Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))


Recommended Posts

Posted (შესწორებული)
20 საათის წინ, ASIA said:

პროგრამირება ... ნლპ!

დაუმსახურებლად გადაემტერეთ სენიორა პროგრამისტებს)

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Eric

2 საათის წინ, Eric said:

დაუმსახურებლად გადაემტერეთ სენიორა პროგრამისტებს)

პირიქით - რესპექტები ჩემგან მეტად ნიჭიერ ხალხს, თუმცა ცოტა არაკეთილსაიმედოსაც ...

თუმცა ამ თემაში  ფსიქოლოგები ანუ ნეიროლინგვისტები ვიგულისხმე, რომლებიც სიტყვის ძალით აპროგრამებენ ადამიანებს და პრაქტიკულად ყველაზე საშიშ ძალად იქცნენ! 

ნლპ  - ნეიროლინგვისტური პროგრამირება! 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბოშების ჰიპნოზზე დაყრდნობით ერიქსონმა ჩამოაყალიბა ადამიანების დაჰიპნოზებ-დაპროგრამების უნიკალული მეთოდი და აზრებსაც, ქმედებასაც და შედეგებს ქმედებებზეც აპროგრამებს ანუ ესეც მართვის მართვის მართვა!

ერთხელ ბერეზოვსკის კითხეს - რატომ ტელევიზიები, რატომ დებთ ამხელა ფულსო და უპასუხა - პირველად იყო სიტყვა!

სიტყვის ძალას ორივე მხარე იყენებს, თუმცა ერთი უფლებამოსილია, მეორე - არა!

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
On 4/5/2021 at 5:14 PM, Eric said:

აშკარად ჩანს არაპირდაპირი კავშირი.

უკომენტაროდ !!! (...გარიაჩი ი სავსემ ბელი დააა ...)

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)

1944 წლის 26 აპრილს კრეტაზე გაიტაცეს ვერმახტის გენერალი კარლ ჰაინრიხ გეორგ ფერდინანდ კრაიპე.

ოპერაცია დაგეგმა ბრიტანეთის სპეცოპს ის სამმართველომ , ოპერაციის ხელმძღვანელი მაიორი პატრიკ ლი ფერმორ, და კაპიტანი უილიამ სტენლი მოსს, + ადგილბრივი ბერძენი აგენტები. გერმანელები გუნდს გამოედევნენ და ამის გამო ჯგუფი დაიყო რამდენიმე ნაწილად და კვალის ასაბნევად, მთის ბილიკებით სამხრეთისკენ მიდიოდნენ, ერთერთ გადასასვლელზე შესვენებისას თოვლიანი მწვერვალების დანახვისას ტყვე გერმანელს სევდა მოაწვა და ოვიდიუსის რამდენიმე სტრიქონი წარმოთქვა ლათინურად და რომ დაამთავრა სტრიქონი განაგრძო ლი ფერმორმა ლათინურადვე. 

მარცხნიდან კაპიტანი უილიამ სტენლი მოსს და მაიორი პატრიკ ლი ფერმორ გერმანულ ფორმაში კრეტა საბერძნეთი.

 

index.jpg

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
22 საათის წინ, Eric said:

მარცხნიდან კაპიტანი უილიამ სტენლი მოსს და მაიორი პატრიკ ლი ფერმორ გერმანულ ფორმაში კრეტა საბერძნეთი.

მოგესალმებით სენიორ ერიკ - ჩვენ ჯარ კრეტაზე ვართ და ამათ კი უკვე მარსზე რეები გაუკეთებიათ 

NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ ისტორიის დაწერას განაგრძობს.

ექვსთვლიანმა რობოტმა მარსის ატმოსფეროს შემადგენელი ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა, რაც პირველი ასეთი შემთხვევაა სხვა პლანეტაზე.

https://1tv.ge/news/nasa-s-mavalma-marsze-nakhshirordjangi-djangbadad-gardaqmna-1tvmecniereba/?fbclid=IwAR0nGdeMOYh-9LAnOPCvCPa26YBjNhcL54FEqpw4uxiKF0o_podwYk_6vU0 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, kvipriane said:

ჩვენ ჯარ კრეტაზე ვართ და ამათ კი უკვე მარსზე რეები გაუკეთებიათ 

გამარჯვება სენიორ კვიპრიანე.

ეგენი რო გააკეთებენ მაგეებს და კიდევ უარესებს ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. მარა აწმყო წარსულში იწყება ხომ?

 

კრეტას მაგალითი რითია საინტერესოა, ძველი ელიტის შვილები ორიგინალში ზეპირად ფლობენ ანტიკურ ხელოვნებას. ისვრიან, ომობენ,ანტარქტიდას იკვლევენ, წიგნებს წერენ არიან პუბლიცისტები, სცენარისტები  ...

სად წავიდა ეს ხალხი?

დღევანდელობა ამ ხალხმა მოიყვანა?

 

მთელი ეს ბოლო ათწლეულების სოციალურ კულტურული ტრანსფორმაცია/დაცემა ბლმ ტრანსგენდერები მემარცხენე ფანატიკოსები მშობელი1 მშობელი2

რავი რამდენი გავაგრძელო

1. ამათი ნაქნავია? ) თუ ხო რატომ?

2. თუ სხვების ნაქნავია ესეიგი საქმე გვაქვს კონტრელიტასთან და გრანდიოზულ პუტჩთან პლანეტაზე. ამ შემთხვევაში რა არის პუტჩისტების გეგმები?

 

საინტერესო კითხვებია სენიორ

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Eric said:

გამარჯვება სენიორ კვიპრიანე.

ეგენი რო გააკეთებენ მაგეებს და კიდევ უარესებს ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. მარა აწმყო წარსულში იწყება ხომ?

