Jump to content
×
×
  • Create New...

იქნება შტურმი ენმს ოფისზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ეგრევე არ მგონია შევარდნენ. დაღლიან ცოტას ალბათ. კარწინკას დადგამენ, როგორ ეფარება პარტია კრიმინალს.

 

დიდი წინააღმდეგობა მაინც არ დახვდებათ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

ეგრევე არ მგონია შევარდნენ. დაღლიან ცოტას ალბათ. კარწინკას დადგამენ, როგორ ეფარება პარტია კრიმინალს.

 

დიდი წინააღმდეგობა მაინც არ დახვდებათ

ვისთვის დადგავენ კარწინკას? :დ ყველას თავისი პოზიცია აქვს დიდი ხანია, მათ შორის კარლს :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

publika.ge-nika.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეცვალა.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ლიდერები არიან შეკრებილი.

ასევე, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული პარტიის ოფისთან.

პროცესი თითქმის 6 საათს გაგრძელდა. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს, მაგრამ მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

150967016_10158979907214770_684454959338ენმ-ს ოფისში მივიდა მომღერალი ბუბა კიკაბიძეც. ფოტოზე: ხათუნა სამნიძე და ბუბა კიკაბიძ

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გვარი ფიგურირებს რამდენიმე სხვა გახმაურებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეშიც.

ჩახნაშვილმა 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს, მათ შორის, მაკო გომურს, რომელმაც თვალი დაკარგა – დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 2019 წლის 31 დეკემბერს ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, გიორგი რურუას მიმართ.

მან ასევე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს.

ჩახნაშვილი 2020 წელს უვადო მოსამართლედ განწესდა.

%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9C%E1%მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

ნიკა მელიას საქმე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პროკურატურა 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებას ედავება. 

2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა ამავე საქმის გამო ნიკა მელიას იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა

იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, 2019 წლის 27 ივნისს, პროკურატურამ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 30 ათასი ლარი შეუფარდა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული სამაჯური გაუკეთა. მელიამ გირაო გადაიხადა და სამაჯურიც გაიკეთა.

65199359_3384483318244314_29899960506698ნიკა მელია პარლამენტში, იმუნიტეტის შეჩერების დროს. 26.06.2019/ ფოტო: ნეტგაზეთი

მელიას საქმე აქტუალური ხელახლა მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის 1 ნოემბერს, ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე, რომელიც არჩევნების გაყალბების ლოზუნგით გაიმართა, ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, როგორც უსამართლობის სიმბოლო და ხალხში გადააგდო. 

1604239293_196620.jpgნიკა მელია სამაჯურს იხსნის. 1 ნოემბერი, 2020. ფოტო: for,ge

_______________________________________________

● რა გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას, რომელიც არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს

● გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი

__________________________________________________

ამ ქმედების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 3 ნოემბერს მელიას გირაოს თანხა გაუზარდა – ამჯერად მელიას გირაოს სახით 70 ათასი ლარამდე განუსაზღვრეს, ანუ დამატებით 40 ათასი ლარი აქვს შესატანი.

მელიამ სწორედ ამ გირაოს გადახდაზე თქვა უარი, რადგან მისი თქმით, “ქვეყანაში სასამართლოც და პროკურატურაც ივანიშვილის ჯიბეშია”.

2020 წლის 31 ოქტომბერს ნიკა მელია დეპუტატი ხელახლა გახდა, შესაბამისად, ახალ პარლამენტს მის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე მსჯელობა თავიდან მოუწია და საბოლოოდ იმუნიტეტი 16 თებერვალს კიდევ ერთხელ შეუჩერა.

______________________________________

● “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა. არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა

_________________________________________

● ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დეპუტატის მანდატის მოხსნა და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმება მელიამ თავად მოითხოვა, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატის შეწყვეტაზე უარი უთხრა.

● 2020 წლის 25 დეკემბერს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარტია გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth კარლი რა?

ადრე დაიწყებენ თუ გვიან, კარლისთვის რა იცვლება? კარლსაც ხომ ურჩევნია რომ სუფთად ჩატარდეს ოპერაცია.

 

მე ახლა ვიღაცების ტვინში ვცდილობ შეძრომას, ხალხო მეტი არაფერი

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share