Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Say_or said:

იდეალისტი

ყოფილა;

დიახ, ასე გამოდის პატივცემულო.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Seth said:

ეგ რომ ლიბერალურს უბერავდა და თან სერიოზულად.

იდეალისტი ლიბერალიც შეიძლება იყოს და კონსერვატორიც - იმჰო!

ჩვენთან ლიბერალობაა მოდაში . . .

Edited by ASIA
Share on other sites

1 საათის წინ, kvipriane said:

სენიორ, - ყველას და ყველაფერს აქვს თავისი წამალი, გინდაც გასაღები ...

"... ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდე და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი ..." (ფს.90)

სრულიად გეთანხმებით სენიორ კვიპრიანე. >> მესსიის მახვილი.

Share on other sites

3 საათის წინ, Moor said:

მაგას ებარა პარტიის იდეოლოგიური აღზრდა.  ლებერალური დემოკრატიის იდეებით ინტელიგენციას რომ აშეიმინგებს, მაგარი სანახავი კი იქნებოდა იმ დროს  :დ

:D:up:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესახებ შეკითხვებს პასუხობს 

2021 წლის 3 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ თავის ვებ გვერდზე  გამოაქვეყნა მოსაზრებები/დასკვნები საქართველოს მთავრობასა და შპს „ქლინ ენერჯი  გრუპ ჯორჯიას“ (დღევანდელი სახელწოდება „ენკა რენუებლზს“ შემდგომში „კომპანია“)  შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.  

აღნიშნული პუბლიკაციის სახელწოდება - „ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ თავისთავად  ცხადყოფს, რომ პუბლიკაციის ავტორის(ების) შეფასება პროექტის, ისევე როგორც  პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების მიმართ არის უაღრესად  კრიტიკული. პუბლიკაციის შესავალ ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ  ნამახვანი ჰესი არათუ ვერ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის  ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში, არამედ იგი  „მნიშვნელოვან და განუსაზღვრელ“ ფისკალურ ტვირთად გადაიქცევა  საქართველოსათვის.  

წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური  და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის  ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია  სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს.  

პუბლიკაცია ზოგადი განცხადებების გარდა, ასევე მოიცავს კონკრეტული  სამართლებრივი ასპექტების შეფასებას და ავტორთა მტკიცებით კრიტიკულად  მიმოიხილავს ხელშეკრულების შინაარსს. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ  მიუხედავად ავტორთა მიერ გაკეთებული ხსენებული განცხადებებისა, აღნიშნული პუბლიკაცია პრაქტიკულად არ შეიცავს სახელშეკრულებო მუხლებზე კონკრეტულ  მითითებებს, რაც ბუნებრივია მკითხველთა უმრავლესობისათვის პუბლიკაციაში  მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას შეუძლებელს ხდის. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ვრცელ სამართლებრივ ანალიზს,  რომლითაც შევეცდებით EMC-სმიერ გამოქვეყნებული შეფასებების გაქარწყლებას  კონკრეტულ სახელშეკრულებო პუნქტებზე დაყრდნობით.  

1. EMC - ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და  ენერგო-უსაფრთხოებას. 

სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს  ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. 

„რატომ არის პრობლემა - სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი  იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი  ენერგია”.  

სამინისტროს პასუხი: 

სად არის სპეკულაცია - EMC-ს კვლევაში ვერ ვხედავთ, რის საფუძველზე დაასკვნა , თუ  რა არის ან იქნება “ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი  ენერგიის” ფასი. მითუმეტეს, სად არის EMC-ს მიერ გაკეთებული გაანგარიშება 15 წლიან  ჭრილში ან მას შემდეგ? აქედან გამომდინარე, როგორ ითვლის კონკრეტული ფასი  იქნება მაღალი თუ დაბალი? შესაბამისად, EMC-მ არ წარმოადგინა არცერთი არგუმენტი  და არცერთი მინიშნება საკუთარი მტკიცების გასამყარებლად, რომ ნამახვანჰესის მიერ  გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური სხვა მომწოდებლებზე მაღალი იქნება. 

საკითხის განმარტება - იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა წაიკითხოს და  გაიგოს ენერგეტიკის სფეროში დადებული ხელშეკრულების შინაარსი, მას წარმოდგენა  უნდა ჰქონდეს მთელ რიგ საკითხებზე: 

ტარიფი - განსხვავდება ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი და გასაყიდი ტარიფი.  მაგალითად, საოჯახო მეურნეობები სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით უხდიან  ელექტროენერგიის საფასურს მომწოდებელ კომპანიას, ხოლო სახელმწიფო  ელექტროსისტემის მიერ შესასყიდი ტარიფი სრულიად განსხვავებულია სხვადასხვა  მიმწოდებლის შემთხვევაში და უამრავ კომპლექსურ მდგენელზეა დამოკიდებული. 

როდესაც EMC ამბობს, რომ ვერ მოხდება ქვეყნისთვის უკეთესი ენერგო-ტარიფის  მიღება, მკითხველს უჩენს განცდას, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად საოჯახო  მეურნეობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ფასმა არ უნდა დაიკლოს, რაც  სრულიად სპეკულატიური მსჯელობაა. 

EMC-ს მიერ ხსენებული ყველა „მომწოდებელი“, რაშიც სავარაუდოდ ავტორი  ელ.ენერგიის მწარმოებელს ან/და იმპორტიორს გულისხმობს, ვერ გაყიდის  გამომუშავებულ ან იმპორტირებულ ელ.ენერგიას ერთსა და იმავე ფასად. ელ.ენერგიის  შესასყიდი ტარიფი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მაგალითად: კონკრეტული  მწარმოებლის/გენერაციის ობიექტის სახეობაზე (თბო, ჰიდრო, ქარი, მზე და აშ), ისევე  როგორც მათი ექსპლუატაციაში შესვლის ვადაზე და სამართლებრივ სტატუსზე.  ამასთან, ელ.ენერგიის შესასყიდი ფასი დამოკიდებულია სეზონურობაზე და  იმპორტირებული ენერგიის შემთხვევაში იმ კონკრეტულ დროზე, (დღის მონაკვეთზე) რა  დროსაც ხდება მისი იმპორტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთადერთი  სამართლიანი და კვალიფიციური მიდგომაა, რომ ნამახვანი ჰესის მიერ 

გამომუშავებული ენერგიის ფასი შევადაროთ სხვა ანალოგიურ (ან მეტ-ნაკლებად  მსგავს) მწარმოებელს.  

