Jimmy Posted 30 ივნისი, 2021 Author Posted 30 ივნისი, 2021 ონლაინ, ASIA said: ეგ კითხვა საიდანაც დავაკოპირე, იქ იყო დასმული. ზუსტად იმას ვუპასუხე სენიორა ) Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 30 ივნისი, 2021 Posted 30 ივნისი, 2021 45 minutes წინ, ASIA said: 1991 წ., საპატრ. გამოცემა. გვ. 126-129). მე მაგალითად ეს მაკვირვებს - საპატრიარქოს გამომცემლობა, ანუ .... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 30 ივნისი, 2021 Posted 30 ივნისი, 2021 53 minutes წინ, ASIA said: "ჩვენ ვიცით, _ წერს კორნელი კეკელიძე, _ რომ, მე-18 საუკუნეში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საეკლესიო წიგნი, რომელიც სლავური წიგნების მიხედვით არ შესწორებულიყო. ჩვენს ეკლესიებში ხმარებაშია სწორედ ეს, მეთვრამეტე საუკუნის რედაქცია" (კ. კეკელიძე. ანტონ კათალიკოსის სალიტურგიკო მოღვაწეობიდან". საღვთისმეტყველო კრებული, 1991 წ., საპატრ. გამოცემა. გვ. 126-129). ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერის, პროფესორ აკაკი შანიძეს თქმით "შესაძლებელია შეირყვნას წიგნი, მაგრამ იმგვარი შერყვნა, როგორიც ეს ანტონისა და მის მოწაფეთაგან "შესწორებულ" წიგნებს ახასიათებს, წარმოუდგენელია" (გაზეთი "მადლი", 1996 წ. # 26, მარტი, გვ. 4). გმადლობთ სენიორა. ჰმ. უყურე შენ ანტოშას :დ დიდი შებერტყილი ვინმე ჩანს. ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ საქართველოს ამ ეტაპის ისტორიას ყველაზე ნაკლებად და მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობ, წინა პოსტში მხოლოდ ვარაუდი იყო. ბატონი @Ericმართალია, ანტოშას ხელით მიასამარეს ე.წ. ევროპული პარტია ქართლ-კახეთში და შეამზადეს ტრაქტატ/ანექსიისთვის. პ.ს. ამჯერად სხვა რამემ დამაინტერესა მე პირადად და როცა დრო მექნება უნდა მივარისერჩო :დ კერძოდ ანტოშას ამ დვიჟენიებზე თუ მონაწილეობდა კახთ ბატონი და თუ კი რა დოზით და რომელ მხარეს. თუ ვინმეს რამე ცნობა მოგეპოვებათ ამ საკითხზე მადლობელი დაგრჩებით თუ დაწერთ ან ლინკს დადებთ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 30 ივნისი, 2021 Posted 30 ივნისი, 2021 6 საათის წინ, Eric said: დაბლა როგორც ყოველთვის ტანცებით ხვდებიან. როდემდე, ვინ დაგვწყევლა ასე Life is serious. Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 30 ივნისი, 2021 Posted 30 ივნისი, 2021 (შესწორებული) 43 minutes წინ, Seth said: თუ ვინმეს რამე ცნობა მოგეპოვებათ ამ საკითხზე ანტონ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი) http://www.nplg.gov.ge/bios/data/bios/persons/0000/00001115/photo0n.jpg ოფიციალური სახელი: თეიმურაზ ბაგრატიონი დაბადების თარიღი: 28 ოქტომბერი, 1720 გარდაცვ. თარიღი: 12 მარტი, 1788 (67 წლის ასაკში) კატეგორია: მეცნიერი, მწერალი, სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი 1763 წელს ერეკლე II-მ რუსეთიდან დააბრუნა იგი, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ოფიციალურად ანტონი საქართველოდან 1755 წელს საეკლესიო კრებამ გააძევა გაკათოლიკების მოტივით, მაგრამ როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ყველას სცოდნია, რომ ნამდვილი მიზეზი დინასტიური მეტოქეობა იყო. “ანტონის ესოდენ ნაყოფიერი მოღვაწეობა, როგორც სამეცნიერო, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე შურსა და მტრობას იწვევდა მისადმი ყოველივე ამასთან ერთად ანტონი ქართლის სამეფო ტახტის კანონიერ პრეტენდენტს წარმოადგენდა. თეიმურაზ II კახელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა, ხოლო ანტონი – მუხრანელი ბაგრატიონების, ანუ ქართლის მეფეებისას. თავისი დიდი საეკლესიო თანამდებობის, ასევე სახელგანთქმული მოღვაწეობის წყალობით სახელმწიფოში ანტონი პირველი პირი იყო – თეიმურაზ II-ისა და ერეკლეს შემდეგ (აბდულა-ბეგი, რომელიც თეიმურაზმა გაჭირვებით დაამარცხა, ძმა იყო ანტონისა). “თეიმურაზი ანტონში ყოველთვის ტახტის მოცილეს ხედავდა. მით უმეტეს, რომ თეიმურაზის უფლებებს ქართლის ტახტზე სუსტი საფუძველი ჰქონდა. მისი მეუღლე თამარი, მართალია, ვახტანგ VI-ის ასული იყო, მაგრამ ვახტანგს, ისევე როგორც მის ძმას, იესეს, ვაჟიშვილი მემკვიდრეები ჰყავდათ”, ეს იყო ფარული, მაგრამ ერთი მთავარი მიზეზი ანტონის დაწინაურებისა საეკლესიო იერარქიის კიბეზე. კათალიკოსობა ხომ უმაღლესი საეკლესიო თანამდებობა და ტიტული იყო მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იმ დროისათვის იგი მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიან პირს წარმოადგენდა. თეიმურაზი უთუოდ ფიქრობდა, რომ ამით დააკმაყოფილებდა ანტონის ფარულ პრეტენზიებს ქართლის ტახტზე და ამრიგად ჩამოიცილებდა ვახუშტის შრომაში ნათქვამია “შეუთქვეს კახთ ანტონი კათალიკოზს ფრანგობა მტრობით და განაძეს, კვლავად რომის ბერნი კაპუჩინნი ქართლიდამ”250. თვით ანტონიც განდევნის მიზეზად იმ დევნას ასახელებს, რომელიც მას “კახელმა” ბაგრატიონმა თეიმურაზმა მოუწყო, როგორც ქართლის ტახტის მემკვიდრეს – მუხრანელ ბაგრატიონს https://meufeanania.info/epoqa/ - განსხვავებული ვერსიაა. Edited 30 ივნისი, 2021 by ASIA Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 30 ივნისი, 2021 Posted 30 ივნისი, 2021 https://qim.ge/anton I1.html ნტონ I, ერისკაცობაში თეიმურაზი, იყო ვაჟი ვახტანგ VI-ის უმცროსი ძმის, იესე მეფისა და ნაზარალი-ხანის (ერეკლე I) ასულ დედოფალ ელენესი. დაიბადა 1720 წელს. ხოოოო, რატომ არ მიკვირს ნეტავ! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 30 ივნისი, 2021 Posted 30 ივნისი, 2021 52 minutes წინ, Seth said: ერძოდ ანტოშას ამ დვიჟენიებზე თუ მონაწილეობდა კახთ ბატონი და თუ კი რა დოზით რათ უნდა მაგას დასერჩვა ? აგერ გეტყვით, მონაწილეობდა და არამარტო კახთ ბატონი, არამედ მისი სიძეც ერევნის გუბერნატორი როდესაც რუსეთთან ტრაქტატის დადებაზე მიდგა საქმე , კრებაზე სადაც განიხილეს ეს საკითხი სწორედ სიძე გამოვიდა დიდი ქომაგი ამ იდეისა, მისი ვიზავი შიოშ გედევანიშვილი გახლდათ, ეს პატივცემული იმ ებრაელთა კლანიდან გახლდათ სვეტიცხოვლის კლიტეებს რომ ფლობდნენ დინასტიურ დონეზე და საქართველოს კათოლიკოსების მარჯვენა ხელად და მართლმადიდებლობის დამცველებად რომ გვევლინებოდნენ მუდამ, - კრებაზე მათ მიერ გამოთქმულ არგუმენტაციას როგორც კი წაიკითხავთ იმ წამს მიხვდებით ვინ საიდან მონაბერი სიოთი საზრდოობდა ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 30 ივნისი, 2021 Posted 30 ივნისი, 2021 ჩინური პოპულარული გამოცემა „სოჰუ“ («搜狐//Sohu») აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი – საქართველოს გადამრჩენი? ბათუმი ბრიტანულ სამხედრო გემს ცეკვით ესალმება“. „ათზე მეტი ქართველი არტისტი ცეკვავდა და მღეროდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო გემის „დეფენდერის“ შესვლისას ბათუმის ნავსადგურში. ეს ის გემია, რომელსაც რუსებმა ყისიმის ნაპირებთან სროლა აუტეხეს. როცა ნაღმოსანი პორტში შევიდა, ნაპირზე უკვე შეკრებილნი იყვნენ ქართველი არტისტები. მათ მღერას და ცეკვას ბრიტანელი მეზღვაურების აპლოდისმენტები მოჰყვა. რატომ მიესალმნენ ქართველები ასე მხურვალედ ბრიტანულ ხომალდს? ალბათ, კავკასიელები ბრიტანელებს ასეთი დახვედრით იმ ფსიქოლოგიურ ტრავმას უშუშებდნენ, რომელიც მათ რუსებმა შავ ზღვაში ყირიმის ნაპირებთან მიაყენეს, მაგრამ ვინ მოუშუშებს თვითონ ქართველებს გულში არსებულ ჭრილობებს? 2008 წელს ქართულმა არმიამ, რომელიც დასავლეთის მიერ იყო წაქეზებული, მოულოდნელი შეტევა განახორციელა სამხრეთ ოსეთის პრორუსულ რეგიონზე. ამ სამხედრო ოპერაციამ რუსეთის საპასუხო რეაგირება გამოიწვია: საქართველოს არმია სასტიკად დამარცხდა, სამხრეთ ოსეთს კი დღემდე საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს. სამწუხაროდ, გაჭირვების მომენტში საქართველოს არცერთი დასავლური სახელმწიფო არ დახმარებია. საქართველოს ტრაგედია, შეიძლება ითქვას, დასავლეთის სახელმწიფოები მიერ იქნა გამოწვეული, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. სამწუხაროდ, საქართველოს მიყენებული ჭრილობებიდან ისევ სისხლი სდის, მაგრამ ახლა ქართველები ბრიტანულ გემს ცეკვა-თამაშით ეგებებიან. ამ ადამიანებს შეიძლება დაავიწყდათ, თუ როგორ გაიქცნენ დასავლური ხომალდები შავი ზღვიდან, როცა ქართული არმია რუსეთის ჯარმა დაამარცხა. ასევე შეიძლება დავიწყებული აქვთ ისიც, თუ როგორი დიდი ფასი გადაიხადა საქართველომ ნატოსა და რუსეთის კონფრონტაციის გამო. თვითონ ნატო კი დაპირებულის რეალიზებას არ ჩქარობს და საქართველოს თავის რიგებში არ იღებს. ბუნებრივია, ღარიბ ქვეყნებს საწყენი ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველო ასეთ დღეში დასავლეთმა ჩააგდო, ისინი კი იმავე დასავლეთს, როგორც გადამრჩენელს, თაყვანს სცემენ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts