Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))


Recommended Posts

  • ფორუმელი
23 minutes წინ, Eric said:

და რა იყო ის > 3000 წელი?

იმ 300 წლის განმავლობაში იყვნენ ნოე, ლამექი, თარგამოსი, ნოემა, აბრაამი, ლოტი, მოსე და ა.შ. მუდმივი ბრზოლაა ეს 3000 წელი

შემომქმედს ყოველ დროში ჰყავდა ჩვენთს სამყაროში დასაყრდენი, ვინ როგორ იგებდა მის ნათქვამს ეს სხვა თემაა ...

ხოლო 2000 წლის წინ , რადგან ადამიანი უკვე მზად იყო შეშმარიტება მიეღო გონებრივადაც , ამისათვის თავად შემომქმედი მეორე პირი

ძე ღვთისა იქნა მოვლენილი ჩვენთან, არა რომელიმე უმაღლესი, შექმნილი და სასრული არსება , არამედ თავად შემომქმედი

მან დააკორექტირა ყველაფერი, ძველი, - ერთმანეთში არეული შეცვალა და დაადგინა ახალი, ძლიერი, საჭირო და გამოსადეგი რჩევები , რომელზედაც შემდგომ წმინდა მამებმა სწავლება ააგეს ... - ესაა და ეს ...

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

მე ვიგულისხმე ის რომ 2000 წლის მსოფლიო სამხედრო გადსტრილება/ომი არ მომხდარა ამ საკითხზე, თორემ თავებიც დააჭრეს და ბევრი გააუბედურეს კიდეც. 

ეს თემა საკვლევია ამაზე თავს ვერ ვდებ.

ერთადერთი რაც პირდაპირ ჩანს (იმჰო) იყო პუტჩი ხავერდოვანი გადატრიალება თუ რა

ძველი ელიტა გაანულეს და მოვიდა კონტრელიტა.

ომები კიდევ, აღორძინების ხანამდე სიბნელე და წკვარამი იდგა და ეს ნიშნავს რომ ძველმა ელიტამ დამარცხებულმა კარები გაიჯახუნა წასვლის წინ

სხვაგვარად შუა საუკუნეების სიბნელეს არ მივიღებდიტ.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Eric said:

ომები კიდევ, აღორძინების ხანამდე სიბნელე და წკვარამი იდგა და ეს ნიშნავს რომ ძველმა ელიტამ დამარცხებულმა კარები გაიჯახუნა წასვლის წინ

სხვაგვარად შუა საუკუნეების სიბნელეს არ მივიღებდიტ.

ეს ვალიდური არგუმენტია.

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, kvipriane said:

მან დააკორექტირა ყველაფერი, ძველი, - ერთმანეთში არეული შეცვალა და დაადგინა ახალი, ძლიერი, საჭირო და გამოსადეგი რჩევები , რომელზედაც შემდგომ წმინდა მამებმა სწავლება ააგეს

ჰო და ეს დამავიწყდა ...

შემომქმედი, - რადგანაც იგი მუდმივ მყოფი არსებაა, მას ჭვრეტაც შეუძლია და განჭვრეტილის გადმოცემაც

საოცარია ამ კუთხით, მათეს სახარების 23-24 თავი და იოანეს გამოცხადება მთლიანად (განსაკუთრებით 12 თავიდან)

......................................................................................................................................................................................

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

@Eric

6 საათის წინ, Eric said:

2000 წელია ვიმყოფებით ქრისტიანულ ცივილიზაციაში მხოლოდ

მანამდე 3000 წელზე მეტი იყო ანტიკური ცივილიზაცია სენიორ.

 

ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაჰამს, როდესაც მეფეთა განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა, და აკურთხა იგი. რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაჰამმა. უწინარეს ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს ანუ მშვიდობის მეფეს. უმამოს, უდედოს, უგვარტომოს, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული; ღმერთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ. შეხედეთ ახლა, რამდენად დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაჰამმაც კი უწილადა თავისი ნადავლის მეათედი. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაჰამის საზარდულიდან გამოვიდნენ. ის კი მათი გვარიდან არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მეათედი აბრაჰამისგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, თვით ლევიმაც კი, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაჰამის მეშვეობით გაიღო მეათედი. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მელქისედეკი შეეგება. მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო? რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს; რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

 

აბრაამის დროს იყო მელქისედეკი, ხოლო  ასწლეულების მერე მოდის ქრისტე - მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით!

აბრაამმა მეათედი გაიღო და მელქისედეკმა აკურთხა! გასაოცარი მომენტია!

უკუნისამდე მელქისედეკის წესით ...

სხვა ყველაფერი მწვანეც და სხვა ფერიც ისრების გადატანის მკცდელობას გავს - ჩემი აზრით!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
47 minutes წინ, ASIA said:

აბრაამის დროს იყო მელქისედეკი

ეპისტოლე ებრაელთა მიმართ (18-28)

უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,

რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.

და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,

(ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, -

იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.

ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,

ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.

ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.

სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,

რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.

 ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ქალდეველთა ურიდან წამოსული აბრამი დაესახლა მამრეს მუხრანად წოდებულ ადგილას, ხოლო, მისი ძმისწული ლოტი, რომელიც თან ყავდა წამოყვანილი, დაემკვიდრა სოდომად წოდებულ ქალაქში..
მოხდა ისე, რომ სოდომსა და მის შემოგარენ ქალაქებს მტერთან მოუწიათ ომი და დამარცხების შედეგად, მტერმა ხელთ იგდო მთელი მათი ქონება და ასევე ლოტიც, თავისი ქონებითურთ.
დაედევნა აბრამი მტერს, დაამარცხა და უკან დაიბრუნა თავისი ძმისწული ლოტი და მთელი მათი ქონება.
მტერთა შემუსვრის შემდეგ, აბრამს შეეგება უზენაესი ღმერთის მღვდელი, ვინმე მელქისედეკი. იგი მოხსენიებულია, როგორც შალემის მეფე (მშვიდობის ქალაქის მეფე). მელქისედეკმა გამოიტანა პური და ღვინო და აკურთხა აბრამი. ხოლო აბრამმა ნადავლის მეათედი უწილადა მას (დაბადება 13-ე და 14-ე თავი). ((როგორც ებრაელთა მიმართ წერილიდან ვიგებთ, ეს მელქისედეკი იესო ქრისტეს წინა სახე იყო (ებრაელთა მეშვიდე თავი). ასევე დავით წინასწარმეტყველის პირით, წინასწარ იყო უწყება, რომ იესო ქრისტე სწორედ მელქისედეკის წესით გახდებოდა მღვდელი. ფსალმუნნი 109:4.))

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

საინტერესოა ესეც :

იესო ქრისტე გახდა ქვაკუთხედი ისრაელსა და წარმართებს შორის. და საიდუმლო ზიარებისა სწორედ ის არის, რომ ჩვენ, წარმართნიც (აწ უკვე ქრისტიანნი) თანამემკვიდრენი, თანამესხეულნი და თანაზიარნი ვართ უფლის აღთქმისა ქრისტეში, სახარების მეოხებით (ეფესელთა 3:6). იესო ქრისტეში აღსრულდა აბრაამთან დადებული აღთქმა, რომ მასში იკურთხებოდა მიწიერთა მთელი მოდგმა. ამრიგად აბრაამი ჩვენი, ქრისტიანთა მამაცაა აღთქმისამებრ. და უკვე იესო ქრისტეში აღარ არსებობს ქართველი, ებრაელი, გერმანელი, ბერძენი, სომეხი, რუსი, ამერიკელი, აზერბაიჯანელი თუ სხვა ერის წარმომადგენელი.. ყველა ქრისტიანი ერთნი ვართ ქრისტეში.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share