ნამახვანჰესის ელექტროენერგიის ფასი და გარანტირებული შესყიდვის ვადა - ნებისმიერ ეკონომიკურ პროექტს თან ახლავს თავისი გაანგარიშება, თუ რა ღირს  პროექტი, დროის რა ვადაში და რა ოდენობით უნდა მოხდეს უკუგება და რა პირობებია  საჭირო პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო  დაინტერესებულია მოიზიდოს პირდაპირი ინვესტიცია და პროექტი კერძო და საჯარო  პარტნიორობის ორმხრივად მომგებიანობის საფუძველს დაამყაროს.  

ნამახვანჰესის შემთხვევაში სახელმწიფომ პარტნიორი კომპანია ტენდერის  საფუძველზე შეარჩია, რომლის მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ტარიფი იყო, ყველა  სხვა აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით. 2016 წელს ყველაზე  დაბალი ტარიფის შემოთავაზებით სწორედ „ენკა“-ს მონაწილეობით დაფუძნებულმა  კომპანიამ გაიმარჯვა. 

საქართველოს ბუნებრივი რესურსის ენერგეტიკული მიზნებისთვის ასათვისებლად  კომპანია რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს, რაც ქვეყნის ისტორიაში  ერთ-ერთი დიდი ინვესტიციაა. ინვესტიციის ნაწილი (300 მლნ. აშშ დოლარი)  მოხმარდება ელექტრო-მექანიკური დანადგარებისა და სერვისების იმპორტს, ხოლო  უდიდესი ნაწილი (527 მლნ. აშშ დოლარი) სრულად დაიხარჯება ადგილობრივ ბაზარზე. 

რაც შეეხება PPA ხელშეკრულებებს, ისინი ინვესტორებთან ფორმდება მთავრობასთან  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და მისი პირობების დაცვით (შესყიდვის  პერიოდები, ფასები). ნამახვანჰესის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ: 

- ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკოს) მიერ  „ნამახვანი ჰესის" ინვესტორთან გაფორმებული PPA ხელშეკრულების სტრუქტურა არ განსხვავდება სხვა ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისაგან. 

- PPA-ს ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის პერიოდი (8 თვე), ასევე არის სხვა  მსგავსი ხელშეკრულებების უმეტესობის პრაქტიკასთან შესაბამისობაში.  ღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი ემთხვევა საქართველოს ენერგოსისტემაში  ჰიდრორესურსების სიმცირის პერიოდს, როცა ადგილი აქვს ელექტროენერგიის  იმპორტს და თბოსადგურების მუშაობას (იმპორტირებულ გაზზე). 

- იმ პერიოდში, როდესაც PPA არ ითვალისწინებს ელექტროენერგიის შესყიდვას (იმ  დროს, როცა ქვეყანას აქვს გამომუშავებული ელ. ენერგიის სიჭარბე (პროფიციტი),  ინვესტორს არანაირი გარანტიები არ აქვს ამ ენერგიის შესყიდვაზე ან გადახდაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ენერგოსისტემას დასჭირდება დამატებით ელ.ენერგია,  აღნიშნულის შესყიდვა მოხდება საბაზრო ფასით. 

ნამახვანჰესის ტარიფის სიდიდეზე - ნამახვანი ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის  შესასყიდი სახელშეკრულებო ფასი შეადგენს 6.2 აშშ ცენტს, რაც, თავის მხრივ, იმაზე  დაბალია, ვიდრე სხვა რიგი სადგურების ტარიფი (იგულისხმება მოცულობითი 

პროექტები რომლებიც დაკონტრაქტდა 2008 წლის შემდგომ). მაგრამ აღნიშნული ფასი არ წარმოადგენს წლიურ საშუალო შეწონილ ტარიფს.  

დღეისათვის არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაკეთებული  პროგნოზების და ფინანსური გათვლების თანახმად, ნამახვანის საშუალო შეწონილი  ტარიფი (ანუ საშუალო წლიური შემოსავალი რასაც კომპანია მიიღებს თითოეულ  კილოვატ საათზე) ოპერირების დაწყების წლისთვის შეადგენს 4.91 აშშ ცენტს

(მეტი დეტალურობისთვის: 3%-იანი აქსელერაციის გათვალისწინებით ოპერირების  პირველი 10 წლის მანძილზე იგი 5.3 აშშ ცენტი გახდება ხოლო ელ. ენერგიის  გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების სრული 15 წლიანი პერიოდის  საშუალო შეწონილი ტარიფი 5.74 აშშ ცენტია.) 

საშუალო შეწონილი ტარიფის გაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: ჰესის მიერ  გამომუშავებული და „ესკოსათვის“ გარანტირებული შესყიდვის პერიოდში  (სექტემბერი-აპრილი) მიწოდებული ენერგიის ფასს დამატებული ე.წ. „ზაფხულის  პერიოდში“ (მაისი-აგვისტო) ჰესის მიერ გამომუშავებული საბაზრო ფასის  გასაშუალოებით. ზაფხულში გასაყიდი ენერგიის საბაზრო ფასად მიჩნეულია 3 აშშ  ცენტი. მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით ჰესის  მიერ გამომუშავებული ენერგიის შესყიდვის ვალდებულება სახელმწიფოს არ გააჩნია,  შესაბამისად აღნიშნული გენერაციის გათვალისწინება ფისკალური რისკის/ტვირთის  შეფასებისას დაუშვებელია.  

ნამახვანის საშუალო შეწონილი ტარიფი ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის  ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების  იმპორტირებული ელ.ენერგიის საშუალო ფასი. თუმცა, ნამახვანის უპირატესობა  მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და  შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში. სწორედ  დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი  ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, (ფასები მერყეობს 7,8 აშშ ცენტის ფარგლებში რუსეთში და 9- 11 აშშ ცენტის ფარგლებში თურქეთში). ბუნებრივია პიკურად იმპორტირებული  ენერგიის ფასი აღემატება დღის სხვა მონაკვეთში იმპორტირებული ენერგიის ფასს.  