 

კრეტას მაგალითი რითია საინტერესოა, ძველი ელიტის შვილები ორიგინალში ზეპირად ფლობენ ანტიკურ ხელოვნებას. ისვრიან, ომობენ,ანტარქტიდას იკვლევენ, წიგნებს წერენ არიან პუბლიცისტები, სცენარისტები  ...

სად წავიდა ეს ხალხი?

დღევანდელობა ამ ხალხმა მოიყვანა?

 

მთელი ეს ბოლო ათწლეულების სოციალურ კულტურული ტრანსფორმაცია/დაცემა ბლმ ტრანსგენდერები მემარცხენე ფანატიკოსები მშობელი1 მშობელი2

რავი რამდენი გავაგრძელო

1. ამათი ნაქნავია? ) თუ ხო რატომ?

2. თუ სხვების ნაქნავია ესეიგი საქმე გვაქვს კონტრელიტასთან და გრანდიოზულ პუტჩთან პლანეტაზე. ამ შემთხვევაში რა არის პუტჩისტების გეგმები?

 

საინტერესო კითხვებია სენიორ

რა კარგად თქვით სენიორ ერიკ : - აწმყო წარსულში იწყება !!!

დიახ, რათქმაუნდა, მეტწილად წარსულია აწმყოს არქიტექტორი და მშენებელი , წარსულში გაშვებული ენერგია ტრიალებს, ტრიალებს და ბუმერანგივით ბრუნდება უკან ...

უშეცდომო კაციც არ არსებობს, ერთი იყო ასეთი და ისიც ღმერთი, - შეცდომა თითოეული ჩვენგანის უეჭველი ხვედრია ელიტის შვილია ის თუ უბრალო მიწის მუშა, თუმცა შეცდომის არიარებაა ხომ დიდი ვაჟკაცობაა და მისი აღარ ჩადენა უფრო მეტი გმირობა ... კაცი რომელიც შეცდომას მიხვდება, აღიარებს და მომავალში ყველაფერს აკეთებს რომ ეს აღარ დაუშვას, ასეთი კაცი ითვლება ღირსეულად და წინა დროში ავტორიტეტებს სწორედ ასეთები წარმოადგენდნენ უმეტესობა შემთხვევებში, - ღირსება, - ესაა ადამიანის ის უნარი , რომელიც ფანატიკოსი მემარცხენეების თუ გენდერუცნობი გადაგვარების მსურველთ შეიძლება აღუდგეს წინ, - ამიტომ ებრძვიან ღირსებას 

ბევრი მაგალითია ამისა, მაგალითად : ისუ ნავეს ძეს შემომქმედმა დაავალა , ფილისტიმელების წინააღმდეგ მხოლოდ ის მეომრები წაეყვანა საბრძოლველად, რომლებიც მდინარეზე წყალს დალევდნენ არა როგორც ცხოველი - თავ ჩახრილი და თუჩებით შემსრუტავი, არამედ  ცალ მუხლზე დაჩოქილნი და წყლის პეშვით ამომღები და ასე დამლევი ... 3000-დან მხოლოდ 300 კაცმა დალია პეშვით, - საოცარია არა ???

ღირსებაა ის აბჯარი, რომლის შემუსვრაც სურს ბოროტს, ხოლო ეს შეუძლებელია ხილული იარაღით, საამისოდ სწორედ ისეთივე იარაღი არსებობს, როგორი უხილავი და აბსტრაქტულიც თავად ღირსებაა, - რა არის ეს იარაღი ???  - ესაა, - ცოდვა !!! ... ღირსეულს ჩაადენინებ ცოდვას და მორჩა ... 

ასეა კაცობრიობაც, სანამ პატარა ღირსება მაინც არსებობს ხალხში, მანადე ხალხი უძლეველია, მაგრამ თუ ცოდვას გლობალურს გახდი და ამას ნორმად დაადგენ პლანეტაც განწირული იქნება ... 

ეხლა იმის შესახებ თუ რის გამო უნდათ დაცემული პლანეტა : - ეს რომ გავიგოთ, სუუუულ თავიდან უნდა დავიწყოთ კვლევა 

მთავარი მთავარი კითხვა შემდეგია : - ვის უნდა გადაგვარებული პლანეტა და რატომ ??? ...

ამ კითხვის პასუხს დავხვეწავ გრძლად რომ არ გამომივიდეს და მოკლედ შემოგთავაზებთ, - მე არ ვარ პოლიტიკისა და ელიტების დიდი მცოდნე, რაც ვიცი თქვენგან ვიცი, მაგრამ ვარ იმის მცოდნე (მეტ/ნაკლებად) როგორ დაიწყო ყოველივე ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

5 minutes წინ, kvipriane said:

მთავარი მთავარი კითხვა შემდეგია : - ვის უნდა გადაგვარებული პლანეტა და რატომ ??? ...

გადაგვარებული? ვისთვის როგორ სენიორ

ამაშია ეკზისტენციალური:)) კითხვა

 

2000 წლის წინ განა ზუსტად ასე არ კითხულობდნენ მაშინდელი წარმართები >> "კი მარა ვის უნდა გადაგვარებული პლანეტა? "

განა ასევე არ უკვირდა არტემიდას ტაძრის მრევლს როცა პირველ ქრისტიანებს ხედავდა? როგორც ჩვენ გვიკვირს ამ ღვთისპირიდდან გადავარდნილების დანახვა? :lol:

 

ამაშია საქმე.

 

და თუ არა პლანეტარული პუტჩი (ისევე როგორც 2000 წლის წინ ) მაშ სხვა რა? რაღა რჩება?

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share