Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
21 minutes წინ, kvipriane said:

თუ ასეა , ოქტომბერში რას აყალბებდა ოქმებს? კი ქონდა 40% და შეარგებდნენ კიდეც მგონი, - ეხლა კაცმა არ იცის რა ბედი ელის დამკაში 

40% აწყობდა 2012-ში სენიორ, თორემ 2020-ში ეგ % უკვე სერიოზული შარია.

Share on other sites

  • ფორუმელი

„ჩვენ გვსურდა, რომ წითელი ხაზები არ ყოფილიყო. თუმცა, ცხადია, ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. თუმცა, რეალური წითელი ხაზებისა და წინაპირობების შესრულება რთულია. მთელი იდეა მდგომარეობს კომპრომისებში. უნდა იყო მოქნილი და დათანხმდე იმას, რასაც შესაძლოა, 100 პროცენტით არ იზიარებდე. ბევრ საკითხზე შეთანხმება შედგა, როგორც ვიცი, ბევრი თემა არ იყო იოლი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ შეთანხმება მაინც მოხერხდა. მხარეები იყვნენ მზად კომპრომისისთვის. თუმცა ბოლოს იყო ყველაზე რთული საკითხები და მოკლე დროში ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა. მე ამას ჩავარდნას არ დავარქმევდი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება პაუზა და იმედია, ვნახავთ პროცესის გაგრძელებას და დიალოგის მეორე ფაზას ძალიან მალე.

ჩემთვის ეს არ იყო საბოლოო ჩავარდნა. ჩემთვის ეს არის დიდი შიდა კრიზისი საქართველოში. შარლ მიშელის ვიზიტი იყო კარგი ნაბიჯის იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირის ინტერესებში არის ამ კრიზისის მოგვარება, რომ ევროკავშირს სურს, ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყოს. სწორედ ამ მიზნით გამოგზავნა მან მისი პერსონალური წარმომადგენელი. ბატონმა დანიელსონმა კარგი სამუშაო შეასრულა და ახლა ის უნდა დაბრუნდეს, რათა გავიგოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ბოლო მცდელობა ან ვიზიტი თბილისში, მოლაპარაკებები გაგრძელდება. რადგან ჩვენ უნდა მივაღწიოთ საკითხის გადაწყვეტას და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს პარლამენტი სათანადოდ მუშაობს. ჩვენ გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა, რეფორმების ნახვა, ჩვენ გვსურს, რომ შემდეგი არჩევნები გაიმართოს სხვა პირობებში. და ცხადია, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის ხილვა. ეს ჯერ არ არის მიღწეული, ამიტომ ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვააჰ კაცოო... წეღან კუბაში მეტეორი ჩამოვარდა. ბედი არ გინდა? ჩამოვარდნილიყო ჩვენი პარლამენტის თავზე რა იქნებოდა. :D არ ვღადაობ, აგერ ლინკი: http://www.cubadebate.cu/noticias/2021/03/19/reportan-caida-de-meteorito-en-el-oriente-cubano/

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
19 საათის წინ, Seth said:

40% აწყობდა 2012-ში სენიორ, თორემ 2020-ში ეგ % უკვე სერიოზული შარია.

მუსიე სეტ , მოსმენა კი გაგიჭირდებათ, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო რამეებს ყვება ვახოიე ;)

(20 ივნისის ამინისტიაო, არჩევნებზე პროცნტიო ... ვერ გავიგე რა ხდებოდა მოლაპარაკებებზეო :lool:მაგარი კაცია :lol: დაბოლილი მივიდა ეტყობა და სხვა სამყაროში აღმოჩნდა უეჭველი)

 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ , მოსმენა კი გაგიჭირდებათ, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო რამეებს ყვება ვხოიე ;)

(20 ივნისის ამინისტიაო, არჩევნებზე პროცნტიო ...)

 

 

მოვუსმინე სენიორ ალაგ-ალაგ. :დ 

ჩემი აზრი ასეთია-

ა) მაგრად წვალობენ;

ბ) უტიფარი ნაყიდია;

გ) ტყიბულის/ჭიათურის ბიზნეს ელიტა ნაწილობრივ შეიცვლება.

ჯამში კი არაფერი საინტერესო. თუ ქართველ ჟურნალისტებს ვინმე რამე განათლება მისცემს, მადლს მოისხამს. :დ

Share on other sites

Guest Genetic Miracle
41 minutes წინ, Seth said:

გ) ტყიბულის/ჭიათურის ბიზნეს ელიტა ნაწილობრივ შეიცვლება.

 

ეს შეიძლება, რომ ავხსნათ? ვინ არიან ან რატო უნდა შეიცვალოს ახლა ან ვისით?

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Genetic Miracle said:

ეს შეიძლება, რომ ავხსნათ? ვინ არიან ან რატო უნდა შეიცვალოს ახლა ან ვისით?

ამის ახსნა შორს წაგვიყვანს პატივცემულო, შეიცვლება იმიტომ რომ თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობებს:დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share