ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 14 მაისი, 2021 Posted 14 მაისი, 2021 ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 17 მაისი, 2021 Author Posted 17 მაისი, 2021 ახლა, რა თქმა უნდა ძლიერ გვიანია... ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 19 მაისი, 2021 Posted 19 მაისი, 2021 ჯერ დამარწმუნეს, რომ სული მქონდა, შემდეგ ჩამაფურთხეს. ჯერ ფრენა მასწავლეს, შემდეგ ფრთები მომჭრეს. ჯერ ცაში ამახედეს, შემდეგ თვალები დამთხარეს. ჯერ სიმართლე მათქმევინეს, შემდეგ ენა ამომგლიჯეს. ჯერ გზა გამაკვალინეს, შემდეგ ფეხები დამალეწეს. ჯერ მხარზე გადამხვიეს ხელი, შემდეგ ამ ხელით მომახრჩვეს. ჯერ ვარსკვლავები დამანახეს, შემდეგ მითხრეს, რომ ისინი მიუწვდომელია. ჯერ წერა დამაწყებინეს, შემდეგ თითები დამამტვრიეს. ჯერ თვალები ცრემლებით ამივსეს, შემდეგ მითხრეს, რომ ბიჭები არ ტირიან. ჯერ მითხრეს, რომ გულს სიყვარული აძლიერებს, შემდეგ სიყვარულისგან გამიტეხეს ის. ჯერ მითხრეს, რომ ნერვებს მოვჭიდებოდი, შემდეგ დამაწყვიტეს. ჯერ თვითმკვლელობა შთამაგონეს, შემდეგ თვითმკვლელებზე ლოცვა ამიკრძალეს. ჯერ ქარის წისქვილებთან მიმიშვეს საბრძოლველად, შემდეგ მითხრეს, რომ შევიშალე. ჯერ გამიბრაზდნენ, რომ მალე უნდა გავზრდილიყავი, შემდეგ კი ბავშვობა მომანატრეს და დააყოლეს, რომ ის აღარ დაბრუნდება. ჯერ მკითხეს ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, შემდეგ მომავალი მომპარეს. ჯერ გამახარეს და შემდეგ მითხრეს, რომ ძვირი დაუჯდათ. ჯერ მეოცნებედ მაქციეს, შემდეგ თვალი-თვალის და კბილი-კბილის წილ დამიყენეს. ჯერ მიმატოვეს, მომატყუეს, მიღალატეს, გამიმეტეს, გადამიარეს, შემდეგ კი მითხრეს, რომ ცხოვრება მშვენიერია. ჯერ მოწევა დამაწყებინეს, შემდეგ მითხრეს, რომ მწველები კვდებიან ადრე. ჯერ სიცოცხლე მომანდომეს, შემდეგ კი ცოცხლად დამმარხეს. ჯერ თავისუფლება ცხოვრების აზრად მიქციეს, შემდეგ კი ჯაჭვები შემაბეს ხელებზე, ფეხებზე. ჯერ შემაყვარეს, შემდეგ მითხრეს, რომ სიყვარული არ არსებობს. და აი, როცა შევუდექი ჩემი გოლგოთის გზას, პირველი ნაბიჯისთანავე გავიფიქრე, ნეტავ, ქრისტეს თუ უთხრა ვინმემ, რომ აზრი არ აქვს. ცხოვრება აქ რომ მთავრდებოდეს, მაშინ, ვეღარ იქნებოდა ასეთი უსამართლო, მაშინ, აღარც ქრისტეს ჩაუთვლიდა თავგანწირვას მარცხად. სადღაც ყველაფერი გასწორდება, მაგრამ ადამიანის ხელით არა. თუ კედელს ანგრევ, ნანგრევებშიც რომ მოჰყვე და დაიღუპო, მაინც გასული ხარ მეორე მხარეს. იმათ რას უყურებ, იმათ რას უსმენ, ისინი ახვრები არიან, ისინი ყოველთვის გადაირჩენენ თავს, გეტყვიან როგორი კარგი ხარ, გაგწირავენ, დაგცინებენ, გამოგიყენებენ. შენ ვერასოდეს მიაყენებ საკუთარ თავს იმხელა ტკივილს, რამხელას მოყენებაც საყვარელ ადამიანს შეუძლია. ზოგჯერ, როგორ გვინდა ხოლმე სულიერად ვიგვემოთ თავი, მაგრამ მხოლოდ სხეულებს ვისახიჩრებთ და სხვა არაფერი გამოგვდის. ბავშვის ტირილი მესმომდა წინა დღეს მეზობლის სახლიდან, იმას ვერაფერი ვუშველე, ახლა შენი მტკივა და სხვისი არ მაინტერესებს, ახლა ჩემი ტკივლიც სხვისია, რადგან შენი მტკივა. ნეტა ეს სიტყვებიც ცივი წყალივით ჩავიდეს მუცელში, აგაკანკალოს. მესმოდა შენი ხმა, ვხედავდი როგორ გეცვლებოდა ფერი და იმას ვწერდი, რომ სიყვარული არ უნდა ჰგავდეს საცობში გაჭედილ, სასწრაფო დახმარების მანქანას. სისულელეა ეს პეპლის სამკაულები, მოდი, გადამხვიე ხელი და მითხარი სად წაგიყვანო, მაგისთვის ძალა ყოველთვის მექნება, მაგისთვის ღმერთი ყოველთვის მეყოფა. ჩემი სულის ფანჯრები თვალებიდან კი არა, მაჯებიდან იღება. ისევ ქუჩაში ვარ გამოსული, ძაღლივით მასეირნებს სევდა. მხეცი რომ ვიყო, წყლულებს ავილოკავდი მაინც, მაგრამ ადამიანი ვარ და ჩემი ჭრილობებიც ჩემი გრძნობებივით ადამიანურია, თუმცა კი არაადამიანურ ტკივილს მაყენებს. ტკივილი კი ალბათ, იმისთვის არის, რომ მოითმინო და არა იმისთვის, რომ გააყუჩო. მახსოვს, ბავშვობაში გული გამიტყდა და იმის შემდეგ ვაგროვებ ნამსხვრევებს. ჩემი გული გატეხილია, მაგრამ ის მაინც ივსება სიყვარულისგან. ანგელოზიც ვარ, პოეტიც ვარ, ხულიგანიც ვარ, ამ ცხოვრების არ მეშინია, წმინდანობაზე სხვებმა იოცნებონ, მე ჩემმა ღმერთმა მითხრა, რომ შემიძლია მას დავემსგავსო, რომ შემიძლია მისი ნაწილი გავხდე. მე ის მეზღვაური ვარ, რომელსაც არ სჭირდება ნაპირი, რომელსაც სჭირდება ზღვა. ეს ცხოვრება ყოველდღე ანეიტრალებს ჩვენს ყოვლისშემძლეობას, ოცნებები კი თავისით არ ახდებიან. მერე რა მოხდა, თუ კი ფანჯრიდან გავუკეთებ ოთახს შესასვლელს, და არ იქნება ეს ოთახი ჩემი სამოთხე. სადღაც კუთხეში მუდამ გდია დაჭმუჭნული ფურცელი, მაგიდაზე კი დევს სუფთა. ერთხელ პირდაპირ სისხლით დავწერე და მიხაროდა, როცა თითებით ვეხებოდი ამ ნაწერს, რადგან მან ჩემი გული გამოიარა. მჭირდება ვინმე ისეთი, ვისთანაც ბოლომდე თავისუფალი ვიქნები. გულს ნუ გამიშვებ, ხელები გამიშვი ისე, როგორც ბავშვები უშვებენ ქაღალდის თვითმფრინავებს, როგორც ხეები უშვებენ ფოთლებს ტოტებს, ფესვები უშვებენ ყვავილებს ღეროებს, როგორც ცა უშვებს წვიმას, მზე სხივებს, თვალები ცრემლებს, როგორც ზღვა უშვებს ტალღებს ნაპირისკენ. გამიშვი, იქნებ ქარმა კი არა ჩიტმა წამიღოს. გთხოვ, ნუ დახუჭავ თვალებს, მე ისე ვდგავარ შენ წინ, როგორც ღია ცის ქვეშ. ისინი წავიდნენ, წინ წავიდნენ და შენთან დარჩენა თუ უკან გადადგმული ნაბიჯია, მე მაინც ვრჩები. ლაშა მარგიანი Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 3 ივნისი, 2021 Posted 3 ივნისი, 2021 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/06/unnamed.jpg *** კორონავირუსობის ჟამს შეპენჰაუერიდან ერთ მშვენიერ დღეს, ყველა ადამიანი რომ ამოწყდეს – დაწყდებათ გული ამ წყაროს, ამ ხეს, ამ ბუკნაჭოტს? *** რაღაცამ შემაწუხა ძილში გამეღვიძა ჩავრთე საწერ მაგიდაზე დამაგრებული სანათებელი ჩავიწერე: შიშს შეიქმს სიყვარული *** კორონავირუსობის ჟამს ჰესეს “ტრამალის მგელი”-დან რამდენი ხანია არ მიცეკვია… კარგი მოცეკვავე არასოდეს ვყოფილვარ – პლასტიკურობა მაკლდა, მაგრამ მელოდიას და რიტმს ვგრძნობდი და სიამოვნებით ვეცეკვებოდი ხოლმე ნელ ცეკვებს ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა ქალბატონებს. როდის ვიცეკვე ბოლოს? აღარც კი მახსოვს, ალბათ ასე ოცდახუთი წლის წინ. მეოთხედი საუკუნეა არ მიცეკვია… არადა, მიყვარდა ცეკვა, მინდოდა კარგი მოცეკვავე გავმხდარიყავი, საბავშვო ბაღის დროიდან, ვარანცოვზე, “მოდელების სახლის” მესამე სართულზე რომ იყო მოწყობილი, სადაც ყოველ დღე, თითო საათი, წრეში წყვილ-წყვილად ჩამდგარებს ქართულს გვაცეკვებდნენ 4-5 წლის ბავშვებს. ვერა, ვერ გავხდი კარგი მოცეკვავე. მერე რა?! მაინც ვიცეკვებ! – როგორც შემიძლია, ისე ვიცეკვებ, მით უფრო – ახლა კარგი დროა საცეკვაოდ, ზედგამოჭრილი დროა – ეპიდემია: მთელი დღეები სახლში ვზივარ – აი, ახლა ავდგები და დავუვლი! განჯინა სადაური სიტყვაა – “განჯინა”? მახსოვს ჩვენი განჯინა – პატარა მღვიმე, ძველი, პატარა სახლის, პატარა ოთახის კედელში. ლოგინის რამე-რუმეს ინახავდა განჯინაში დედა – ლეიბებს, საბნებს, ბალიშებს და მართლა მღვიმესავით მყუდრო იყო განჯინა, მყუდრო და თბილი. და მე მიყვარდა ეს სიმყუდროვე – მიყვარდა განჯინაში შემალვა და კოტრიალი… მთლად არ ბნელოდა – ხის თხელი კარები მჭიდროდ არ იხურებოდა და ღრიჭოებიდან ყოველთვის აღწევდნენ შუქის ზოლები… განჯინა… სიტყვაღა დარჩა… მყუდრო და თბილი სიტყვა – “განჯინა”, რომლის წარმომავლობის გარკვევასაც ვცდილობ ახლა… რისთვის ვცდილობ?.. *** საღამოს ბაღი კიდევ სხვაა, შეღამებულზე, ლამპიონების დაბინდულ-მოყვითალო შუქში… ჩამოვჯექი. გავაბოლე… და ვხედავ 90-ს მიტანებულ ნაცნობ პროფესორს – ვარჯიშობს, “დარბის”, მორბენალივით ხელები მკლავებში მოუხრია და ფეხებს მიაჩოჩიალებს, მიბარბაცებს, მთვრალივით მიბარბაცებს – გეგონება, აი, ახლა წაიქცევაო… ასე, აბარბაცდება და ჩამობარბაცდება ბაღის მოასფალტებულ ბილიკებზე… სიკვდილს გაურბის… ხასიათი გამიფუჭდა. ამ დროს ორი პატარა ბიჭის კივილი გაისმა: “აბრაკადაბრა, აბრაკადაბრა!” (ნეტავ, ვინ ასწავლა ეს სიტყვა?), ერთ-ერთი ინტერპრეტირებს კიდეც – “აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა” და ასე, ძმაბიჭურად ხელიხელგადახვეული, დადიან აქეთ-იქით… ვბრუნდები სახლში და ლიფტთან გამოკრულ განცხადებას ვამჩნევ: “გარდაიცვალა ამირან ებრალიძე”… ახალგაზრდებს არ ახსოვთ – ჩვენს დროს დიდად პოპულარული საესტრადო მომღერალი და საყვირზე დამკვრელი, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ “დიელოს” ლიდერი… ერთი “ორერა” იყო და მეორე – “დიელო”… და მართლაც – აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა, აბრაკა დაბრაკა *** უცნაური გრძნობა მიპყრობს, როცა გარდაცვლილი მეგობრის ფეისბუქ-გვერდზე მოვხვდები ხოლმე… ულოცავენ დაბადების დღეს… გეგონება, ამ ვირტუალურ სივრცეში ისევ გრძელდებოდეს მისი არსებობა… უცნაური გრძნობა – რაღაც საშუალო შეცბუნებასა და შეძრწუნებას შორის: ვხედავ, რომ სიკვდილამდე ორი-სამი დღით ადრე დაუპოსტია რაღაც, რაც არც ჯანმრთელობას ეხება, არც სწრაფწარმავლობას, არც სიკვდილის შიშს – პოლიტიკაზე ან სპორტზეა პოსტი, ან ნანახ ფილმზე, ან რამე ასეთზე… ეტყობა, უნდა გაითავისო, რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ხარ: ბავშვობაში ერთი ხარ, სიყმაწვილეში უკვე სხვა ადამიანი ხარ, ახალგაზრდობაში კიდევ – სულ სხვა, შუაწლებში, სიბერის პირზე… ასე მგონია, ამის გათავისებას თუ შევძლებ – გარდაცვლილთა ფეისბუქ-გვერდებსაც უფრო მშვიდად აღვიქვამ… მაგრამ მე მაინც გავაუქმებ ჩემს გვერდს სიკვდილის წინ, ან თუ ვერ მოვასწარი – ა ბატონო, დამიბარებია – გააუქმეთ!.. *** ლექსის დაწერა მომინდა ვზივარ Wendy’s-ის წინ და ვწრუპავ ცივ ლატეს… რითმა ჯიუტია – მოითხოვს “პილატეს”… თუმცა პილატეს დროს სად იყო ლატე? არა, რძე კი იყო – “რძე უყვართ კატებს”… არ არის მართალი – რძე კატებს არ უყვართ… აგე, ფისუნია გზას შიშით გაუყვა და კიდეც, ბაც და, გაჭყლიტა მანქანამ – არც დაამუხრუჭა და არც დაახანა… მეზობელი მაგიდიდან წამოხტა გოგონა, მივარდა გაჭყლეტილს, ტროტუარზე ამოიყვანა, დაასვენა ხესთან, დახედა და უკან მობრუნდა – მკვდარია ფისუნიაო… და გოგონამ გააგრძელა საუბარი მეორე გოგონასთან, რომელიც არ წამომხტარა, იჯდა და გაჰყურებდა ჩემსავით… ცხელი ივლისია, ცხელი საღამოა, მაგრამ ეს ნიავი ერთობ საამოა და ტროტუარებზე მოძრაობენ ახალგაზრდები – თბილისისთვის ახალი – მოტორიანი “სამაკატკებით”, რასაც ინგლისურად თურმე სკუტერი ჰქვია… *** კატას ტყუილად ვარქმევთ სახელს – კატას სახელი არ ეყურება… და მაინც ვარქმევთ *** რომან თოლორდავას ყოჩივარდას ფოტოპორტრეტის თვალიერებისას რა იქნებოდა, ეს არსება რომ არ არსებულიყო? არც არაფერი… მაგრამ რომ არსებობს – მშვენიერია… *** ჩემს ჩემნაირ მეგობარს ლოთიანად, ერთი მითხარი, ძმაო, – ღვინის სმისას ასე არაა? – ერთ ბოთლს რომ გაცდები – მეტი და მეტი გინდა, ვიდრე “თიში” დაგემართება… ლოთიანად, ესეც მითხარი, ძმაო – სიცოცხლეც ასე არაა? – 60-ს რომ გაცდები – მეტი და მეტი გინდა, ვიდრე “თიში” დაგემართება… უბრალოდ კიდევ გინდა ლოთიანად *** აგვისტოა: გონიოში დროა საარხეინო, შიშველ-ტიტველ გარემოში, პლაჟზე მტრედი სეირნობს. დასეირნობს თეთრი მტრედი, თან დაეძებს ნამცეცებს – ასეთია ჩემი ბედიც, მეც ნამცეცებს დავეძებ… დავეძებ და არც კი ვიცი – რად მინდა ან რა მინდა?.. მტრედმა იცის, აკენკა და თეთრი მტრედი გაფრინდა… Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 6 ივნისი, 2021 Posted 6 ივნისი, 2021 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/06/gzirishvili1-2.jpg სიმშვიდის მანტრა მამაჩემი არასდროს ეძახდა ჩვენს აივანს აივანს. ამბობდა: გადასახედი. ის გადიოდა გადასახედზე, რომელიც თავად შექმნა და საიდანაც, მთების მჭვრეტელი, თავს ღმერთის ხატად გრძნობდა. მიწად ჩამოსული ღმერთებიც ალბათ ამიტომ ირჩევდნენ მაღალ მთებს სავანედ – მათ ჰქონდათ გადასახედი სამყაროს ყველა კუნჭულში თვალის შესასწრებად, შემდეგ კი ცაში აიკრიფეს მოსასხამთა ბოლოები, ხოლო ჩვენ დავრჩით