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სტრატეგიული დანიშნულებისა, როგორც  ყველა სხვა ადგილობრივი გენერაციის წყარო, ნამახვანი ყოველწლიურად სახელმწიფო  ბიუჯეტში გადასახადების სახით გადაიხდის დაახლოებით 30 მილიონ ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფოს  მიერ გადასახადების სახით მიღებულ შემოსავალს, ხელშეკრულების მიხედვით  განსაზღვრული 6,2 ცენტიანი ტარიფი უნდა შემცირდეს 1კვტ.სთ-ზე დაახლოებით 1 აშშ  ცენტით.1 

  

1მ ოს ა ზრე ბ ა ჰ ე ს ი ს მ ი ე რ გ ა და ხ დი ლი გ ა და ს ა ხ ა დე ბ ი ს და ა მ გ ზი თ და ზოგ ი ლი ტა რი ფი ს შ ე ს ა ხ ე ბ ე მ ყ ა რე ბ ა უხ ე შ გ ა ა ნ გ ა რი შ ე ბ ე ბ ს , რა დგ ა ნ ჰ ე ს ი ს და ს რულე ბ ა მ დე შ ე უძ ლე ბ ე ლი ა მ ი ს ი ზუს ტი ს ა ბ ა ლა ნ ს ო ღი რე ბ ულე ბ ი ს გ ა მ ოთვ ლა , რა ც თა ვ ი ს მ ხ რი ვ გ ა ნ ა პ ი რობ ე ბ ს კ ომ პ ა ნ ი ი ს მ ი ე რ

ენერგოუსაფრთხოება - ნამახვანი ჰესი წარმოადგენს ადგილობრივი გენერაციის წყაროს,  რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს ადგილობრივი ჰიდრო რესურსის ათვისების ხარჯზე  და ბუნებრივია ამ თვალსაზრისით მისი შედარება იმპორტირებულ ენერგიასთან ან  იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურთან დაუშვებელია. სწორედ ეს  კრიტერიუმი სძენს ნამახვანი ჰესს უნიკალურობას ენერგო უსაფრთხოების  თვალსაზრისით.  

2. EMC - ხელშეკრულების მიხედვით: გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება  ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი - აპრილის პერიოდი) 15 წლის  მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას.  გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის  მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.  

სამინისტროს პასუხი: 

რატომ არის სპეკულაცია - EMC-ს მიერ მოხმობილი ციტატა წარმოდგენილია  აუცილებელი განმარტებების გარეშე, როგორც კონკრეტული სახელშეკრულებო  მუხლების, ისე მოქმედი კანონმდებლობის ჭრილში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ  თითქოს კომპანიას ყოველგვარი სახელშეკრულებო თუ საკანონმდებლო რეგულაციების  გარეშე შეუძლია ჰესის მართვა და საკუთარი გამომუშავებისა და მიწოდების დაგეგმვა.  

საკითხის განმარტება - ე.წ. ზამთრის თვეებში, რაც სახელშეკრულებო ენაზე PPA Period ად მოიხსენიება, ისევე როგორც ზაფხულის თვეებში Non-PPA Period, ჰესის  გამომუშავების დაგეგმვა და მართვა ხდება დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტთან სს  „სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ შეთანხმებით, მისი მითითებების შესაბამისად.  ამ კონტექსტში სრულყოფილი ანალიზის გასაკეთებლად, საჭიროა დეტალურად  განვიხილოთ ხელშეკრულების კონკრეტული ტერმინები, მუხლები და დანართები.  კერძოდ, მუხლი 4.3.2 ელექტროენერგიის გაყიდვა და დისპეტჩერიზაცია, ტერმინთა  განმარტებების სექციაში ტერმინი - „წყალსაცავის გაიდლაინები“, და დანართი N17 -  „რეზერვუარის/წყალსაცავის გაიდლაინები“ 

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია დისპეტჩერთან შეთანხმებით შეიმუშავებს  „რეზერვუარის გაიდლაინებს“, რომელიც დაადგენს წყალსაცავის მართვისა და  

  

გ ა და ს ა ხ დე ლი ქ ონ ე ბ ი ს გ ა და ს ა ხ ა დი ს ოდე ნ ობ ა ს . ა ს ე ვ ე შ ე უძ ლე ბ ე ლი ა ს ა ოპ ე რა ც ი ო პ ე რი ოდშ ი შ ე მ ოს ა ვ ლე ბ ი ს და ხ ა რჯე ბ ი ს წ ი ნ ა ს წ ა რ პ როგ ნ ოზი რე ბ ა 100%-ი ა ნ ი ს ი ზუს ტი თ, თუმ ც ა ჩ ვ ე ნ ს მ ი ე რ მ ოც ე მ ული ი ნ ფორმ ა ც ი ა ე ყ რდნ ობ ა დღე ს ა რს ე ბ ულფი ნ ა ნ ს ურ მ ოდე ლი რე ბ ა ს , რა ც ს ა ე რთა შ ორი ს ოდ მ ი ღე ბ ული და ა ღი ა რე ბ ული პ რა ქ ტი კ ა ა

ოპერირების წესებს. დოკუმენტი სრულ შესაბამისობაში იქნება მოქმედ  კანონმდებლობასთან, კერძოდ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონთან და მის საფუძველზე დამტკიცებულ „ქსელის წესებთან“.  ამასთან, აღნიშნულ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ  ხელშეკრულების დანართი N15 “პროგნოზირება და დისპეჩერიზაცია“, რომელიც ასევე  სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.  

რატომ არის სპეკულაცია - EMC-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ: „მთავრობა ვალდებულია, 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს“. აღნიშნული განცხადება ფორმულირებულია იმგვარად, რომ მკითხველს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს მთავრობა მსგავს ვალდებულებას იღებს უპირობოდ, და რომ კომპანიას ეძლევა გარანტირებული დაშვება/წვდომა საექსპორტო ხაზზე. EMC-ს გააჩნდა წვდომა ხელშეკრულების ძირითად ტექსტთან და მის დანართებთან, შესაბამისად მიუკერძოებელი და სამართლიანი ანალიზის გაკეთების მიზნით, იგი ვალდებული იყო მკითხველისათვის წარმოედგინა სრულყოფილი ინფორმაცია და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული განცხადებები.  

საკითხის განმარტება - პუბლიკაციის ავტორი სავარაუდოდ ეყრდნობა ხელშეკრულების 3.2.12 მუხლის (b) პუნქტის (i – C) ქვეპუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ: „მთავრობა ვალდებულია გამოიყენოს ყველა ღონე, რათა 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით გადამცემი სიმძლავრე გაიზარდოს 1,400 მეგავატამდე“. პუბლიკაციის ავტორი არსად მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მთავრობისათვის წარმოშობს მხოლოდ პირობით ვალდებულებას ე.წ. (soft obligation based on a best effort  basis).  

