Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

"იყავი მშვიდი! -
გაქონ, გინდ გთათხონ! -
ბრძანდება ვინ ვინ! -
მყოფადი ცხადყოფს''

მ უ ხ რ ა ნ მაჭავარიანი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

"ქუჩაში წვიმდა და წვიმის წვეთებს,
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი..."

 

 

ოთარ ჭილაძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
On 3/25/2021 at 11:05 PM, marguerite said:

"ქუჩაში წვიმდა და წვიმის წვეთებს,
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი..."

შავ თვალებს მორცხვად შემომაფეთებს
ბარკალკურტუმა მკერდსავსე მდედრი   :achkipa:

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

მირზა გელოვანი - ფოთოლი

 

მსუბუქი ტანი გაქვს,

სურვილს აყოლილი,

ნეტა შენ...

არ ვგავართ ერთმანეთს

მე და შენ.

ქარს გინდა რომ აჰყვე

და სივრცეს სულ ევლო?..

დედიკოს რომ მოსწყდე,

დასჭკნები, სულელო.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ნუკრი ბერეთელი - დღეს

 

დღეს სხვანაირი ფერი აქვს ფერდობს,

ნისლიან ფერდობს, დეკემბრის ნისლით.

დღეს სხვანაირად ძნელია, მენდო

ცივ გვამშიც როცა ვენებს ღრღნის სისხლი.

 

დღეს სხვანაირად ძნელია, გწამდეს

და სვეტიცხოვლის სიმშვიდე გეცვას.

დღეს სხვანაირი გზებია ცამდე-

უფრო შორსაა შვიდივე ზეცა.

 

დღეს სხვანაირად ბეღურებს ცივათ

და აივნებზე კენკავენ სითბოს.

დღეს ნატვრებს: საბნად გვეხუროს თივა,

შვილებში ბიჭი მესამე იყოს-

 

უცქერენ უნდო ღიმილით, ეჭვით,

ზურგსუკან ცლიან ქირქილის ქოთნებს.

და ისევ ჩემი მტკივანი ბეჭით

და დედაჩემის ჩემს ბეჭზე მოთქმით

 

მოვდივარ... მომდევს ორღობე, შარა.

ღობისძირს მოსდევს ფინია ყეფით.

და ბეჭებს- დედის გაკრული შალი,

და შარის ბოლოს- ნაცნობი გლეხი...

 

სხვა სუსხი მოაქვს დეკემბრის ავდრებს,

როცა ასეთი ძნელია, მენდო.

და ვდგავარ, როგორც გამწყდარი კადრი

და მარტოობის ფერი აქვს ფერდობს.

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან...
 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share