გადმოსახედი, გადმოსაფარნი მათი კალთების და ველოდებით ხსნას ცის აივნებიდან. და ველოდებით მგალობელ ღმერთებს, რომლებიც გადმოდგებიან ვრცელ ბანებზე და გვიმღერებენ სიმშვიდის სიმღერებს მიწაზე ყოფნის დასაამებლად. ახსნა ოდესმე, როცა ვიქნებით სხვა რასის წარმომადგენლები და ჩვენი მშვენიერი სხეულების მსგავსს მხოლოდ ისტორიის საკვლევ ცენტრებში ვნახავთ, ჩემს იმ დროში მშვენიერ ხელებს შენს იმ დროში მშვენიერ თავს შევახებ და უცნობი სინათლის წყალობით, რომელიც მზერას გაგვინათებს, მივხვდებით, რომ დრო მხოლოდ წარმოსახვაა და იმ სარტყელშიც, სადაც ჯერ კიდევ სისხლით სავსე გვქონდა გულები, გვიყვარდა ერთმანეთი. ხიდი ზოგჯერ, როდესაც ტკივილი მფიტავს და მეხსიერება თვალსაჩინოდ მღალატობს, ვფიქრობ: თუ გადავწყვიტე ხიდის გადება ჩემს წარსულთან, გადარბენა და ზურგსუკან დაწვა, სად გავჩერდები? მშობლები ალბათ იქნებიან და ეს სიყვარული? ძალიან მინდა, არ დამავიწყდე. ან როგორ უნდა დამავიწყდე, დამეხილ ხეებს გაელვებაზე კანი არ უთრთით? თუ ჩამომისვამ ტოტებზე ხელებს, ფოთოლს მომაცლი ან მეჩხერ ყვავილს, ვითომ ვერ გიცნობ? არ შემიკრთება ვარჯში წყალი, ჩემი სიზმარი კუდს არ მოიქნევს? გადმოირბინე ჩემთან ერთად ხიდი, თუ გავდე. გადმოირბინე, რომ მე – ჩემსას, შენ შენს თავს ჰგავდე. დაწმენდა წყალო, ძლიერო, მოგენდე, რომ შენსავით ძლიერი გავხდე, შენით ყველგან შევაღწიო. შენგან მივიღო მინებების ცოდნა – დამდაბლების, ესე იგი სიცოცხლის წესი. ყველაზე რთულ გაკვეთილზე ისწავლება: ნების საწინააღმდეგოდ იღებდე შენს წილ ტკივილს და აცდიდე შენს გამოწრთობას, მშვიდ დინებაში ჩატანას. წყლიდან მხოლოდ სულელი თევზები ხტებიან და იქმნიან ილუზიას, რომ ფრენენ და დინებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა მდინარეს ვერ სცდებიან და ისევ მასში ცხოვრობენ. წყალო, რომელიც ყველა სიღრმეში ჩადიხარ, რომელსაც ფსკერის არ გეშინია, ფსკერიდან ცაში ხვდები ისევ დასაბრუნებლად. წყალო, რომელიც ხარ ჩემში, რომელიც სიცოცხლეს ნიშნავ. წყალო, მოგენდე. მატრიალე, მაბრუნე. მომეწყალე. შეჭრა როდესაც ვერაფერს ვაკეთებ, შევდივარ ინსტაგრამზე და ვუყურებ, როგორ ჭრიან გრძელთმიან გოგოებს თმას. ისინი მღელვარებას სიცილით ფარავენ, ზოგი თვითონ იღებს მაკრატელს და პირველ გადაჭრას საკუთარი ხელით ბედავს. ვუყურებ სტილისტის თითებში მოქცეულ კუდებს, მერე – უკვე შემოკლებული თმისთვის ფორმის მიცემის პროცესს და ვფიქრობ, რამდენი დღე იყო მასში ჩაწნული, რამდენი გულისცემა. მთელი წელია, თმა არ შემიჭრია. იმ დღიდან, როცა სიცოცხლეზე უარი ვთქვი. თმა მაინც იზრდებოდა სხეულიდან ზღვის გამოდენის მიუხედავად, მშრალი მიწა ერთნაირად ზრდიდა თმასა და სიკვდილს, ერთიანად მიმაქანებდა ღამეში. ის იზრდებოდა უმზეო ზამთარში, როცა მხოლოდ ძილი და ფიქრი შემეძლო და იზრდება ახლაც, როცა სიცოცხლეში შევიჭერი, როცა დავთანხმდი. მასთან ერთად ის ლექსები ჩამოიზარდნენ, დღეს რომ გაკვირვებას მგვრიან და მე ამოვედი – ბალახი, კიდევ ერთხელ საცდელად; ამიტომ არ მყოფნის ძალა მწვანე მოლის შესაკრეჭად სხვა, გაბედული გოგოებივით, ვერ ვიცინი მღელვარებისგან სხვა, გაბედული გოგოებივით და ვერც რომელიმე ხელს ვანდობ თავს. (ეს) გაზაფხული სულ ეს რომ იყოს ცხოვრება: იღვიძებდე. ცოტა ხანს სიზმარში ერკვეოდე, მერე – ფეისბუქში, სანამ ბატარეა გაგიშვებს, დგებოდე, იბანდე, იწვავდე კვერცხს ინდური სერიალის თანხლებით, საიდანაც სიტყვა დედამთილო გესმის, სახეების ახლო კადრებს კი ვერ ხედავ, რადგან ამ დროს კვერცხში პურის ნაჭრებს ავლებ და სამზარეულოში ხარ. ჭამდე. დასცქეროდე წუხანდელ დასარეცხ ჭურჭელს მიმატებულ დილის ტაფასა და ორ ცალ თეფშს და გული გიწუხდეს, რადგან ამქვეყნად ყველაზე მეტად ჭურჭლის რეცხვა გეზარება, ტელევიზორიდან კი გესმოდეს დედამთილისადმი ბოდიშის მოხდა და იმ, ახლოს მოტანილი კადრების ფონზე, სადაც ყველა სახე შეძრწუნებულია, მაგრამ ისევ ვერ ხედავ, იწყებდე რეცხვას. და მოდიოდეს შუადღე, როცა სადმე წახვალ – ქვედა ან ზედა მარკეტში, მეზობელი მიკრორაიონის 