ფორუმელი Moor Posted 23 თებერვალი, 2021 Author Posted 23 თებერვალი, 2021 ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მწვავე რეაქცია მოყვა ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისგან. ელჩები და აშშ კონგრესის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ შტურმით აიღო მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით შეკრებილი იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი. წინაისტორია პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, მელიას დაკავება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დაიწყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მეათე მ,ოწვევის პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. 51 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა მანდატი. ამჟამად პარლამენტში 150 დეპუტატიდან სხდომებს მხოლოდ ექვსი ოპოზიციონერი ესწრება, დანარჩენი დეპუტატები მმართველი გუნდიდან არიან. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 17 თებერვალს გამწვავდა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მელიას ე.წ. გავრილოვის ღამის დროს დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. მელიას დანაშაული დადასტურებული არ არის, თუმცა პროკურატურამ ჩათვალა, რომ საქმის არსებით განხილვამდე პოლიტიკოსი ციხეში უნდა იჯდეს, ამიტომ სასამართლოს მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოსთხოვა. მანამდე მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე თავისუფლების სანაცვლოდ, რადგან მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დილით, 18 თებერვალს, როდესაც მელია სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია. გადადგომის მიზეზად გახარიამ მმართველ გუნდთან “ქართულ ოცნებასთან” უთანხმოება დაასახელა – გუნდი ოპოზიციის ლიდერის დაკავებას ითხოვდა, გახარიას კი მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა. გახარიას გადადგომის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპოზიციონერის დაკავება გადავადდა ახალი პრემიერის და მთავრობის არჩევამდე. 22 თებერვალს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ ამოქმედა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეღწევის გეგმა. ____________________________________________________________________________ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავასაიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო — ახლო პარტნიორი და ასპირანტი — შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ძალიან ბევრი იმუშავა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით, პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს აპატურაი. ____________________________________________________________________________ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად ეხმაურება. „ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი. „ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქაურობაზე გავლენა მოახდინოს“, – დაწერა მან ტვიტერზე. Navalny arrest was first test. Myanmar second. Georgia is now third. In words, Biden has pledged to do more to advance democracy and human rights. Now it’s time to match those words with deeds. Biden knows Georgia. I traveled there with him in 2009. He can have an impact there. https://t.co/gNaFqN63K9— Michael McFaul (@McFaul) February 23, 2021 მაკფოლმა კიდევ ერთი ტვიტი გააკეთა, სადაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას: „ღრმად შეშფოთების გამოხატვა დასაწყისისთვის მისაღებია, თუმცა მხოლოდ დასაწყისისთვის. რუსეთისგან, ჩინეთისგან და ბელარუსისგან განსხვავებით, აშშ-ს აქვს გავლენის ბერკეტები საქართველოში. ახლაა დრო, რომ ეს ბერკეტები გამოყენებული იქნას, სანამ გვიანი არაა“. ____________________________________________________________________________ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება. “ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ქართველ ხალხს აზიანებს. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისა და უკან სვლაზე უარის თქმისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას საქართველოში”, – წერს რასმუსენი Twitter-ზე. What’s happened in #Georgia today is very worrying. The first to lose out are the Georgian people.I urge restraint and for Georgia not to backtrack. We stand with those defending the rule of law and democracy in Georgia.— Anders Fogh Rasmussen (@AndersFoghR) February 23, 2021 ____________________________________________________________________________ “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე” – წერია აშშ-ის საელჩოს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე” ____________________________________________________________________________ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ იგი შოკირებულია იმით, რაც ხდებოდა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ სიტუაციის გამწვავების ეშინია. “შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობის და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში” – წერს ელჩი. Shocked by the scenes at UNM headquarters this morning. Violence and chaos in Tbilisi are the last thing Georgia needs right now. I urge all sides to act with restraint, now and in the coming days. @UKinGeorgia— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021 ____________________________________________________________________________ პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, პენსილვანიის უნივერსიტეტის ჯოზეფ ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა მომხდარს ”მოვლენების სავალალო განვითარება” უწოდა. “მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიის ცენტრლურ ოფისზე შტურმი განხორციელდა. ვიმედოვნობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ვითარების დეესკალაცია ჯერ ჯიდევ შესაძლებელია” — წერს კარპენტერი ტვიტერზე. Very unfortunate developments in the Republic of Georgia with the storming of the opposition party’s HQ. Hoping cooler heads will prevail and the situation can still be de-escalated.