Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

ფინანსურად საშუალო შემოსავალი + ხმის უფლება მინიმუმ/

Plebs - definition of plebs by The Free Dictionary

 

პლებსი სენიორ ჩვეულებრივ ხალხს ნიშნავს. მეტს არაფერს. თქვენ რა მნიშვნელობას მიანიჭებთ ეს თქვენი თემაა, მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივ, "არაპრივილიგირებულ" ხალხს ნიშნავს.

ამაში მდგომარეობს ზუსტად სხვაობა, კერძოდ ტერმინებში და ამ ტერმინების აღრევაში. აიღეს პლატონის ტერმინი არისტოკრატი და დაარქვეს ტიპს, რომელიც არავინ იყო გარდა "პრივილიგირებული" კასტის წევრისა. რადგან მარიუსს არისტოკრატი არ ერქვა ამიტომ "პრივილიგირებული" არ იყო? :დ

იგივეა პლებსიც - "არაპრივილიგირებული" ხალხის მასა. სანკიულოტი მაგალითად იგივე პლებსია, ისევე როგორც რომაელი არაპრივილიგირებული კასტა. დიახ განსხვავებები იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ძირეული პრინციპი არის ერთი - არსებობს პრივიგილირებული და არაპრივილიგებული, სხვა ყველაფერი უბრალოდ ტერმინებით ჟონგლიორობაა და მეტი არაფერი,

 

Share on other sites

3 minutes წინ, Seth said:

პლებსი სენიორ ჩვეულებრივ ხალხს ნიშნავს. მეტს არაფერს.

არა სენიორ.

პლებსი რომში იყო კი, უბრალო ხალხი მაგრამ თავიდან, შემდეგ მათი იურიდიული უფლებები გათანაბრდა პატრიციებთან სენიორ.

ფეოდალიზმში ასეთი რამ არაა.

ესეიგი დღეს მე და გოგი თოფაძეს ერთნაირი იურიდიული უფლებები გვაქვს მარა იმის იქით არა ხომ?

ფეოდალიზმში კი აზნაურს და ჰერცოგს ერთნაირი უფლებები რანაირად ჰქონდათ სენიორ?

 

ესაა მთავარი

Share on other sites

Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Seth said:

რადგან მარიუსს არისტოკრატი არ ერქვა ამიტომ "პრივილიგირებული" არ იყო? :დ

სენიორ არისტოკრატი ნიშნავდა პრივილიგირებულს მარა პრივილიგირებული არ ნიშნავს არისტოკრატს.

თოფაძე კია პრივილიგირებული მარა არაა არისტოკრატი.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
24 minutes წინ, Eric said:

არა სენიორ.

Plebs - definition of plebs by The Free Dictionary

სენიორ, მე ეს არ მომიგონია. ეს არის მარტივი განმარტება პლებსის. დღეს გოგი თოფაძემ რომ პატრიცი დაარქვას თავის თავს ეს არ ნიშნავს ის იგივე პატრიცი იქნება რაც რომში.

 

თან უფლებები პლებსს კი არ გაუზარდეს, რომის მოქალაქაეები გაათანაბრეს :დ თორემ პლებსი პლებსად დარჩა. ზუსტად იგივე მოხდა მრავალი საუკუნის მერე, როდესაც ჯერ ვაჭრებს, შემდეგ ფერმერებს და შემდგომ ხელოსნებს მისცეს ხმის და წარმომადგენლობის უფლება. ეს უკანასკნელები პლებსად დარჩა :დ "არისტოკრატებად" კი არ გადაკვალიფიცირებულან :დ

 

23 minutes წინ, Eric said:

სენიორ არისტოკრატი ნიშნავდა პრივილიგირებულს მარა პრივილიგირებული არ ნიშნავს არისტოკრატს.

მანდ პრივილეგია შეგნებულად ბრჭყალებში ჩავსვი. და აი რატომ

ამ მიზნებისთვის ათადან და ბაბადან საქმე გვაქვს ძალიან მარტივ დაყოფასთან - კერძოდ ის ვინც მართავს და ის ვისაც მართავენ. ეხლა ამას გნებავთ თავადი და გლეხი დაარქვით, გნებავთ პარტინსტრუქტორი და მუშა, გნებავთ არისტოკრატი და პლებეი, გნებავთ ბანკის მენეჯერი და იპოთეკარი :დ მოკლედ რაც გნებავთ ის დაარქვით.

