Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი

@kvipriane ეგრე კავკასია სეისმურად აქტიური უბანია, რა ვქნათ ჰესები არ ავაშენოთ? არც იაპონიას უნდა აეშენებინა აესები მაგ ლოგიკით... 

 

@Seth გეთანხებით მარა პერფექციონისტური მიდგომებით განვითარებად ქვეყნებში ვერაფერს გააკეთებ, სხვა მოქმედების სტრატეგიაა საჭირო და არა იდეალური სიტუაციისთვის ლოდინი. ეგეთ ქვეყანას რომ ავაშენებთ მერე მსგავსი პრობლემების წინაშე არც ვიდგებით. მანამდეა სიტუაციური ყველაზე სწორი და სასარგებლო გადაწყვეტილებები დასადები თორემ მშვიდ გარემოში ისრის სროლას და მორტყმას მიზანში რა უნდა? :რობინჰუდისგოგო:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

გეთანხებით მარა პერფექციონისტური მიდგომებით განვითარებად ქვეყნებში ვერაფერს გააკეთებ, სხვა მოქმედების სტრატეგიაა საჭირო და არა იდეალური სიტუაციისთვის ლოდინი. ეგეთ ქვეყანას რომ ავაშენებთ მერე მსგავსი პრობლემების წინაშე არც ვიდგებით. მანამდეა სიტუაციური ყველაზე სწორი და სასარგებლო გადაწყვეტილებები დასადები თორემ მშვიდ გარემოში ისრის სროლას და მორტყმას მიზანში რა უნდა?

არც მშვიდი გარემო მიგულისხმია და არც პერფექციონისტური მიდგომა.

 

ჰესი კარგია რას ნიშნავს? სწორი პასუხია - გააჩნია რა შემთხვევაში :დ

იქნებ ერთი დიდი ჰესის აშენებას სჯობს 50 პატარა ჰესი აშენდეს? ან იქნებ სჯობს ატომური ელექტროსადგური ავაშენოთ და საერთოდ მოვხსნათ ელ. ენერგიის პრობლემა?

ან იქნებ სჯობს მაინინგი ავკრძალოთ და/ან უაზრო ენერგოხარჯები შევამციროთ?

ან იქნებ შავი ზღვა გამოგვეყენებინა? 

 

სად მიდიხარ თუ არ იცი, სწორ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებ?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

სად მიდიხარ თუ არ იცი, სწორ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებ?

 

ერთადერთი რაც ვიცით არის ის რომ კაპიტალიზმს ვაშენებთ, ეგრეა? ჰო და ვინც დაგასწროთ ნამახვანის პროექტის გაკეთება და ხელში ჩაგდება ის უპირატეს მდგომარეობაშია... სამოქალაქო საზოგადოებას რა შეუძლია ფაქტი სახეზეა. დიდი არაფერი. დემოკრატიისმიერი ილუზიებია ეგ ყველაფერი! 

შავი ზღვის ათვისება ცოტა დაჯდება? 

50 პატარა ჰესი უფრო იაფი დაჯდება თუ ერთი დიდი? რატომ უნდა მოვსპო ბუნება 50 წერტილში როცა შემიძლია ერთში მოვახდინო მნიშვნელოვანი გავლენა მასზე და ერთ წერტილზე კონცენტირებით უფრო მეტი მოვიგო ვიდრე წავაგო? 

მაინინგს ვერ აკრძალავ! რა ლოგიკით? მაშინ საშაურმეების გახსნაც აუკრძალეთ ბარემ ხალხს და როდის გამოვიხეხოთ კბილები აბაზანაში შესასვლელი საშვებიც სახელმწიფოს ვთხოვოთ. ჰაჰ! 

ველურ კაპიტალიზმში ვცხოვრობთ, იქნება შეცდომები, მტკვნეული და საბედისწეროც, ამას უბრალოდ ვერ ავცდებით მაგრამ ასი წლის წინ ტიპური ველურები ვიყავით რომელთაც დამოუკიდებლობაც კი არ ქონდათ და ვაჭრობა და ფულის შოვნა სირცხვილად ითვლებოდა. ფაქტობრივი ფეოდალიზმიდან სოციალიზმში ამოგვაყოფინეს თავი... ძალიან ბევრს ვითხოვთ იმ საზოგადოებისგან რომელიც კაგებეშნიკი ილიას სასტავს მილიონებს უჯიბავს ბიუჯეტიდან! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mulan said:

ეგრე კავკასია სეისმურად აქტიური უბანია, რა ვქნათ ჰესები არ ავაშენოთ? არც იაპონიას უნდა აეშენებინა აესები მაგ ლოგიკით... 

იაპონია იმ ადგილებში აშენებს სადაც სეისმურად 7,5 ამპლიტუდის მიწისძვრის მოსალოდნელი საშიშროება აქვს ???

