Jump to content
×
×
  • Create New...

ბიბლიას ვკითხულობ და


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, Damnoc said:

ჩემი პოზიცია რაც პირველ პოსტშია უბრალოდ არის რომ ამ რელიგიის პოპულარიზაცია ძველი აღქმის გარეშე ბევრად უფრო ეფექტური პროცესი იქნებოდათქო.

რასაც შენ ამბობ დაახლოებით იმას ნიშნავს, სახელი რომ გქონდეს და გვარი არა 

მედიცინაზე იმიტომ მოვყევი აბსურდული კუთხით, რომ კარგად მიმხვდარიყავი საბოლოო შედეგს, მიუხედავად იმისა რომ ოპერაციის დროს, ქირურგი ადამანს მართლაც ფატრავს და ბრმანაწლავს აჭრის, შემდეგ უკერავს, წამლობს და ადამიანი ჯანმრთელდება, თუმცა ამ პროცესს თვითშეგნება, რწმენაც ჭირდება, ბევრი მინახავს, შემაწუხებელი ტკივილით გათანგულს სჯერავს, რომ ოპერაცია უშველის, და მართლაც შველის, დიახ ეს ექიმის დამსახურებაცაა მაგრამ იმ ადამიანმაც იღვაწა ამისთვის საკუთარი რწმენით, ასეა ქრისტიანობაც, მხოლოდ ხორცისგან არ შედგება ადამიანი, სულსაც უნდა სწორი კვება და მკურნალობა, ნებისმიერ ოქრომჭედელს რომ კითხო, ხალასი ოქრო მაღალი ტემპერატურის ფეჩში გამოყავს, გახურებულ ფეჩში იძენს ოქრო იმ თვისებებს რის შემდეგაც მას ხალასი შეგიძლია უწოდო, ასეა ადამიანიც, - ცოდვის ჩადენის შემდეგ მან მიიღო ცრუ-მოჩვენებითი გონება, რომლის გამოც ჭეშმარიტების აღქმის უნარი აქვს დაკარგული, რისიც კატეგორიულად არ სჯერავს და ჰგონია რომ ყველაფერს საღად აღიქვამს, :) 

ძველი აღთქმის მხოლოდ წაკითხვა რასაც იწვევს ზემოთ თავად დაწერე, რომ შეგძულდა ღმერთი, და ეს იმიტომ მოგივიდა რომ სათანადო მომზადების გარეშე დაიწყვე "სახლის აშენება", საფუძვლად ზღვის ქვიშა გაქვს, სამშენებლო მასალად ცემენტსა და კირს არ აღიარებ და მხოლოდ ქვიშით რაც გამოგივიდა აგერ ჩანს ... აბა გამოცდილი მშენებლებისათვის გეკითხა ჯერ და მათი გამოცდილებით აგეშენებინა , პირველივე ტალღა ხომ არ დაგინგრევდა აშენებულს ?!... შენსავითაა ყველა ვინც საკუთარ ძალებში დარწმუნებული კითხულობს გინდა ძველ და გინდა ახალ აღთქმას...

იყვნენ გამოცდილი და ფრიად ავტორიტეტული ადამიანები, რომლებმაც ჭეშმარიტების აღქმას შესწირეს მთელი ცხოვრება და საკუთარი არსება, სწორედ მათ დაურთეს განმარტება ძველსა და ახალ აღთქმას, თითოეული სიტყვა და მცირე ზრიც კი აქვთ განმარტებული ... მათი განმარტებით თუ წაიკითხავ , ისეთ სახლს ააშენებ რომ, - ... კლდესა ამაზა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას"

 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
25 minutes წინ, kvipriane said:

ძველი აღთქმის მხოლოდ წაკითხვა რასაც იწვევს ზემოთ თავად დაწერე, რომ შეგძულდა ღმერთი, და ეს იმიტომ მოგივიდა რომ სათანადო მომზადების გარეშე დაიწყვე "სახლის აშენება", საფუძვლად ზღვის ქვიშა გაქვს, სამშენებლო მასალად ცემენტსა და კირს არ აღიარებ და მხოლოდ ქვიშით რაც გამოგივიდა აგერ ჩანს ... აბა გამოცდილი მშენებლებისათვის გეკითხა ჯერ და მათი გამოცდილებით აგეშენებინა , პირველივე ტალღა ხომ არ დაგინგრევდა აშენებულს ?!... შენსავითაა ყველა ვინც საკუთარ ძალებში დარწმუნებული კითხულობს გინდა ძველ და გინდა ახალ აღთქმას...

იყვნენ გამოცდილი და ფრიად ავტორიტეტული ადამიანები, რომლებმაც ჭეშმარიტების აღქმას შესწირეს მთელი ცხოვრება და საკუთარი არსება, სწორედ მათ დაურთეს განმარტება ძველსა და ახალ აღთქმას, თითოეული სიტყვა და მცირე ზრიც კი აქვთ განმარტებული ... მათი განმარტებით თუ წაიკითხავ , ისეთ სახლს ააშენებ რომ, - ... კლდესა ამაზა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას"

ჩემი ხედვით ორი შესაძლო სცენარია:

1) რეალურად ღმერთის სიტყვაა, მაგრამ ისეთი არ გამოუვიდა რომ წინასწარი შემზადების და ავტორიტეტული ადამიანების ინტერპრეტაციის გარეშე შეძლებოდა ადამიანს წაკითხვა და მისი არ მოძულება.

2) არ არის ღმერთის სიტყვა, მასების სამართავი ლიტერატურაა რომელიც სპეციფიურ დემოგრაფიაზე და ფსიქოლოგიურ ფონზე იყო გათვლილი და რაც უფრო შორსაა ადამიანი ამ მდგომარეობისგან მით მეტი ავტორიტეტული ადამიანის მიერ ჩატარებული მენტალური გიმნასტიკაა საჭირო მასში რამე ღირებულების დასანახად.

 

ჯამში პოზიცია გასაგებია მაგრამ ვიღაც ოღრაშს ეგ მიდგომა ისე არ შეუძლია დაინახოს რომ "წინასწარი ინდოქტრინაცია თუ არ გაქვს გავლილი ისე ხედავ ყველაფერს როგორც არის და ეგრე ფეხს ვერ იკიდებს თანამედროვე ადამიანში"?

გამოცდილ და ფრიად ავტორიტეტულ ადამიანებს ისევე როგორც ჭეშმარიტების ძებნისკენ, ხომ შეიძლება უბრალოდ დაწერილის გასაპრავებელი მენტალური გიმნასტიკის შემუშავებისკენ მიემართათ საკუთარი გამოცდილება და ავტორიტეტი?

ანუ კიდევ სხვანაირად რომ შევატრიალოთ, როგორ მოვზომოთ, ის რაც წინასწარ ჭირდება ადამიანს რომ ქვა და კლდესავით სახლი ააშენოს ამ მასლისგან, ჭეშმარიტების საფუძველია თუ უბრალოდ ფსიქოლოგიური ლუბრიკანტი უფრო მეტად მიუღებელი რაღაცის შესასრიალებლად?

Edited by Damnoc
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Damnoc said:

ანუ კიდევ სხვანაირად რომ შევატრიალოთ, როგორ მოვზომოთ, ის რაც წინასწარ ჭირდება ადამიანს რომ ქვა და კლდესავით სახლი ააშენოს ამ მასლისგან, ჭეშმარიტების საფუძველია თუ უბრალოდ ფსიქოლოგიური ლუბრიკანტი უფრო მეტად მიუღებელი რაღაცის შესასრიალებლად?

ძალიან დიდი თემაა (მასშტაბით), საერთო ამგვარ თემებზე მხოლოდ პირად საუბრებშია შესაძლებელი საბოლოო აზრის შეჯერება ...

მოკლედ ასე შეიძლება ითქვას, - სამყაროს შემომქმედმა, რომელმაც ადამიანი შექმნა, მას მისცა ყოველივეს აღქმის ადამიანური უნარი ანუ ადამის პირველი დავალება რომელიც მას ღვთისგან ჰქონდა დავალებული იყო ის, რომ თითოეული შენაქმნისათვის ადამიანური სახელები დაერქვა. ეს პროცესი ასე ხდებოდა, - შემოქმედს მიჰყავდა ადამი ამა თუ იმ შენაქმნთან , უხსნიდა მის შინაგან ბუნებას და ამ შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე ადამი ადამიანისათვის გასაგებ სახელს არქმევდა. მაგალითად : საიდან უნდა მიხვედრილიყო უკვე მომავალი ადამიანი იმას რომ ხორბალი პირდაპირ კი არ უნდა ჭამო, არამედ უფრო უპრიანი იქნება თუ მას დაფქვავ, გაცრი, წყალში მოზელ და პურას გამოაცხობ ;) ამ პროცესის დახასიათება თავად ამ მცენარის სახელში დევს - ხორბალი, - ესაა პასუხი შენს კითხვაზე, თითოეულ სიტყვას რომელსაც ჩვენ წარმოვსთქვამთ თავისი მნიშვნელობა აქვს, რომელი მნიშვნელობაც თუ იცი, შემდგომ გიადვილდება ჭეშმარიტების აღქმა, - და ასევე ესაა იმ ადამიანთა ჯგუფის დავალებაც, რომლებსაც რელიგიური გადახრები, ანუ ეგრეთ წოდებული ერესები ხალხთა სამართავად დიდი ხნის წინ დანერგეს, მატი დავალებაა ადამიანთა მასამ არ იცოდეს ჭეშმარიტება, რათა ადვილად მართონ იგი, რომ თავად გაატარონ ცხოვრება ამ ქვეყნად პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამ პროცესს უამრავი შენიღბვის საშუალებები გააჩნია, მაგრამ საბოლოოდ მაინც პრიმიტივამდე დადის, ესაა - პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა. დააკვირდი როგორ არის დეგრადირებული სიტყვათა აღქმის ან მნიშვნელობის სწორი გაგება, ან წინადადებაში აზრის ამოკითხვის ცოდნა, რომ გვიჭირს ძველი ტექსტების განმარტების გარეშე ამოკითხვა ... 

მიუხედავად ყოველივე იმისა რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ანუ დიახ უამრავზე უამრავი რელიგიური მიმართულებებლი შეიქმნა სწორედ ხალხთა მასის სამართავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ისინი მხოლოდ ამ ქვენა მიზნის მატარებელია, - შეუძლებელია რომ მათ შორის არ იყოს ჭეშმარიტება. ხოლო ჭეშმარიტების მოძიება , იმდენად, რამდენადაც ზღვა სიცრუეში ძალიან რთული პროცესია, მოიცავს მშენებლის რეკომენდაციის მოსმენას მაინც, რომ ისეთი სახლი აშენდეს, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერას დააკლებენ ...

ბიბლიას თუ წაიკითხავ წმიდა მამების განმარტებებით ძალიან ადვილად გაიგებ მასში აზრის მნიშვნელობას ... 

 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

@Genetic Miracle

15 საათის წინ, Genetic Miracle said:

გზაში ცოლი კითხავს, რო მიმხვდარიყო რო თალმუდიდან ციტირებდი, ხო დაგვხოცავდა ორივესო. 

ქმარმა, რამეს რო კითხულობდნენ, ისლამისტები კი არ იქნებოდნენო 

კაი იყო :lool::up:

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ბიბლიური იოსებ მშვენიერი, იმდენად წარმოუდგენელი ტრაკი იყო 10 ძმა ყავდა და 10 ივეს სძულდა))), ხო შეიძლება 1 ან 2 ან 3 თან ვერ ლაგდებოდე მარა არა, რამდენი ძმაც ჰყავდა ყველას სძულდა და იმდენად რო დაბერდვა გადაწყვიტეს.

სიძულვილი სხვა რამეა და რომ ვერ ლაგდები მარა ეს დაბრედვა? რატომ

იმიტომ რომ ტიპი იყო უგაქნილესი გაიძვერა ))) და მამის ბონუსებს იღებდა გაიძვერობით მაშინ როცა სხვები წელს იწყვეტავდნენ მარა მათ მამას რომელიც სახლში გვიან მოდიოდა სუ იოსეფა ეკერა პირზე (ხდება ხოლმე ესეც )

გადაწყვიტეს დაებრიდათ და ყველაზე ნაკლებად რომელსაც სძულდა იმ ძმამ არაო, მოდი გავაშიშვლოთ და ქვაბულში ჩავაგდოთო იქ მოკვდესო ))) და მეორემ რომელიც კომერციაშიც ერკვეოდა გადააფიქრებინა ძმებს და გაყიდეს 20 ვერცხლად.

ესე მოხვდა იოსეფა ეგვიპტეში, ციხეში, პატრონის ცოლის გამო რომელსაც იოსეფა მშვენიერი მოეწონა მარა იოსეფამ არაო )))

ციხეში დაეკონტაქტა ფარაონის ერთერთ მსახურს. რაღაც სიზრმებზე იბაზრესო

რეალში იოსეფა იყო გეი, და მსახურმა წარადგინა იოსეფა მშვენირი ფარაონთან და ასეც წერია ტიპა: "ამაღლდა იოსებ ფარაონის სარეცელით" - ოო, ასე წერიაო მითხრეს.

