Jump to content
×
×
  • Create New...

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში


Recommended Posts

  • ფორუმელი

თემას ნუ მიოხრებთ, სელჩუკნო

 

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ სამოქალაქო საზოგადოებასთან სასამართლო რეფორმა განიხილა

 
 

სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო. 

 
 

სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეხვდა

 

სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე. 

 

სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა

 

სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

On 11/18/2020 at 2:02 AM, t-90 said:

აქ ჩამოდის და ფრანგი დიპლომატი სალომე აკეთებს განცხადებას რო "ამერიკული ბაზები აქ რეკომენდირებული არაა"

 

ეს ახალია რამე თუ ძველ განცხადებას გულისხმობ? 

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ეს ახალია რამე თუ ძველ განცხადებას გულისხმობ? 

3 საათის წინ, Moor said:

ეს ახალია რამე თუ ძველ განცხადებას გულისხმობ? 

რაღაცა მაგდაგვარი თქვა მადამ პიურემ კი.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

40 minutes წინ, t-90 said:

ეს ახალია რამე თუ ძველ განცხადებას გულისხმობ? 

რაღაცა მაგდაგვარი თქვა მადამ პიურემ კი.

 

ადრე უთქვამს და ახლა ამოუქექა გვარამიამო.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
48 minutes წინ, t-90 said:

ეს ახალია რამე თუ ძველ განცხადებას გულისხმობ? 

რაღაცა მაგდაგვარი თქვა მადამ პიურემ კი.

 

ადრე კი 

 

ესაა ოფიციალური რელიზი

 

18.11.2020

სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს: "მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება"

„მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება“, - ეს შეფასება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გააკეთა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

„ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში,“ – ხაზგასმით აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს - თავისუფლებას! 

მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 

„ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს,”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 
 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

აშშ-ის ელჩი სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ვიზიტის შესახებ

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამაყობს, რომ უმასპინძლა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ქალბატონ პომპეოს საქართველოში.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა,  გაღრმავდეს  ევროატლანტიკური კავშირები, და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე.

ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ღირებულებები- დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება ქმნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ აგრეთვე მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და დემოკრატიული პროცესების გაღრმავება და გააკეთოს გადამწყვეტი მნიშვნელობის საქმე, რაც არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ნაყოფიერი შეხვედრების დროს განიხილა რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, და ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, დღესაც ასრულებს სასიცოცხლი მნიშვნელობის როლს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თავისი  ვიზიტი დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან დისკუსიით იმაზე, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამრთლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში.

სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისაგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი იმისათვის, რომ ასრულდეს მათი ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისათვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო მდივნისა და ქალბატონი პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ.

 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, York Ge said:

ხიდი ააშენა და წავიდა.

რას გულისხმობ?

 

პს. 

 

სასიამოვნო იყო ამ კვირაში თბილისსა და იერუსალიმში სტუმრობა პროდუქტიული ვიზიტით და ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება

 
 

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share