Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი
თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას
სძინავს უთვალავს...
როცა ისინი მოიშორებენ
თოვლის სუდარას,
მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,
ჩემო ლურჯთვალავ...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

ღიმილების ქვეყანაში,
შენც ღიმილად იქცევი,
როცა მზეა თვალებში,
აბა, სად გაექცევი?
წამიერი შეხვედრები,
წამიერი ღიმილი,
სულში ისე ეფერები,
გულს არ ძალუძს ჩივილი.
ამ ქუჩაზე, ამ ქალაქში
ცხოვრობს ბევრი ღიმილი.
ამ პატარა ქვეყანაში,
მიყუჩდება ტკივილი!
***მ.მ.

 

 

Share on other sites

ადუღდა ჩაი ჯანჯაფილით,
ერევა ფერი წყალს,
ლიმონს ჩავუმატებ წვეთობით
და მურაბადქცეულ ბალს.
თაფლი დამავიწყდა წაბლის,
ცოტა სიმწარე აქვს,
ნამცხვარიც მინდა ვაფლის,
თეფშზე ირაოს ჰკრავს.
საუზმე დილის ფრთებია,
ცხარ-მჟავე სუნთქვა სდის,
ცოტა სიტკბოც თუ ერია,
მთლად მშვენებაა დღის .
***მ.მ. ❤

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

სუსტი ჯანმრთელობის პატრონებმა არ უსმინოთ

 

 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

იყიდე ქოთნის ყვავილი ,
რომ მიხვდე, აქ არის სახლი,
რომ აღარა ხარ დევნილი,
რომ კედელს თავს არ ახლი!
იყიდე მცენარე ფესვებით,
დროს ჩამოართვი ხელი,
როცა სიმწვანით ივსები,
იარებს შველის ფერი!
იყიდე ქოთნის ყვავილი,
რაფაზე მოიწყვე დახლი,
მზე ჩამოჯდება დაღლილი,
შენია, ეს დღე და სახლი!
***მ.მ.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
მოვედი, განა რას ვაშავებ,
ვიტირო - ვისი რა საქმეა.
განცდები მძაფრდება ცრემლამდე,
ქარი კი ჩურჩულებს; - ნუ მიხვალ...
ტყუილად მემდური - შენმა მზემ!..
კვლავ მენატრები და მწყურიხარ!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Будда в вышине!
Вылетела ласточка
Из его ноздри.
 
აი ხო ამბავია? სიუჟეტია იმენა
კითხულობ და იცი რომელი შარფი და სათვალე გიკეთია ამ დროს...
 
Два или три лепестка
Друг на друга упали…
Облетает пион.
ბაღის სიჩუმეში და მწვანე ვალინკები მულჩირებისას რო წააწყდები და გაიღიმებ...
 
ты остаешься,
я ухожу — две разные
осени для нас
ახლა ეს ემოციონალური აფეთქება არააა? 
 
первый снегопад —
с лестницы винного погреба
меня зовет отец
რომ გინდება სოფელი და ვენახი გქონდეს სველი კიბის სურნელსაც კი გრძნობ და შარიშურს 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share