— Michael Carpenter (@mikercarpenter) February 23, 2021 ____________________________________________________________________________ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ერთმნიშვნელოვნად გმობს ლიეტუვას სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი, რომელიც ორიოდე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა სწორედ პოლიტიკური ვითარების განსამუხტად. პავილიონისი “ენმ”-ს შტურმს პუტინისა და ლუკაშენკოს ხელწერას ადარებს. “ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისს შტრუმით, გაზის გამოყენებით იღებენ, როგორც ეს ადრე პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დაკავებულია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ სურდა მოლაპარაკებები მთავრობასთან, ივანიშვილის მეთაურები მოიქცნენ პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად. მსოფლიომ ეს უნდა დაარეგულიროს. მე გუშინ ვუთხარი ჩემი სათქმელი მსოფლიოს და დღეს მან უნდა მოახდინოს რეაგირება”, – ვკითხულობთ ლიეტუველი პარლამენტარის განცხადებაში. Let’s wake up. Let’s ring the bells&react. Democracy is under attack! Using gas&violence like Putin once. Ivanishvili regime should pay the price! @TomTugendhat @RepGregoryMeeks @RihardsKols @MarekKuchcinski @BogdanKlich @PavelFischer @markomihkelson @n_roettgen @mikercarpenter https://t.co/8JewFsjUhz— ŽygimantasPavilionis (@ZygisPavilionis) February 23, 2021 ____________________________________________________________________________ შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი წერს ტვიტერზე: „ეს ძალიან შემაშფოთებეელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. გამომდიანე დაძაბული ვითარებიდან, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დრამატული ქმედეებებისგან თავი შეიკავოს. ჩვენ ყველა [მოვლენებს] თვალს ვადევნებთ“. მოგვიანებით კონგრესმენმა კინზინგერმა ასევე “ტვიტერზე” გაფრთხილებაც გამოაქვეყნა. “მე ამ რეიდს ლაივში ვუყურე. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ავტომატური რამ არაა,” – განაცხადა მან. I watched this raid live. As the Co-chair of the Country of Georgia caucus, I am very concerned. We just introduced again the Georgia Support Act. That is not something that is automatic. https://t.co/gWj2r8fbHF— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021 წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 თებერვალი, 2021 Posted 23 თებერვალი, 2021 12 minutes წინ, Eric said: ეს რას ნიშნავს? ხალხმა რუსეთს დაუთმო საქართველო, - აი ამას ნიშნავს ! ორის ჩხუბში ხალხი რომ არ ჩაერია და ამ ორის ჩხუბს ქვეყანა რომ გადააყოლეს , ჩაურევლობით რომ გადააყოლეს,- აი ამას ნიშნავს !!! ხალხი უნდა ჩარეულიყო და ამ ორის ჩხუბში და ქვეყნის გაწირვიით არ უნდა დაემთავრებინათ ... მტერი გაახარეს და გააცინეს რააა !!! წარმომიდგენია ლოთები როგორ დაგვცინიან , - დამცირებულები ვართ , ყველანაირად დაკნინებულად და მოკლედ საზიზღრად ვგრძნობ თავს !!! ეხლა მოვისმინე --- ჰოჯესმა თქვაო : - რუსეთმა ხოდი თავისი გაიტანაო ... და ბაიდენი გააკეთებს განცხადებასო , - დაგმო და თქვა, - ქართველი ხალხის და განსაკუთრებით მისი მომავალი თაობისათვის ეს დიდი უკან გადადგმული ნაბიჯიაო !!! ... მგონი დაგვტოვეს მაგათაც საბოლოოდ , ვნახოთ ჯო რას იტყვის და ამ ქვეყანაში აღარ დაიდგომება თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Guest Civilian Posted 23 თებერვალი, 2021 Posted 23 თებერვალი, 2021 1 minute წინ, kvipriane said: და ბაიდენი გააკეთებს განცხადებასო მეტი საქმე არა აქვს ბაიდენს მელიას დაკავებაზე განცხადებები აკეთოს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 23 თებერვალი, 2021 Author Posted 23 თებერვალი, 2021 Share on other sites More sharing options...
მოდერატორი Freeman Posted 23 თებერვალი, 2021 Posted 23 თებერვალი, 2021 @Moor ცოტა ძაან ისეთი განცხადება ხომ არაა?! )))) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 23 თებერვალი, 2021 Posted 23 თებერვალი, 2021 ერიკი კითხულობდა ბენ ჰოჯესი სად გაქრაო და დაგვიბრუნდა: Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 23 თებერვალი, 2021 Author Posted 23 თებერვალი, 2021 8 minutes წინ, Freeman said: @Moor ცოტა ძაან ისეთი განცხადება ხომ არაა?! )))) ნუ, ვერ გაატარებდნენ, მარა რას შეცვლის ეგ? გაგრძელდება თანამშრომლობა პარტნიორობის გასაგრძელებლად და ბლაბლა Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 თებერვალი, 2021 Posted 23 თებერვალი, 2021 15 minutes წინ, kvipriane said: ხალხმა რუსეთს დაუთმო საქართველო, - აი ამას ნიშნავს ! საქართველო ხალხის აღარ არის და რანაირად დაუთმობდა იმას რაც მისი არაა? 19 minutes წინ, kvipriane said: ეხლა მოვისმინე --- ჰოჯესმა თქვაო : - რუსეთმა ხოდი თავისი გაიტანაო ... და ბაიდენი გააკეთებს განცხადებასო , - დაგმო და თქვა, - ქართველი ხალხის და განსაკუთრებით მისი მომავალი თაობისათვის ეს დიდი უკან გადადგმული ნაბიჯიაო !!! ... მგონი დაგვტოვეს მაგათაც საბოლოოდ , ვნახოთ ჯო რას იტყვის და ამ ქვეყანაში აღარ დაიდგომება მაგათი ყბედობაც ამოვიდა ყელში სენიორ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა