ფორუმელი Micawber Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 2 საათის წინ, Moor said: ამერიკული სანქციები ახსენა ლიეტუველმა დეპუტატმა :დ რა სირცხვილი იქნება, ეგ რომ მოხდეს 1 საათის წინ, Seth said: :დ ყველაფერი კარგად იქნება........ კარლისთვის Life is serious. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 53 minutes წინ, Seth said: ცალი თვალით შეხედავდა კაცი, გაჩეჩილი რომ ჭკუის სწავლებას დაიწყებს ხუტას :დ ეჰ, თქვენ რა გიჭირთ სენიორ, ჩვენ მოგვიწევს ორივე გახელილი თვალით ყურება და ამასთან იძულებით Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 https://primetime.ge/chveni-amotsanaa-otsneba-ise-gavushvat-rom-saakashvili-ar-dabrundes-badri-jafaridze/ ვერაფერი ვერ გევიგე . . . Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 7 minutes წინ, ASIA said: https://primetime.ge/chveni-amotsanaa-otsneba-ise-gavushvat-rom-saakashvili-ar-dabrundes-badri-jafaridze იიჰ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 13 minutes წინ, ASIA said: https://primetime.ge/chveni-amotsanaa-otsneba-ise-gavushvat-rom-saakashvili-ar-dabrundes-badri-jafaridze/ ვერაფერი ვერ გევიგე . . . გვიანია, უკვე სააკაშვილის თამაშს თამაშობენ Life is serious. Share on other sites More sharing options...
Guest Civilian Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 22 minutes წინ, ASIA said: https://primetime.ge/chveni-amotsanaa-otsneba-ise-gavushvat-rom-saakashvili-ar-dabrundes-badri-jafaridze/ ვერაფერი ვერ გევიგე . . . 2020 იყო პირველი რეალური შანსი, რომ კოალიციურ მმართველობამდე მივსულიყავით, მარა ჩაფეილდა. შემდეგი არჩევნები იქნება ისევ ბარიერით (მგონი 5%), რაც პატარა პარტიებს ისევ ჩაკლავს. ეს წესი უკვე ძალაშია კონსტიტუციით. ახლა რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, 5% ბარიერით ჩატარდება და ლელოს მსგავს პარტიებს შანსი არ ექნებათ. ვისაც მიშას დაბრუნების ეშინია, აქცენტი საარჩევნო კოდექსზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე უნდა გააკეთონ. ისედაც ასე მიდიოდა საქმე. ოპოზიციის ნაწილი შედიოდა, მუხტი მკვდარი იყო. ევროპა და ამერიკა აწვებოდა ოპოზიციას რომ შესულიყვნენ პარლამენტში. ვადამდელის შანსი არ იყო. ახლა ცადეს ამ თემის წამოწევა, მარა მეეჭვება Edited 22 თებერვალი, 2021 by Civilian Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 22 თებერვალი, 2021 Author Posted 22 თებერვალი, 2021 თუკი საქართველოს ხელისუფლება დააკავებს ოპოზიციის ლიდერს, ამას საერთაშორისო რეაგირება და შესაძლოა სანქციებიც მოჰყვეს, – აცხადებს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი. “შეუძლებელია წარმართო მოლაპარაკებები, როდესაც ოპოზიციის ლიდერი გყავს დაპატიმრებული… დემოკრატიულ სამყაროში ვინც არ ითვალისწინებს პრინციპებს და აპატიმრებს ლიდერებს, მოგვიწევს სანქციების დაწესება. ვიმედოვნებ, მთავრობა პასუხისმგებლობით მოიქცევა. ახლა გაქვთ შანსი, ევროკავშირის წევრი გახდეთ”, – განაცხადა დეპუტატმა. ლიეტუველი კანონმდებელი საქართველოში 18 თებერვალს ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად გამძაფრდა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას შესაძლო დაკავების გამო. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დაიწყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს. პარლამენტში გასულმა ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მელიას ე.წ. გავრილოვის ღამის დროს დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დილით, 18 თებერვალს, როდესაც მელია სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია. გადადგომის მიზეზად გახარიამ მმართველ გუნდთან “ქართულ ოცნებასთან” უთანხმოება დაასახელა – გუნდი ოპოზიციის ლიდერის დაკავებას ითხოვდა, გახარიას კი მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა. ამ ეტაპზე მელია ჯერჯერობით დაკავებული არ არის. გახარიას გადადგომის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპოზიციონერის დაკავება გადავადდა ახალი პრემიერის და მთავრობის არჩევამდე. პავილიონისმა ტვიტერზე დაწერა, რომ 18 თებერვალს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი სწორედ დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეების პოზიციების დაახლოება იყო: „თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთმანეთის ციხეში გაშვებით იქ ნამდვილად ვერ მოხვდებიან. მათ ლიეტუვის მაგალითი უნდა გადაიღონ, როცა სტრატეგიულ ამოცანებში პოზიცია და ოპოზიცია ერთად მოქმედებენ“, – აღნიშმა მან. Flying out 2my beloved Georgia 2meet w/friends from all political spectrum on the mission of unity on key strategic goals – Georgian membership in EU & NATO fully supported by all Lithuanian political parties https://t.co/BPuYpSzH9b pic.twitter.com/lIZUlJl5Yd— ŽygimantasPavilionis (@ZygisPavilionis) February 19, 2021 თუმცა, სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ევროპელმა დეპუტატმა, არათუ საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციების დაახლოება შეძლო, არამედ აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ხელისუფლება არ არის მზად დიალოგისთვის. პავილიონისის თქმით, თუ ხელისუფლება უარს არ იტყვის ოპოზიციის ლიდერის დაკავებაზე, „ისინი ამის საფასურს გადაიხდიან“. „თქვენ ვერასდროს შეხვალთ ევროკავშირსა და ნატოში, თუ გექნებათ ერთპარტიული დემოკრატია. ეს საერთოდ არც არის დემოკრატია“, – ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. წასვლის წინ პავილიონისმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართა და მოუწოდა, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ნიკა მელიას მიმართ. მან მიმართვა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: “ქართული ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საჯაროდ გამოხატა დიალოგის მზაობა. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიული ქვეყნების ტრანსატლანტიკური ოჯახი უნდა კონცენტრირდეს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე“. პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ კომპრომისზე წავიდა ოპოზიცია, რომელმაც 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია გადადო. ოპოზიციის ლიდერთა თქმით, ამ გადაწყვეტილებით ისინი მმართველ გუნდს აძლევენ შანსს, რომ დაუბრუნდნენ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რეჟიმს. _____________________________________________ ● რას ნიშნავს გახარიას გადადგომა და ღარიბაშვილის დაბრუნება? გია ნოდიას თვალსაზრისი● ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა. რას ფიქრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები მის გაპრემიერებაზე?● ოპოზიცია ახალ არჩევნების ითხოვს. ხელისუფლება მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს _____________________________________________ მანამდე ნიკა მელიას საქმეზე განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები. წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 22 თებერვალი, 2021 Author Posted 22 თებერვალი, 2021 ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება!" - ღარიბაშვილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა