Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Freeman said:

@Moor რას გავს ეს? ტიკტოკ ფრენდლი რათ არავართ?! :boli:

 

 

ვნახავ მერე 

ოკ

 

1 საათის წინ, Freeman said:

რიჩნოი დაზორი წოუგებელშია მურ, ასე მგონია მე. 

რაც უფრო თავბრუდამხვევად ააბურთავებენ პოლიტიკანები, მსგავსი სიტყვების თამაშით და ზოგადი დებულებებით, მით მეტად გააძლიერებენ სოლიდარობას ჰალჰში :yeah:

აი, თუ ვერ ააბურთავეს, მაშინ კონსპიროლოგიისკენ შეიძლება გავიხედოთ, ამ ხალხთან დაკავშირებით :omg:

ეგ შეიძლება. უბრალოდ ამ კაცის სიტყვებიდან, ჰესის შეჩერების იმედი არ გამიჩნდებოდა

=

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.

„საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნება ხელახალი განხილვის მიზნით.

პრეზენტაცია მიმდინარე წლის 16 აპრილს, 16:30 საათზე, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საბჭოს შემადგენლობაში არიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.

საბჭოს სრული სია ასეთია:

გურამ ნიკოლაშვილი, ჰიდროალიანსი

დავით მირცხულავა

რევაზ არველაძე

არჩილ მოწონელიძე

პაატა ცინცაძე

ლეონტინა გალდავა

გრიგოლ ხელიძე

ივანე ნონიევი

მალხაზ მიმინოშვილი

ედიშერ კაცაძე

ნინო ჩხობაძე

აკაკი ფანჩულიძე

მედგარ ჭელიძე

იოსებ ცაბაძე

ნიკოლოზ ინაშვილი

ომარ ქუცნაშვილი

თამაზ ჭელიძე

ნინო წერეთელი

ალექსანდრე მირცხულავა

ზურაბ გორჯოლაძე

ბაადურ უკლება

ანზორ ჭითანავა

თეა გოდოლაძე

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ქუთაისში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან „დათმობითი სულისკვეთება“ გაჩნდა.

ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარში საპროტესტო აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში იმიტომ, რომ არსებითი დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა მათი მხრიდან“.

გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ იმისათვის, რომ „გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის“ და ეს მოთხოვნებია:  „შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას ნამახვანში, ანუ კარვები აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ“.

საპროტესტო აქციის კიდევ ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თითქოსდა აღარ ამტკიცებენ, რომ ჰესის მშენებლობა გარდაუვალია. მირზა ნოზაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ფრთხილი ოპტიმიზმით განაცხადა, რომ ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი დაჰპირდნენ აქტივისტებს, რომ მათ კითხვებს ამომწურავ პასუხს გასცემდნენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდებოდა.

აღნიშნა რა, რომ აქტივისტებმა „ჰიპოთეტური კითხვა“ დასვეს ჰესის მშენებლობის ბედის შესახებ, ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს რაიმე პროექტის განხორციელებას სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

ხელისუფლების მხრიდან, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე ქართული ოცნების დეპუტატები სოზარ სუბარი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთის კიდევ ორი მაჟორიტარი დეპუტატი – გივი ჭიჭინაძე და ბეჟან წაქაძე, ასევე დეპუტატი გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი დეპუტატი რაჭა-ლეჩხუმიდან), დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე  (ქართული ოცნების რეგიონული მდივანი) და დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი.

სოზარ სუბარმა შეხვედრას „კონსტრუქციული“ უწოდა და განაცხადა, რომ მონაწილეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ქვეყანას ეს ჰესი სჭირდება.

იმავდროულად, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათი პროტესტი ჰესის წინააღმდეგ სოფელ გუმათში გაგრძელდება.

შემდგომი მოლაპარაკებების თარიღი და ფორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაზეს დამოკიდებული, განაცხადეს აქტივისტებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა.

ნამახვანჰესის შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.  

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Moor said:

ჰესის შეჩერების იმედი არ გამიჩნდებოდა

ხუმრობთ სენიორ?

