Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
12 საათის წინ, kvipriane said:

მუიე სეტ, მართალი ბრძანდებით, გადასაწერია ისტორია, - არანაირი პროირანული ფრა არ იყო გაბაშვილი,

შესასწავლია ეს საკითხი მაგრამ ერთი შეხედვით ასე სჩანს :დ რა ირანული საქმე გაკეთდა იმით რომ ანტოშა რუსეთში გაუშვა და კათოლიკები გაყარა? :დ რავიცი აბა...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

რა ირანული საქმე გაკეთდა იმით რომ ანტოშა რუსეთში გაუშვა და კათოლიკები გაყარა?

არც არაფერი, 

მაგალითი ცხვირწინ ედოთ 1438-39 წლის მოვლენები და ჩვეულებრივი მართლმადიდებლობიდან გადახვევის წინააღმდეგ წავიდნენ

იგივეს ამბობს შიოშ გედევანიშვილი, რომ რუსები არ არიან ისეტი მართლმადიდებლები როგორიც დანარჩენები ვართო 

გადაავლეთ თვალი იმ ვიდეოს, ბევრ რამეში გაერკვევით ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბოდიშის მოხდით ვიკი უნდა გამოვიყენო :user: ატანა არ მაქვს ამ რესურსის

3 minutes წინ, kvipriane said:

არც არაფერი, 

მაგალითი ცხვირწინ ედოთ 1438-39 წლის მოვლენები და ჩვეულებრივი მართლმადიდებლობიდან გადახვევის წინააღმდეგ წავიდნენ

იგივეს ამბობს შიოშ გედევანიშვილი, რომ რუსები არ არიან ისეტი მართლმადიდებლები როგორიც დანარჩენები ვართო 

გადაავლეთ თვალი იმ ვიდეოს, ბევრ რამეში გაერკვევით ...

აგერ ბატონო, ისევ მართლები აღმოვჩნდით, პროირანული არა პროსამხრეთაფრიკული :დ

ანტოშა რომ დაბრუნდა დედა უტირეს ტიპს თან ოჯახიანად (რაც ამ გაბაშვილს არ გაუკეთებია სხვათაშორის) 

. საბოლოოდ, ის ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ 1764 წლის საეკლესიო კრებაზე ცილისწამებასა და განხეთქილების ჩამოგდებაში დაადანაშაულეს, ეკლესიიდან განკვეთეს, შეაჩვენეს, სახლ-კარი და ქონება ჩამოართვეს. მასთან ერთად განკვეთეს და შეაჩვენეს მისი უფროსი სრულწლოვანი შვილი დიაკონი იოსები, რომელიც ერთ-ერთ ძმასთან, იოანესთან ერთად დააპატიმრეს. კრებამ სინანულისკენ მოუწოდა მათ, თუმცა, ისინი ბოლომდე თავიანთ პოზიციაზე დარჩნენ. ოჯახის მცირეწლოვანი წევრები კი სამეფო კარზე გადაიყვანეს.

შემდეგ კი ეს პროირანელი სად წავიდა? 

საბოლოოდ, ზაქარია გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 წელს ყიზლარში ჩავიდა. ერეკლე II-მ ყიზლარის ციხის თავს წერილი მისწერა, რომლითაც მოუწოდებდა, რომ არ შეეწყნარებინათ ანათემას მიცემული ხუცესი, რადგან „ყოვლისაგან ქრისტიანეთა მადლისა შიშველ არს“. 1768-1770 წლებში გაბაშვილი მოსკოვსა და პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც ვახტანგ VI-ის შთამომავალთა შორის ცხოვრობდა. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ იგი თვით ამ სინოდმაც მიიჩნია დამნაშავედ და დანაშაულის მონანიებისაკენ მოუწოდა. იმედგაცრუებული გაბაშვილი 1771 წელს იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე.

 

მემგონი გასაგებია ყველაფერი ამ საკითხში.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Seth said:

მემგონი გასაგებია ყველაფერი ამ საკითხში.

ტიფლის-ემირატი ვს ქუთაისის-საფაშო ?????? :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ტიფლის-ემირატი ვს ქუთაისის-საფაშო ?

ნწ. თეიმურაზის პარტია იყო ცალსახად. 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

ნწ. თეიმურაზის პარტია იყო ცალსახად. 

 რადგან იდეაში უსამართლოდ იჯდა ქართლის ტახტზე ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
16 საათის წინ, ASIA said:

@Eric

1926-ში რომელი კალენდრით სარგებლობდნენ - ეტყობა იულიუსით, მარა რაცხა სხვანაირად მახსოვს, ხოდა შობა 25-შია, თან დასვენების დღე ...:wtf:

კვირა იყო :დ 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კვირა კიარა შაბათი იყო გრიგორიანული კალენდრით, იულისით იყო პარასკევი. დავისიცხე ეტყობა.

=

ვიკის მიხედვით, 1926ში ჯერ კიდევ ძველი სტილი იყო

შესწორებული იულიუსის კალენდარი საქართველოს ეკლესიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ 1923 წლის 24 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით (რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა), გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც უძრავი დღესასწაულები 1923 წლის 1 ნოემბრიდან უნდა აღნიშნულიყო ახალი კალენდრით, ხოლო მოძრავი — ძველი სტილით. ეს განჩინება რეალურადაც განხორციელდა და 1923 წლის 1 ნოემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შესწორებულ იულიუსის კალენდარს გამოიყენებდა.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მოგვიანებით თავის ნაშრომში „მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან“ წერს, საქართველოს ეკლესიის ულტრარეფორმისტულად განწყობილმა ჯგუფმა მოინდომა, ახალი სტილით აღენიშნათ აღდგომის დღესასწაულიც, რაც ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს განჩინებას, აგრეთვე საერთო მართლმადიდებლურ პრაქტიკას. სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესი ნაწილი უარყოფითად შეხვდა აღდგომის თარიღის თვითნებურად შესწორებას, რამაც საყოველთაო მღელვარება გამოიწვია ეკლესიაში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საპატიმროდან ახლად გამოსულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა შესწორებული კალენდრის მოქმედება და 1925 წლის 11 მარტს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება ძველ სტილზე დროებით დაბრუნების შესახებ.

1927 24 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრებამ ხელმეორედ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღებისა. ამ გადაწყვეტილებას თბილისში დადებითად შეხვდნენ, თუმცა რეგიონულ ეპარქიებში სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილმა წინააღმდეგობა გამოხატა კალენდრის შესწორების გამო. ეკლესიაში შექმნილი არეულობის გამო, მომდევნო 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო ახალი განჩინება შესწორებული კალენდრის მოქმედების დროებით შეჩერებისა და ძველ სტილზე დაბრუნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ განჩინება ეპისკოპოსებს ავალებდა, სამომავლოდ გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის, შესწორებული იულიუსის კალენდრის სასარგებლოდ.

შემდგომ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შესწორებულ იულიუსის კალენდარზე დაბრუნების საკითხი აღარ განხილულა.

=

ვიკიში წყაროებია საინტერესო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share