საქართველოს მთავრობას აქვს გაფორმებული შეთანხმებები მეზობელ  ქვეყნებთან/მათი გადამცემი სისტემის ოპერატორებთან სისტემათაშორისი  სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ. აღნიშნულ საკითხში  ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლის მიზანია  განავითაროს მდგრადი, საიმედო, ეკონომიკური და ეფექტური ელექტროგადამცემი  ქსელი, რომელიც განვითარების ნებისმიერ საფეხურზე უზრუნველყოფს:  

მიწოდების უსაფრთხოებას, ქსელის საიმედოობას, ელექტროენერგიის ხარისხს; საკმარის გამტარუნარიანობას, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისათვის და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლისათვის;  მზაობას ევროპული გაერთიანებული ენერგოსისტემის ENTSO-E განვითარების ათწლიან გეგმასთან ინტეგრირებისთვის. 

ამრიგად, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა (2021- 2031) თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით განსახორციელებელი  სამუშაოების მიხედვით (დამატებითი ელ.გადამცემი ხაზები ბათუმი-მურატლი 154  კვ ეგხ და ახალციხე-თორთუმი 400 კვ ეგხ), 2030 წლიდან, დიდი ალბათობით,  შესაძლებელი იქნება საქართველოს ენერგოსისტემიდან თურქეთის 

ენერგოსისტემაში, მისი მძლავრი მოხმარების ცენტრებისკენ, უსაფრთხოდ და  საიმედოდ , ჯამურად 1400 მგვტ სიმძლავრის ტრანსპორტირება. 

იმისათვის რათა სრულფასოვნად გავაანალიზოთ მთავრობის ვალდებულება კომპანიისათვის ექსპორტის უფლების მინიჭების კუთხით, საჭიროა უპირველესყოვლისა განვიხილოთ ხელშეკრულების 3.2.2 (c) პუნქტი. აღნიშნული პუნქტის თანახმად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს წარმოებული ელექტრო ენერგიის მთლიანი მოცულობის ექსპორტი ნებისმიერ დროს (გარდა შესაბამისი „PPA პერიოდისა“), თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მთავრობის მიერ მსგავსი ვალდებულების აღებას წინ უსწრებს უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, მთავრობა თავისი კომპეტენციისა ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას ხელშეკრულების ვადის განმავლობაში ანიჭებს მსგავს უფლებამოსილებას.  აღნიშნული დათქმა თავისთავად გამორიცხავს კომპანიისათვის რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო პრივილეგიის მინიჭებას. 

გარდა ამისა, EMC არაფერს ამბობს იმის თაობაზზე, რომ მთავრობის მხრიდან ნამახვანთან მიმართებით მსგავსი ვალდებულების აღება გამომდინარეობს მთავრობის მიერ გაცილებით უფრო ადრე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებიდან. კერძოდ,  საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული „სამთავრობათაშორისი ხელშეკრულებდან“ რომლის თაობაზეც განმარტება გაკეთებულია ნამახვანთან გაფორმებული ხელშეკრულების 4.3.2. (c)  

პუნქტში. გარდა ამისა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება „ბათუმი-მურატლის“ პროექტის მშენებლობისა და „ახალციხეთორთუმის“ პროექტის ტექნიკური შესწავლის შესახებ.  

15 წლის შემდგომ სახელმწიფო თავისუფლდება დადებული ხელშეკრულებით  განსაზღვრული ვალდებულებისგან კომპანიისგან ელექტროენერგია შეისყიდოს.  ვალდებულების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო უფლებამოსილია აწარმოოს ხელახალი მოლაპარაკებები იმ საბაზრო ფასების ფარგლებში, რაც იმ პერიოდისთვის  იქნება დაფიქსირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ აქვს ექსპორტზე  დაშვების გარანტირებული პირობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ელ. ენერგიის ქვეყნის  გარეთ გაყიდვის სურვილის შემთხვევაში, მათ უნდა მიიღონ შესაბამის აუქციონში  მონაწილეობა, რომელშიც განსაზღვრულია საექსპორტო მოცულობების კვოტები და ამ  აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ სადგურს შეუძლია ყველასთვის განსაზღვრული  თანაბარი პირობების შესაბამისად.  

დაინტერესებულ პირებს უნდა ესმოდეთ, რომ გენერაციის ობიექტების ფუნქციონირება  დამოკიდებულია გადაცემის ოპერატორებზე, რაც საქართველოს შემთხვევაში  მონოპოლიურია და სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელშია. შესაბამისად,  სახელმწიფოს კონტროლის და დაშვების გარეშე ელექტროენერგიის ნაკადების მართვა  საქართველოში არ ხდება. რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა 

მთლიანად ექვემდებარება სტრატეგიულ კონტროლს და ემსახურება პირველ რიგში  ქვეყნის შიდა მოთხოვნასა და საჭიროებებს. 

3. EMC - კომპანიის შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე მიწის რესურსი: 

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით  დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად  გადასცეს კომპანიას სხვა “საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი თუ მიწას აქვს  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი. 

რატომ არის პრობლემა: ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია  მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ  მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში)  მოსაპოვებლად. ამასთან, მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები  კი იმდენად ფართეა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. თუ  „საჭირო მიწა“ იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის  ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც  გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის  ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას. 

სამინისტროს პასუხი: 

რატომ არის სპეკულაცია - EMC -ს მიერ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების კომპანიისათვის გადაცემის ჭრილში გაკეთებული ანალიზი არის არასრული და დაუსაბუთებელი. აღნიშნულ საკითხს ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მას განიხილავს/აწესრიგებს არა მხოლოდ ერთი ტერმინი „საჭირო მიწა“, 

რომელსაც ავტორი ეყრდნობა (სრულად ციტირების გარეშე), არამედ მთელი რიგი სახელშეკრულებო ტერმინები, მუხლები და დანართები. ავტორის თქმით, ტერმინი „საჭირო მიწა“ ფართოდაა განმარტებული და აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს.  

