Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

იდეალური ქოცის

მსგავსი რამ არ არსებობს სენიორ. თავის თავს ეწინააღმდეგება. ქოცი ქოცი ვეღარ იქნება თუკი იდეალური გახდება. :seth:

 

ზოგადად კი, ქოცების ქოცობის მანიშნებელია რომ ნორმალური მესიჯბოქს მენეჯერი არ ჰყავთ ;)

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, Seth said:

ეკონ. მინისტრი ამბობს რომ დამოუკიდებლის ხაზი და ბრძოლის ველი გადის ნამახვანზე 

ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

პრემიერმა კი ჩვენი დამოუკიდებლობა გადაწია 9-12 თვემდე და ბრძოლის ველი მიატოვა :user:

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ - კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება  9-დან 12 თვემდე და კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

 

პ.ს. სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები თქვენგან არ გამოვა და ან მესაიჯბოქსი გამოცვალეთ, ან ერთმანეთს დაელაპარაკეთ ან მესიჯები კოორდინატორად ვინმე აზრიანი დანიშნეთ (მაგალითად ბატონი მური :დ) 

 

:დ

Two things are infinite: The universe and human stupidity, and I am not sure about the the universe (c) albert

თურქეთი ლობირებს ენკას

 

არის თუ არა საპროტესტო მუხტი ხელოვნური და არის თუა არ ეს ჰიბრიდული ომის ნაწილის – ინტერვიუ თურქეთის ელჩთან 

 

დამატების თარიღი 18:40, 29 მარტი, 2021  44

– ხომ არ ემუქრება გარკვეული საფრთხეები თურქულ ინვესტიციებს , რამდენად დაცულად გრძნობენ თურქი ინვესტოირები  საქართველოში თავს?

– პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ  თურქი ინვესტორები ჩამოვიდნენ  საქართველოში და საწყისისთვის ჩადეს ინვესტიციები ტურიზმის სექტორში , უძრავ ქონებაში , ტექსტილში, სხვადსხვა ინფრასტრუქტურულ და ინდუსტრიულ პროექტებში, საბოლობვოდ ინვესტირება განახორციელეს  ენერგო სექტორშიც , ამას აკეთებენ იმიტომ ,რომ ისინი გრძნობენ რომ საქართველოში შესაძლებელია მაღალი პასუხიმგებლური , გამჭირვალე ბიზნესმოდელის შექმნა, რომელიც საბოლოვო ჯამში მოიტანს შემოსავალს. 

პანდემიის და გლობალური ეკონომიკური სირთულეების ფონზე ყველა ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ინვესტორი , ამ დროს  თურქული კომპანია ჩამოდის საქართველოში და ანხორციელებეს 800 000000 დოლარის ინვესტირებას ნამახვანის პროექტის სახით, ეს გახლავთ ნდობის დემონსტრირება , ასევე ყველანაირი ბიუროკრატიის გარეშე ბიზნესის კეთება , ამიტომაც შემოვიდნენ საქართველოში .

ნამახვანი გახლავთ კერძო კომპანია , რომელიც საქართველოში  შემოვიდა ნორვეგიელ პარტნიორთან ერთად , მოხდა შეთანხმება ხელშეკრულების პირობებზე , რომელიც სრულიად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას  , ხელშეკრულების გაფორმბის პროცესი იყო ძალზედ გამჭირვალე და სრულიად შეესაბამებოდა ყველა საერთაშორისო სტანდარტს , ამიტომაც ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 1 წლის შემდეგ  ჩემთვის მოულოდნელი იყო ის საპროტესტო მუხტის დაწყება რომელიც ვიხილეთ , ასევე გამაკვირვა ანტითურქულმა ტონმა და ისლამოფობიურმა პროპაგანდამ და ეს ძალზედ შემაშფოთებელია , მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას , ქართული მართმადედბლური რწმენა გახლავთ ქზართველების იდენტობის  განუყოფელი  ნაწილი  , მაგრამ როდესაც ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ამბობენ რომ ჩვენ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში , ეს არ არის ის საქართველო რომელსაც მე ვიცნობ .

– არის თუ არა ეს პროცესები ხელოვნურად ინსპირირებული, არის თუ არა ეს ჰიბრიდული ომის ნაწილი ? 

