Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

155799321_4067272479972027_2172451574043

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 28 თებერვალს ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვარლამ გოლეთიანმა, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 28 წლის აქტივისტმა, საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უკან წაიღოს ჰესების პროექტთან დაკავშირებით ხელმოწერილი „უკანონო, არასწორი, ანტისახელმწიფოებრივი“ დადგენილება.

გოლეთიანმა აღნიშნა, რომ რიონის ხეობის, „ჩვენი ყველას კოლექტიური საკუთრების“ უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იცნოდნენ და შეკრებილებს მოუწოდა, „ყველანაირი პარტიების გარეშე, დროშების გარეშე, სიმბოლიკების გარეშე“ გაერთიანდნენ პრობლემის მოსაგვარებლად.

აქტივსტის თქმით, აქციის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობით, ხელისუფლება ჰესის მოწინააღმდეგეებს, პოლიციასა და თურქულ კომპანიას შორის დაპირისპირების პროვოცირებას მოახდენს. „ჩვენ ჩავთვლით ლეგიტიმურად ჩვენს მოქმედებას, რომ ნამდვილად უკვე ისინი გადმოდიან იერიშზე და არ ითვალისწინებენ ქართველი ხალხის პოზიციას და დავუპირისპირდებით შესაბამისად“, – განაცხადა გოლეთიანმა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ უბიძგოს ხალხს თავისი ღირსების ქვის სროლით დაცვისკენ.

„ჩვენ საკუთარი მიწის დაცვა არ მოგვწყინდება არასოდეს“, – მიმართა გოლეთიანმა მთავრობას და გააფრთხილა, რომ თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ორ კვირაში ჰესის მოწინააღმდეგეები ქუთაისის პიკეტირებას მოახდენენ.

Namakhvani-Goletiani.jpgაქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. ფოტო: კადრი “მაუწყებელის” ვიდეოდან

ქუთაისელებისა და რიონის ხეობის მოსახლეობის გარდა, აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი ქუთაისში ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც ჩავიდა.

„ხალხი არის ასეთი პროექტების წინააღმდეგ… ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს უკვე. ბათუმშიც გეტყვით, რა ხდება: ქალაქის სკოლები, ბაღები, ბულვარი, ყველაფერი მიითვისა ხელისუფლებამ და გადასცა ე.წ. ინვესტორს… სისტემა ებრძვის ხალხს…“ – განაცხადა ბათუმელმა აქტივისტმა, ირმა ზოიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „მათი სახელით, მათ ქონებას ასხვისებს, აძლევს კონკრეტულ ფულიან ადამიანებს“ და ხალხი რჩება „ყველაფრის გარეშე, მეორეხარისხოვნები“.

 
Namakhvani5-480x234.jpg ჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისის ცენტრში. ფოტო: ნინო ტურიაშვილი Namakhvani3-480x233.jpg ჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისის ცენტრში. ფოტო: ნინო ტურიაშვილი Namakhvani-2-480x233.jpg ჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისის ცენტრში. ფოტო: ნინო ტურიაშვილი
 

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მოიცავს ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მდინარე რიონზე. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ადგილობრივები წლებია, სეისმურად აქტიურ ზონაში მსხვილმასშტაბიანი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან, პროტესტი განსაკუთრებით რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა, როდესაც თურქულმა კომპანია „ენკა რენიუებლზმა“ (Enka Renewables), რომელიც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ადგილობრივები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ხოლო მთავრობამ კომპანიისთვის ხეობაში მუშაობაზე გადაცემული ნებართვები და ლიცენზიები გააუქმოს.

პროექტის მოწინააღმდეგეთა თანახმად, ხეობაში სამუშაოები საკმარისი კვლევისა და რისკების სათანადო შეფასების გარეშე დაიწყეს, მათ შორის, შესაბამისად არ შესწავლილა სეისმური რისკები.

მოწინააღმდეგეები ასევე შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ახლომდებარე სოფლებს, ასევე იქ არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას დატბორავს და შეიცვლება მიკროკლიმატი, რომელიც საჭიროა ყურძნის გარკვეული სახეობების მოსაყვანად და მათგან ნაწარმოები განთქმული ქართული ღვინოების, მათ შორის, ტვიშის დასამზადებლად.

  • წაიკითხეთ მეტი ჰესების პროექტისა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტების შესახებ.

აქტივისტთა ნაწილი უკვე 120 დღეზე მეტია, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში, ჰესის მშენებლობის ადგილთან ახლოს, კარვებში მორიგეობს, რათა მშებელობის პროცესს ხელი შეუშალონ. სამუშაოები იანვრის ბოლოს განახლდა, რამაც პოლიციასთან ახალი დაპირისპირებები გამოიწვია.

28 თებერვლის აქცია თავდაპირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში, „ენკას“ ოფისთან იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორებმა იგი ქუთაისში გადაიტანეს. აქტივისტები შიშობდნენ, რომ შესაძლო პროვოკაციები შეიცავდა რისკს, აქცია პოლიციასთან ან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეტაკებებში გადაზრდილიყო.

ამასთან, 28 თებერვლიდან მოყოლებული, სოფელ ნამახვანში კარვებში უფრო დიდი, 80-100 ადამიანმდე ჯგუფები იმორიგევებენ. აქტივისტების თქმით, თუკი კომპანია ისევ განაახლებს სამუშაოებს, ისინი შესაბამის ტექნიკას წინ გადაუდგებიან.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

ჰესის მიმდებარე ტერიტორიის სოფლებმა მეტი ხალხი გამოიყვანა, ვიდრე გაერთიანებულმა ოპოზიციამ :roll:

Share on other sites

16 minutes წინ, Civilian said:

ჰესის მიმდებარე ტერიტორიის სოფლებმა მეტი ხალხი გამოიყვანა, ვიდრე გაერთიანებულმა ოპოზიციამ :roll:

მშვენიერია, ყველა რეგიონი უნდა გამოვიდეს

თბილისი უნდა ამოიგლისოს ორივე მხრიდან და დაილუქოს.

