Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმების პუნქტებმა, რომლებიც ამნისტიას ეხება, უთანხმოება გამოიწვია.

სადავო პუნქტი ამნისტიის შესახებ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმს შეეხება. იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა შეიწყალოს „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს, შეწყალება, ნიკა მელიას ვერ შეეხება.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს და სხვებსაც ურჩევს, რომ ეს მის ნაცვლად არ გააკეთონ.

მთავარი წუხილები

„ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებაში. „კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს იცავს, მოუწოდა პარტიებს, რომ „არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე“.

„დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს“, – განაცხადა ორგანიზაციამ და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედება კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება „აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას“.

ამასთან, 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულმა 11 მოქალაქემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართა და ამნესტიის მუხლის გადახედვა სთხოვა. მათ აღნიშნეს, რომ ამნისტია საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომ ანგარიშვალდებულას აარიდოს თავი, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებს მათ წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ.

პარტიების პოზიციები

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელიაც იმავე მიზეზით ეწინააღმდეგება ამნისტიის იდეას. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ოპოზიციის დეპუტატები გააკრიტიკა მელიასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე შეთანხმების ხელმოწერის გამო.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. მან იქვე აღნიშნა, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტის მომზადება მოუწევთ ისე, რომ ის არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, რომან გოცირიძის თქმით, შეთანხმებას ამნისტიის შესახებ პუნქტი იმიტომ დაემატა, რომ მელიას ან რურუას გათავისუფლება გირაოთი ან სხვა ფორმით არ ნიშნავს მათ წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა შავგულიძემ, რომელმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა და ახლა ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც 27 აპრილისთვის იქნება მზად, განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დახურვას. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი შეთანხმებას, აღნიშნა, რომ ამნისტია არ შეეხება არცერთ პირს, რომელმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, კიდევ ერთმა ხელმომწერმა, ასევე დაადასტურა, რომ ამნისტია მძიმე დარღვევებს არ შეეხება.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, ვისაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი აქვს წაყენებული. მისი თქმით, თუ ამნისტია ნიკა მელიას შეეხება, ის სხვა იმ პირსაც უნდა შეეხოს, ვინც იმ ღამეს შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა.

ამბის წინაისტორია

გამოძიება 20-21 ივნისის ღამეს სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე 2019 წლის 24 ივნისს დაიწყო. საქმეზე ბრალი სულ სამ სამართალდამცველს წაუყენეს. სამივე მათგანი 2019 წელს გირაოთი გაათავისუფლეს.

რაც შეეხებათ აქციის მონაწილეებს, მელიას გარდა კიდევ 18 პირს წარედგინა ბრალი ან გაასამართლეს 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის. მათ შორის იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც 2020 წლის აპრილში ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, 2020 წლის მაისში ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა და ამის მიზეზად „გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება“ დაასახელა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

უკომენტაროდ !!! ...

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane არ ვიცოდი ეს ამბავი თუ რაჭის მიწისძვრის დროს სოფელიც კი ჩაიტანა მეწყერმა...

კაშხლები რამდენ ბალიან მიწისძვრებზეა გათვლილი ისე? იგივე ნამახვანი რამდენბალიანზე უნდა გაითვალოს არსებული პროექტის მიხედვით?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ნამახვანმა რამდენი ელენერგია უნდა მოგვაწოდოს?  7-8% მეტი იხარჯება  მარტო მაინინგზე საქართველოში. ენერგოპროჯორჯია წელიწადში 15 მილიონ ლარს კარგავს + აფხაზეთი ცალკე თემაა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Moor said:

ნამახვანმა რამდენი ელენერგია უნდა მოგვაწოდოს?

ეგრე თუ უკირკიტე მაშინ არც ერთი ჰესის აშენება არ ღირს!

შეწყვიტეთ უაზრო პროტესტი და გადადით საქმეზე. ჰესები საჭიროა!

11 minutes წინ, Moor said:

7-8% მეტი იხარჯება  მარტო მაინინგზე საქართველოში. ენერგოპროჯორჯია წელიწადში 15 მილიონ ლარს კარგავს + აფხაზეთი ცალკე თემაა

ამას უნდა მიეხედოს მერე!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
45 minutes წინ, Moor said:

ნამახვანმა რამდენი ელენერგია უნდა მოგვაწოდოს?  7-8% მეტი იხარჯება  მარტო მაინინგზე საქართველოში. ენერგოპროჯორჯია წელიწადში 15 მილიონ ლარს კარგავს + აფხაზეთი ცალკე თემაა

სენიორ მურ, ენერგეტიკაში რომ კორუფციაა , ასეთი ალბათ არცერთ სფეროში, - მხოლოდ მკაცრი კონტროლით არის შესაძლებელი იმ ოჯახების ამოყრა საშუამავლო პროცესებიდან რომლებიც ენერგორესურსებსა და მოსახლეობას შორის არის წურბელასავით ჩაბუდებული ...

ჰესები რათქმაუნდა საჭიროა, - თუმცა არა ისეთ ადგილებში სადაც ხშირი და ძლიერი სეისმური აქტივობაა ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

კაშხლები რამდენ ბალიან მიწისძვრებზეა გათვლილი ისე? იგივე ნამახვანი რამდენბალიანზე უნდა გაითვალოს არსებული პროექტის მიხედვით?

რა უნდა ისეთ ადგილას კაშხალს სადაც სეისმური აქტივობაა, მითუმეტეს 7,4-7,5 რიხტერის შკალით ...

იმ ადგილას სადაც სოფელი ჩაიტანა მიწამ რაჭის მოვლენების დროს, როგორც სჩანს, 7.5 სიმძლავრის ბიძგები ყოფილა და პლიუს ამას დიდ ტერიტორიაზე მძლავრი მეწყერიც გამოიწვია, ხომ ნახეთ რას ყვებოდა ის ხალხი ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

შეწყვიტეთ უაზრო პროტესტი და გადადით საქმეზე. ჰესები საჭიროა!

ჰესები საჭიროა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ჩახედეთ დეტალებს. როგორც ყოველთვის ეშმაკი დეტალებშია. და მეორე, სანამ ამხელა ჰესების აშენებაზე გადაწყვეტილებას იღებ, მანამდე ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია უნდა არსებობდეს და ამხელა ჰესი მასში უნდა ჯდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ვითარებით და გარემოებითაა გამოწვეული, ეს კი პირდაპირი რეცეპტია კორუფციული გარიგების. კონტრაქტის წაკითხვაც კი არაა საჭირო.

იმჰო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   169 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 168 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(15)