– გარკვეული ანალიზის შემდგე  მინდა  მოგახსენოთ, რომ არსებობს ხალხი ვისაც არ სურს  ჰიდროელექტრო სადგურების აშენება, არსებობს სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფები, რომლების პრინციპულად ეწინააღმდეგებიან მსგავსი სადგურების მშენებლობას, მაგრამ  ეს არის მცირე ნაწილი,როდესაც დემონსტრატებს ვაკვირდებოდი არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც აცხადებენ პროტესტს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით , ზოგი აცხადებს სეისმოლოგიურ პრობლემებს ,მაგრამ  როდესაც ვაკვირდები ახალ ამბებს და იმას რასაც გვეუბნება კომპანია ენკა ან რასაც ვკითხულობ სოციალურ მედიაში , გვეუბნება რომ არსებობს მანიპულაცია ფაქტებით , მე მოვუწოდებ კომპანიას , რომ ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს ამასთან დაკავშირებით , თუმცაღ თუ ნამდვილად არსებობს შეშფოთების საფუძველი სეისმოლოგიასთან ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებით , ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით , აღნიშნული უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით და დარწმუნებული ვარ , რომ კომპანია ამას გააკეთებს .

ჩემი სამუშაო, როგორც ელჩის არის თურქი ინვესტორების დაცვა  და თვქნი დარწმუნება , რომ მათ ატ აქვთ დამაზიანებელი გეგმები, მე ვფიქრობ საქართველოს  ენერგოუსაფრთხოებაზე , რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია 

როდესაც ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე , რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ , მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ისრაელის ან იტალიის კომპანია , ვინმე  ჯვარს აღმართავდა? არ ვიცი. ამიტომაც მინდა ვკითხო ადამიანებს , რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო?

ეს ძალიან სენსიტიურია . მე არ მინდა რომ ეს პრეცენდენტს ქმნიდეს თურქი ინვესტორებისთვის და ვინც არ უნდა იყოს ამის უკან სურს შეწყვიტოს ორი რაღაც, ეს არის კომფოტული ყოფნა თურქი ინვესტორებისთვის საქართველოში და ენერგოუსაფრთხოების არსებობა .

მე არ ვარ კომპანიის სპიკერი, მაგრამ ვიტყვით  , რომ მე მხარს ვუჭერ კომპანია ენკას, რადგან  არის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია, მას ჰყავს 20 000-ზე მეტი თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ,  გააჩნია ძალიან ბევრი პროექტი , როგორც კონტრაქტორებს და როგორც ინვესტორებს ,4300 მეგავატს ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ თურქეთში და ეს გახლავთ პირველი უცხოური ინვესტიცია თურქეთის საზღვრებს გარეთ, ეს გახლავთ კერძო კომპანია რომელსაც ჰყავს უამრავი საერთაშორისო პარტნიორები 

თუ ეს კომპანია დისკრედიტაციას განიცდის სხვადსხვა მხარეების მხრიდან  და მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის თუქული კომპანია და ეს კიდევ სხვა პრობლემაა .

ადამაინებს უფლება აქვთ რომ ჰქონდეთ სხვადსხვა დამოკიდებულება და აზრი ჰიდროელექტრო სადგურებტან დაკავშირებით, რა თქმა უნდა უნდა მოვუსმინოთ ყველა მხარეს და მე არ ვარ არცერთი მხარის ადვოკატი , მაგრამ მე მესმის და ვუარყოფ იმ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც კორუფციას ეხება , ეს კომპანია მსოფლიოში სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და ეს ბრალდება არის შეურაცმყოფელი და როგორც ელჩი  და როგორც საქართველოს მეგობარი მე შემიძლია დაგარწმუნოთ , რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა რომ ეს კომპანია დავადანაშაულოთ კორუფციაში. 

ბოლოსთვის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ქართველ ხალხს წარმატება რაგბიში , გისურვებთ წინსვლა და ბევრ უცხოურ ინვესტიციას 

 

 
Share on other sites

პრობლემის არსი არის ქვეყნის ყველა ინსტიტუტის არალეგიტიმურობა.