საკითხის განმარტება - რეალურად, საერთაშორისოდ დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, ისეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებში როგორიცაა ნამახვანის ხელშეკრულება, უკლებლივ ყველა სენსიტიური თემა და რაღათქმაუნდა მათ შორის მიწის საკითხები განიხილება დეტალურად და ამომწურავად. აღნიშნული მიზნად ისახავს არა იმას, რომ ინვესტორმა ჰესის მშენებლობის საბაბით თითქოსდა მიიტაცოს მიწები რომელთა არამიზნობრივ გამოყენებასაც იგი მომავალში შეეცდება, არამედ იმას,  რომ შემდგომში მაქსიმალურად შემცირდეს ორმაგი ინტერპრეტაციის რისკი. ნამახვანის შემთხვევაშიც, ის ტერმინები რომლებიც ეხება მიწას და მასთან დაკავშირებულ უფლებებს ამომწურავადაა განხილული და მიუთითებს ყველა იმ გონივრულ საჭიროებაზე, რისთვისაც კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყენება. ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას პროექტის განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთების ინვესტორისათვის საკუთრებით ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემა წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ინვესტორი ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას.  

დაუბრუნდეთ ხელშეკრულებას და დეტალურად მიმოვიხილოთ ის ნორმები, რომლებიც ეხება მიწებს და მასთთან დაკავშირებულ უფლებებს. სახელშეკრულებო ტერმინის „საჭირო მიწა“ განმარტება იწყება შემდეგი სიტყვებით: „საჭირო მიწა ნიშნავს კომპანიის მიერ გონივრულობის ფარგლებში განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებს“ ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პროექტს შესაძლოა მიეკუთვნოს მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები,  რომელთა გამოყენებაც ონივრულობის ფარგლებში ესაჭიროება ინვესტორს. ამას გარდა ტერმინთა განმარტებაში მოცემული ტერმინი „მიწასთან დაკავშირებული უფლებები“ აზუსტებს, რომ საპროექტო მიწები მოიცავს იმ მიწის ნაკვეთებს, რომლების ასახულია დანართში N1 (მდებარეობა).  

ისმის კითხვა, ვინ და რა ფომით ადგენს არის თუ არა კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით ინვესტორის მიერ გაკეთებული მოთხოვნა გონივრული, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მოცემულია ხელშეკრულების 3.2.6 მუხლში „მიწასთან დაკავშირებული უფლებები“, რომელიც სამწუხაროდ EMC-ს ანგარიშში განხილული საერთოდ არ არის. აღნიშნული მუხლის თანახმად, კომპანია ვალდებულია თითოეულ ჯერზე, როდესაც იგი მოითხოვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გადაცემას, შესაბამისი საჭიროება დაასაბუთოს წარდგენილი დეტალური განმარტებებისა და ე.წ. შეიფ ფაილების საფუძველზე. აღნიშნული დასაბუთების წარდგენის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთების გადაცემის თაობაზე იღებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.  

რთულად დასაჯერებელია, რომ პუბლიკაციის ავტორი არ ჩაუღრმავდა ხელშეკრულებას და მხოლოდ ერთი ტერმინის არასრულფასოვანი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი

ანალიზის საფუძველზე გააკეთა ასეთი მკაცრი შეფასებები უაღრესად სენსიტიურ თემასთან მიმართებით.  

რაც შეეხება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან ინვესტორის გათავისუფლების საკითხს, აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.  ხელშეკრულების თანახმად, დაზუსტებულია ის გარემოება, რომ ინვესტორი გათავისუფლებულია ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებიც გამოიყენება გზების მშენებლობისათვის. გზა წარმოადგენს საერთო სარგებლობის სიკეთეს, რომელიც მშენებლობის დასრულებისთანავე გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში, შესაბამისად მხოლოდ ამ ტიპის მიწის ნაკვეთებთან მიმართებით არის განმარტება გაკეთებული. ყველა სხვა შემთხვევაში ინვესტორი იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის ქონების გადასახადს). ნამახვანი ჰესის პროექტის ფარგლებში კომპანია მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ოპერირების განმავლობაში გადაიხდის დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარს. 

წყლის რესურსი: 

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ  რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი.  ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც,  ცხენისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა. ასევე, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ რიონის ზედა წელის  გამოყენებით საფრთხე არ შეექმნება ნამახვანის გამომუშავებას. წინააღმდეგ  შემთხვევაში, სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დანაკარგს. 

რატომ არის პრობლემა: კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება  საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება  დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი 

10 

ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის  დახმარებით. 

სამინისტროს პასუხი: 

რატომ არის სპეკულაცია - სამწუხაროდ, ისევე როგორც მიწის საკითხებთან  დაკავშირებული მსჯელობისას, წყლის რესურსების შემთხვევაშიც ადგილი აქვს EMC-ს  მხრიდან არაკვალიფიციურ და არასრულფასოვან შეფასებას. ავტორი ამტკიცებს, რომ:  „კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების,  არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი“. სამწუხაროა, რომ EMC აღნიშნულ განცხადებას აკეთებს ისე, რომ იგი არ განმარტავს თუ რა ფორმით არის  შესაძლებელი მდინარე ცხენისწყლის რესურსის ათვისება ნამახვანი ჰესის მიერ.  

საკითხის განმარტება - საქმე იმაშია, რომ ნამახვანი ჰესის თავზე მდებარეობს მდინარე  ლაჯანურაზე გაშენებული „ლაჯანურის წყალსაცავი“ და „ლაჯანურ ჰესი“. მდ.  ცხენისწყლიდან რიონის ხეობაში წყლის გარკვეული მოცულობის გადმოგდება  ხორციელდება 1960-იანი წლებიდან. ცაგერის წყალმიმღები სისტემა უზრუნველჰყოფს  60მ3/წმ წყლის ხარჯის მიწოდებას ლაჯანური ჰესის წყალსაცავისთვის.  

აღნიშნულ წყალსაცავს გააჩნია გვირაბი, რომლის მეშვეობითაც იგი უკვე მრავალი წლის მანძილზე დამატებით მარაგდება მდინარე ცხენისწყლიდან გამომავალი წყლით.  მდინარე ლაჯანურა უერთდება მდინარე რიონს. შესაბამისად ის ჰიდროლოგიური კვლევები რომელიც დაერთო სატენდერო პაკეტს და რომლის საფუძველზეც ჯერ კიდევ 2015 წელს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა გამოაცხადეს საერთაშორისო კონკურსი ინვესტორის მოძიების მიზნით, მოიცავდა ჰიდროლოგიურ გაანგარიშებებს მდინარე ცხენისწყლიდან მიღებული დამატებითი რესურსის გათვალისწინებით. ყველა მონაწილემ, მათ შორის გამარჯვებულმა „Cleen Energy Group”-მა კომერციული შემოთავაზება, ანუ სატარიფო განაკვეთი წარმოადგინა იმ რწმენით, რომ მდინარე რიონის ჰიდროლოგიური მოინაცემები დარჩებოდა უცვლელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბუნებრივი და სამართლიანია, რომ ინვესტორმა სახელმწიფოსაგან მოითხოვა ტენდერის ჩატარებისას არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნება.  