ხოლო რეგიონებმა დამფუძნებელი კრება მოიწვიონ.

Share on other sites

  • ფორუმელი
ადრესატი: საქართველოს მთავრობა , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები

შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა / Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi

რიონის ხეობა საფრთხეშია.

საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს - ონის და ნამახვანის კასკადებს. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ - რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას. 

For English please  scroll down #გადავარჩინოთრიონი #არაონისკასკადს #არანამახვანიჰესს #saverioniriver

ონის კასკადის შედეგად, ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მდინარის - რიონის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში წყლის ბუნებრივი ჩამონადენის (საშუალო მრავალწლიური ხარჯის) მხოლოდ მეათედი დარჩება, ხოლო დანარჩენი ჰესის გვირაბებში მოექცევა. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობის ფლორასა და ფაუნას. რიონი ვეღარ შეასრულებს მის ეკოლოგიურ ფუნქციებს - ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ორგანული ნივთიერებების გადატანას. ამით, ერთი მხრივ, საფრთხე შეექმნება უშუალოდ ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო მეორე მხრივ, ქვედა დინებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოიფიტება და ნაპირების ეროზია მოხდება. თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული, რომ კასკადი სარისკოა მეწყრული სოფლებითვის და შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლება გახდეს საჭირო. ის მნიშვნელოვანი ასპექტი მასშტაბური ჰესის საპროექტო დოკუმენტაციაში შესწავლილი საერთოდ არ ყოფილა.

ონის სოფლების თავზე, სეისმურად და გეოლოგიურად შეუსწავლელ მთებში, გვირაბებში მოქცეულმა რიონმა, შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და გააქროს უწერის ცნობილი მინერალური წყლები, რაც რეგიონს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეზღუდავს.

არც ონის, არც ნამახვანის კასკადის პროექტებში, სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამანადგურებელი მიწისძვრა ახსოვს და მისი განმეორების შესაძლებლობა არსებობს.

433 მგვტ-იანი ნამახვანის კასკადის რეზერვუარების სარკის ზედაპირის ფართობი610 ჰექტარია, რომელიც დატბორავს წყალტუბოსა და ცაგერში სოფლებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34 მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება.

ნამახვანის ჰესი მიკროკლიმატსაც შეცვლის ლეჩხუმში. ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის- ცოლიკაურის მიკროზონას, ანუ, ტვიშის ღვინოს, ისევე როგორც უსახელოურის მიკროზონას. პროექტს ასევე ზემოქმედება ექნება ამბროლაურში ხვანჭკარას მიკროზონაზე. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლების განმავლობაში გაშენებული ვენახები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხალხისგან ისედაც დაცლილ მთის სოფლებში ტურისტების მოზიდვა, წყალში ჩაიყრება.

არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა.

ამ ყველაფერთან ერთად, პროექტების განვითარება ისე დაიწყო, რომ მათი ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ნამახვანის ჰესების კასკადზე გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, ონის კასკადის ხელშეკრულების მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს კერძო კომპანიისგან 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია შეისყიდოს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად მაღალ ფასი გადაუხადოს (საშუალოდ 1 კვტ.სთ10 ცენტზე მეტი).

აღსანიშნავია, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც უკვე ააშენა მძიმე შედეგებით ცნობილი შუახევი ჰესის პროექტი. შუახევი ჰესის გვირაბები ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოინგრა, რისი მიზეზიც გეოლოგიური რისკების არასაკმარისი შესწავლა იყო. დამატებითი სამუშაოების შედეგად, 2020 წელს შუახევი ჰესი ამუშავდა, თუმცა რისკები მოსახლეობისა და გარემოსთვის კვლავაც მაღალია.

მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა. ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე - სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და, ხალხის პროტესტის ფონზე, სამუშაოები დაიწყო.

შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!

საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ:

1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების - ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.

3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.

4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას.https://manifest.ge/main/item/3107?fbclid=IwAR1xYCobWFximSVFdnHNY3V8aOGNFme6Gt2O541I04Z6lnCsdfrXsDUGisE

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
46 minutes წინ, Eric said:

თბილისი უნდა ამოიგლისოს ორივე მხრიდან და დაილუქოს.

რას ერჩი სენიორ ამ თბილისს ???

კარგი კი იქნება რასაც ამბობ, არა საცობები, არა ჭყლეტვა და არა ბალაგანი, მაგრამ იგრძნობა რომ თქვენ სხვა მიზნიტ ამბობთ ამას 

მაშ, რა არის ეს ???

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს ფედერალური რესპუბლიკა.

2 პალატიანი ფედერალური პარლამენტი.

ყველა კუთხეს თავისი მთავრობა, კანონები, სასამართლო და პარლამენტი. 

მორჩა, 1 ქუჩა ვერ უნდა წყვეტდეს რიინის ნაპირებში რა აშენდეს და რა არა. 

Share on other sites

41 minutes წინ, kvipriane said:

რას ერჩი სენიორ ამ თბილისს ???

თბილისს უნდა ჩაემოერთვას დედაქალაქის ფუნქცია და გადაეცეს ქუთაისს.

ქუთაისში უნდა მოხდეს დამფუძნებელი კრების მოწვევა.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share