Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
7 minutes წინ, kvipriane said:

ვინ დაუმტკიცათ მამულები მმართველებს ათადან და ბაბადან ?

არავის არაფერი არ დაუმტკიცებია სენიორ, სისტემა შექმნეს შუა საუკუნებში ასეთი. იმუშავა რამდენიმე საუკუნე და მერე საჭირო გახდა ცვლილება, ისევე როგორც მანამდე.

Share on other sites

  • ფორუმელი
24 minutes წინ, Seth said:

ცალკე თემაა რელიგია (ბატონო კვიპრიანე გაგვიბარზდება ისევ) - ე.ი. ეს წვეროსები მე-12 საუკუნეში "არისტოკრატები" არ იყვნენ და მე-13-ში უცებ გახდნენ? :დ თუ როგორ? უფრო უპრიანი არ იქნებოდა გვეფიქრა რომ მაშინაც მმართველები იყვნენ და ისევ მმართველებად დარჩნენ და უბრალოდ სავიზიტო ბარათი შეცვალეს?

სად გინახივართ მუსიე სეტ გაბრაზებული ? :)

მე არსად დამიცავს მილორდ ადრინდელი და დღევანდელი  ეგრეთ წოდებული მღვდელმთავრები, რომლებიც გამღვდელმთავრდნენ პრივილეგიებისა და მმართველობის, ძალაუფლების გამო და შემდგომ საშინელებები აკეთეს ...

ჩემი დაცვის ობიექტს მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრება წარმოადგენს , რომლის გამორჩევაც ასე თუ ისე ამ 20 წლის განმავლობაში ვისწავლე ...

არც ისტორიაზე მაქვს პრეტენზია, არც პოლიტიკაზე და არც სახელმწიფოს მოწყობის თუ მართვის ცოდნაზე :)

მხოლოდ კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე 

ხო და ეს უნდა ავღნიშნო რომ , გიყვარდეს მტერი შენიო და რომ გიყვარდეს უნდა იცნობდე, - მე კი, თურმე ბოროტს არ ვიცნობდი აქამდე, ნელ-ნელა ვეცნობი ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

იტალიის ბანკის კვლევით

ფლორენციაში 1427 წლიდან 2011 წლამდის მსხვილი გადამხდელების გვარები არ შეცვლილა.

წარმოდგენა არ მაქვს ამ კვლევაზე სენიორ, კარგი იქნება თუ რამე ლინკს მომცემთ. 

როგორც არ უნდა იყოს, ესეთი რამ არის უბრალოდ შეუძლებელი :) დიდი ეჭვი მაქვს რაღაც შეცდომაა...

ამასთანავე, დავუშვათ ინგლისში ეგ მაჩვენებელი იყო 200 წელი, ჰოლანდიაში 100 და პორტუგალიაში 300 მანდ არაა ე.წ. არისტოკრატია? :) რამე ზღვარი ხომ არ არსებობს რამდენი წლის მერეა არისტოკრატია? დარწმუნებული ვარ არა. და თუ არ არსებობს, 10 წელი რატომ არაა საკმარისი?

არაფერ შუაშია ეგ სენიორ. 600 წელი იქნება თუ 1500 არაფერ შუაშია. გვარებიც კი არაფერ შუაშია.

არის სისტემა, რომელსაც სხვადახვა დროს სხვადასხვა სახელი ჰქვია (თუ მაინცდამინც განზოგადება გვინდა შეგვიძლია დავარქვათ მმართველები), ამ სისტემაში არანაირი კონსტანტა არ არსებობს, მათ შორის არც გვარები :) ) სისტემაში შესვლას სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ სჭირდებოდა. მაგალითად ერთ დროს ხმლის ქნევაც საკმარისი იყო, მეორე დროს მხოლოდ მამის ტიტული, მესამე დროს მხოლოდ ფინანსები და ა.შ. დიახ, დიდი ალბათობით ამათ შორის კავშირი არსებობდა - ვგულისხმობ მამა ხმალს იქნევდა, შვილს ტიტული რჩებოდა და შვილიშვილი ამ ტიტულით ბევრ ფულს აკეთებდა, მაგრამ შეუძლებელია იმის თქმა რომ ეს 600 ან მეტ წელს გრძელდებოდა. და თუ მაინც გრძელდებიოდა ეს ერთეული შემთხვევა იქნება და არა წესი.

