

ბუნებრივია, ღარიბ ქვეყნებს საწყენი ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველო ასეთ დღეში დასავლეთმა ჩააგდო, ისინი კი იმავე დასავლეთს, როგორც გადამრჩენელს, თაყვანს სცემენ.

წინ წყალი უკან მეწყერიო, - ესეა ჩვენი საქმე ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს საპატრიარქო ,,თბილისი-პრაიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ,,თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს;

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ:

დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.
ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულიხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, - ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.
ლგბტქ+ „პრაიდის“ ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. „ღირსების მარშს“, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.
აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას.
ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულვებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას.
აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.
ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.
მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - გარდაუვალი შფოთი”, -აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

ანტოშას ხელით მიასამარეს ე.წ. ევროპული პარტია ქართლ-კახეთში და შეამზადეს ტრაქტატ/ანექსიისთვის.

მუსიე სეტ, უყურეთ ამას როცა დრო გექნებათ 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Eric

1926-ში რომელი კალენდრით სარგებლობდნენ - ეტყობა იულიუსით, მარა რაცხა სხვანაირად მახსოვს, ხოდა შობა 25-შია, თან დასვენების დღე ...:wtf:

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, ASIA said:

ანტონ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი)

ოფიციალური სახელი: თეიმურაზ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი: 28 ოქტომბერი, 1720
გარდაცვ. თარიღი: 12 მარტი, 1788  (67 წლის ასაკში)
კატეგორია: მეცნიერი, მწერალი, სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი

 

 

 1763 წელს ერეკლე II-მ რუსეთიდან დააბრუნა იგი, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

 

ოფიციალურად ანტონი საქართველოდან 1755 წელს საეკლესიო კრებამ გააძევა გაკათოლიკების მოტივით, მაგრამ როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ყველას სცოდნია, რომ ნამდვილი მიზეზი დინასტიური მეტოქეობა იყო. “ანტონის ესოდენ ნაყოფიერი მოღვაწეობა, როგორც სამეცნიერო, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე შურსა და მტრობას იწვევდა მისადმი

ყოველივე ამასთან ერთად ანტონი ქართლის სამეფო ტახტის კანონიერ პრეტენდენტს წარმოადგენდა. თეიმურაზ II კახელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა, ხოლო ანტონი – მუხრანელი ბაგრატიონების, ანუ ქართლის მეფეებისას. თავისი დიდი საეკლესიო თანამდებობის, ასევე სახელგანთქმული მოღვაწეობის წყალობით სახელმწიფოში ანტონი პირველი პირი იყო – თეიმურაზ II-ისა და ერეკლეს შემდეგ (აბდულა-ბეგი, რომელიც თეიმურაზმა გაჭირვებით დაამარცხა, ძმა იყო ანტონისა). “თეიმურაზი ანტონში ყოველთვის ტახტის მოცილეს ხედავდა. მით უმეტეს, რომ თეიმურაზის უფლებებს ქართლის ტახტზე სუსტი საფუძველი ჰქონდა. მისი მეუღლე თამარი, მართალია, ვახტანგ VI-ის ასული იყო, მაგრამ ვახტანგს, ისევე როგორც მის ძმას, იესეს, ვაჟიშვილი მემკვიდრეები ჰყავდათ”, ეს იყო ფარული, მაგრამ ერთი მთავარი მიზეზი ანტონის დაწინაურებისა საეკლესიო იერარქიის კიბეზე. კათალიკოსობა ხომ უმაღლესი საეკლესიო თანამდებობა და ტიტული იყო მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იმ დროისათვის იგი მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიან პირს წარმოადგენდა. თეიმურაზი უთუოდ ფიქრობდა, რომ ამით დააკმაყოფილებდა ანტონის ფარულ პრეტენზიებს ქართლის ტახტზე და ამრიგად ჩამოიცილებდა

 

ვახუშტის შრომაში ნათქვამია “შეუთქვეს კახთ ანტონი კათალიკოზს ფრანგობა მტრობით და განაძეს, კვლავად რომის ბერნი კაპუჩინნი ქართლიდამ”250. თვით ანტონიც განდევნის მიზეზად იმ დევნას ასახელებს, რომელიც მას “კახელმა” ბაგრატიონმა თეიმურაზმა მოუწყო, როგორც ქართლის ტახტის მემკვიდრეს – მუხრანელ ბაგრატიონს

https://meufeanania.info/epoqa/ - განსხვავებული ვერსიაა.