ზემოხსენებული ინფორმაცია დეტალურადაა აღწერილი ხელშეკრულების 3.2.13  პუნქტში. სამწუხაროდ, აღნიშნულის მიუხედავად EMC ნეგატიურ კონტექსტში წარმოადგენს ხსენებულ საკითხს და ამასთან, გვთავაზობს უკიდურესად არაკომპეტენტურ დასკვნას იმის თაობაზე, რომ „კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის“.  

აღნიშნული განცხადება თავისთავად აბსურდულია, რადგან გაუგებარია რა სახის დამატებით ფინანსურ ვალდებულებაზეა საუბარი. იმედს ვიტოვებთ, რომ EMC  სახელმწიფოს არ აკრიტიკებს იმის გამო, რომ ინვესტორს ჰესის მშენებლობისა და ოპერირების მიზნით არ ავალდებულებს შეიძინოს წყალი, რომლსაც იგი შემდგომში გარდაქმნის ელექტრო ენერგიად. ამასთან გვსურს განვმარტოთ, რომ კომპანია არ

11 

თავისუფლდება ჰიდროელექტროსადგურებისათვის კანონით დადგენილი წყალაღების მოსაკრებლისაგან. 

ხელშეკრულების მიხედვით: მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან  ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო  ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას,  დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში. 

რატომ არის პრობლემა: კომპანია უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთებით,  ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. ასევე, უნდა  ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში  არსებულ ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე. 

სამინისტროს პასუხი: 

რატომ არის სპეკულაცია - ცალკე აღებული აღნიშნული ინფორმაცია თავისთავად სიმართლეა, თუმცა სრულიად გაუგებარია რატომ არის ეს ფაქტი განხილული ნეგატიურ კონტექსტში. ხელშეკრულება განმარტავს, რომ მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გაათავისუფლებს ინვესტორს ლიცენზიის აღების ვალდებულებისაგან.  

საკითხის განმარტება - აღსანიშნავია, რომ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის N136 დადგენილების თანახმად, სტრატეგიული პროექტები, რომელთა განხორციელებაც წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს შესაძლოა გათავისუფლდნენ ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისაგან. თუმცა კომპანია რომელიც მიიღებს მსგავს პრივილეგიას, მაინც სრულად გადაიხდის წიაღისეულის მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს. შესაბამისად, ნამახვანი ჰესის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ვალდებულების აღება კანონიერია და უფრო მეტიც, ამ მასშტაბის პროექტებთან მიმართებით აღნიშნული წარმოადგენს დამკვიდრებულ პრაქტიკას. 

12 

4. ანონმდებლობის და ბაზრის ცვლილება 

EMC - ხელშეკრულების მიხედვით: თუ კანონმდებლობაში განხორციელდება  ცვლილება, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ ან ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენს  არსებითად უარყოფით გავლენას, ან შეიცვლება ელექტროენერგის სისტემის  ოპერირების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, მხარეებმა უნდა  მოილაპარაკონ, რომ ეს ცვლილებები აისახოს ხელშეკრულებაში (მაგალითად:  ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებში) ისე რომ კომპანიის ეკონომიკური და  ფინანსური პოზიცია, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, შენარჩუნდეს.  შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ფისკალურ ტვირთებს მხოლოდ სახელმწიფო იღებს  საკუთარ თავზე. 

რატომ არის პრობლემა: იმ პირობებში, როდესაც საქართველო, ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად მუშაობს ეროვნული  კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, მოსალოდნელია  არსებითი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ენერგეტიკის დარგში.  შესაბამისად, მაღალი ალბათობით, შეთანხმების ეს პუნქტი უახლოეს მომავალში  სახელმწიფოსთვის მძიმე ფისკალურ ვალდებულებებს დააკისრებს. 

სამინისტროს პასუხი: 

რატომ არის სპეკულაცია - EMC-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ შეთანხმების ეს პუნქტი უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მძიმე ფისკალურ ვალდებულებებს დააკისრებს, რადგან იგეგმება ქართული კანონმდებლობის, (მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით) ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან კატეგორიულად მიუღებელია. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული მიმართულებით საქართველოს

13 

ვალდებულებები საერთაშორისო პარტნიორების (მათ შორის უპირველესყოვლისა ევროკავშირის) წინაშე აღებული აქვს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების გაფორმებამდე უფრო ადრე, მათ შორის ე.წ. „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ევროკავშირთან,  რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოსათვის ძირითად გზამკვლევს ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. შესაბამისად,  „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად“, საერთაშორისო ხელშეკრულება იერარქიულად ზემდგომი ნორმატიული აქტია როგორც კანონთან, (მათ შორის ორგანულ კანონთან) ისე კანონქვემდებარე აქტებთან შედარებით.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შესაძლოა განხორციელდეს ნამახვანის ხელშეკრულების დადების შემდგომ, არ ჩაითვლება  „ცვლილებად კანონმდებლობაში“, რომც გამოიწვიოს კომპანიისათვის „მატერიალურად საზიანო ეფექტი“, რადგან აღნიშნული ცვლილების გატარების შესახებ სახელმწიფოს ვალდებულება წარმოეშვა იმ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე,  რომელიც ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმებამდე შევიდა ძალაში.  

საკითხის განმარტება - რაც შეეხება ე.წ. Stabilization Clause-სთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც ითვალისწინებს ინვესტორის დაზღვევას ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისაგან, ანუ Change in Law, შეგვიძლია განვავრცოთ EMC-ს პოზიცია.  

