Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

@marguerite ავტორებს თუ მიაწერ ხოლმე, კარგს იზამ.  და სათაურსაც, თუ აქვს.  ახლა კი დავგუგლე უკვე, საერთოდ ვამბობ.

 

მურმან ლებანიძე - მარეკები შლიდნენ ბანაკს


მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა - 
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - 
სუნი - საზოგადოდ ქალის, 
სუნი -
საზოგადოდ მდედრის…

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო, 
სანამ ვიცნო ეგ სურნელი, 
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!

 


 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

სწორი შენიშვნაა.

ლევან ალავერდაშვილი

 

წუხელ ქუჩაში შევხვდი ,,მათხოვარს,,
სხვებიც მინახავს ღვთის მათხოვრები.....
და მათი ბედი მე რომ მათხოვა,
ეჰ, რამდენ სითბოს ვინათხოვრებდი.
ის ბავშვი იყო და ზღაპრულ ფერში,
ესახებოდა "ქუჩის სიკეთე",
-კეთილი ხალხი,ამხელა დღეში,
ჩემთვისაც ცოტას გამოიმეტებს.
თუმცა სახლობდა,მის სულში კენტად,
უდაბურება სასოწარკვეთის,
-არაფერია,ყველაზე მეტად,
მაინც მე მჯერა ჯვარის და ღმერთის.
ვიგრძენ რომ მასში სითბოს ვპოვებდი,
მივესათუთე,მივუჯექ გვერდში.....
ის ბავშვი იყო,მეკი პოეტი,
და მისი გული მტკიოდა მკერდში.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბექა რამიშვილი

 

ისევ ისე
დაბინდულა საღამო...
ისევ, ჩუმი
მარტოობა ფეთქავს,
მეგობარო -
მომაწოდე სასმისი,
ამ ღამესაც -
ბარემ ლოთი მერქვას!...
ამ ღამითაც...
შევებმები იალქნებს
და ალისფრად -
მოგონებას ვხატავ,
ნაბიჯებით გავასწორებ
ფილაქნებს -
ცხოვრებას რომ
შეცდომებად აკრავს.
კვლავ, დაღლილი
მენატრება სილურჯე,
შუაღამის -
ძილნარევი განცდა,
რა ძალიან უწვიმია
სიგიჟეს...
მოგონებით -
ოცნებებს რომ გასცდა...
ჩამქრალია,
ახლა ყველა ფანჯარა,
ამ ნაბიჯებს
დაფარავენ ფარდით,
დავამთავრო დროა,
თორემ ზამთარმა -
შეიძლება დამათოვოს
მარტით!
ჯერ კი...
ისევ დაბინდული
საღამო...
მარტოობაც -
ისევ ისე ფეთქავს,
მეგობარო -
მომაწოდე სასმისი,
ამ ღამეს ხომ -
ლოთი უნდა მერქვას!...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

შემოდიოდა ჩვენში კალანდა

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს ,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ, მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩლაკებით
ჩვენში კალანდა...

 

ანა კალანდაძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

დედას

ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადების ცხობაში ხარ და
გესმის წყვეტილი ყმუილი მგლის, ზუზუნი ქართა.
ძვლებამდე ჰყინავს, – არის ზამთრის ღამე ქათქათა.
კრუტუნებს ცეცხლთან წამომჯდარი მცივანი კატა
და ოხრავს, ოხრავს შეჭირხლული ვერხვი ჭიშკართან.
ნედლი საკეცით უტრიალებ მხურვალე კეცებს.
საკეცე ხელში გიჭირავს და საკეცეს ეძებ.
ღონდები, რადგან თქვა ვიღაცა დროულმა გლეხმა –
მოსალოდნელი არიო ლეღმა!
მთელი ქალაქი მისცემია აქ ჩემ ძაგებას.
გამაბოროტეს, როგორც სოფლის მთვარე ძაღლებმა.
შენც ყოველ თვეში გიზიდავენ მარღნი ცხელ ჭორებს,
თითქოს მე, შენი ვაჟიშვილი, უზომოდ ვლოთობ…
არ დამიღონდე, ყოველივეს გამოვასწორებ, –
ვინც ვეტრფი ქვეყნად მზეს წითელსა და მწვანე ფოთოლს.

 

მუხრან მაჭავარიანი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მთები, მთები 
ბუმბერაზთა 
საშინელი მხედრობა.
თუ ხარ მონა, 
აქ არავინ გენდობა.
მონურ ღიმილს
მე ვინ გადამაბრალებს?
მე გაპობილ ნაპრალებს
ყივჩაღურებ
ჩავყურებ.

გიორგი ლეონიძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.

 

 

გალაკტიონ ტაბიძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share