3 საათის წინ, ASIA said:

https://qim.ge/anton I1.html

 

ნტონ I, ერისკაცობაში თეიმურაზი, იყო ვაჟი ვახტანგ VI-ის უმცროსი ძმის, იესე მეფისა და ნაზარალი-ხანის (ერეკლე I) ასულ დედოფალ ელენესი. დაიბადა 1720 წელს.

 

ხოოოო, რატომ არ მიკვირს ნეტავ!

გმადლობთ პატივცემულო.

 

წავიკითხე ორივე, ნუ ქართველები ვერ გადავეჩვიეთ მაღალფარდოვანი სისულელეებით წერას :დ მაგრამ არაუშავს. :დ

ე.ი. აქ პატივცემულები აღნიშნავენ რომ ანტონის მთავარი მოწინააღმდეგე ვინმე გაბაშვილი იყო პროირანული  პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი :დ

ე.ი. ამ პატივცემულების აზრით, პროირანელმა ტიპმა გაყარა კათოლიკეები და მხარი დაუჭირა ანტოშას მიერ რუსული გავლენების შეტანას ეკლესიაში? :დ რაღაც უცნაურად ჟღერს, არა? 

უფრო ლოგიკური არ იქნებოდა რომ პროირანელს რუსების წინააღმდეგ ემუშავა, ვიდრე ევროპელების? :დ 

რაღაცა ვერ ჯდება. 

მერე მეორე ანტოშას თავისი ძმის გამეფება თუ უნდოდა ქართლში, რანანირად მოხდა რომ რუსეთში გაგაზვის მერე ეს თემა საერთოდ აღარ ფიგურირებს? და პირიქით, ერეკლესთან ძმაკაცობს (ვინც წესით ამათი ვერსიით უზურპატორია :დ )

 

მოკლედ რა, ქართული ისტორიოგრაფიაში თავიდანააა დასაწერი :დ

 

 

 

2 საათის წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, უყურეთ ამას როცა დრო გექნებათ 

 

გმადლობთ სენიორ, ვუყურებ მოგვიანებით.

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, Seth said:

გაბაშვილი იყო პროირანული  პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი

მუიე სეტ, მართალი ბრძანდებით, გადასაწერია ისტორია, - არანაირი პროირანული ფრა არ იყო გაბაშვილი, სუფთა მართლმადიდებლურად აზროვნებდ .

ეხლა, მე პირადად ვგმობ საპატრიარქოს ეკუმენისტურ კავშირებს, მიმაჩნია რომ არღვევენ ლოცვით-ზიარებითი კავშირის უმთავრეს წესებს და ამის გამო (და არა მარტო ამის !!!) ქვაბ-ავაზაკისანი არიან, - ამიტომ პროვიღაცა ხომ არ ვარ ??? ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
15 საათის წინ, ASIA said:

1926-ში რომელი კალენდრით სარგებლობდნენ - ეტყობა იულიუსით, მარა რაცხა სხვანაირად მახსოვს, ხოდა შობა 25-შია, თან დასვენების დღე ...

დიახ, ბევრი შეკითხვებია სენიორა.

როგორც ჩანს ბოლშევიკები ეგრე დაუნდობლად არ დაეძგერნენ ეკლესიას როგორც გვასწავლიდნენ. კალენდარზე რელიგიური დღეები შენახულია ჩვეულებრივად და + შობა 25 -შია )))

ეს 1926 წელს.

სამიდან ხუთი არ დაეჯერება ამათი სენიორა (ოფიციალური ვერსიების)

Edited by Eric
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share