Jump to content
×
×
  • Create New...

მისი დიდებულება - კვერცხი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Posted (შესწორებული)
On 5/20/2022 at 5:17 PM, დათვების მეგობარი said:

კომენტარებია საინტერესო

რატომაა გურჯებს არ შეგვიძლია ინფორმაციის მშვიდად მიღება და გადამუშავება?

აუცილებლად ვიღაცას უნდა მივასხათ ემოციები.

 

გვჭირდება სამი კვერცხი, ერთი ახალი მწვანე და ცხარე წიწაკა, ნახევარი ლიტრი მაწონი (ცივიცივი!), ორი პომიდორი და ერთი თავი ხახვი. ყველი მცირედ მარილიანი, არასუნიანი და არა მძაფრი.

ავიღებთ კვერცხებს ტკაც ტკაც ტკაც და მოვათავსებთ ჭურჭელში)) და ავთქვეფავთ ვთქვეფავთ ვთქვეფავთ სანამ ერთიანი მასა არ გახდება (მარილი აუცილებელია პროცესში)

შემდეგ ტაფას ვაცხელებთ ისე რომ ძალიან გაცხელდეს მხოლოდ ერთი მხარეს კიდე ნუ მთლიანად ცხელი იქნება მარა ერთი კიდე ნამეტნავი შემდეგ ვიღებთ ტაფას მარცხენა ხელით (ცაციები მარჯვენა ხელით) მარჯვენა ხელით კვერხიან ჭურჭელს ვაპირქვავებთ შიგნით და ცეცხლს ვუშვერთ ისე რომ ის გაცხელებული კიდე კიდევ უფრო გაცხელდეს

შიგნით ჩაქცეული კვერცხის მასა ერთი მხრიდან დაიწყებს შებრაწვას და მეორე მხარეს შედარებით არა, შებრაწულ მხარეს ისე რომ ბოლომდე არ დაბრაწოთ და სისველე დარჩეს გადმოკეცავთ საწინააღმდეგო მხარეზე და ტაფას მოაყოლებთ ცეცხლს ისე რომ ნელნელა შეიწვას (ისე რომ სისველე დარჩეს) და თან რულეტივით გადაახვიოთ, მგონი გასაგებია.

ასე რომ გადავახვევთ ბოლოში ეგრევე ამოვიღებთ თეფშზე

 

შემდეგ ძალიან მარტივად ორი პომიდორს დაჭრით და თეფშზე მოაწყობთ, ხახვს დაჭრით ალყა ალყა და შემოუწყობთ

ყველს ასევე და წიწაკას.

მაწონს კარგად ათქვეფთ, თუ კარგი მაწონია კარგი ათქვეფა დაჭირდება და თუ კარგი რძისგანაა სქელი მაწონი იქნება და შეიძლება წყლის დამატება მოითხოვოს.

 

მივირთმევთ.

 

მარტივია მარა მტავარია აქ გემოების მიმდევრობა

ჯერ კვერცხის რულეტს ჩამოჭით ჩანგლით და გადაუძახებთ სადაც ჯერ არს და როგორც კი კბილებში სასიამოვნო გემოს იგრძნობთ

ცოტა ხანს დააცლით რომ დაიმახსოვროთ და შემდეგ მაშინვე ერთი ნაჭერი პომიდორი

აქ კიდევ დააცლით ცოტა ხანი რომ ახალი გემო შეიგრძნოთ მერე ხახვი მცირე და ეგრევე ყველის ნაჭერი და ეს უკვე სასწაული ბუკეტია და აქ მეცხრე ცაზე რომ ხართ სიამოვნებისგან და არიქა ჰაი იქით ჰაი აქეთ ჰა და ჰა

და ამ დროს მწვანე წიწაკა მარილში ამოწობილს)) , ძალიან ცხარეს მიაყოლებთ რომელიც ჯერ ახალ გემოს შემოიტანს კიდევ მერე ერთიანად აურევს ყველაფერს როგორც დიდი ჭექაქუხილი და წვიმა ეგრე ჩამოშლის გემოებს ხელახლა გადააწყობს და ამ დროს რო მეცხრე ცას ასცდით და გგონიათ რომ ვსე ზევით აღარაფერია ...

ცივი მაწონი დიდი ყლუპით ამ აფეთქებულ გემოებს ერთიანად დაამშვიდებს დააწყნარებს და იგრძნობ რომ საკაიფოდ ზიხარ მაგიდასთან და გეგმები გაქვს ...

 

რავალია?

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric ასე ყვარობთ კვერცხს სენიორ ერიკ? 

 

მე მაინტერესებს როდის მომბეზრდება, ერთი დღეც რომ ჩავაგდო მენატრება ხოლმე :lol:

გუშინ დავამუღამე რომ ცოტა თოლხო (ხო სწორად ვამბობ?) კვერცხის გემო რაღაცნაირად ასწორებს თურმე, აი ოდნავ სველი რომაა ეგ. პროსტა მაგ დროს არ ვსუნთქავდი დ აიმედია სუნი არ აქვს ის მამაძაღლური რაც არ მიყვარს კვერცში...

 

 

Share on other sites

36 minutes წინ, Mulan said:

აიმედია სუნი არ აქვს ის მამაძაღლური რაც არ მიყვარს კვერცში...

სოფლელ კვერხს სუნიც სასიამოვნო აქვს.

მაღაზიის კვერცხს აქვს სპეციფიური სუნი წვის პროცესშივე.

37 minutes წინ, Mulan said:

აი ოდნავ სველი რომაა ეგ.

აჰაამ )

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Eric said:

სოფლელ კვერხს სუნიც სასიამოვნო აქვს.

 

ცუდად ვხდები ზოგადად მაგ სუნზე შეიძლება საჭმელი ვერ ვჭამო...

9 საათის წინ, Eric said:

მაღაზიის კვერცხს აქვს სპეციფიური სუნი წვის პროცესშივე.

კი

ეგრეა

:scared:

რომ წვავ სტრუქტურაც სხვაგვარი აქვს მაღაზიის კვერცხს, სად სოფლის ქათმის კვერცხის სტრუქტურა...

9 საათის წინ, Eric said:

აჰაამ )

მე არ ვიცოდი, ვერ ვრისკავდი ჭამას  :lol: 

მეთქი ფუუ ეს რა არიის

 

 

Share on other sites

1 საათის წინ, Mulan said:

რომ წვავ სტრუქტურაც სხვაგვარი აქვს მაღაზიის კვერცხს, სად სოფლის ქათმის კვერცხის სტრუქტურა...

ფერითაც ისე განსხვავდება როგორც სირისტიანი ქალაქელი მკრთალსახიანი ჯანსაღაად მზეზე აბრაწული სოფლელისგან.

 

1 საათის წინ, Mulan said:

მეთქი ფუუ ეს რა არიის

)) მაგარია

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Eric said:

ფერითაც ისე განსხვავდება როგორც სირისტიანი ქალაქელი მკრთალსახიანი ჯანსაღაად მზეზე აბრაწული სოფლელისგან.

კიიი

:lol:

 

4 minutes წინ, Eric said:

მაგარია

მოხარშულსაც ეგეთს ჭამთ? ნელ-ნელა შევეპარები, ვაპირებ დავტესტო... რამდენწუთიანი ხარშვის მერე უფრო მომწონს, 15 წუთიანებს შევეშვები აწი :lol:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share