Jump to content
×
×
  • Create New...

იოანეს სახარება. თავი პირველი. - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით.


Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

ვიკვლიე და სისტემის გარდა არაფერი სხვა არაა მანდ.

მეც მასე მეგონა ერთ დროს , მაგრამ ვცდებოდი თურმე ...

ასეთ მინიშნებას მოგცემთ : თქვენს მიერ ახსნილ სისტემაში, მეფის ან თავისი სუზერენის უარმყოფელს რა ბედი ელის ???

 

 

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, kvipriane said:

ასეთ მინიშნებას მოგცემთ : თქვენს მიერ ახსნილ სისტემაში, მეფის ან თავისი სუზერენის უარმყოფელს რა ბედი ელის ???

რატომ უარმყოფელი სენიორ ? 

ანუ, მე, თუ კათოლიკე/პროტესტანტი ვარ და ვცხოვრობ ქრისტიანულად, ვაკეთებ სიკეთეს, არ ვკლავ, არ ვიპარავ, ვეხმარები გაჭირვებულს, მაინც ჯოჯოხეთში მოვხვდები, რადგან 11 საუკუნეში ვიღაცის თავში მოიხარშა პოლიტიკური გაყოფა და თურმე პირჯვარი მარცხნიდან მარჯვნივ კი არაა სწორი არამედ მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით. 

და ამის გამო ჯოჯოხეთი ? 

Edited by Deutschland
Share on other sites

12 minutes წინ, kvipriane said:

ასეთ მინიშნებას მოგცემთ : თქვენს მიერ ახსნილ სისტემაში, მეფის ან თავისი სუზერენის უარმყოფელს რა ბედი ელის ???

რად გვინდა მინიშნება პირდაპირ ვისაუბროთ)

მე არსად არაფერი მითქვამს სუზერენის წინააღმდეგ სენიორ. აგერ კარგადაა ახსნილი ვინ არის სუზერენი

http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/akhali/mate/mate-23.htm

8 თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.    
9 ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.    
10

და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.

 

ძალიან კარგად და გასაგებად არის ნათქვამი, რა საჭიროა ამ სიტყვების შემდგომი ახსნა ევსტატეს კალისთენეს და პორფირის მიერ?

რას მიხსნიან რატომ მიხსნიან რა უნდათ? )))

რა არის მანდ ასახსნელი ვაბშე?

 

სადმე თქვა იესომ რო თუ რამე ვერ გაიგეთ ევსტატეს კითხეთ და ის აგიხსნითო? მიმითითეთ თუ სადმე აქვს ნათქვამი რომ მის სიტყვებს შემდეგში კიდევ პერეფრაზირება ჭირდებოდა

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Eric said:
3 საათის წინ, kvipriane said:

მაგრამ ჩვენ ვთვლით ასე და თუ დაიწყებთ იმის კვლევას თუ რატომ ვთვლით ასე (თქვენ ეს ძალგიძთ!) - მოხვალთ ჩვენამდე

ვიკვლიე და სისტემის გარდა არაფერი სხვა არაა მანდ.

+1

 

პატივცემულო @kviprianeმაინტერესებს არის თუ არა მიზეზი სისტემა?

 

  მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეგიძლიათ პრაქტიკულად შეამოწმოთ.

როდესაც შეხვალთ ტაძარში დააკვირდით იესოს ხატს, წმ. ნიკოლოზის ხატს და სხვა წმინდანებს ვის რამდენი სანთელი უნთია.

დაგხვდებათ დაუჯერებლი სურათი

იესოსთან 1,    ნიკოლოზთან 10.  აი  ეს არის სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი  სისტემა რაზეც ვეთანხმები ერიკს

 

 

 

 

 

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

1 minute წინ, KOMBLE said:

იესოსთან 1,    ნიკოლოზთან 10.  აი  ეს არის სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი  სისტემა

ეგ რას გვაძლევს? რას ნიშნავს?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
54 minutes წინ, Eric said:

ეგ რას გვაძლევს? რას ნიშნავს?

ნიშნავს,  ჩვენი ღირსი მამების ინტერპერტაციების და სისტემის შედეგს.

სანთლის ანთებასთან ერთად შესული მრევლისგან  ხდება მადლიერების წარმოთქმა ან განსაცდელისგან არიდება თხოვნა  . ( აბა ტაძარში ხატთან პოლიტიკაზე საუბარს და ჭორაობს არავინ დაიწყებს)  ან მადლიერება ან განსაცდელისგან არიდება

მაგ: შევიდა  1000 მრევლი    აქედან 100 იცნო იესო 100 აანთო სანთელი შეასრულა ერთერთი მუხლი წერილის თანახმად ( ფილიპელების მიმართ 4:1—23 )

 

900-მა  ლოცვა ვედრება კი ნიკოლოზს მიანდო. 

 

ეხლა ვნახოთ რას გევუბნევა წმინდა წერილი...

 

ფილიპელების მიმართ 4:1—23

 

აკეთეთ ის, რაც მე გასწავლეთ და გაჩვენეთ, რაც ჩემგან მოისმინეთ და მიიღეთ, და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება

 

ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში  ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა  და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით

 

ასევე წერილის თანახმად სამწუხაროდ შეიძლება უარი თქვას ღმერთმა ლოცვის მოსმენაზეც კი.

ვნახოთ რას გვეუბნება წერილი...

თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“  ესაია 1:15

 

სამყაროს უკიდურესი წყაროს შემქნელმა  ანუ გადარჩენის გზა მხოლოდ  ლოცვითო და სხვა არაფერიო თუმცაო შეიძლება მომენტში არ მოგისმინოთო და ამ დროს  გამოდის  ვინმე ღირსი მამა და ნიკოლოზის სრაფმოქმედი ხატიო... 

 

ამას ნიშნავს პატივცემულ ერიკ სხვას რაღას უნდა ნიშნავდეს?

 

რაც ჭეშმარიტი ქრისტიანული თვალსაზრისით, ასევე წმინდა წერილის თანახმად არის დაუშვებელი

 

ეს არის ერთერთი ძალიან პატარა მუხლი მოყვანილი ბიბლიიდან.   ფილიპელების მიმართ 4:1—23

სავსეა ასეთი მუხლები !

 

 

 

 

 

 

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Deutschland said:

ანუ, მე, თუ კათოლიკე/პროტესტანტი ვარ და ვცხოვრობ ქრისტიანულად, ვაკეთებ სიკეთეს, არ ვკლავ, არ ვიპარავ, ვეხმარები გაჭირვებულს, მაინც ჯოჯოხეთში მოვხვდები, რადგან 11 საუკუნეში ვიღაცის თავში მოიხარშა პოლიტიკური გაყოფა და თურმე პირჯვარი მარცხნიდან მარჯვნივ კი არაა სწორი არამედ მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით. 

და ამის გამო ჯოჯოხეთი ? 

დიახ ჰერ დოიჩ, იმის გამო რომ ვიღაცის თავში 11 საუკუნის წინ მოიხარშა ქრისტიანობიდან სქიზმაში გასვლა საკუთარი უპირატესობის გამო და სქიზმის მხარეს მყოფთ ჩათვალეთ რომ ქრისტე წაართვეს იმ ვიღაცის თამადობით და დღესაც მის მხარეს არიან

2 საათის წინ, Eric said:

8 თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.     9 ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.     10

და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.

 

ძალიან კარგად და გასაგებად არის ნათქვამი, რა საჭიროა ამ სიტყვების შემდგომი ახსნა ევსტატეს კალისთენეს და პორფირის მიერ?

რას მიხსნიან რატომ მიხსნიან რა უნდათ? )))

რა არის მანდ ასახსნელი ვაბშე?

პატარა ბავშვივით რომ არ იყვნენ ახალმოსულები, სულიერებაში ახალდაბადებულები სენიორ, რომლებმაც  ჯერ სიარული არ იციან და მხოლოდ ხოხავენ, და ეს ხოხვა ჰგონიათ გადაადგილების ერთადერთი საშუალება, მათთვისაა ახსნა საჭირო, ხელიხელჩაკიდებულმა უნდა ატარო, რომ სიარული ისწავლოს , არაა ???

ქრისტე არავის უკრძალავს რომ მასწავლებლად იწოდებოდეს, მაგრამ ჰკიცხავს ამგვარი ხმობის მსურველს (ანუ მათ ვისაც მასწავლებლობა და ამით განდიდება უნდოდეს), და მათ შორის მათაც ვინც ყოველნაირად , ყველა გზებით ცდილობს ამის მიღებას (ვინმეები ხომ არ გეცნობიან სენიორ თქვენი სისტემიდან ???) მასწავლებლის ღირსება ნამდვილი მნიშვნელობით მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ასევე სიტყვებით "მამად ნურავის ხადით" , განა ჰკიცხავს უფალი მშობლების ამგვარი პატივისცემით წოდებას (მშობელს მამას რომ ვეძახით?), არამედ პირიქით მას მოსწონს რომ პატივს ვცემთ ჩვენს ხორციელ მშობლებს , ზემოთმოყვანილი სახარების სიტყვათა ამონარიდში ჩანს რომ ქრისტეს ჩვენ ავყავართ ჭეშმარიტი მამის შეცნობამდე, ესეიგი ღმრთის შეცნობამდე, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მამა ჩვენი შემომქმედი ღმერთია !!! ჩვენი ამ ქვეყნად მოვლინების ჭეშმარიტი მიზეზი ღმერთია, ხოლო ჩვენი ხორციელი მშობლები მხოლოდ თანამოქმედნი და "იარაღნი" არიან ღმრთისა , ამიტომაა შვილი სენიორ ღვთის ყველაზე მადლიანი საჩუქარი !!!!  ასევეა სენიორ ჩვენი სულიერებაში განმანათლებლებიც, როგორც ხორციელებაში მშობელნი გვიყვარს და მამას ვეძახით და ამის გამო არ გვიწყრება უფალი, ასევე ჩვენი სულიერებაში მშობელნიც და ამათაც მამად მოვიხსენიებთ, - მამად არა იმიტომ რომ მათ ღმერთთან (ჭეშმარიტ მამასთან) ვათანაბრებთ, არამედ , როგორც ხორციელი მამა ბავშვობაში გვზრდის და გვასწავლის, ასე არიან სულირნი მამანიც, როდესაც ახლები ვართ, უმეცარნი ბავშვები ვართ სულიერებაში, სწორედ ისინი გვიხსნიან და გვასწავლიან სულიერებას, (ასეთი მამები ჭეშმარიტად ცოტაა დღეს სამწუხაროდ!!!) 

თქვენებურად გონივრულად თუ მიუდგებით სენიორ ერიკ ჩემს მიერ ახსნილს და არა სიტყვებზე ჩაციების ჟინით, თავადაც მიხვდებით რომ ასეა ჩემო მეგობარო !!!

როდესაც ქრისტე 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share