ძირეული განსხვავება ამ 2 სუბიექტს შორის არის ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ პრივილეგიას - ვინც მართავს ის არის პრივილიგირებული და ვისაც მართავენ ის არის არაპრივილიგირებული. აი ასე მარტივადაა ეს საქმე.

შეგვიძლია გავართულოთ და ესენი ცალ-ცალკე ჩავშალოთ, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელია და შეიძ₾ება ვიღაცისთვის საინტერესოც იყოს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ძირეულ პრინციპს/განსხვავებას რაც ზემოთ დავწერე. ან გმართავენ ან მართავ. 

ეხლა იმის თქმა ვიღაცას რაღაც პრივილეგია ჰქონდა და არ ერქვა არისტოკრატი არის უბრალოდ შეცდომა, რომელსაც იწვევს სიტყვებით თამაში :დ თუ თავის დროზე პრივიგილებულებს დაარქვეს არისტოკრატები, მაშინ რანაირად შეიძლება რომ მას ვისაც პრივილეგიები აქვს არ იყოს არისტოკრატი? :დ შეუძ₾ებელია ხომ? ერთადერთი ვარიანტი რაც შეიძ₾ება დავუშვათ ამ აურზაურში არის შემდეგი - ტერმინი არისტოკრატის განსაზღვრებაში შეგნებულად/ან შეუგნებლად არის დაშვებული შეცდომა. თუ რატომ არის ამაზე მსჯელობა შეიძლება.

ჯერ მარტო ის განცხადება რად ღირს რომ თურმე აზიაში არისტოკრატია არ ყოფილა :დ არ გეჩვენებათ ეს სასაცილოდ რომ, თურმე დედამიწაზე არსებობს ადგილი, ქვეყანა, ხალხი სადაც არავინ არავის მართავს და ყველა აბსოლუტურად თანასწორია? :დ აუშენებიათ აბა კომუნიზმი და ვერ გაუგიათ :დ

Edited by Seth
Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

კერძოდ ის ვინც მართავს და ის ვისაც მართავენ. ეხლა ამას გნებავთ თავადი და გლეხი დაარქვით, გნებავთ პარტინსტრუქტორი და მუშა, გნებავთ არისტოკრატი და პლებეი, გნებავთ ბანკის მენეჯერი და იპოთეკარი :დ მოკლედ რაც გნებავთ ის დაარქვით.

ძირეული განსხვავება ამ 2 სუბიექტს შორის არის ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ პრივილეგიას - ვინც მართავს ის არის პრივილიგირებული და ვისაც მართავენ ის არის არაპრივილიგირებული. აი ასე მარტივადაა ეს საქმე.

გასაგებია თქვენი აზრი.

ძირითადი განსხვავება ბანკის მენეჯერს პარტინსტრუქტორს და არისტოკრატს შორის არის ის რომ:

1) არისტოკრატს პრივილეგიები გადაეცემა და გადასცემს მემკვიდრეობით იურიდიულად.

2) არისტოკრატს ყავს სუზერენი და ვასალი იურიდიულად.

 

ამიტომ გრაფი შტაუფენბერგის შვილი ისევ გრაფი შტაუფენბერგი იქნება

ხოლო ლეანიდ ილიჩ ბრეჟნევის შვილი ვერ იქნება გენსეკი.

 

ვერც მორგან სტენლის სეო -ს შვილი იქნება მორგან სტენლის სეო.