ესეთი პროექტები ასე არ ჩერდება, და თუ მაინც რაღაც სასწაულით გაჩერდა, ვაი მას ვისაც ვალდებულებები აქვს აღებული ;)

Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

ვაი მას ვისაც ვალდებულებები აქვს აღებული

კარგ კუშს მოხსნიდა. ალალს და უსაყვედუროს )

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

კარგ კუშს მოხსნიდა.

აუცილებლად სენიორ. ამასთანავე ზ. ჟვანიას სახელობის არაშენებული ჰესის ისტორიის გამოცდილება გვეუბნება რომ ამ პროექტზე პასუხისმგებელ პირს მოდერმარომაკრძალა ის მოუვა :seth:

1 საათის წინ, Eric said:

ალალს და უსაყვედუროს

ამაზე რა მოგახსენოთ :დ არც ალალია და ისეთი საყვედური მოყვება (თუ გააჩერეს) რომ :hang1:

Share on other sites

  • ფორუმელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის თაობაზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობები „ცხადი არ არის მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ეს იწვევს დაძაბულობას“.

მისი თქმით, „არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით“, კერძოდ, მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, „გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან, ეკონომიკურ მხარესთან დაკავშირებით“.

14 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში დეკანოზმა განაცხადა, რომ კონტრაქტის პირობები „უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“. განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და მიმდებარე სოფელ გუმათში საპროტესტო აქციები იმართება. მანამდე კი – პოლიტიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ჯამღაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქომ მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ძალიან გვიან“ შეიტყო. „100 წლით მიწის გადაცემა კომპანიისათვის იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვას“, – განაცხადა დეკანოზმა.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო დიდი მსჯელობა უნდა გამართულიყო, კონტრაქტში ასეთი პირობების ჩადებამდე, მოსახლეობას რომ ეს სცოდნოდა და არ ყოფილიყო სიურპრიზი“, – განაცხადა მან.

ჯამღაიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას „კეთილგონიერება გამოიჩინოს ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან, სადაც დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, შეკითხვები დასვას, მიიღოს კომპეტენტური პასუხები და ამას ესწრებოდნენ პასუხისმგებელი პირები“.

იმავე დღეს საქართველოს საპატრიარქომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც რიონის ხეობაში დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. საპატრიარქომ სიტუაციის ესკალაციას მიუღებელი უწოდა და მხარეებს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა.

ნამახვანჰესის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან საქართველოს მთავრობის დიალოგის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რამდენადაც პროტესტის მონაწილეებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია და პროტესტის ეპიცენტრის რიონის ხეობიდან დედაქალაქში გადმოტანა დააანონსეს.

გადაწყვეტილება მთავრობის მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოცხადდა, თუმცა როექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაგრძელდება, რასაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არ ეთანხმებიან. მთავრობის განცხადებით, პროტესტის მონაწილეებს, „ნამახვანჰესის“ მიმდებარედ დამატებით ბარიერებსა და სამართალდამცველების რაოდენობას შეამცირებს და საპროტესტო აქციის მონაწილეეებს კარვების გაშლისა და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები პოლიციამ დაახლოებით 10 დღის წინ დაშალა.

ამავე განცხადებით, მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში  ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩაერთვება, რომელიც ჰესის გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

ასევე, კომპანია „ენკასთან” დადებული ხელშეკრულების იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის, პარალელურად კი – პროექტის სრულყოფის მიზნით, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათი მოთხოვნების უგულვებელყოფას განაგრძობს და კონსენსუსის მიღწევაზე უარს აცხადებს. „ეს განცხადება პირდაპირ ამბობს, რომ კაშხალი ყველა შემთხვევაში აშენდება“, – თქვა ადგილობრივი პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებელ კომპანიასთან აქციის მონაწილეებისგან „დამოუკიდებლად“, მათი ჩრთულობის გარეშე აქვს კომუნიკაცია.

„ნამახვანჰესის“ შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share