დავუშვათ, აშენდა ეს ნამახვანი, განმეორდა იგივე სიმძლავრის მიწისძვრა და 18 წუთში რა უნდა ქნას 200.000 კაცმა ??? როგორ გაასწროს ???

სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი ??? (ჩვენ ხო არ გვემუქრება და მერე რაა ???)

კაპიტალიზმს კი არა სულ იდეალურ სამყაროს რომ ვაშენებდეთ ხალხის მასიურად წალეკვის შანსის 0,00001 პროცენტიც კი უნდა იყოს გათვალისწინებული ... 

ნამახვანის შემთხვევაში , - დიახ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფმა ადვილად ააგორა პროტესტი, მაგრამ ამას სამართლიანი საფუძველი ჰესის დამგეგმავმა ჯგუფმა მისცა თავისი არაკომპეტენტურობითა და საკითხის შეუსწავლელობის (გინდაც ზერელედ შესწავლის) გამო , ხოლო ამის მიზეზი კი მათი საკმაოდ დიდ კორუფციულ გარიგებაში შესვლა გახდა, თვალები აუბრწკიალდათ ამხელა ფულის გამო და "ლიჟბი" პროექტი შეასრულონ დაიკიდეს რეალური საფრთხეები, ამან კი ის გამოიწვია რომ მოწინააღმდეგენ ადვილად აუგორათ პროტესტი ... კაპიტალიზმი არა კვახი, ვინმემ მაგ ჯგუფიდან იცის საერთოდ რა არის კაპიტალიზმი ??? გაუნათლებელი სასტავი !!! - ერთადერთი ინტერესი აქვთ - ფული !!!

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mulan said:

ერთადერთი რაც ვიცით არის ის რომ კაპიტალიზმს ვაშენებთ, ეგრეა? ჰო და ვინც დაგასწროთ ნამახვანის პროექტის გაკეთება და ხელში ჩაგდება ის უპირატეს მდგომარეობაშია..

მაგალითი -

დიახ, ასე (ოღონდ იქ სოციალიზმი იყო და არა კაპიტალიზმი)  ფიქრობდა ყველა ქალაქკომის თავმჯდომარე (მინიმუმ 1980 წლიდან) და მერი 2021 წლამდე. შედეგად მივიღეთ გაუბედურებული ბეტონის ჯუნგლები. მაშინ როდესაც იგივე მდგომარეობაში მყოფი ტალინი ან რიგა (ანდა სულაც ალმა - ათი) სულაც არაა ამ დღეში. 

2 საათის წინ, Mulan said:

შავი ზღვის ათვისება ცოტა დაჯდება? 

50 პატარა ჰესი უფრო იაფი დაჯდება თუ ერთი დიდი? რატომ უნდა მოვსპო ბუნება 50 წერტილში როცა შემიძლია ერთში მოვახდინო მნიშვნელოვანი გავლენა მასზე და ერთ წერტილზე კონცენტირებით უფრო მეტი მოვიგო ვიდრე წავაგო? 

ეს შემდგომი თემაა, ამას ვერც თქვენ და ვერც ვერავინ იტყვის დღეს.

2 საათის წინ, Mulan said:

მაინინგს ვერ აკრძალავ! რა ლოგიკით? მაშინ საშაურმეების გახსნაც აუკრძალეთ ბარემ ხალხს და როდის გამოვიხეხოთ კბილები აბაზანაში შესასვლელი საშვებიც სახელმწიფოს ვთხოვოთ. ჰაჰ! 

სახ-ფო რასაც უნდა იმას აკრძალავს, ეს ერთი. მეორე, მაინინგის თემა განხილული უნდა იყოს ზოგადად ეკონომიკური მოდელის შესაბამისობასთან კავშირში. ასე თუ მოხდება სულ არ გახდება არაფერი ასაკრძალი. მესამე, მაინინგის როლი დამატებული ღირებულების შექმნაში არის სადღაც 0-თან ახლოს, როგორც კი ამ ბიზნესიდან სავალდებულო გახდება ამ ღირებულების შექმნა, გარწმუნებთ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება ;)

ამასთანავე ამ თემას თუ თქვენსავე პირველ არგუმენტს (კსპიტალიზმია ძმაო) დავუკავშირებთ, შედეგად მივიღებთ უდიდესი ჰესების მქონე ბეტონის ჯუნგლებიან ქვეყანას, რომელიც აფინანსებს ნახმარი ვიდეოკარტების ბიზნესს და სადაც პენსია 60 დოლარია. მე ეს არ მინდა, თქვენ?

2 საათის წინ, Mulan said:

ველურ კაპიტალიზმში ვცხოვრობთ, იქნება შეცდომები, მტკვნეული და საბედისწეროც, ამას უბრალოდ ვერ ავცდებით მაგრამ ასი წლის წინ ტიპური ველურები ვიყავით რომელთაც დამოუკიდებლობაც კი არ ქონდათ და ვაჭრობა და ფულის შოვნა სირცხვილად ითვლებოდა. ფაქტობრივი ფეოდალიზმიდან სოციალიზმში ამოგვაყოფინეს თავი... ძალიან ბევრს ვითხოვთ იმ საზოგადოებისგან რომელიც კაგებეშნიკი ილიას სასტავს მილიონებს უჯიბავს ბიუჯეტიდან! 

არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება თავიდან, ამასთანავე სულელი სწავლობს თავის შეცდომებზე, ჭკვიანი სხვისაზე ;)

რაც შეეხება 100 წლის წინანდელ ამბებს - ვშიშობ ძალიან ცდებით. 100 წლის წინ გაცილებით ცივილურები ვიყავით ვიდრე ახლა. ხოლო 1000 წლის წინ იმაზე 1000-ჯერ ცივილურები ვიდრე 100 წლის წინ. სენიორ @Eric-ს მშვენიერი თემები აქვს გახსნილი ამ საკითხზე.

 

პ.ს. რაც შეეხება დღევანდელი ამბების მოტივაციას, ბატონმა @kvipriane-მშვენივრად ახსნა თავის პოსტში.

Share on other sites

  • ფორუმელი

  

2 საათის წინ, kvipriane said:

იაპონია იმ ადგილებში აშენებს სადაც სეისმურად 7,5 ამპლიტუდის მიწისძვრის მოსალოდნელი საშიშროება აქვს ???

 

მე როგორც ვიცი ოთხივე კუნძული ვულკანური წარმომავლობისაა და სეისმურადაც აქტიური მარა ცოცხლები არიან თუ არ ჩავთვლით ფუკუშიმას სადაც მიწისძვრის გამო არ მომხდარა ის რაც მოხდა, მიწისძვრას აესმა გაუძლო, ცუნამის ტალღებზე ვერ გათვალეს აესის ყელის სიმაღლე და რეაქტორში ჩასხმულმა წყალმა გამოიწვია აფეთქება... 

2 საათის წინ, kvipriane said:

მასიურად წალეკვის შანსის 0,00001 პროცენტიც კი უნდა იყოს გათვალისწინებული ... 

ცდებით სერ, ყველა სფეროში მათ შორის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თუ ინჟინერიაში ასპროცენტიანი სიზუსტის მქონე გარანტიებს არავინ იძლევა...

იმაში გეთანხმებით რომ პროექტს რაც ლაფსუსები აქვს რომ გამოსასწორებელია მაგრამ აი სუფთა ''ბიზნესმენურადაც'' - მილიარდებს თქვენ გაატანდით წყალს? სულ რომ ფეხზე გეკიდოთ ხალხი და ბუნება მეეჭვება იმიტომ შრომობდეთ რომ მერე წამლეკავი ტალღით მიერ გამოწვეული ემოციებით იკაიფოთ...

50 minutes წინ, Seth said:

შედეგად მივიღეთ გაუბედურებული ბეტონის ჯუნგლები. მაშინ როდესაც იგივე მდგომარეობაში მყოფი ტალინი ან რიგა (ანდა სულაც ალმა - ათი) სულაც არაა ამ დღეში. 

რატო გვავიწყდება რომ საქართველო ევროპა არაა? კომუნისტებსაც არ დაუდევთ თბილისის განვითარების გენ გეგმა ხო? თუ კი? გასაგებია რომ ბეტონი გვაწუხებს, საეჭვო ხარისხის მშენებლობები პრობლემად გვექცევა მაგრამ არც საბურთალოა კულტურული ღირებულების მქონე დასახლება თბილისისთვის და არც გლდანი. არ არის გეგმა გასაგებია მარა ურბანიზაციის პროცესს ვერ შეაჩერებ, რა ვქნათ ამაზე ვიწუწუნოთ და არაფერი აშენდეს? სალონური და ინტერნეტ ვიშვიშებისთვის სავიშვიშო თემაა ბიზნესი კიდევ თავის თავზე ზრუნავს ამ დროს. ასეც უნდა იყოს! 

უდიდეს ჰესებს კიდევ ყოველ უბანში ვერ ააშენებ მიუხედავად იმისა რომ ჰიდროგრაფიულად მდიდარი ქვეყანა ვართ რიონის და ენგურის მსგავსი მძლავრი მდინარები ბევრი არ გვაქვს ქვეყანაში!

55 minutes წინ, Seth said:

რაც შეეხება 100 წლის წინანდელ ამბებს - ვშიშობ ძალიან ცდებით. 100 წლის წინ გაცილებით ცივილურები ვიყავით ვიდრე ახლა. ხოლო 1000 წლის წინ იმაზე 1000-ჯერ ცივილურები ვიდრე 100 წლის წინ.

სრულიად გადაჭარბებული შეფასებებია ჩვენი ისტორიის და წარსულის თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, აი სენიორ მურთან გაბუტული რომ არ ვიყო დავუძახებდი ერთი მოყვეს მეოცე საუკუნის დასაწყისში რა საწყალი მაჩანჩალა ხალხი ვიყავით :idea:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Mulan said:

რატო გვავიწყდება რომ საქართველო ევროპა არაა

არაფერ შუაშია ევროპა...

7 minutes წინ, Mulan said:

გასაგებია რომ ბეტონი გვაწუხებს, საეჭვო ხარისხის მშენებლობები პრობლემად გვექცევა მაგრამ არც საბურთალოა კულტურული ღირებულების მქონე დასახლება თბილისისთვის და არც გლდანი

და რადგან არ არის ამიტომ იყოს ნაგავი, რა პრობლემაა, არა? :დ და რაც არის იქაც რომ იგივეა მაგას რა ვუყოთ?

8 minutes წინ, Mulan said:

არ არის გეგმა გასაგებია

არ არის გადაგები. რატომაა გასაგები? აი როდესაც გასაგები არ გახდება, როდესაც მე, თქვენ და ბევრი სხვა ვიტყვით რომ არ არის გასაგები, მაგ შემთხვევაში შეიძლება ვინმე სადმე დაფიქრდეს. თუ თქვენ იტყვით იმას რასაც ამბობთ

10 minutes წინ, Mulan said:

არ არის გეგმა გასაგებია მარა ურბანიზაციის პროცესს ვერ შეაჩერებ, რა ვქნათ ამაზე ვიწუწუნოთ და არაფერი აშენდეს?

ამას ქვია კონფორმიზმი. ეს თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ეს არის ფართოდ გავრცელებული შეხედულება რაც უზრუნველყოფს იმას რომ განჭვრეტად მომავალში არაფერი სასიკეთო ძვრა არ მოხდება ამ მიმართულებით. 

11 minutes წინ, Mulan said:

სალონური და ინტერნეტ ვიშვიშებისთვის სავიშვიშო თემაა ბიზნესი კიდევ თავის თავზე ზრუნავს ამ დროს. ასეც უნდა იყოს! 

:lol:

12 minutes წინ, Mulan said:

სრულიად გადაჭარბებული შეფასებებია ჩვენი ისტორიის და წარსულის

:seth:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

არაფერ შუაშია ევროპა...

თავშია. სოციუმის რაციონალური გამოცდილება თავისას შვრება. თქვენ კი ფიქრობთ რომ ბრძენი ხალხი არსებობს რომლებიც სხვების შეცდომებზე სწავლობენ მაგრამ აი ბიჰევიორიზმი სხვა რამეს ამბობს, რეალობაც შესაბამისად... 

3 minutes წინ, Seth said:

და რადგან არ არის ამიტომ იყოს ნაგავი, რა პრობლემაა, არა? :დ და რაც არის იქაც რომ იგივეა მაგას რა ვუყოთ?

მე იმას ვამბობ რომ ვერ დაასტოპებ მოვლენებ, სახელმწიფო ბიზნესზე დგას რომელიც თავის საქმეს ავად თუ კარგად აკეთებს, გარკვეულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, ფაქტია ისინი არსებობს და იმ ბეტონის ჯუნგლებში ყველა სახლი გაყიდულია ფაქტობრივად დასრულებამდე. რატომ? 

4 minutes წინ, Seth said:

ამას ქვია კონფორმიზმი. ეს თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ეს არის ფართოდ გავრცელებული შეხედულება რაც უზრუნველყოფს იმას რომ განჭვრეტად მომავალში არაფერი სასიკეთო ძვრა არ მოხდება ამ მიმართულებით. 

თქვენ ახლა მე კონფორმიზმში მადანაშაულებთ? 

ამასაც მოვესწარი 32 წლის ასაკში, ეი დიდი გოგო გავიზარდე  იუჰუჰუუუ როგორც იქნა! :lol: 

კონფორმიზმი კი არაა რეალისტური ხედვაა, მირჩვენია რაღაც კეთდებოდეს ვიდრე მამების თაობის ობრაზში ვიჯდე და ვიწუწუნო დაგრუზულმა. მეყოს მე დეპრესიები და გულისრევები სოციუმისადმი, ცვლილებები და უკეთესი მომავალი მჭირდება ამისთვის კიდევ ვხვდები რომ უბრალოდ ოქროს თევზი მინდა ძახილი იმას ვერ მომცემს რაც მჭირდება! 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   45 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 43 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(3)
    • t-90
    • Googlebot(1)