Jump to content
×
×
  • Create New...

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში


Recommended Posts

რა მოლოდინებია ან/და როგორ შეაფასებთ?

 

=

 

1. ქვემოთ მოცემული ტექსტი არის ამონარიდი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ გამართული საინფორმაციო ბრიფინგიდან, რომელიც 13 ნოემბერს ტელეკონფერენციის სახით გაიმართა. ბრიფინგზე განხილულ იქნა მდივან პომპეოს მოგზაურობა საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარსა და საუდის არაბეთში. ბრიფინგის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

თქვენთვის ცნობილია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში სახელმწიფო მდივანი პომპეო გაემგზავრება პარიზში, სტამბოლსა და თბილისში…. სტამბოლიდან ჩვენ გავემგზავრებით საქართველოში, რათა შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. სახელმწიფო მდივანს ასევე ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს. ეს ხანმოკლე შეჩერება რელიგიური თავისუფლების თემაზე იქნება.

საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცებაში. სხვათა შორის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 16 მანდატისთვის, როგორც ვიცი, 21 ნოემბერს გაიმართება. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესები და საქართველოს მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დაბოლოს, მდივანი შეხვდება საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ადამიანისა და ეკონომიკური უფლებების პატივისცემისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესახებ, როგორც თავისუფალი სასამართლო პროცესის ნაწილისა ქართულ დემოკრატიაში.

2. ხელისუფლების ოფიციალური გამოხმაურება - მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
 
საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე,  ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში. 
 
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.
 
საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
2. მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
 
საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე,  ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში. 
 
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.
 
საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 
 
3. ამ კონტექსტში საინტერესოა ასევე  https://www.neweurope.eu/article/open-letter-to-u-s-secretary-of-state-mike-pompeo/ 
ჩვენი სამოქალაქო ტიპები აკა  უსაფრთხოების  ექსპერტების ერთობლივი განცხადება:
 

ჩვენ, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლები, გულწრფელად მივესალმებით თქვენს ვიზიტს თბილისში, ამ მწვავე დროს. ერთიანნი ვართ ჩვენს შეხედულებებში აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებაში, რომელსაც გიზიარებთ. საქართველოსთვის აშშ არის სასიცოცხლო მოკავშირე. ჩვენ აგრეთვე გვჯერა საქართველოს წვლილის ევროპასა და მსოფლიოში დასავლური ინტერესების გაძლიერების საქმეში. საქართველო, როგორც ქვაკუთხედი ამყარებს ჩვენი მოკავშირეების პოზიციებს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომლის შექმნისთვისაც ამდენი ძალისხმევა ჩადო აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციამ. აშშ-ის ლიდერობით მოქმედ ევროატლანტიკურ სისტემას ვხედავთ ევროპის ერთიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის ერთადერთ გარანტორად.

ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიადა შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის არეალად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმრავლესობა გამომდინარეობს რუსეთის ამბიციებიდან – აღადგინოს საბჭოთა ეპოქის დროინდელი „გავლენის სფერო“, მის მიერ „ახლო საზღვარგარეთად“ აღქმულ არეალში. მოქმედებების თავისუფლებით გათამამებულმა რუსეთმა ახლახან განალაგა თავისი ჯარი მთიან ყარაბაღში, რითაც ზრდის მის სამხედრო პოზიციას რეგიონში.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები იბრძვიან ფუნქციური დემოკრატიის შესაქმნელად. ამ საქმეში აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოკავშირეა საქართველოსი, რომ ის იქცეს „ელვარე ქალაქად მთაზე“, რომელმაც დაძლია სახელმწიფოებრივი მარცხი და წარმატებით დააღწია თავი კორუფციის საბჭოურ მემკვიდრეობას. ქართველი ხალხი თავისთავად მოვლენად არ აღიქვამს ამერიკის ჭეშმარიტ მეგობრობას. ქართველების 90 პროცენტი იწონებს აშშ-ისა და საქართველოს სამხედროების ღირსეულ სამსახურს აშშ-ის ლიდერობით ერაყსა და ავღანეთში წარმართულ მისიებში.

ძალიან ვაფასებთ ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლის კონტექსტში, გვჯერა, რომ საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა:

აშშ-ის ჯარის მუდმივად განთავსება საქართველოში.

ასეთი პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს გაერთიანებულ (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციულ საფუძველზე, ისევე როგორც ლოჯისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რაც უზრუნველყოფდა მრავალგვარ შესაძლებლობას აშშ-ისა და ერთობლივი ძალების სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უწყვეტი ოპერირებისთვის. ამავდროულად, აშშ-ის სამხედრო ყოფნას საქართველოში ექნებოდა საყოველთაო მხარდაჭერა, თავიდან აგვაცილებდა მყისიერ საფრთხეებს და დაეხმარებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოებაში.

