Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))


Recommended Posts

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Seth said:

იმპერატორ კონსტანტინე I-ს. Constantine the Great

საინტერესო ინფოა მგონი , ლიცინიუსთან შეხვედრისას, მან და  კონსტანტინემ დადეს ცნობილი მილანის ედიქტი , რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს

 

ორივე მმართველმა გამოაქვეყნა ცნობილი მილანის ედიქტი, რომლითაც რომის იმპერიაში ქრისტიანული რელიგიის, ისევე როგორც სხვა აღმსარებლობის ტოლერანტობა განისაზღვრა.

დაპირებებს შორის ნათქვამი იყო, რომ დიოკლეტიანეს დროს ჩამორთმეული ქონება აღდგება მათთვის, ვინც იესოს სწავლებისადმი ერთგულებას აღიარებს !!! 

ასევე, უარყოფილი იქნა ის ფორმებიც, რომლებსაც წინა მთავრობები იყენებდნენ სხვა რელიგიის მიმდევრების რეპრესირებისთვის.

 

კონსტანტინეს ქრისტიანულ რელიგიად გადაქცევას არ აქვს მკაფიო წარმოშობა, ზოგი ისტორიკოსის მტკიცებით, ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დედის, ჰელენეს მიერ ბერძნული წარმოშობის, კულტის ადრეული ზემოქმედებით.

სხვა ცნობები ირწმუნება, რომ ეს მოგვიანებით მოხდა და მან მან მიიღო იესო მესიად, სანამ მილვიოს ხიდთან ბრძოლა გაიმართა, სადაც მისმა ხალხმა დაიწყო ემბლემის "ჯი რო" ტარება, რომელიც ქრისტეს ბერძნული ინიციალები იყო.

ამასთან, მან მილანის ედიქტში დაადასტურა, რომ მისი გამარჯვება განპირობებული იყო იესოსადმი ნდობით.

 

მან აღადგინა ქონება, რომელიც წინა ჯერზე ჩამორთმეული იყო იესო ქრისტეს მიმდევრებისთვის. მიუხედავად ამისა, მისი ოფიციალური პირების ნახევარზე მეტი ასწავლიდა რომაულ წარმართულ წეს-ჩვეულებებს, კონსტანტინეს დღეების ბოლომდეც კი.

ნათქვამია, რომ ქრისტიანული რელიგია ყველაზე მეტად აითვისა დაუმარცხებელი მზის კულტის მაღიარებელმა პირებმა, რომელსაც რომაელთა უმეტესობა იყენებდა და ამიტომ იგი აირჩია კონსტანტინემ იმპერიის ახალი ხედვის გასაერთიანებლად.

325 წელს იგი მონაწილეობდა  ნიკეის პირველ კრებაში, რომელშიც მიღწეულ იქნა კონსენსუსი ქრისტიანობის ფუნდამენტალურ დოგმატებთან დაკავშირებით, ნიკეაში იქნა მიღებული პირველი 20 კანონი ...

მუსიე სეტ, მე მაინც მგონია რომ კონსტანტინეს ქრისტიანობისკენ გადასვლის საწყისები უნდა ვეძებოთ მისი დედის ელენას გარშემო ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

   

19 საათის წინ, Seth said:

(აქ ყველაზე სასაცილო ისააა, რომ დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო ვინმე გალერიუსის ჩაწოდებით :დ, სასაცილო კი ისაა რომ ეს გალერიუსი იყი პირველი იმპერატორი შემდგომში, რომელმაც დაუშვა ოფიციალურად ქრისტიანობა როგორც რელიგია :დ )

 

საიდან ვიცით, რომ გალერიუსი აქეზებდა დიოკლეტიანეს? მისი კონკურენტის კონსტანტინე დიდისგან და მისი პიარშიკებისგან ;)

რაც ფაქტია, ისაა რომ დიოკლეტიანეს ქრისტიანების დევნა არ შეუწყვეტია, სანამ იმპრატორი იყო. როცა გადადგა, მერეც ვერ შეცვალეს პოლიტიკა და დევნა გაგრძელდა ინერციით. როგორც კი მოკვდა, იმავე წელს 311  გალერიუსმა ტოლერანტობის ედიქტი მიიღო. ( უბრალოდ დევნა შეწყვიტა, რამე უფლებები არ მიუნიჭებია ქრისტიანებისთვის.) ორი წლის მერე გამოიცა კონსტანტინე-ლიცინიუსის მილანის ედიქტი, რომელიც ზოგადად რწმენის გამო დევნას ეხებოდა და არა მხოლოდ ქრისტიანებს.  