როგორი სწორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს აღარავის აღარაფრის სჯერა.

ამ იემსის და სხვადასხვა ექსპერტების საქმიანობები კი უშიშროების სამსახურების სერიოზული ანალიზის და რეაგირებების ქვეშ უნდა იყოს მარა ...

.. რა გინდა რო ქნა?  აზერები რომ ქვეყანას კუზავენ იქ თურქეთ რუსეთ და უფრო იქით ვის რა უნდა მოსთხოვო

სარაიაა რა

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

პრობლემის არსი არის ქვეყნის ყველა ინსტიტუტის არალეგიტიმურობა.

როგორი სწორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს აღარავის აღარაფრის სჯერა.

ამ იემსის და სხვადასხვა ექსპერტების საქმიანობები კი უშიშროების სამსახურების სერიოზული ანალიზის და რეაგირებების ქვეშ უნდა იყოს მარა ...

.. რა გინდა რო ქნა?  აზერები რომ ქვეყანას კუზავენ იქ თურქეთ რუსეთ და უფრო იქით ვის რა უნდა მოსთხოვო

სარაიაა რა

სამწუხაროდ ასეა სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი

ალბატ უპრიანი იქნება აქ დავდო მგონი, ენერგეტიკას ეხება (და არამხოლოდ ენერგეტიკას)

საინტერესო რამეს ამბობს ეს კაცი ენერგო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით :

 21:35-დან უყურეთ 

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს",- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

3-4 აპრილს რიონის ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ პოლიციის თანხლებით ნახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა და ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.

ახალ დირექტორსა და პროექტის მოწინააღმდეგე ადგილობრივებს შორის ნამახვანში მშენებლობის ადგილის მახლობლად შეკამათების პარალელურად, პოლიციამ ქუთაისიდან და ლეჩხუმის მხრიდან ხეობაში მიმავალი გზები ჩაკეტა და პროექტის ოპონენტებს არ მისცა საშუალება, რომ საპროტესტო აქციის ადგილობრივ მონაწილეებს შეერთებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 აპრილს პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით სამართალდამცველებმა ორი აქტივისტი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ხეობაში ასევე არ შეუშვა აქტივისტების ადვოკატები – ნორა მურღულია და დალი სულაქველიძე, რომლებიც მანქანით გადაადგილდებოდნენ. ამის შემდეგ, მათ ადგილობრივებამდე მისაღწევად ფეხით გადაადგილება მოუხდათ.

მედიის ინფორმაციით, 3 აპრილს პოლიციამ საპროტესტო აქციის ტერიტორიის მახლობლად რადიოსიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა განათავსა, შედეგად, აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ხეობიდან ინფორმაციის გავრცელებაში ხელი შეეშალათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

ამას გარდა, პოლიციამ ხეობის სამხრეთ შესასვლელის მახლობლად აქტივისტები, რომლებიც ხეობაში მოემართებოდნენ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა.

ახალი დირექტორი ხეობაში ჩავიდა

მერაბ ლომინაძე ნამახვანში ჰესის მშენებელი კომპანია ENKA Renewables-ის ახალი დირექტორია, საიდანაც 90% თურქულ კომპანია ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს, ხოლო 10% ნორვეგიულ Clean Energy Group-ს ეკუთვნის.

ლომინაძემ კომპანიის წინა, თურქული წარმომავლობის დირექტორი მარტში მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც ადგილობრივების შესახებ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ მიუღებელ განცხადებას უთანხმოება მოჰყვა. ქართველი დირექტორით ჩანაცვლების იდეა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააჟღერა, რომელმაც ამის მიზეზად პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი პროტესტის შემდეგ, ადგილობრივებთან უკეთესი კომუნიკაციის საჭიროება დაასახელა. აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით მათი ქსენოფობიაში დადანაშაულება სცადა.

„აქ შეიძლებოდა მოსვლა ისე, რომ არავისთვის არაფერი მეკითხა და მართლა ის დუბინკები… მე წინააღმდეგი ვარ მაგის, რომ დაპირისპირება მივიდეს მაგ დონემდე“, – მიმართა ახალმა დირექტორმა ადგილობრივებს.