23-ე ან შენი მიკრორაიონის საწყისი კორპუსების მხრიდან. გზად ათვალიერებდე ხეებს და იღებდე ყვავილებს, და მარკეტში, სადაც ადამიანებს ხედავ, ყიდულობდე საკვებს, რომელსაც, შენდა გასაკვირად, ისევ ჭამ. შინ დაბრუნებული იბანდე, სპირტით წმენდდე ტელეფონს და იყურებოდე მასში სხვების ცხოვრებისთვის თვალის შესავლებად, ფურცლავდე სანიშნიან წიგნებს, რომლებსაც ვერ ამთავრებ, ამასობაში საღამოვდებოდეს და ისევ საჭმლის მომზადებას იწყებდე, ამჯერად სიტყვა ბაჰარის თანხლებით, რომელიც გაზაფხულს ნიშნავს და ვერ ხედავდე ქალს, სახელად ბაჰარ, ისევე როგორც გაზაფხულს, რომელიც ასე გაატარე – გათენებიდან დაღამებამდე დისტანციის დაცვით, თუ არ ჩავთვლით იმ ყვავილებს, კორპუსების წინ შემოღობილ ბაღებში რომ აყვავდნენ მისი არსებობის ნიშნად. © არილი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 7 ივნისი, 2021 Posted 7 ივნისი, 2021 და ცხოვრება ისევ გრძელდება. და შემიძლია მივიჩნიო, რომ ის ყოველგვარ აზრს და მიზანს მოკლებულია, და უბრალოდ მისთვის ვიცხოვრო, ცხოვრებისათვის, ისეთისთვის, როგორიც არის, მაგრამ ეს ხომ იგივეა, რაც ეხვეოდე ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ მკლავები გაქვს, ან შემოდგომა გაწუხებდეს წვიმების გამო. *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 11 ივნისი, 2021 Author Posted 11 ივნისი, 2021 ნინოწმინდა, პალატები მეფეთა... ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 23 ივნისი, 2021 Posted 23 ივნისი, 2021 ბექა ახალაია საწყობიაშენების თარიღი: 1983 წ. საშენი მასალა: წითელი აგური გადასახური მასალა: სინკარი, აზბესტ–ცემენტის შიფერი ფართობი: 205 კვ. მ. კედლების სიმაღლე: 6 მ. მთლიანი სიმაღლე: 8 მ. დანიშნულება: მინერალური სასუქების შესანახი სივრცე ექსპლუატაციის პერიოდი: 1983-1990 წ. წ. შენი გვარი მშენებელია, სულ აშენებდით, შენ და შენს ძმებს სისხლში გაქვთ შენება, ოდესღაც აშენებდით ციხესიმაგრეებს & თავშესაფრებს, ერთხელ სოფლისთვის გალავანიც კი შემოგირტყამთ. ჩემი გვარი კი მნგრეველია, ჩვენ სულ რაღაცას ვანგრევდით, როგორც წესი, იმას ვანგრევდით, რასაც თქვენ აშენებდით, თუ რატომ ვანგრევდით, არ გვქონდა წარმოდგენა, მაგრამ ინსტინქტით ვგრძნობდით, რომ უნდა გვენგრია. ეს სისხლში გვაქვს მე და ჩემს ძმებს. ასე ვცხოვრობთ, უკვე რამდენი საუკუნეა – ფართო გზის გაღმა-გამოღმა – მშენებლები და მნგრეველები. ბავშვობაში შენ და შენი ძმები სახლებს რომ აგებდით, მე და ჩემი ძმები სულ ვცდილობდით, ისინი დაგვენგრია. მახსოვს, ერთხელ წნელის სახლი ეზოს შიგნით ააშენეთ, რადგან იცოდით, რომ ეზოში ვერ შემოვბედავდით, ვიდექით და ისე ვუყურებდით, როგორც კატა ძეხვს ასცქერის, რომელსაც ვერაფრით შესწვდება. ბოლოს, როცა ყველა იმედი გადაგვეწურა, წალდის ტარს თოკი გამოაბა ჩემმა უფროსმა ძმამ, და ეზოში გადაისროლა, წალდი სახლს გამოედო, გამოვქაჩეთ და წნელის სახლი ნაწილებად დაიშალა. ამის მნახველმა ბაბუაჩვენმა სამზადში შეგვიყვანა, სხვენიდან წერაქვები ჩამოიღო, დაგვირიგა და გვითხრა: ” – მნგრეველები ხართ!” – და იმ შუაღამით ბედნიერი გარდაიცვალა, მიხვდა, რომ ტოვებდა გვარის ღირსეულ გამგრძელებლებს. მას შემდეგ ყველაფერს წერაქვით მივსდგებოდით: მწყრის თუ ჭიანჭველის ბუდეებს, მაჩვის თუ მელიის სოროებს… შენ და შენს ძმებს კისერზე შურდულები გეკიდათ, ჩვენ კი დავდიოდით მხარზე გადებული წერაქვებით… აი, ეს საწყობი მამაშენმა და შენმა ბიძებმა ააშენეს, და მერე, როცა სასუქი აღარ მოჰქონდათ, და ამ შენობის არსებობაც ყველას მიავიწყდა, ღობე გადავწიეთ და შემოვარტყით, რადგან ჩვენთან ახლოს იდგა, გზის გადმოღმა. თქვენ კი შეწუხდით, რადგან იცოდით, კარგს არაფერს მოასწავებდა ეს ყველაფერი, მართლებიც იყავით, სოფლის ხელმძღვანელობაც ჩააყენეთ საქმის კურსში, მაგრამ ამ შენობისთვის არავის ეცალა. მას შემდეგ ყურები ყოველდღე აქეთ გქონდათ, როდის დავარტყამდით პირველ წერაქვს და პირველ უროს. თუმცა კარგახანს მოგიხდათ ლოდინი, მამაჩემმა საწყობი ბოსლად