ესეიგი აქ შეიძლება დავუშვათ ვარაუდი რომ ძმების სიძულვილი შესაძლოა მისი გეეობით იყო გამოწვეული

რადგან ძმები ნამდვილად იქნებოდნენ ჩამორჩენილი ჯაგა ვასაძე ტიპები :gigi: და იოსება რო უდაბნოში მეზობლების ქოხებში დაძვრებოდა ეს მათ ოჯახს არცხვენდა და ამიტომ შეიძულეს ყველამ, მამას უბრალოდ ვერ ეუბნებოდნენ ალბათ

ესე ამაღლდა იოსეფ მშვენიერი ფარაონის კარზე

...

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

სენიორ ერიკ, სად კითხლობ ეგრე უკუღმა რომ წერია ??? :gigi:

აი სინამდვილეში რაში იყო საქმე ...

იაკობს თორმეტი ვაჟიშვილი ჰაყვდა, რომელთაგან ყველაზე მეტად იოსები უყვარდა, რადგან იგი მართალი, მშვიდი და მორჩილი ყმაწვილი იყო. იაკობი არ ფარავდა თავის სიყვარულს იოსებისადმი: როცა დანარჩენი შვილები მთელ თვეებს სამწყემსურში ატარებდნენ, იოსები მამას მუდამ შინ ჰყავდა და ჭრელი ტანისამოსით მოსავდა. ძმებმა იოსების შური ჩაიდეს გულში. ეს შური მალე სიძულვილად ექცათ, როცა იოსებმა ძმებს სიზმრები უამბო.

„მე სიზმრად ვნახე, - უთხრა იოსებმა ძმებს, - რომ ჩვენ ყველანი პურის სამკალში ვიყავით და ძნებს ვკონავდით. ჩემი ძნა შუაში ჩადგა, თქვენი ძნები და გარშემო ეხვივნენ და თაყვანს სცემდენო; და კიდევ: მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მე მცემდნენ თაყვანსო“. ეს სიზმრები იაკობმა და მისმა შვილებმა ისე ახსნეს, ვითომ იოსები დიდი კაცი უნდა გამხარიყო და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ. ამის შემდეგ ძმებმა სიკვდილიც კი დაუპირეს იოსებს, მხოლოდ მარჯვე დროს ელოდებოდნენ. ეს დროც მალე დაუდგათ. ერთხელ ძმებმა ცხვარი შორს გარეკეს საძოვრად და დიდხანს შინ არ დაბრუნებულან, არც ამბავი შეუტყობინებიათ მამისათვის. შეწუხდა იაკობი და ამბის გასაგებად იოსები გაგზავნა. მისვლისთანავე ძმებმა შეიპყრეს იოსები, ჯერ სიკვდილი დაუპირეს, მერე ტანისამოსი გახადეს და ორმოში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს. მამის რისხვას რომ გადარჩენილიყვნენ, ძმებმა იოსების ტანისამოსი თიკნის სისხლში ამოსვარეს და მამას შეუთვალეს, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო. იაკობმა დაიჯერა და დიდხანს იგლოვა თავისი საყვარელი შვილი.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ეხლა იმ ქალს რო უარი უთხრა მანდედანაც სჩანს რო იოსეფ გახლდათ რა ქვია, დამავიწყდა მოკლედ.

რაც ქვია, ჰოდა წარმოიდგინეთ მონა, დღე და ღამე წაკუზულს ამუშავებენ ეგვიპტის სიცხეში და დაევასა ქალს, ჯერ ყანიდან სახლში გადააყვანინა იოლ სამუშაოზე , ყვავილებს რწყავდა ალბათ პატრონის სასახლეში, მერე ერტ დღეს აბანავაეს გახეხეს და შეუშვეს ქალთან და იქ გაირკვა რა

რო იოსეფ ის იყო , რო დამავიწყდა ეგ სიტყვა. ის ქალიც კარგა ჯაგა იქნებოდა და ამოსხა და ამოსხა და რა ამოსხა გამძვინვარებულმა და მტრისას ამ დროს გააფთრებული ქალი და დურთეს იოსეფა ციხეში

2 minutes წინ, kvipriane said:

აი სინამდვილეში რაში იყო საქმე ...

საინტერესოა სენიორ რომ თარგმანებში სხვაობაა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

სინამდვილეში უარესი წერია. სიზმარს ნახავს ფარაონი და ვერავინ აუხსნის თავის ადმინისტრაციაში :დ ხოდა ვიღაცას გაახსენდება, ჯოზეფამ იცის სიზმრების ახსნაო, ერთი პატიმარი გვყავსო და მოუყვანენ. 

ეს აუხსნის სიზმარს და გაუსწორდება ფარაონს. მიდი და შენ მართე ეგვიპტეო. ცოლსაც შერთავს. ფარაონი ვარ აქ სიმონ და ხელი არ დაგედებაო

დამასწრეს :დ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share