Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე


 Share

Recommended Posts

  • მოდერატორი

"დღეს საქართველოთი ვიწყებთ" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგი ნიკა მელიას საქმით გაიხსნა

გამოქვეყნდა: 23 წუთის წინ
 
 
 
 
91408.jpg?itok=6YzJjmP6

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიური პრესის ბრიფინგი საქართველოზე საუბრითა და ნიკა მელიას საქმით დაიწყო - ქვეყნის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ "ცენტრალური სადაზრვერვო სააგენტოს" (CIA) ყოფილმა წევრმა და დეპარტამენტის მოქმედმა წარმომადგენელმა, ნედ ფრაისმა, ისაუბრა. 

"დღეს საქართველოთი ვიწყებთ. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, და სხვა წევრების დაპატიმრების გამო. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, შეძლონ დეესკალაცია, მთავრობამ კი უნდა დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, თავისუფლება და კანონიერება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან. აშშ მხარს დაუეჭერს დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას. გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას", - თქვა ფრაისმა.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

წინააღმდეგობრივია მერე

ნუ ჩქარობთ :) პირველადი განცხადებები დაიდო სერიოზული. ეხლა ყავას დალევენ, ვიღაც თავის ექსპერტებს კითხავენ, მერე ძაღლებს მოეფერებიან და მერე გადაწყვეტენ რა ქნან.

1 საათის წინ, Moor said:

პრობლემა ისაა, რომ რეალურად ოპოზიცია მთლიანად დასავლეთის იმედზეა

ჟოპო რომ არაფრის მაქნისია ეგ პრობლემას არ ამარტივებს, პირიქით აურესებს...

1 საათის წინ, Say_or said:

საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა სენიორ ჯორჯიაში - იურისტი > პოლიტიკა.

იურისტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს სენიორ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Freeman რეალურად წინა კვირის ტექსტი გაიმეორა, სადაც მთავრობას მოუწოდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიხედვით იმოძრაოს. 

რაც დაამატეს ისაა, რომ ორივე მხარეს მოუწოდეს სიმშვიდე შეინარჩუნონ 

9 minutes წინ, Seth said:

ჟოპო რომ არაფრის მაქნისია ეგ პრობლემას არ ამარტივებს, პირიქით აურესებს...

ხო, ოღონდ ქვეყნისთვის და არა ღარიბასთვის

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
35 minutes წინ, Moor said:

ხო, ოღონდ ქვეყნისთვის და არა ღარიბასთვის

კახელი საერთოდ არაფერ შუაშია აქ. ქვეყნისთვის რა თქმა უნდა, ამავდროულად ხელისუფლებისთვისაც. ძლიერ ჟოპოს დასაკარგიც აქვს.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 საათის წინ, Seth said:

ისე საქართველოს სამეფო სახლი რას ამბობს ამ საკითხზე?

მუქი ფერის სამოსიან და წვეროსან  ბიჭებზეა საუბარი ?

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Seth said:

ჟოპო რომ არაფრის მაქნისია ეგ პრობლემას არ ამარტივებს

ეგ არჩევნებზეც გამოჩნდა , ხალხი არ ენდობათ

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, kvipriane said:

მუქი ფერის სამოსიან და წვეროსან  ბიჭებზეა საუბარი ?

დიახ. პოლიტიკაში ხომ შემოაბიჯეს ცოტა ხნის წინ?

3 საათის წინ, kvipriane said:

ეგ არჩევნებზეც გამოჩნდა , ხალხი არ ენდობათ

რატომ? ჯამში უფრო მეტი ადამიანი ენდობა ჟოპოს ვიდრე არ ენდობა. არა?

Share on other sites

„ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რითაც საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკანგადაგდგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, თუ როგორ იყენებს მთავრობა ასეთ ძალას და მიმართავს ძალადობას ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისზე თავდასხმისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაპატიმრებლად. ეს არ არის ის, რასაც ველოდები ლიბერალური დემოკრატიისგან, რომელიც დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც დღეს დაშავდა მალე გამოჯანმრთელდება.

ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით.ეს არის მისი სტანდარტული მიდგომა - დესტაბილიზაციის გამოწვევა, უნდობლობის შექმნა და რა თქმა უნდა, მათი საზღვრების სიახლოვეს თავისუფალი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებსთვის ხელის შეშლა. რადგან მათ არ სურთ საკუთარმა მოქალაქეებმა დაინახონ, თუ რამდენად უკეთესი შეიძლება იყოს ცხოვრება, როდესაც ახალგაზრდა ხალხს აქვს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი და როდესაც თავისუფლება დაცულია თავისუფალი მედიის, სამართლიანი არჩევნებისა და მრავალპარტიული პარლამენტის საშუალებით. ამიტომაც, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტულმა პირებმა ვერ შეძლონ უკანონო ანარასათანადო კონტროლის განხორციელება იმაზე, რასაც სახელმწიფო პროცესები უნდა წარმოადგენდეს.

ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც სხვები სწრაფად,ხმამაღლა და გარკვევით იტყვიან, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენი მეგობრებისგან რეგიონში, რომლებიც ისწრაფვიან დასავლეთთან მჭიდრო კავშირებისკენ, თავიდან აიცილონ ძალის გამოყენება და უზრუნველყონ გამჭვირვალობა ნებისმიერ საქმეში, რაც დღევანდელ ქმედებებს მოყვება.

მე ასევე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად იმუშავებს შავი ზღვის რეგიონისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც მოიცავს არამხოლოდ დიპლომატიურ და ინფორმაციულ, არამედ ეკონომიკურ დახმარებას და თანამშრომლობას ყველა ჩვენს მეგობართან და მოკავშირესთან რეგიონში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარებასა და იქ მცხოვრები ყველა ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და რეგიონში მცხოვრები სხვა ერების ახალგაზრდებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში“, - განუცხადა ჰოჯესმა Europetime-ს. <3 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share