გადააკეთა, შენობის ერთ კუთხეში წნული ბაგა და ზღავი მოაწყო, და შვიდიოდე ძროხა თავს ისე გრძნობდა, როგორც დიდ სასახლეში პატარა ოჯახი. სულ მალე ძროხები მიყოლებით დაიხოცნენ, როგორც აღმოჩნდა, აზოტით, ფოსფორით და კალიუმით გაჟღენთილ მჟავე კედლებს ლოკავდნენ და იწამლებოდნენ. და ერთ დილით, გაბრაზებულმა მამაჩემმა პირველი წერაქვი დაარტყა, და თუ ადრე ჩემი გვარი უბრალოდ ანგრევდა, ამჯერად გაჩნდა საჭირო მიზანი: იმ აგურებით სახლი უნდა აეშენებინა. იქიდან დაიწყო საბედისწერო ნგრევა და შენება, რაც საწყობს აკლდებოდა, ის ახალ კედლებს ემატებოდა, მანამ, სანამ, ზაფხულის ერთ შუადღეს, ჩამოვარდნილმა სინკარმა მამა ქვეშ არ მოიყოლა. გადარჩა, მაგრამ დახეიბრდა სამუდამოდ. შემდეგ ჩემი უფროსი ძმის ჯერი დადგა: ის ვერ გადარჩა, და დავმარხეთ სასაფლაოს იმ ნაწილში, სადაც ნგრევისას დაღუპული ჩემი წინაპრები მარხია. დიადი მნგრეველების საფლავებზე, ჯვრების ნაცვლად, წერაქვის ფორმის ქვებია აღმართული. სასაფლაოს შესასვლელს კი დიდი ასოებით აწერია: “ვნების სიმძაფრე ნგრევაშია და არა – შენებაში!” ყოველ აღდგომას, როცა საფლავებზე თქვენ კვერცხებს აგორებთ, ჩვენ მიგვაქვს აგურები, და ბოლოს დამარხული მკვდრების საფლავებთან მუხლებზე ვიმტვრევთ. მათ ასე ვულოცავთ დღესასწაულს. ამ საწყობმა შენი ერთ-ერთი ბიძაც იმსხვერპლა, ოღონდ, ჩემი ძმისგან განსხვავებით, ბიძაშენი აშენებას შეეწირა, მთელი თექვსმეტი წელი გავიდა მისი სიკვდილიდან, იმ წელს მე და შენ დავიბადეთ სამი დღის შუალედით – ჯერ მე და მერე შენ. დღეს იყო ჩემი ძმის ორმოცი, მთელი სოფელი მოვიდა, შენი ოჯახი კი არ მოსულა. ხვალიდან უკვე ნგრევა შეიძლება, ამიტომ, დილაუთენია, მამა კედელზე მუშტის ბრახუნით გაგვაღვიძებს, და მე და ჩემი შუათანა ძმა წალდებს და წერაქვებს მხარზე გავიდებთ და ეზოს კიდისკენ გავემართებით. ამ ორმოცი დღის მანძილზე ხეებს ფოთლები გასცვივდათ, შენი სახლიდან უკვე კარგად ჩანს ყველაფერი, ამიტომ, ვიცი, მთელი ოჯახი, მოზრდილ დერეფანში, ხის ტახტზე დასვამთ ბრმა ბებიას, პლედს წამოაფარებთ, მერე მოაჯირს დაეყრდნობით ხმის ამოუღებლად, და შემოდგომის ახლადამოსულ მზეს მიაშტერდებით, რომ მზერა დაგებინდოთ და ვეღარ დაინახოთ, როგორ წავაქცევთ მე და ჩემი ძმა საწყობის ბოლო კედელს. მდინარე სათავე: წითელი მთა (40°50′01″ ჩ. გ. 42°49′12″ ა. გ.) შესართავი: ზურმუხტის ზღვა (39°17′11″ ჩ. გ. 49°25′40″ ა. გ.) შესართავის სიმაღლე: – 27.5 მ სიგრძე: 1615 კმ აუზის ფართობი: 198 000 კმ² წყლის ხარჯი (საშ.): 453 მ³/წმ * ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მიედინები, და ოთხივეგან სხვადასხვა სახელს გეძახიან, შენი ნამდვილი სახელი კი არავინ არ იცის, ისევე, როგორც – ჩემი ნამდვილი სახელი. ოდესღაც შენს სათავესთან, ერთ მზიან შუადღეს, ორსულ ქალს ფეხი დაუცდა ხავსიან ქვაზე და მორევში ჩავარდა… არც დაფიქრებულხარ, ისე გააქანე ქვევითკენ დიდი სისწრაფით. იქ, სადაც ივაკებ და სადაც იწყება პირველი დასახლება, წყალზე მოტივტივე ქალი რომ შეამჩნიეს, მთელი სოფელი შევარდა საშველად, მაგრამ ვერავინ დაეწია, არ გაჩერებულან, ზოგი წყლით და ზოგი ნაპირ-ნაპირ დაედევნა. შემდეგ იყო ერთი დაბა, დაბის მცხოვრებლებიც სოფლელებს შეუერთდნენ, თუმცა მათაც ვერაფერი… შემდეგ – პატარა ქალაქი, შემდეგ კი – დიდი ქალაქი, ქალაქელებიც, სხვებთან ერთად, ამაოდ მისდევდნენ. და ასე, მთელი ქვეყანა, კვირების მანძილზე, მისდევდა წითელკაბიანი და წითელთმიანი ქალის ცხედარს, და სდიეს მეზობელი ქვეყნის საზღვრამდე. მეზობელ, ანუ მეორე ქვეყანაშიც იგივე განმეორდა, ამაოდ სდიეს მესამე ქვეყნის საზღვრამდე, მესამე ქვეყანაშიც ზუსტად იგივე, რაც წინა ქვეყნებში, ხოლო მეოთხე ქვეყანაში, ამაო დევნის შემდეგ, ზუსტად იქ, სადაც იწყება შენი დელტა, და ზურმუხტის ზღვის ხმაური ისმის მკაფიოდ, ხალიჩის მრეცხავმა ქალებმა ცხედარი დაიჭირეს. ამობურცულ მუცელს რომ დააცქერდნენ, ეგონათ, მისი სხეული წყლით იყო გაბერილი, მაგრამ, როცა მუცლის შიგნით რაღაც ამოძრავდა, მიხვდნენ, საქმე