Jump to content
×
×
  • Create New...

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა


Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, kvipriane said:

ის ვაიჟურნალისტი არ ვიცი, მაგრამ ინგულია იმუქრება, ზემოთ არ წაიკითხეთ ??? მოდით აბა თუ ბიჭები ხართო

არა, ყველაზე სასაცილო ისაა რომ პროკურატურა აკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებას :roll:

თან მათი მიმართვის საფუძველზე დააწერინეს იმ მოსამართლეს გადაწყვეტილება და მერე ფაქტიურად იქით შეტენეს :lool:

ერთადერთი ახსნა აქვს ამას, მეტი არა :seth:

Share on other sites

  • ფორუმელი

სუბარი ტვ პირველის ჟურნალისტს: რა ფორმითაც მოგცეს მასალა, იმ ფორმით მიაწოდეთ პროკურატურას

 

ეს რა დებილია 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ოპოზიციური პარტიები - ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება თავს დაესხას დამოუკიდებელ, კრიტიკულად განწყობილ მედიას, ავტორიტარიზმის საშიში ნიშანია, რომელსაც არ შევეგუებით

ოპოზიციური პარტიები - ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება თავს დაესხას დამოუკიდებელ, კრიტიკულად განწყობილ მედიას, ავტორიტარიზმის საშიში ნიშანია, რომელსაც არ შევეგუებით
fbshare.png
print.png

ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით,- ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, რეჟიმის სურვილი, დასაჯოს ყველა, ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.

„ტვ პირველმა“, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას, რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.

ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში, გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ პარტიები:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ტრიბუნა“, „სახელმწიფო ხალხისათვის”, „რესპუბლიკური პარტია“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „მოძრაობა დროა“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“, „ქრისტიან- კონსერვატიული პარტია“, „ემსახურე საქართველოს“ და ირაკლი ღლონტი ავრცელებენ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

ერთადერთი ახსნა აქვს ამას, მეტი არა 

მოლაპარაკების მაგიდაზე მეტი გასაჭრელი კარტები უნდათ რომ ედოთ ვითოოომ  ??? ....

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

მოლაპარაკების მაგიდაზე მეტი გასაჭრელი კარტები უნდათ რომ ედოთ ვითოოომ  ?

იმჰო, არეულობაა სერ არეულობა ქოცთა ბანაკში :seth: სხვადასხვა ძალები სხვადასხვა რაღაცეებს სჩადიან... ეს უკვე მართლა საშიშია.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Seth said:

არეულობაა სერ არეულობა ქოცთა ბანაკში

აზდაკი გამახსენდა (კავკასიური ცარცის წრე) : - ძაღლებოოო, დაჭამეთ ერთმანეთი ??? :lol:

ეს თემაა : ბოლომდე უყურეთ ;)

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

არა, ყველაზე სასაცილო ისაა რომ პროკურატურა აკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებას :roll:

თან მათი მიმართვის საფუძველზე დააწერინეს იმ მოსამართლეს გადაწყვეტილება და მერე ფაქტიურად იქით შეტენეს :lool:

ერთადერთი ახსნა აქვს ამას, მეტი არა :seth:

თვითონაც გააკეთეს ახლახანს :seth:

საქალაქო სასამართლო - დათქმა, რომლის თანახმადაც, დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ  წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას

საქალაქო სასამართლო - დათქმა, რომლის თანახმადაც, დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ  წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას
fbshare.png
print.png

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით დათქმა, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას.

როგორც უწყება განმარტავს, მსგავსი დათქმა სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა.

„2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share