Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Moor said:

პარლამენტმა უბრალოდ თავი შეიკავა დადგენილების მიღებისგან. მას არც მხარი დაუჭერია და არც უარი უთქვამს. 

რა თქმა უნდა. საფუძველი არ ჰქონდა. შესაბამისად ვადების დარღვევა არჩია. მათი ჭჯუით ნაკლები კანონდარღვევა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

Quote

უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი. პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს. პარტიებს შორის ურთიერთპატივისცემა ნიშნავს არამხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა. 

როგორც ახლა გახდა ცნობილი პარლამენტი საკითხს ჩააგდებს, ანუ მანდატებს არ შეუწყვეტს ოპოზიციას, თუ ასე მოხდა ის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან მოვა წინააღმდეგობაში. რა მოხდება ამის მერე? საკონსტიტუციო სასამართლოში ამის გასაჩივრების შესაძლებლობა ბუნდოვანია. ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის და პირდაპირი პასუხი არ აქვს. როგორც წესი პრობლემა ტრადიციულად პირიქით დგას ხოლმე, უმრავლესობა უკანონოდ უწყვეტს ოპონენტს მანდატს (სპეციალური ტერმინის კი არსებობს ამ ფენომენის აღსაწერად "ძეხვის დაჭრა"), ამიტომ კანონი ამის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ალბათ მაინც ღირს ოპოზიციამ ეს მექანიზმი გამოიყენოს და სარჩელი მოამზადოს. 

როგორც 51 დეპუტატს არ აქვს მექანიზმი გააჩეროს პარლამენტის მუშაობა, ისე არ უნდა ჰქონდეს 90-ს ძალით დააკავოს კოლეგები რუსთაველის #8-ში. ასეთია სამართლიანობის მოთხოვნები.

მაგრამ ჩვენი პარლამენტი საინტერესო ლაბორატორიაა, როგორც უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ბნელ ტალანებში ჩურჩულით ყვებიან, ერთხელ აქ გარდაცვლილი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ მისცეს ხმა დეპუტატებმა. საკითხი ჩააგდეს, რადგან ახალი კვორუმი ხელს არ აძლევდათ.

 

 

კონსტიტუციონალისტიც ეჭვით უყურებს საკონსტიტუციო სარჩელის პერსპექტივას

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Moor said:

კონსტიტუციონალისტიც ეჭვით უყურებს საკონსტიტუციო სარჩელის პერსპექტივას

იეპ. რომელი ნორმა უნდა გასაჩივრდეს? :დ

 

წესით ადმინისტრაციულმა კოლეგიამ იმ არშემდგარ პოეტს თავზე უნდა გადაახიოს სარჩელი. 

 

მოკლედ კითხეთ ნაცნობ იურისტებს და ნახავთ თვითონ. 

Share on other sites

10 საათის წინ, kvipriane said:

რა კავშირია ამ ორ თქვენს პოსტს შორის სენიორ ????

არვიცი, და აუცილებელია?

Share on other sites

  • ფორუმელი

Screen-Shot-2021-02-23-at-11.25.08-AM.pn

განახლება: სპეცრაზმმა 8.50 წუთზე დააკავა ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია. შენობაში მათ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

პოლიციამ დილის 07:00 საათზე დაიწყო სპეცოპერაცია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად.

17 თემებრვალს სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ, მელია და მისი მხარდამჭერები პარტიის ოფისში არიან გამაგრებული, რომ სამართალდამცავებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა არ მისცენ.

23 თებერვალს დილის 7:30 საათისთვის კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მივიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე სპეცმანქანები დიდი კიბეებით. ამ კიბეების დახმარებით სპეცრაზმის ნაწილმა შენობაში შეაღწია.

სპეცრაზმელებს სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ ჩაფხუტები და დამცავი ნიღბები.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის გარშემო მანქანების მოძრაობა დაკეტილია.

შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანია – პოლიტიკური ლიდერებჰი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან, ოპოზიციის მხარდამჭერები, აქტივისტები.

შენობაში შეკრებილები ინტერვიუებში იმეორებენ,. რომ შენობაში მშვიდობიანი ხალხია შეკრებილი და ხელისუფლებას მოუწოდებენ არ გამოიყენოს ძალა.

”დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა არმიის დღე და ივანიშვილმა ბრძანა სამოქალაქო პირების დაშლა. ჩვენ საბჭოთა საქართველოში გავიღვიძეთ. ეს არის შიზოფრენია ”, – თქვა გიგი უგულავამ, პარტია“ ევროპული საქართველოს ”წარმომადგენელმა.


● ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა. რას ფიქრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები მის გაპრემიერებაზე?
● ოპოზიციონერის დაკავებას, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს
● “მსგავს პოლიტიკურ დევნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ – ამერიკელი სენატორები მელიას საქმეს ეხმაურები
ოპოზიცია ახალ არჩევნების ითხოვს. ხელისუფლება მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს

_______________________________________________________________________

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დაიწყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მეათე მ,ოწვევის პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. 51 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა მანდატი. ამჟამად პარლამენტში 150 დეპუტატიდან სხდომებს მხოლოდ ექვსი ოპოზიციონერი ესწრება, დანარჩენი დეპუტატები მმართველი გუნდიდან არიან.