ეს გალირიუსზე გადაბრალება შეიძლება ქრისტიანების გალერიუსის წინააღმდეგ დაგეშვას ისადავდა მიზნად ძალაუფლებისთვის ბრძოლაში? თორე რწმენას რო არცერთის გვერდზე არ ჩაუვლია, ფაქტია.

როცა ნიკეის კრება მოიწვია, მაშინაც წარმართი იყო კონსტანტინე,  სიკვდილის მერე გაასაღეს ქრისტიანად, რაც იმაზე მეტყველებს, რო არაფერი რელიგიასთან/რწმენასთან საერთო არ ქონია კონსტანტინეს მოქმედებებს. 

ჯერ გალერიუსის შეცვლილი პოლიტიკა და ახალი რელიგიის ქომაგის მანტია მოირგო. მერე ძალაუფლების გასამყარებლად ქრისტიანობის რეფორმირებაზეც იზრუნა. 

კონსტანტინემ აიღო რელიგიური გაუკონტროლებელი ჯგუფები და კონტროლის ქვეშ მოაქცია. ნიკეის კრებაზე, რომელსაც თვითონ (წარმართი იმპერატორი) უძღვებოდა,  გაიმარჯვა იმ ჯგუფმა, ვინც რომთან მორიგდა და დანარჩენები გამოცხადდნენ მწვალებლებად და ჩაირეცხნენ. ელიტებმა მთლიანად მოირგეს რელიგია.  მანდედან ქრისტიანობის ახალი ისტორია იწყება.

მანდედან ჩნდება რელიგიური დღესასწაულების უმეტესობაც. შობაც მზის ღვთაების დღესასწაულს დაამთხვიეს. მანამდე არასდროს აღნიშნავდნენ. 

როგორ მოახერხეს ამ რელიგიურმა ჯგუფებმა  300 წლის მანძილზე ასეთი აღზევება, ეგ კიდე ცალკე საკითხავია. შეიძლება მათი დევნა არ იყო სისტემური ხასიათის და კონკრეტული სექტების ან ჯგუფების წინააღმდეგ იმართებოდა. (როგორც სეფარდები ვს აშკენაზების გარკვეული ჯგუფები? სპყ). საერთოდ როდის დაიწყო ქრისტიანების დევნა რომში? როცა ნერონმა რომი გადაწვა ახალი რომის ასაშენებლად და მერე  ქრისტიანებს შეტენა (დაბალი ღობე ნახა).  შემდეგი დევნების დიდი ნაწილიც მსგავსი ხასიათისაა. რაღაცას მიქარავდნენ და მერე ქრისტიანებს უბრახუნებდნენ. 

შეიძლება  უბრალოდ მოძველდა ძველი წარმართულილ შეხედულებები და ცვლილებების დრო დადგა. როგორც ქრისტიანობის შუასაუკუნეებს მოყვა განმანათლებლობა და ჰუმანიზმი, რაც თავის მხრივ კაპიტალის ახალ გადანაწილებას ემთხვევა.  რაღაც მსგავსი პატერნი გათამაშდა მაშინაც. რაც საბოლოოდ ჩამობნელებით დასრულდა.  ჰუ ნოუზ რა  იქნება ამჯერად. 

 

 

 

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

შეიძლება  უბრალოდ მოძველდა ძველი წარმართულილ შეხედულებები და ცვლილებების დრო დადგა. როგორც ქრისტიანობის შუასაუკუნეებს მოყვა განმანათლებლობა და ჰუმანიზმი, რაც თავის მხრივ კაპიტალის ახალ გადანაწილებას ემთხვევა.  რაღაც მსგავსი პატერნი გათამაშდა მაშინაც. რაც საბოლოოდ ჩამობნელებით დასრულდა.  ჰუ ნოუზ რა  იქნება ამჯერად. 

 

:yeah:

 

Share on other sites

1 საათის წინ, Moor said:

როგორც ქრისტიანობის შუასაუკუნეებს მოყვა განმანათლებლობა და ჰუმანიზმი, რაც თავის მხრივ კაპიტალის ახალ გადანაწილებას ემთხვევა.  რაღაც მსგავსი პატერნი გათამაშდა მაშინაც. რაც საბოლოოდ ჩამობნელებით დასრულდა.  ჰუ ნოუზ რა  იქნება ამჯერად. 

ჯერ იყო ჩამობნელება.

შემდეგ განმანათლებლობა და ჰუმანიზმი.

 

ემთხვევა ახალი ელიტის დალაგებას, რომელიც როგორც წესი როცა ძალაუფლებას განიმტკიცებს სრულად და მოწინააღმდეგეებს მიწაში გაუშვებს

მაშინვე რბილი თბილი და მურაბა ხდება )

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, Eric said:

ჰუ ნოუზ რა  იქნება ამჯერად. 

)) აბა ჩვენ აქ რისთვის ვართ? :gigi:

სქემა დაიდება ვარიანტებით, დანარჩენი ღმერთის ნებაა.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, მე მაინც მგონია რომ კონსტანტინეს ქრისტიანობისკენ გადასვლის საწყისები უნდა ვეძებოთ მისი დედის ელენას გარშემო .

ეს საინტერესო მომენტია სენიორ. როგორც ჩანს ჰელენა, კოწია მთლიანი ცხოვრების განმავლობაში სერიოზულ როლს თამაშობდა. ამის დასტურია მისი როლი კოწიას შვილის და რძლის სიკვდილით დასჯა. წმინდა პოლიტიკური თემა იყო.

მეორეს მხრიდან, არ მოიპოვება ბევრი ცნობები ჰელენას შესახებ. ზოგიერთის ინფოთი, ჰელენა საერთოდაც კოწიას ცოლი არ ყოფილა + კოწია და დედამისი გალერეუსის კარზე იყვნენ ძალიან დიდი ხანი.

2 საათის წინ, Moor said:

საიდან ვიცით, რომ გალერიუსი აქეზებდა დიოკლეტიანეს?

გაქეზება რა შუაშია? დიოკლეტიანეს მერე პირველი კაცი იყო და ატარებდნენ პოლიტიკას. უამრავი ცნობა არსებობს რომ რელიგიურ პოლიტიკას გალირიუსი ამზადებდა. 

ცალკე თემაა რომ ქრისტიანების დევნა რომის იმპერიაში, განსაკუთრებით დიოკლეტიანეს დროს არის გადამეტებული და დიდწილად არ შეესაბამება სინამდვილეს.

მეორე თემაა რომ მაშინდელი ქრისტიანობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ნიკეის შემდგომი ქრისტიანობისგან.

მესამე თემაა თუ რანაირად გახდა ქრისტიანობა ასე ადვილად თავსებადი რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილთან. ამ შემთხვევაში Sol Invictus იძლევა მშვენიერ ახსნას. მითრაიზმისა და ადრინდელი ქრისტიანების კვეთებთან დაკავშირებით.

მეოთხე თემაა - რანაირად მოხდა რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვებულმა დას. რომის იმპერიამ ძალაუფლება გადაიტანა აღმოსავლეთში.

მეხუთე თემაა - ბერძნული ფილოსოფიის გავლენა origins of the Christianity-ზე, რაც შესაძლოა პირდაპირი კავშირი იყოს რომი - აღმოსავლეთი - ჰელენა - ეუსებიუსი. 

მეექვსე თემაა - რასაც სენიორ ერიკი ამბობს. ელიტების გადაფორმატება. ამ კუთხით თუ შევხედავთ მაშინდელი ქრისტიანები იყვნენ კოწიას ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებლები.  სხვანაირად ვერ აიხსნება მაშინდელი გეოგრაფიის ბოლოდან ჩამოთრეული ტიპის მიერ მასზე აღმატებული ოპოს დამარცხება და  დას. რომის იმპერიის წაღება. ეს კი პირდაპირ ბმაშია პირველ თემასთან - დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნის გადამეტებულობასთან. 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Seth said:

გაქეზება რა შუაშია? დიოკლეტიანეს მერე პირველი კაცი იყო და ატარებდნენ პოლიტიკას. უამრავი ცნობა არსებობს რომ რელიგიურ პოლიტიკას გალირიუსი ამზადებდა. 

 

ყველა წყარო კონსტანტინეს უკავშირდება. ლაქტანციუსი, ევსები და კონსტანტინე. 