აქტივისტების განცხადებით, ადგილზე არა კომპანიის დირექტორი, „იქნებოდა ეს თურქი, თუ ქართველი“, არამედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩასულიყო და ადგილობრივებისთვის მოესმინა.

„კომპანიის დირექტორი თუ მენეჯერი არ არის ჩვენი ადრესატი და არც არასდროს ყოფილა. ჩვენი მოთხოვნები გაცილებით დიდია, ვიდრე მას შეუძლია შიდა ბრძანებით რამე შეცვალოს“, – განუცხადა ადგილობრივმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პოლიციის თანხლებით, ლომინაძის ხეობაში ჩასვლა „უბრალოდ მუქარაა და მეტი არაფერი“. „უბრალოდ თვალსაჩინოდ დაგვემუქრნენ, თუ რა გველოდება შემდგომ“, – დაამატა მან.

ლომინაძემ აქტივისტების წინააღმდეგ მუქარის მცდელობის ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებულ სამუშაოებზე კვლევა განხორციელდება.

თავის მხრივ, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ხეობას და გარემოს გამოუსწორებელ ზიანს მოსამზადებელი სამუშაოებიც მოუტანს.

Police-blocking-access.jpgპოლიციამ ქუთაისიდან და ლეჩხუმის მხრიდან ხეობაში მიმავალი გზები ჩაკეტა, ფოტო: მოძრაობა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ Facebook-ის გვერდიდანPolice-presence.jpg4 აპრილის საპროტესტო აქცია სოფელ გუმათში, სადაც პოლიციაა მობილიზებული, ფოტო მოძრაობა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ Facebook-ის გვერდიდან

4 აპრილს აქტივისტებმა სოფელ გუმათში აქცია გამართეს და მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ მის შესასვლელთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განათავსა, აქციამ დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.

აქტივისტებმა სამორიგეოდ კიდევ ერთი კარავი გუმათშიც აღმართეს და თბილისში აქციის გამართვის იდეაც გააჟღერეს.

უფლებების სავარაუდო დარღვევა, რეაქციები

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის დაგმო ხეობაში ინტერნეტის შეზღუდვა და ხელისუფლებას, რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

კიდევ ერთ განცხადებაში, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ – პოლიციას ხეობის დაუყონებლივ დატოვება, ხოლო კომპანია „ენკას“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს. განცხადების თანახმად, სამუშაოები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების უგულვებელყოფით დაიწყო.

4 აპრილს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ გადაადგილების შეზღუდვით „მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა“.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ „სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხსენებულ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა“.

სახალხო დამცველს თავის მხრივ, კომპანია „ენკამაც“ მიმართა, რომ „შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან [კომპანიის] თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები“. „ენკას“ განცხადებით, მისი თანამშრომლები აქციის მონაწილეთა მხრიდან „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ ქვეშ იმყოფებიან.

კომპანიის ახალმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ პროექტის მოწინააღმდეგეები კომპანიის თანამშრომლების ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ – საქართველოს მთავრობა და ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებული „დეზინფორმაციული და მადისკრედიტებელი შეტევების“ გამო გააკრიტიკეს.

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მთავრობა საჯარო ინტერესს ვერ იცავს და „საჯარო კომუნიკაციაში მას ღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის“.  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს როლი მხოლოდ „საპოლიციო ძალით და რეპრესიული ფორმით“ არის წარმოდგენილი.

ორგანიზაციების თქმით, ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის,  გამოხატვის თავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში.

„ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობოებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული „ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების“ საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ენკას“ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხრიდან „სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია“.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს სახალხო დამცველმაც გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა“.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. პროექტის ოპონენტები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე ზემოქმედებით ხსნიან. წინააღმდეგობას პოლიციასა და ადგილობრივ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის უამრავი შემთხვევაც მოჰყვა.

პროექტის მხარდამჭერები, მათ შორის, ხელისუფლება, ღიად აკრიტიკებენ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობას „ქსენოფობიური“, „ანტითურქული“ და „ჰომოფობიური“ განწყობების გამო, რასაც აქტივისტები კატეგორიულად უარყოფენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share