ამის დასტურად, მარტო ის კმარა რომ მაგალითად ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში მონარქია შეიცვალა არაერთხელ, ხოლო ე.წ. "არისტოკრატია" უარავჯერ. მაგალითად ბრიტანეთში არის მხოლოდ ერთი არისტოკრატიული ოჯახი რომელი არის საქსების შთამომავალი. და რადგან "შეიცვალა" ე.ი. სხვა რამეში ყოფილა საქმე და არა "მემკვდრეობითობასა" და "არისტოკრატიზმში" არა?

პ.ს. იტალია ხომ საერთოდ სასაცილოა სენიორ, თვითონ თუ ესმით დღეს მანდ ვინაა ჭეშმარიტი "არისტოკრატი" კიდევ საკითხავია :დ

 

Share on other sites

14 minutes წინ, Seth said:

არა. ყველა მმართველია. ამ მიზნებისთვის ეგენი ყველა ერთი და იგივეა - მმართველი. 

მერე რა რომ მმართველია?

ბარონი და ბანკის დირექტორი  და ცკ -ს მდიცივანი აბსოლუტურად სხვადასხვაა ძალაუფლების ასპექტში.

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

ამასთანავე, დავუშვათ ინგლისში ეგ მაჩვენებელი იყო 200 წელი, ჰოლანდიაში 100 და პორტუგალიაში 300 მანდ არაა ე.წ. არისტოკრატია?

როგორ არაა სენიორ

შექსპირის მაკბეტში მოხსენიებული გვარი დღესაც ცოცხალია სახეზეა და იმავე ციხე სიმაგრეს ფლობს )))

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, Eric said:

ბარონი და ბანკის დირექტორი  და ცკ -ს მდიცივანი აბსოლუტურად სხვადასხვაა ძალაუფლების ასპექტში.

სრულებით შესაძლებელია. და რა? პლებსთან რა კავშირშია ეს?

 

+ უამრავი ბარონი შემიძლია დაგისახელოთ, ისევე როგორც ცეკას მდივანი რომელთა ძალაუფლებებიც :დ ძირეულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
18 minutes წინ, Seth said:

არავის არაფერი არ დაუმტკიცებია სენიორ, სისტემა შექმნეს შუა საუკუნებში ასეთი. იმუშავა რამდენიმე საუკუნე და მერე საჭირო გახდა ცვლილება, ისევე როგორც მანამდე.

ანუ, მაგალითად დედამიწა და მისი ნებისმიერი ნაწილი ისევე გეკუთვნით თქვენ, როგორც ეკუთვნის დანარჩენ 7 თუ 8 მილიარდ ადამიანს, სწორად გავიგე  ?

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

შექსპირის მაკბეტში მოხსენიებული გვარი დღესაც ცოცხალია სახეზეა და იმავე ციხე სიმაგრეს ფლობს )))

 

ვინ? :დ ზუსტად 1 წლის ვიყავი მანდ, ნუ სადაც მაკბეტი მოღვაწეობდა ელეჯედლი. მუზეუმია.. თქვენ რომელს გულისხმობთ.

 

1 minute წინ, Eric said:

როგორ არაა სენიორ

ჰოდა თუ არის ე.ი. დრო არ ყოფილა არაფრი გადამწყვეტი ხომ? :დ

1 minute წინ, kvipriane said:

ნუ, მაგალითად დედამიწა და მისი ნებისმიერი ნაწილი ისევე გეკუთვნით თქვენ, როგორც ეკუთვნის დანარჩენ 7 თუ 8 მილიარდ ადამიანს, სწორად გავიგე  ?

ნწ. ზოგს ცოტა უფრო მეტად ეკუთვნის :დ ზოგს ნაკლებად.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share