ე.წ. კანონმდებლობის სტაბილიზაციის მექანიზმი, როგორც სამართლებრივი დოქტრინა არახალია და აღნიშნული მექანიზმის გამოყენება მსხვილ საინვესტიციო პროექტებში (განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში რომელიც ხორციელდება კერძო და საჯარო თანამშრომლობის ე.წ. PPP ფორმით) წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას. აღნიშნული ინსტრუმენტი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში და პრაქტიკულად სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს ისეთ განვითარებად ქვეყნებთან მიმართებით, რომლებსაც არ გააჩნიათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით წიაღისეული მნიშვნელოვანი სახეობები როგორიცაა ნავთობი, გაზი, ძვირფასი მეტალები და აშ (ქვეყნები რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი წიაღისეული, როგორც წესი გაცილებით მეტ ბერკეტებს ფლობენ მოლაპარაკებებისას).  ფაქტია, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, ისეთში როგორიც საქართველოა, არცერთი მსხვილი ინვესტორი ისევე როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ აფინანსებს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისე, თუ პროექტის ფარგლებში გასაფორმებელი საკონცესიო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ხსენებული სტაბილიზაციის მექანიზმს, ანუ „Change in law“ protection.  ამდენად, ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციას რომელსაც გააჩნია პრეტენზია იმაზე, რომ აქვს სათანადო გამოცდილება იმისათვის, რათა სამართლებრივი ანალიზი გაუკეთოს ნამახვანი ჰესის მასშტაბის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას, უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი მუხლი უნივერსალურად გამოიყენება ე.წ.  PPP პროექტებში.  

ამიტომ, შესაძლოა გასაგები იყოს EMC-ს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელშეკრულებო დანაწესი, რომელიც იცავს ინვესტორს მისთვის ნეგატიური

14 

საკანონმდებლო ცვლილებებისაგან და აკისრებს სახელმწიფოს მსგავსი ცვლილებების შედეგად ინვესტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, არ არის კარგი, მაგრამ მეორეს მხრივ გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ,  რომ საქართველოში არ მოიძებნება არცერთი მსხვილი საინვესტიციო PPP პროექტი,  სადაც ინვესტორი და პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეთანხმნენ პროექტის დაფინანსებას აღნიშნული დაცვის მექანიზმის გარეშე.  

აქვე გვსურს ავღნიშნოთ, რომ ნამახვანის ხელშეკრულება ამ მხრივაც საკმაოდ დაბალანსებულია. თუკი შევადარებთ ნამახვანის ხელშეკრულებას სხვა ანალოგიური მასშტაბის საინვესტიციო პროექტებს რომელიც ხორციელდება ჩვენს რეგიონში,  ვნახავთ, რომ ნამახვანის ხელშეკრულება აწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს Change in  Law -ს გამოყენების კუთხით. კერძოდ, ხელშეკრულების 8.2.5 პუნქტი „ცვლილებაანონმდებლობაში“ ითვალისწინებს ე.წ. ჩამკეტ მექანიზმებს, რომელთა არსებობაც ქმნის ინვესტორის მხრიდან აღნიშნული დაცვის საშუალების გამოყენების წინაპირობას.  

ასეთი ჩამკეტი მექანიზმების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულება ითვალისწინებს ტერმინებს „მატერიალურად საზიანო ეფექტი“ ან „მატერიალური გავლენა“ რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც უკავშირდება კანონმდებლობის ისეთ ცვლილებებს რაც იწვევს კომპანიის დანახარჯების ზრდას/შემოსავლის შემცირებას იმ ოდენობით, რაც ნებისმიერი კალენდარული წლის მანძილზე აღემატება „კომპანიის“ წინა კალენდარული წლის შემოსავლების ერთ პროცენტს (1%), ან თუ ეფექტი დადგება „სამშენებლო ფაზის“ მანძილზე ან „საოპერაციო ფაზის“ პირველი კალენდარული წლის მანძილზე, ეფექტი დაითვლება „საოპერაციო ფაზის“ პირველი კალენდარული წლის მანძილზე „კომპანიის“ მიერ დაგეგმილი შემოსავლების საფუძველზე, ან წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების მანძილზე, ჯამურად აღემატება 5,000,000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარს. ხსენებული ჩამკეტი მექანიზმები გამორიცხავს ინვესტორის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას ყველა უმნიშვნელო საკანონმდებლო ცვლილების შეთხვევაში.  

გადასახადების ცვლილება 

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი  არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც 

15 

მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც  გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. 

რატომ არის პრობლემა: მთავრობა არა მხოლოდ ვალდებულია, კომპანიას  აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან  გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი  ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან  ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე,  დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია  გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც. 

სამინისტროს პასუხი: 

ხელშეკრულების თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება ცალკე საკითხად არ არის განხილული და იგი ექცევა 8.2.5 პუნქტის „ცვლილებაანონმდებლობაში“ რეგულირების ქვეშ, შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები წარმოდგენილია ზედა პუნქტის პასუხში. 

5. შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს 

EMC-ს განცხადება - ხელშეკრულების მიხედვით: კომპანია მიმართავს ყველა  კომერციულად გონივრულ მცდელობას, რომ დასაქმებულების საშუალოდ 70/50/70/80%  (დამოკიდებულია პროექტის სტადიაზე) იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, ეს  პირობა შესრულდება იმ შემთვევაში, თუ კომპანია შეძლებს საკმარისი  კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეების პოვნას. რომლებიც ომერციულად  იმავე პირობებით იმუშავებდნენ, როგორც უცხოელები. 

სამინისტროს პასუხი:

16 

რატომ არის სპეკულაცია - მოხმობილი პასაჟი მკითხველის თვალში აჩენს განცდას,  რომ საქართველოს მოქალაქე არაკონკურენტულ მდგომარეობაშია ჩაყენებული უცხო ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებაში და არაფერი განმარტებული არსებული ვითარების შეფასების კუთხით. თუკი ასეთი რთული ობიექტის აშენებისას პრიორიტეტად ავიღებთ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხსა და უსაფრთხოებას,  

ცხადია რომ განსახორციელებელი სამუშაო აუცილებლად მოითხოვს სათანადო კვალიფიკაციის მქონე მუშა-ხელს ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს ტოპ-მენეჯმენტი თუ ე.წ.  შავი მუშა. EMC-ს მიერ პრობლემის წარმოჩენისას ასევე არ არის დანახული ოპერირების ფაზაზე კომპანიის ბუნებრივი ინტერესი სათანადო კვალიფიკაციის ამაღლების გზით მიიღოს ადგილობრივი დასაქმებულები (რაც ბუნებრივად ხდება საქართველოში ყველა მოქმედ ჰეს-ზე), რომლის შენახვაც და ანაზღაურებაც უფრო იაფი ღირს, ვიდრე სპეციალურად ჩამოყვანილი უცხოელი თანამშრომლები. 

