Jump to content
×
×
  • Create New...

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა


Recommended Posts

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Moor said:

თვითონაც გააკეთეს ახლახანს :seth:

საქალაქო სასამართლო - დათქმა, რომლის თანახმადაც, დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ  წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას

საქალაქო სასამართლო - დათქმა, რომლის თანახმადაც, დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ  წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას
fbshare.png
print.png

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით დათქმა, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას.

როგორც უწყება განმარტავს, მსგავსი დათქმა სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა.

„2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰო ახლახანს რომ გააკეთეს მაგაშია საქმე და კიდევ იმაში რომ ჯერ პროკურატურამ გააკეთა და მერე კიდევ იმაში რომ მოსამართლე არაფრის აზრზე არაა სტანდარტულად :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა დღეს გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ ფარული ჩანაწერების საქმეზე მასალების ამოღების უფლება მისცა.

„საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ“ სასამართლოს განჩინება „საშიშ პრეცედენტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს „ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს“.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე დაგმო სასამართლოს „დაუსაბუთებელი“ გადაწყვეტილება, რომელიც „ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს“ და განმარტა, რომ ეს „მძიმე პრეცედენტია“, რომლის აღსრულებამ, შესაძლოა, „სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთანებს, მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს „განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ“.

„ტელეკომპანია პირველის“ განცხადება

„ტელეკომპანია პირველმა“ განაცხადა, რომ საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ტელევიზია აღსრულების შეჩერების დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით არც სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვას გამორიცხავს.

დიპლომატიური კორპუსის წევრებს სწრაფი „რეაქციისა“ და „რეაგირებისკენ“ მოუწოდა „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა. „ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შაჩერებთ“, – მიმართა მან დიპლომატებს.

„ეს არის დღეს, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს“, – დაამატა მან.

პროკურატურის გამოხმაურება

პროკურატურა უარყოფს ტელეკომპანიაში „შეჭრის“ გეგმის შესახებ „გავრცელებულ ინფორმაციას“ და განმარტავს, რომ ეს არის „სიცრუე“, რომელიც „ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება“.

მიუხედავად ჟურნალისტების უფლებისა, რომ „არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი [თუ] დოკუმენტი“, პროკურატურა იმედოვნებს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უზრუნველსაყოფად, „ტელეკომპანია პირველი“ საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლებს და მათ ხელთ არსებულ ფარულ ჩანაწერებსა და „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას“ წარუდგენს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

აშშ-ის საელჩოს განცხადება

Home | სიახლეები და ღონისძიებები | აშშ-ის საელჩოს განცხადება

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით.

ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 მარტი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share