Share on other sites

6 minutes წინ, Seth said:

ჯერ მარტო ის განცხადება რად ღირს რომ თურმე აზიაში არისტოკრატია არ ყოფილა :დ არ გეჩვენებათ ეს სასაცილოდ რო, თურმე დედამიწაზე არსებობს ადგილი, ქვეყანა, ხალხი სადაც სადაც არავინ არავის მართავს და ყველა აბსოლუტურად თანასწორია? :დ აუშენებიათ აბა კომუნიზმი და ვერ გაუგიათ :დ

აზიას მართლა არ ყავდა არისტოკრატია სენიორ. )

ზოგადად მაგიტომ იბრალებენ მსოფლიოში გრძელვადიან დინასტიებს რომ ამით ხაზს უსმევენ არისტოკრატიულ წარსულს.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

ძირითადი განსხვავება ბანკის მენეჯერს პარტინსტრუქტორს და არისტოკრატს შორის არის ის რომ:

თქვენ ეხლა მიდიხართ აი აქ 

8 minutes წინ, Seth said:

შეგვიძლია გავართულოთ და ესენი ცალ-ცალკე ჩავშალოთ, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელია და შეიძ₾ება ვიღაცისთვის საინტერესოც იყოს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ძირეულ პრინციპს/განსხვავებას რაც ზემოთ დავწერე. ან გმართავენ ან მართავ.

რასაც არაფერი საერთო არ აქვს პლებსთან (რასაც მოჰყვა ეს საუბარი). თქვენ ერთმანეთს ადარებთ მმართველებს. კარგით, არც ესაა პრობლემა რა თქმა უნდა. შეგვიძ₾ია ამას გავყვეთ. არც აქაა ეგრე მარტივად საქმე.

4 minutes წინ, Eric said:

ამიტომ გრაფი შტაუფენბერგის შვილი ისევ გრაფი შტაუფენბერგი იქნება

ხოლო ლეანიდ ილიჩ ბრეჟნევის შვილი ვერ იქნება გენსეკი.

მართალია. ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ. რატომ? უამრავი შტაუფენბერგის შვილი არსებობს რომელიც გრაფი ვეღარ არის. ე.ი. შესაძლებელი ყოფილა ხომ რომ გრაფი გრაფი აღარ იყოს? და თუ ეს შესაძლებელია  ე.ი. ე.წ. "არისტოკრატობა" უზენაესი და ხელშეუხებელი ვეღარ ყოფილა, არა? 

აბა რაშია მაშინ საქმე? რაშია პატივცემულო და სისტემაში. ისეთი სისტემის შექმნაში რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მმართველების ბოგინს :დ უკუნითი უკუნისადმე.

ამ პროცესის რეინვენთში რაღაც ეტაპზე გახდა საჭირო "არისტოკრატიის" შემოღება, რამაც მშვენივრად უზრუნველყო მმართველების ბოგინი რამდენიმე საუკუნე :დ (სხვათაშორის ისე დახატეს ესენი რომ მმართველების პროფილი არ დაემთხვა არავის გარდა დასავლელი ტიპებისა, რამაც მარტივად შესაძლებლობა მისცა იმათ ემართათ ველური მმართველები :დ) შემდეგ "არისტოკრატიამ" რომ ბაგები შვა, უცებ ვაჭრები, გილდიების შეფები და ბანკირები გახდნენ "არისტოკრატიის" ნაწილი, მერე პროგრესს და საქმეს დასჭირდა და ეს " ძველი არისტოკრატები" საერთოდ გადამალეს და "ლიბეღტე, ეგალიტე, ფრატერნიტე" იქადაგეს, რომ პლებსი კარგად ემართათ.

ცალკე თემაა რელიგია (ბატონო კვიპრიანე გაგვიბარზდება ისევ) - ე.ი. ეს წვეროსები მე-12 საუკუნეში "არისტოკრატები" არ იყვნენ და მე-13-ში უცებ გახდნენ? :დ თუ როგორ? უფრო უპრიანი არ იქნებოდა გვეფიქრა რომ მაშინაც მმართველები იყვნენ და ისევ მმართველებად დარჩნენ და უბრალოდ სავიზიტო ბარათი შეცვალეს?

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Eric said:

აზიას მართლა არ ყავდა არისტოკრატია სენიორ

აი ხომ გეუბნებით, ე.ი. ჩვენს დასავლელ მეცნიერებს რომ ჰკითხო, აზიაში არავინ არაფერს მართავდა ხომ? ჯებე ნოინი მაგალითად პლებსი იყო ან სუბუდაი ბაღათური :დ აზიურ სამღვდელობას რომ საერთოდ თავი დავანებოთ

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share