საკითხის განმარტება - აღნიშნული განცხადება სიმართლეს შეესაბამება. სამწუხაროდ საქართველოში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა და საერთაშორისო ინვესტორების უმრავლესობა სარისკოდ მიიჩნევს ადგილობრივი მუშახელის დასაქმებასთან დაკავშირებით მყარი სახელშეკრულებო გარანტიების გაცემას. თუმცა, მეორეს მხრივ ხელშეკრულების ხსენებული ჩანაწერი ინვესტორს უწესებს გარკვეულ  ვალდებულებას (soft obligation) რაც სახელმწიფოს აძლევს იმის უფლებას, რომ შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში (რაც გულისხმობს დროთა განმავლობაში კვალიფიციური მუშახელის ხელმისაწვდომობას) მოსთხოვოს ინვესტორს დასაქმებულ  საქართველოს მოქალაქეთა რიცხვის გაზრდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება მოიცავს დებულებას (იხ. ტერმინთა განმარტება გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები“) რომელიც ინვესტორს ავალდებულებს პროექტი განახორციელოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების IFC და EBRD დაწესებული მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს გამკაცრებულ მოთხოვნებს როგორც გარემოსდაცვის, ისე სოციალური (მათ შორის უპირველესყოვლისა ადგილობრივი მუშახელის დაქირავება) კუთხით.  

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 301 მოქალაქე,  რომელთა უმეტესი ნაწილი (191) არის რიონის ხეობის მკვიდრი. 

დასკვნა: 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას. 

17 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გიორგი ჭაღიაშვილი: ქვეყანაში არსებული ჰესების რეაბილიტაციაზე 400 მილიონამდე ინვესტიცია რომ ჩადონ, ჯამში ელექტროენერგიის წარმოება 20-25%-ით მოიმატებს

 06.03.2021 23:03

„ნამახვანჰესზე რა რაოდენობის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს, იმ თანხის ნახევარი რომ არსებული ჰესების რეაბილიტაციას მოხმარდეს, მთელ საქართველოში წარმოებული ელექტროენეერგიის რაოდენობა 20-25 პროცენტით გაიზრდება, რაც იმაზე ბევრჯერ მეტია, ვიდრე ნამახვანჰესმა უნდა აწარმოოს", - ამის შესახებ Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა.

ესქპერტის განმარტებით, ნამახვანჰესი ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც კი ვერ მოუტანს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მის აშენებაზე თანმხდება, არის ის, რომ ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი შეავსოს.

მისი თქმით, 2000 წლიდან გარემოს დაცვის და ნებისმიერი კვლევების შესაბამისად აღიარებულია, რომ გიგანტური ჰესების აშენება სიკეთის მომტანი არ არის, იწვევს კლიმატის ცვლილებებს, რელიეფის დამახინჯებას და განახლებადი ენერგეტიკის კლასიფიკაციაში ჩასმული არ არის.

„მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან დიდი ჰესების აშენების ინტერესი გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველომ ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს და საბითუმო ვაჭრობაში მიიღოს მონაწილეობა. ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი განსაკუთრებით ზამთარში ნამდვილად გვაქვს, ყოველ წელს 800 მილიონ კილოვატს ვყიდულობთ.

რაც შეეხება ამ პრობლემიდან გამოსავალს და ელექტროენერგიის მარაგის სხვა გზებით შევსებას, ასეთი გამოსავალი შეიძლება გამოინახოს - არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომ მოხდეს, გადაიარაღება, რეაბილიტაცია და არა კაპიტალური რემონტი, 20-25 პროცენტით შეიძლება გენერაციამ მოიმატოს და ჯამში წარმობეული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზარდოს. ნამახვანჰესზე რა რაოდენობის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს, სრული რეაბილიტაციისთვის, მაგის ნახევარი თანხა საკმარისია.

ნამახვანის საინვესტიციო თანხად გამოყოფილია 750 მილიონი დოლარი. მაგრამ ჰესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ასაშენებლად 2 მილიარდი ამერიკული დოლარი მაინც არის საჭირო. ვინაიდან ამხელა თანხა ვერ მოიძიეს, შესაბამისად რისკებზე ინფორმაცია დამალეს. სათანადო კვლევები არ ჩაატარეს. მშენებლობა ისე დაიწყეს, პროექტის რისკებზე ცნობილი არაფერი არ იყო. მათ შორის ნებართვა არ იყო ჯერ გაცემული, მშენებლობა რომ დაიწყეს", - განუცხადა Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები.

„რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, ნამახვანჰესის აშენების გაპროტესტების მიზნით, ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

გუშინ, აქციის ორგანიზატორები და ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებული, არც ერთი ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მოსახლეობამ კი მინისტრს უპასუხა, რომ მთავრობა შუახევში მიმდინარე მშენებლობაზეც უსაფრთხოების პირობას იძლეოდა, მაგრამ გვირაბი დაინგრა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ოთხ წელიწადში შეიცვლება და ნამახვანჰესის უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ეკონ. მინისტრი ამბობს რომ დამოუკიდებლის ხაზი და ბრძოლის ველი გადის ნამახვანზე 

ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

პრემიერმა კი ჩვენი დამოუკიდებლობა გადაწია 9-12 თვემდე და ბრძოლის ველი მიატოვა :user:

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ - კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება  9-დან 12 თვემდე და კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

 

პ.ს. სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები თქვენგან არ გამოვა და ან მესაიჯბოქსი გამოცვალეთ, ან ერთმანეთს დაელაპარაკეთ ან მესიჯები კოორდინატორად ვინმე აზრიანი დანიშნეთ (მაგალითად ბატონი მური :დ) 

 

:დ

Two things are infinite: The universe and human stupidity, and I am not sure about the the universe (c) albert

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

პ.ს. სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები თქვენგან არ გამოვა და ან მესაიჯბოქსი გამოცვალეთ, ან ერთმანეთს დაელაპარაკეთ ან მესიჯები კოორდინატორად ვინმე აზრიანი დანიშნეთ (მაგალითად ბატონი მური :დ) 

 

მური როგორც იდეალური ქოცის მოდელი ახალი არაა. ფორუმჯიზეც ქოცებს რომ აგინებდნენ წლების განმავლობაში, მურის გარდაო, ამატებდნენ. :დ

დღემდე არ სჯერა ბევრს რო ვხუმრობდი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   33 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 32 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)
    • Seth