მანდაც გალერიუსი პირდაპირ არ ჩანს დამნაშავე.  ეს ორი დებილი დიოკლეტიანე და გალერიუსი მსჯელობდნენ, როგორ აეცილებინათ ღმერთების წყრომა. დიოკლეტიანემ, მოდი ჩინოვნიკი და სამხედრო ქრისტიანები გავყაროთო (ანუ მანამდე და სისტემატიურად არ იდევნებოდნენ და გავრცელების საშუალება ქონდათ რელიგიებს). გალერიუსმა, დახოცვა ჯობიაო. მარა გადაწყვიტეს აპოლონის ორაკულისთვის ეკითხათ. მკითხავებთან წავიდნენ რა :დ იმან, ცოდვებითაა დამძიმებული დედამიწა და რჩევის მოცემა მიჭირსო. მერე სასახლის სტაფმა უთარგმნა, მაგ ცოდვილებში ქრისტიანები იგულისხმებიანო და დაერივნენ. 

 

პს. პარდონ.  ზემოთაც უზუსტობა მეწერა. დიოკლეტიანეს სიკვდილმა და ედიქტმა მიიქცია ყურადღება, მაგრამ, ახლა ვნახე, რომ მაგ წელსვე დიოკლეტიანეზე რამდენიმე თვით ადრე მომკვდარა გალირიუსიც. სიკვდილის წინ რამდენიმე დღით ადრე გამოსცა 'ამნისტია'. მერე მაქსიმიანემაც, თანაიმპერატორმაც შეწყვიტა დევნა, მერე კონსტანტინემ და მიყვა ჯაჭვივით. 

მარა მაინც ჯდება ლოგიკაში გალერიუსზე ხელის შეწმენდა.  

და ჩანს, რომ მთლიანობაში ქრისტიანობას არავინ დევნიდა და სასახლეშიც იყვნენ, ჯარშიც და ყველგან

48 minutes წინ, Eric said:

ჯერ იყო ჩამობნელება.

შემდეგ განმანათლებლობა და ჰუმანიზმი.

 

ისე მაგ პერიოდებშიც იყო შიდა გადაფორმატებები, არა? მეორეს მხრივ, ეგ განმანათლებლობა და ჰუმანიზმიც იარაღი იყო. 

მაგ, ინგლისს დაეხმარა იტალიური/კათოლიკური კლანებისგან ცალკე ცენტრი შეექმნა 

 

ისე ეს ჩამობნელება პირობითია. რომი უფრო ბნელი იყო თუ შუასაუკუნეები, კიდე საკითხავია. ბავშვებს მაინც არ წირავდნენ, მარა ტექნიკური განვითარების მხრივ რეგრესი იყო. 

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Moor said:

ეს ორი დებილი დიოკლეტიანე და გალერიუსი მსჯელობდნენ, როგორ აეცილებინათ ღმერთების წყრომა. დიოკლეტიანემ, მოდი ჩინოვნიკი და სამხედრო ქრისტიანები გავყაროთო (ანუ მანამდე და სისტემატიურად არ იდევნებოდნენ და გავრცელების საშუალება ქონდათ რელიგიებს). გალერიუსმა, დახოცვა ჯობიაო. მარა გადაწყვიტეს აპოლონის ორაკულისთვის ეკითხათ. მკითხავებთან წავიდნენ რა :დ იმან, ცოდვებითაა დამძიმებული დედამიწა და რჩევის მოცემა მიჭირსო. მერე სასახლის სტაფმა უთარგმნა, მაგ ცოდვილებში ქრისტიანები იგულისხმებიანო და დაერივნენ. 

ეს მითებია სენიორ თავიდან ბოლომდე. დიოკლეტიანე კი ფრიად სერიოზული და თავისი დროისთვის ზედმეტად პროგრესული ტიპი გახლდათ. ის რაც შემდგომში გააკეთა კოწიამ,  ამის საფუძველი შექმნა დიოკლეტიანემ. სხვანაირად ეს უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

6 minutes წინ, Moor said:

დიოკლეტიანეზე რამდენიმე თვით ადრე მომკვდარა გალირიუსი

დიოკლეტიანეს სიკვდილს ტყუილად იღებთ რამე თარიღად. ებდიქეიშენი უნდა აიღოთ თუ მაინცდამაინც.

8 minutes წინ, Moor said:

რომი უფრო ბნელი იყო თუ შუასაუკუნეები, კიდე საკითხავია.

რომი მის დაცემის უმდაბლეს წერტილშიც კი (აღარ ვლაპარაკობ მის ზენიტზე) უფრო პროგრესული და განვითარებული იყო (ყველა ასპექტით) ვიდრე შუასაუკუნეების ევროპა. არც კი დარდება არცერთი პარამეტრით.

10 minutes წინ, Moor said:

ბავშვებს მაინც არ წირავდნენ,

:rolleyes: 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share