დღესდღეობით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს შეუძლია  მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის გაზრდითა და გაძლიერებით. ამ კონტექსტში, მივესალმებით აშშ-ის ღირებულ ჩართულობას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის მედიაციის პროცესში. აგრეთვე მადლიერი ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და უწყვეტი მცდელობებისთვის, რაც წლებია გრძელდება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.

სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-საქართველოს ალიანსის გაძლიერების პროცესს, ადგილზე აშშ-ის სამხედროების ყოფნის ჩათვლით, რასაც ვთვლით სარგებლის მომტანად საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.“– ნათქვამია წერილში

წერილს ხელს აწერენ: 
 

  • ზვიად აძინბაია
  • ეკა აკობია
  • ირაკლი ალასანია
  • ირინა არაბიძე
  • ფიქრია ასანიშვილი
  • გიორგი ასტამაძე
  • ნატო ბოჩიაშვილი
  • გიორგი ბადრიძე
  • ზურაბ ბატიაშვილი
  • ზაზა ბიბილეიშვილი
  • ლევან ბოძაშვილი
  • ეთო ბუზიაშვილი
  • მიხეილ დარჩიაშვილი
  • დავით დარჩიაშვილი
  • ჯაბა დევდარიანი
  • პაატა გაფრინდაშვილი
  • კახა გოგოლაშვილი
  • გიორგი გოგუაძე
  • თორნიკე გორდაძე
  • გიორგი გვალია
  • შოთა ღვინერია
  • გია ჯაფარიძე
  • თედო ჯორბენაძე
  • ნინო კალანდაძე
  • ნოდარ ხარშილაძე
  • თინა ხიდაშელი
  • ბექა კობახიძე
  • ბათუ ქუთელია
  • ხათუნა ლაგაზიძე
  • ეკა მეტრეველი
  • გრიგოლ მგალობლიშვილი
  • ხათუნა მშვიდობაძე
  • გიორგი მუჩაიძე
  • სოფო პეტრიაშვილი
  • ალექსი პეტრიაშვილი
  • თენგიხ ფხალაძე
  • მირიან ფოხაძე
  • ირაკლი ფორჩხიძე
  • დავით რაქვიაშვილი
  • გიორგი რუხაძე
  • თორნიკე შარაშენიძე
  • ვასილ სიხარულიძე
  • თორნიკე თურმანიძე
  • გელა ვასაძე
  • თემურ იაკობაშვილი

მაიკ პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 17-18 ნოემბერს ჩამოდის. 

 
 

ახალი და საინტერესო თუ იქნება რამე, აქ ჩავყრი

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი

ქალაქში ხმა დადის, ბიბის დასაშინებლად ჩამოდისო და მართალია? :ghost-94-450461:

 

 

Share on other sites

2 საათის წინ, mulan said:

ქალაქში ხმა დადის, ბიბის დასაშინებლად ჩამოდისო და მართალია? :ghost-94-450461:

რა დროს ბიბია, როცა ამხელა შეჭამადი მოიხარშა რეგიონში.))) შიდაპოლიტიკა, არჩევნები და ა.შ კივილწივილები არის მეორე, მესამე და მეათასეხარიხსოვანი. პომპეო ჩამოდის რაღაც ისეთის სათქმელად, რაც ტელეფონში არ ითქმება.

 

 

Share on other sites

სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს განცხადება

 

17 ნოემბერი, 2020

შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ ახალ დახმარებას აცხადებს

შეერთებული შტატები მიესალმება საომარი მოქმედებების შეწყვეტას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეერთებული შტატები მოუწოდებდა ძალადობის დასრულებისკენ და გმობდა სამხედრო ესკალაციას, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზიარებთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ბოლოდროინდელი ბრძოლის დასასრული მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე გადაჭრისთვის. მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში. შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში.

ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები $5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფს, რათა მხარი დავუჭიროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებებს/სამუშაოს საბრძოლო მოქმდებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს. ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით.

spacer.png
"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

პომპეუსი მაგარი კაცია, რაღაც ისეთი, პომპეზური

 

ჩემი აზრით სოროსი აფინანსებს და ახალგაზრდობის გასარყვნელად მოდის, გეიები უნდა შემოგვსიოს

Edited by ბუდა
Share on other sites

5 minutes წინ, iaiameri said:

 ყარაბაღისთვის 5 მილიონის გადასაცემად ჩავიდოდა ბაქოში. ჩვენთან რეიზა ჩამოვიდა ნეტავ?

''სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე. ''  https://ge.usembassy.gov/ka/secretary-pompeo-arrives-in-tbilisi/

 
 
სულ ესაა ჯერ
"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, iaiameri said:

 ყარაბაღისთვის 5 მილიონის გადასაცემად ჩავიდოდა ბაქოში. ჩვენთან რეიზა ჩამოვიდა ნეტავ?

რამდენი მილიონიც არ უნდა გვაჩუქოს ისეთ ტრაკში ვართ რა შეიძლება დაგვეტყოს :lol: 

 

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share