პოლიტიკური კრიზისი ახალი ძალით გამწვავდა 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მელიას ე.წ. გავრილოვის ღამის დროს დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.

მისი დანაშაული ამ საქმეში დადასტურებული არ არის, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოსთხოვა. 17 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა. მანამდე მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე თავისუფლების სანაცვლოდ, რადგან მიიჩნევს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დილით, 18 თებერვალს, როდესაც მელია სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია. გადადგომის მიზეზად გახარიამ მმართველ გუნდთან “ქართულ ოცნებასთან” უთანხმოება დაასახელა – გუნდი ოპოზიციის ლიდერის დაკავებას ითხოვდა, გახარიას კი მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა.

გახარიას გადადგომის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპოზიციონერის დაკავება გადავადდა ახალი პრემიერის და მთავრობის არჩევამდე.

22 თებერვალს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ ამოქმედა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეღწევის გეგმა.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ნიკა მელია დააკავეს

პოლიციამ დილის 07:00 საათზე დაიწყო სპეცოპერაცია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად. ამ პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა მედია.

ნიკა მელია დაკავებულია

ფეისბუკი გაივსო სტატუსებით, სადაც ადამიანები გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას მომხდართან დაკავშირებით.

ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ყველაზე საინტერესო ფეისბუკპოსტი:

_________________________________________________________________________

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

_________________________________________________________________________

თამარ ჩერგოლეიშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი:

_________________________________________________________________________

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

_________________________________________________________________________

გია ხუხაშვილი, პოლიტიკური ექსპერტი:

_________________________________________________________________________

რატი ამაღლობელი, პოეტი:

_________________________________________________________________________

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:

_________________________________________________________________________

ტორესა მოსი, მწერალი:

_________________________________________________________________________

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტიკური მიმომხილველი:

_________________________________________________________________________

თენგიზ ფხალაძე, ექსპერტი:

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჩამოვა ახლა ცოტნე უკრაინელი და მიუჯდება გვერდით მის ძმას და მეგობარს :(

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
8 საათის წინ, Seth said:

ისე მსგავსი არაფერი მინახავს :დ სუფთა სამართლებრივი კუთხით არის სრული უკანონობა.

დიახ. დარღვეულია რეგლამენტი, იმჰო.

დადგენილება თუ არა, დასკვნა მაინც უნდა დაედოთ. თუმცა დასკვნის დადების მომენტსაც არ უკავშირდება

უფლებამოსილების შეწყვეტა. პირადი განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს :დ

თავად რეგლამენტი კი, მოგეხსენებათ, იერარქიულად გათანაბრებულია კანონთან -

თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ ))

 

8 საათის წინ, Seth said:

მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლებაც კი წარმოიშობა:დ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ :დ

დიახ, თუ ზიანი მიადგათ რეალურად (ფინანსურ ზიანზეა საუბარი), შეუძლიათ :დ

მორალური ზიანი მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურდება;

ეს შემთხვევა არაა გათვალისწინებული. კი არადა, რეგლამენტშიც არ წერია ნორმალურად :D

8 საათის წინ, Moor said:

აქამდე არავის უფიქრია, რომ ვინმეს მანდატის მოხსნა მოუნდებოდა და პარლამენტი უარს ეტყოდა

დიახ :D

 

8 საათის წინ, Moor said:

თუ საკონსტიტუციო დაადგენს რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია.

არაკონსტიტუციურობა შეიძლება დადგინდეს სწორედ იმ ნაწილში, რომ პირს

საკუთარი განცხადების საფუძველზე მანდატის მოხსნა არ შეუძლია :დ

თუმცა, მე ესე ვერ ვკითხულობ არსებულ ჩანაწერს - მშვენივრადაც შეუძლია,

პარლამენტმა რა უნდა ქნას ამ დროს, ეგ არ წერია ნათლად :დ

 

  

7 საათის წინ, Moor said:

გინდათ მითხრათ, რომ ევროკავშრმა პარლამენტი აიძულა კონსტიტუცია დაეღვიათ და ოპოზიციონერი დეპუტატების თავისუფლება შეეზღუდათ? :)

ნუ, როგორც ოფიციალურად გაჟღერდა - ვადების დარღვევაზეა საუბარი, აი იმ დასკვნის დადების

ვადებზე, რომელსაც იდეაში არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმჰო 

საკითხი ,,გადავადდა“... ანუ დროებით, საზოგადოებრივი მშვიდობის ეგიდით

შეეზღუდათ ის კონსტიტუციური უფლება, რომელიც ამბობს,

რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება :დ

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share