ფორუმელი რედაქცია Posted 18 თებერვალი, 2021 Posted 18 თებერვალი, 2021 On 2/17/2021 at 6:40 PM, Moor said: ვიღაცებს წინასწარ გამზადებული ტექსტები გაეპარათ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 19 თებერვალი, 2021 Author Posted 19 თებერვალი, 2021 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები. ასევე, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად. “მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომელიც შედეგად დაძაბული ვითარების მეტ ესკალაციასა და ძალადობას მოიტანს მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ ერთგულება, მართლმსაჯულებისა და საპროკურორო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლების გზით. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან, როგორც მოკავშირესთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს”, – წერია განცხადებაში. _____________________________________ რა ხდებოდა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ და მანამდე. ქრონოლოგია 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადს გააკეთებს. რას ნიშნავს ეს? წარმატებულები რომ გახდნენ, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ინვესტირება ადამიანებში უნდა მოახდინონ _______________________________________ საქართველოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მეორე დილით ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. ახალი პრემიერი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. ______________________________________________ ● პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა● სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 19 თებერვალი, 2021 Posted 19 თებერვალი, 2021 "ვაპირებ ოფისიდან გასვლას, შაბათს ახლობლის პანაშვიდზეც უნდა მივიდე" - ნიკა მელია Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 19 თებერვალი, 2021 Posted 19 თებერვალი, 2021 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა: „დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა შესაბამისად და სასამართლო და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისაგან გათავისუფლების გზით გააძლიეროს დემოკრატიის, პიროვნული თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები“. თბილისის დროით 19 თებერვლის ადრეულ საათებში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ „ღრმადაა შეშფოთებული“ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა მხარეს მოუწოდა „მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და თავიდან აირიდოს ისეთი მოქმედებები ან რიტორიკა, რომელთაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს“. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ საქართველოს. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად“, ხაზგასმულია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 17 თებერვალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც 18 თებერვალს გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა, რამაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ოპოზიციის ლიდერები და მელიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მისი დაკავების შესაძლებლობას არ მისცემენ და ფიზიკურად დაიცავენ. ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გახარიამ გადადგომით ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევა და „სისხლისღვრა“ აიცილა თავიდან. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Statham Posted 19 თებერვალი, 2021 Posted 19 თებერვალი, 2021 შტურმი არა ალტახი Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 19 თებერვალი, 2021 Posted 19 თებერვალი, 2021 Political Developments in Georgia PRESS STATEMENT NED PRICE, DEPARTMENT SPOKESPERSON FEBRUARY 18, 2021 The United States is deeply concerned by recent political developments in Georgia. We call on all parties to exercise restraint and avoid any actions or rhetoric that could escalate tensions or result in violence. We urge the Georgian government to act in line with its Euro-Atlantic aspirations and to reinforce its commitment to the principles of democracy, individual liberty, and rule of law by ensuring that its judicial and prosecutorial system is free of political bias. The United States supports a democratic, secure, and prosperous Georgia. We will continue to work with Georgia, our strategic partner, to promote the rule of law and accountable institutions. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი NataNostalgia Posted 19 თებერვალი, 2021 Posted 19 თებერვალი, 2021 (შესწორებული) ბანძი ვოდევილი On 2/18/2021 at 7:31 PM, Seth said: On 2/18/2021 at 7:05 PM, Say_or said: ვის გულისხმობთ? ვოდევილში? ჩვენს პოლიტიკურ კლასს მე ვიტყოდი-ბალაგანი. პოლიტიკა-ეს, მოსახლეობის ინტერესების კოორდინაციის საშუალებაა მოლაპარაკებების გზით და არა ბუნტის,სამოქალაქო ომების,რევოლუციების,რეპრესიების,დახვრეტის გზით! ვინ მოიფიქრა რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა?! არ ვიცი! მან ,როგორც სჩანს აურია ერთმანეთში მეთოდები... პირადი ინტერესებიდან გამომდინარე?! ამ სერიალში-"სკანდალი" პოლიტიკა,როგორც ასეთი, არ არის. ნაჩვენებია არა სახელმწიფო ინტერესები,არამედ ცალკეული პერსონაჟების ფაციფუცი თუ შფოთი თუ გაწამაწია! არა და ეს სერიალი,ტვ შოუ,ყველა დროის ერთ/ერთ საუკეთესო პოლიტიკურ დრამად ითვლება,სამეულშია?! Scandal - Saison 1 A Song for You by Donny Hathaway (Scandal Season 5 Episode 8 Music) Edited 19 თებერვალი, 2021 by NataNostalgia Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 20 თებერვალი, 2021 Author Posted 20 თებერვალი, 2021 ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურებიან და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ: “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველ თანამდებობის პირებთან ბევრჯერ წამოგვიჭრია საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოხარულნი ვართ ნიკა მელიას დაკავების გაუქმებით, მსგავს პოლიტიკურ დევნასა და დაკავებას ადგილი აღარასოდეს უნდა ჰქონდეს”. სენატორები ასევე მოუწოდებენ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და იზრუნონ პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისთვის. “იმედი გვაქვს, პოლიტიკური კრიზისი მყისიერად და მშვიდობიანად დასრულდება”, – აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკელი სენატორების განცხადება ორპარტიულია. ჯიმ რიში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი სენატორია. ხოლო ჯინ შაჰინი დემოკრატებიდან ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. __________________________________________________ ● რას ნიშნავს გახარიას გადადგომა და ღარიბაშვილის დაბრუნება? გია ნოდიას თვალსაზრისი ___________________________________________________ ნიკა მელიას საქმეზე განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები. ასევე, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად. სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. ფოტო: AGENDA.geსაქართველოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მეორე დილით ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. ახალი პრემიერი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. ________________________________________________ ● პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა● სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა