Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ნამდვილ რომში? )))

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Chigurh said:

როგორც ყოველთვის მეორე ნომრები და ჩრდილოვანი ხალხი უფრო საინტერესოები არიან ხოლმე, დიდი მანევრების სივრცე აქვთ

გეთანხმებით სენიორ. ეს გალერიუსიც დიდი შებერტყილი ვინმე ჩანს :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

სოციალურ - პოლიტიკური ცვლილებები. გაგრძელება...

მოკლედ, დიოკლეტიანემ გააკეთა ე.წ. ტეტრარქია (ქართუ,ად შეიძლება არასწორია), რაც თავის დროზე სწორი იყო იმიტომ რომ ქაოსი მოსპო, მაგრამ ამავდროულად შემდგომში გახდა პრობლემა. ინებეთ...

https://bootcampmilitaryfitnessinstitute.com/2020/10/28/what-were-the-civil-wars-of-the-tetrarchy-306-324-ad/

რაც ვიცით. დიოკლეტიანე წავიდა და მისი შემცვლელი გახდა ეს ვაი გალერეუსი :დ ჰოდა სწორედ ამ გალერეუსის კაცი გახლდათ ვინმე ლიცინიუსი რომელიც გახდება კონსტანტინე პირველის სიძე და მთავარი ოპონენტი :დ 

კიდევ უფრო საინტერესო ამ ყველაფერში სხვა რამეა. თუ ამ ლინკზე (ზემოთ) დადებული რუქა სწორია (და ალბათ არის) დღევანდელი დასავლეთ ევროპა (კონსტანტინე პირველის სახით) ებრძოდა დღევანდელ აღმოსავლეთ ევროპას/თურქეთს/ეგვიპტე/მიდლ ისტს (ლიცინიუსის სახით) და ქრისტიანები ეხმარებოდნენ დასავლეთ ევროპას :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

სასაცილო კი ისაა რომ ეს გალერიუსი იყი პირველი იმპერატორი შემდგომში, რომელმაც დაუშვა ოფიციალურად ქრისტიანობა როგორც რელიგია

მუსიე სეტ, ეგ გალერიუსიც ქრისტიანთა მდევნელი ბრძანებულა ...

მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება. 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

12 საათის წინ, Eric said:

მარა ეს რაც დაწერეთ მხოლოდ კერძო პირადი ინსუნიაციებია მიღებული 2000 წლოვან მატრიცაში.

თუნდაც . .  ერთი მეორეს ხელს არ უშლის!

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, ეგ გალერიუსიც ქრისტიანთა მდევნელი ბრძანებულა ...

დიახ, გიგი წერეთელევით იყო. ჯერ სდევნიდა და მერე აღარ.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Seth said:

დიახ, გიგი წერეთელევით იყო. ჯერ სდევნიდა და მერე აღარ.

მაგ გალერიუსის "ძმაკაცთან" (მგონი მაქსენიუსტან) საოცარი ბრძოლა ქონდა კონსტანტინე დიდს მუსიე სეტ ...

ქალაქის კედლებში ჩაიკეტა , კონსტანტინე გარედან შემოადგა, ვერანაირად ვერ აიღებდა ქალაქს კონსტანტინე, მაგრამ გამოუვარდა გარეთ მაქსენტიუსი და დამარცხდა, დღესაც ვერავის აუხსნია რატომ გამოვარდა გარეთ, როდესაც მისი მხედართმთავრები საწინაარმდეგოს ურჩევდნენ, - თუ არ ვცდები რომში ხდებოდა ეს ამბავი , მაშინ იყო კონსტანტინეს რომ გამოეცხადა ჯვარი ცაზე და უფალმა უთხრა : - "ამით სძლევო" , ამ ბრძოლაში, მულვიოს ხიდთან მაქსენტიუსი ტიბრში დაიხრჩო , ამ გამარჯვებით მას რომის გარდა წილად ხვდა იტალიის და ჩრდ.აფრიკის პროვინციები, სიტყვაც შეასრულა და საკუთარ სამფლობელოებში ქრისტიანთა დაცვა დაიწყო, სიკვდილის წინ კი 337 წელს ქრისტიანობა მიიღო, ესაა ქრისტიანობის ეპოქის დასაწყისი, რომელიც მისაბაძი გახდა ყოველი მომდევნო კეისრისა თუ ევროპის დიდი მეფისათვის, - ასე დაიწყო ქრისტიანობის აღზევება, ამრიგად, მულვიოს ხიდთან მაქსენტიუსის არასწორმა სტრატეგიამ და დაშვებულმა შეცდომებმა არა მხოლოდ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა, არამედ მსოფლიოს ისტორიასაც შეუცვალა მიმართულება ...

უფალი ამბობს : - ჩემი ნების გარეშე კენჭი არ გადაგორდებაო :yeah:

მაშ, ვატერლოოს წვიმაც შემთხვევით იყო ??? ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

როგორც ვიცით ქრისტიანობა აღმოცენდა დღევანდელი ისრაელი/პალესტინის ტერიტორიაზე. თავდაპირველად მისი გავრცელების არეალი იყო რომის აღმოსავლეთი პროვინციები.

მაგრამ მიუხედავად  ამისა დას. ევროპის მმართველს ედგა გვერდში, მიუხედავად იმისა რომ სწორედ გალერეუსის და მისი მემკვიდრის ლიცინიუსის მიერ იქცა ქრისტიანობა დაშვებულად პირველად. ამასთანავე როგორც ცნობილია, ლიცინიუსმა გადამწყვეტ ფაზაში დასახმარებლად მოიხმო გოთები, რაც კოწიას პიარშიკებმა ეგრევე გამოიყენეს და ბოლო ომი გადააქციეს წარმართებთან ომად :დ ფრიად საინტერესოა...

და ამ ყველაფრის შემდეგ, კოწიამ, იმის მაგივრად რომისთვის დაებრუნებინა ძველი დიდება, რატომღაც გაქუსლა ბკსფორზე და იქ ააშენა ახალი რომი, ახალი რელიგიით. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, დედაქალაქი უნდა იყოს ფინანსური ნაკადების ცენტრში :დ. ხოლო ახალი რელიგია, რომელიც გარდა სხვა ბენეფიტებისა, ასევე მშვენივრად გამოადგა ანტიწარმართული რიტორიკისთვის (რაც მის შემდეგ არაერატხელ იქნა გამოყენებული) გადაიქცა მთავარ რელიგიად.

საინტერესოა მოიპოვება თუ არა ინტერნეტში რამე ცნობა, თუ როგორ შეიცვალა კოწია გარემოცვა ლიცინიუსის დამარცხების შემდეგ, ეს სურათს საბოლოოდ დაალაგებდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

დიახ, გიგი წერეთელევით იყო. ჯერ სდევნიდა და მერე აღარ.

:lool:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share