რაშიც იყო და იმასაც, რომ დაყოვნება არ შეიძლებოდა. ყველაზე ხნიერმა და ყოჩაღმა დედაბერმა მინისტარის ქლიავისფერი ნატეხი იპოვა, და ცხედარს მუცელზე ირიბად გადაუსვა… იქიდან ბიჭი ამოიყვანეს, რომელიც მე ვიყავი. * პირველ ქვეყანაში, შენს სათავესთან, სწორედ იმ ადგილას, სადაც დედაჩემს ოდესღაც ფეხი დაუცურდა, მე მიდგას ქოხი, და მყავს ნახირი, თავს ვირჩენ მწყემსობით. ყოველ საღამოს დიდ ლოდზე ვჯდები, ძაღლს გვერდით მოვისვამ, და მინისტარის ქლიავისფერი ნატეხებით, ჩვენს ქვემოთ, თვალის გაწვდენაზე გადაშლილი ღრუბლების მიღმა, ჩემი ოთხივე სამშობლოს მიღმა, დედაჩემის საფლავის მიღმა, ზურმუხტის ზღვაში ჩამავალ მზეს გავცქერი მე – ამ ოთხი ქვეყნის ოთხი მოქალაქე, უფრო სწორედ – შენი ნაპირების უცვლელი მოქალაქე. ვახშმობის შემდეგ შენი სათავიდან ამოდის თეთრი ქალი, და მასზე ჯვარს ვიწერ იქვე, ძველ სალოცავში, მერე კი ვიყოფთ სარეცელს და ის უცებ ორსულდება, და სწრაფად ევსება, ევსება, ევსება მუცელი. გამთენიისკენ უკვე აწუხებს ტკივილები, ახლოს არ მიკარებს, დაუხმარებლად მშობიარობს. მე კი ჩვილს ვბან ძროხის ახლად გამოწველილ რძეში. სანამ თავს ვგრძნობ უჩვეულოდ და ვეჩვევი მამობას, ქალი, ბავშვთან ერთად, ქოხიდან უხმოდ გადის, და უჩინარდება შენს ხავსიან სათავეში. დილით ვერც კი ვარკვევ, ცხადი გადამხდა თუ სიზმარი, მოვდივარ შენთან და გიყვები, რომ ჩემი ამბავი შენს ნაპირებთან მდგარ ჩემს სახლებთან ჩაატარო, სანამ დედაჩემის საფლავთან ცოტა ხნით შეყოვნდები, და ოთხ სხვადასხვა ენაზე გადასცემ დანაბარებს. * ჩემი უკანა ეზოს ბოლოს, მეორე ქვეყანაში, იწყება შენი კალაპოტი, იმ მხარეს მესერიც კი არ მაქვს, ანუ ცოცხალი მესრის ფუნქციას შენ ასრულებ. მომყავს ნესვი და საზამთრო. ზამთრობით – სათბურში, ზაფხულობით კი – ღია ცის ქვეშ, როგორც ხდება ხოლმე, შემიძლია საათობით ვიჯდე და ვუყურო აივნიდან მსხვილ-მსხვილი ნაყოფით მოფენილ ვრცელ მინდორს, რომელიც, რატომღაც, შენს სათავესთან, პირველ ქვეყანაში, ყოველ დილით გამქრალი შვილების საფლავებს მაგონებს. გაღმა სოფლელი ბავშვები ხშირად მოდიან საყიდლად, სანამ სათავსში ხვავთან დგანან და არჩევენ, მათი მეგობრები ეზოდან იპარავენ მწიფე ნაყოფს, მიწაზე გაწოლილნი მიაგორებენ თავით და ხელებით, და ეზოს ბოლოს, ფლატედან, შენში ყრიან, ცოტა ქვემოთ კი სხვა მეგობრები დგანან და იჭერენ, როგორც დედაჩემი დაიჭირეს ხალიჩის მრეცხავმა ქალებმა. მე ვითომ არ ვიცი ეს ყველაფერი, ვითომ ვერ ვხედავ, და ყიდვის მერე თითო ნესვს ან საზამთროს ვჩუქნი ხოლმე, მათ კი უხარიათ, რომ აგერ მერამდენედ მომატყუეს. როცა იშლებიან, და გაღმიდან მათი ჟრიამული აღარ ისმის, გადავივლი მდინარეს და დიდი ჭადრის ძირას შეჯგუფებულ ღორებს ვაკვირდები, რომ მისევიან ნარჩენებს, გახეთქილ ნესვებს და საზამთროებს, რომლებსაც ვეღარ მოერივნენ მაძღარი ბავშვები, და გასართობად ქვები დაუშინეს. * მესამე ქვეყანაში ერთი ტბორის დარაჯი ვარ, შენგან ტბორში პატარა არხი ჩაედინება, ანუ შენ ასაზრდოებ, დედამისიც და მამამისიც ხარ, დაც და ძმაც ხარ, შენ რომ არა, ის უბრალოდ დაშრებოდა, და ამისთვის მადლიერია, ყოველთვის, როცა მასში ვიყურები, ამას ვხვდები, ვიცი, რომ შენც ხვდები, ხვდებიან მასში მოშენებული კალმახებიც, რომლებსაც უყვართ ის, როგორც მშობელი, შენც უყვარხარ, როგორც მათი მშობლის მშობელი, რომელიც მზადაა, შვილისთვის გაიღოს საკუთარი სხეულის ნაწილი. ზოგჯერ, ღამით, მოდიან თევზის მოსაპარად, ნაპირს დაჰყვებიან ელექტროშოკური აპარატით, და როცა ჩემი ჯიხურის ფანჯრიდან ჰაერში გავისვრი, გაიქცევიან, მე კი ნაპირზე ვდგავარ და ვუყურებ, მთვარის შუქზე როგორ ბრწყინავენ მოტივტივე კალმახები, თანდათან შოკიდან გამოდიან და ტბორის სიღრმეში უჩინარდებიან. როცა, ზამთარში, ტბორის ზედაპირი მთლიანად იყინება, ერთ ადგილას ყინულს ვჭრი ხოლმე ბენზინის ხერხით, და მშიერ კალმახებს ვუყრი დაღერღილ სიმინდს და მუხუდოს, იმ წუთას, მგონი, შენზე მეტადაც ვუყვარვარ. ათასში ერთხელ ისე დიდდები, არხის სათავეს გაანგრევ, ტბორს გადაავსებ, გადაიღვრება ნაპირიდან, და წალეკავს ზეთისხილის და ფორთოხლის ბაღებს. მეორე დღეს კი ამოგვყავს გუბურებში ჩარჩენილი კალმახები. * მიწის ქვეშ ვცხოვრობ, შენს ნაპირას, მეოთხე ქვეყანაში, ჩემი მიწურის პირდაპირაა პატარა, თიხნარი ციცაბო, რომელზეც მენაპირე მერცხლების სოროები ისე ჩანან, რომ მთელი ფლატე კლდეში ნაკვეთი ქალაქი გეგონება. ზამთრობით ვუვლი ამ სოროებს, ხოლო გაზაფხულზე, როცა მერცხლები მოფრინდებიან, მერცხლებს ვუვლი, უფრო სწორედ, ვდარაჯობ და ვიცავ გველებისგან, სოროებში რომ მიძვრებიან და უმწეო ბარტყებს ჭამენ. მერცხლებს დავარქვი სახელები, და ეს სახელები, პატარა ფირფიტებზე წაწერილი, ფეხებზე გამოვაბი, ვიცი, რომ ისინი არასოდეს არ მიმატოვებენ. წავლენ, მაგრამ ყოველ წელიწადს ათეულობით ათას კილომეტრს გადმოლახავენ ჩემთან შესახვედრად, საჰარის ქვიშის თითო მარცვალს სახსოვრად მომიტანენ, იმ მარცვლებს, როგორც მარგალიტებს, საგულდაგულოდ ვინახავ… თოვს. სოროები ცარიელია. შენი ხმაც ძლივს ისმის. ჩაივლიან მეჩეთისკენ მიმავალი კაცები, მწარე სიტყვებს გადმომიგდებენ, მერე, ცოტა ხნით, შეყოვნდებიან იმის იმედად, რომ რამეს ვუპასუხებ. ჩემს დუმილზე ხელს ჩაიქნევენ, გზას გააგრძელებენ, მე კი გავაგრძელებ ხელისზურგით ფიფქების დაჭერას, თითქოს ისინი ფირფიტებია, რომლებზეც მერცხლების, ჩემი მერცხლების სახელებს ვკითხულობ. * ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მიედინები, და ოთხივეგან სხვადასხვა სახელს გეძახიან, შენი ნამდვილი სახელი კი არავინ არ იცის, ისევე, როგორც – ჩემი ნამდვილი სახელი. ტიდას გაჭრილი თითი ლოგინთან, სკამზე, მიდევს შენი ცალი ხელთათმანი, რომელშიც გიწყვია დასათვლელი ფერადი ჩხირები, როგორც კაპარჭში – ისრები. დაწოლის წინ და ყოველ დილით ვკოცნი ხოლმე, უკვე ჩვევად მექცა ეს რიტუალი. ხელთათმანის შუათითი წვერთან გარღვეულია, და იქიდან რამდენიმე ჩხირის თავი ჩანს. სულ მინდოდა გამეკერა, თითქოს გული მიგრძნობდა, მაგრამ ყოველთვის ვდებდი სახვალიოდ, გუშინწინ კი, თამაშის დროს, შუათითი მართლა გაიჭერი, შენი ამდენი სისხლი იქამდე არასდროს მენახა, და რატომღაც ერთი ფოტო გამახსენდა, რომელზეც შუახნის სირიელ კაცს დაბომბვისას დაღუპული პატარა შვილები მკერდზე ჰყავს მიკრული, და უსაშინლესად მშვიდი თვალებით სადღაც იყურება… ლამინირებულ იატაკზე და ნიჟარაზე, ჯექსონ პოლოკის ფუნჯიდან დაწუწული საღებავივით, მიმობნეულ სისხლის წვეთებში ყველა იმ ბავშვის სახე დავინახე, ომებმა რომ იმსხვერპლა. როცა კალიუმის პერმანგანატით & წყალბადის ზეჟანგით ჭრილობა მოგბანეთ და შეგიხვიეთ, და დედაჩემი დაღვრილი სისხლის მოწმენდას შეუდგა, წვეთებიდან ერთბაშად ამოფრინდნენ სახეები, მაგიდაზე მდგარ გლობუსს წრე დაარტყეს, და ჩაძვრნენ კედლის საათში, რომელიც ეგრევე გაჩერდა. იმ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე წუთითაც, თავს ვგრძნობდი დამნაშავედ, ვფიქრობდი, ნარღვევი დროზე რომ გამეკერა, იქნებ არაფერი მომხდარიყო. მეჩვენებოდა, რომ თითის ბალიშებს მისერავდნენ სამართებლით. მაგრამ მეორე წუთს ყველა იმ მშობელს წარმოვიდგენდი, რომელიც შვილის წამებას დაასწრეს, ბოლოს, დასახიჩრებული მისი სხეული შეატოვეს და მიატოვეს, მან კი შვილის ჭრილობები ითვალა და ვეღარ დაითვალა, იმ ჭრილობებზე სულდაფენილმა და სისხლში მოთხვრილმა, მოისმინა, როგორ თხოვდა გადარჩენას შვილი, უღონომ და ვერაფრის შემძლემ დაახლოებით იგივეს განმცდელ ღვთისმშობელს ამაოდ შესთხოვა დახმარება… გარღვეული ხელთათმანი უკვე გავკერე, რომ ნამდვილი ჭრილობა მალე შეგიხორცდეს, ერთი ბეწო ჭრილობა, რომელიც ჩემთვის გრანდკანიონია, და შიგნით აწყვია ჩემი განვლილი ოცდათოთხმეტი და შენი განვლილი შვიდი წელიწადი. ნაწიბურის დანახვისას მუდამ ეს ლექსი გაგახსენდება, როცა გაიზრდები და ცხოვრებას დროდადრო შუათითს უჩვენებ. http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/06/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90.jpg Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა