Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

@Seth თქვენი და ერიკის ინტელექტუალური ხანაც სპარინგი და ხანაც ვალსი (:D) არის ამ თემის დრაივი სეტ, ეს არ აკნინებს დანარჩენების როლსაც, ყველას თავისი წილი მოზაიკები აქვს დადებული, თუმცა აწყობა/არქიტექტურა თქვენი ორს გეკუთვნით : )) 

თრასთ მი, როგორც ძაან ერთგულ მკითხველს :werili:

Share on other sites

Posted (შესწორებული)
35 minutes წინ, Freeman said:

ქვენი და ერიკის ინტელექტუალური ხანაც სპარინგი და ხანაც ვალსი (:D) არის ამ თემის დრაივი სეტ,

დიახ!

და სენიორ ერიკის გასაოცარი იუმორი!

საერთოდაც მგონია რომ ორივე ფორუმის ისტორიაში შესატანი თემები გამოუვიდათ მთავარ სენიორებს ან იქნებ კლაბმენებს!

<3

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, ASIA said:

ბაბილონის გოდოლის

ამაზე ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვთ უძველესი ასტრონავტული თეორიის მომხრეებს :დ

კერძოდ, გოდოლი რეალურად წარმოადგენდა კოსმოდრომს :დ (აი ფლორიდაში რომაა ისეთს :დ). ადამიანებმა მოინდომეს ღმერთების გვერდის ავლით ორბიტამდე მიღწევა, რის გამოც დაიმსახურეს ღმერთების (წაიკითხე უცხოპლანეტელების) რისხვა და გაძევება მაშინდელი ქალაქებიდან. :D კონკრეტული მითები და ლეგენდები მოჰყავთ კიდევაც ამ ვერსიის დასამტკიცებლად. :lool:

პ.ს. სხვათაშორის წასაკითხად ღირს, ვისაც SCI-Fi მოგწონთ... ყველა შემთხვევაში, ეგ ტიპები რომლებსაც მეინსტრიმელები რა თქმა უნდა შარლატანებს და კონსპიროლოგებს უწოდებენ, სვამენ ისეთ შეკითხვებს რომლებზეც იგივე მეინსტრიმელებს პასუხები არ აქვთ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Freeman said:

@Seth თქვენი და ერიკის ინტელექტუალური ხანაც სპარინგი და ხანაც ვალსი (:D) არის ამ თემის დრაივი სეტ, ეს არ აკნინებს დანარჩენების როლსაც, ყველას თავისი წილი მოზაიკები აქვს დადებული, თუმცა აწყობა/არქიტექტურა თქვენი ორს გეკუთვნით : )) 

თრასთ მი, როგორც ძაან ერთგულ მკითხველს :werili:

გმადლობთ პატივცემულო.

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Freeman said:

@Seth თქვენი და ერიკის ინტელექტუალური ხანაც სპარინგი და ხანაც ვალსი (:D) არის ამ თემის დრაივი სეტ, ეს არ აკნინებს დანარჩენების როლსაც, ყველას თავისი წილი მოზაიკები აქვს დადებული, თუმცა აწყობა/არქიტექტურა თქვენი ორს გეკუთვნით : )) 

თრასთ მი, როგორც ძაან ერთგულ მკითხველს :werili:

+1

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
21 minutes წინ, Freeman said:

თუმცა აწყობა/არქიტექტურა თქვენი ორს გეკუთვნით : ))

დასტურ !!! (მგონი შუმერულადაც დასტური,- თანხმობის ნიშანია თუ არ ვცდები ;) )

 

8 minutes წინ, Seth said:

შარლატანებს და კონსპიროლოგებს უწოდებენ, სვამენ ისეთ შეკითხვებს რომლებზეც იგივე მეინსტრიმელებს პასუხები არ აქვთ.

მაგალითად ??? 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი პირველი

1. ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.

2. თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა -

3. გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.

4. და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.

5. მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ;

6. თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა;

7. ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით,

8. ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა.

9. მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა.

10. მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს.

11. მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.

12. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა; საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.

13. ეს ცხოველები შესახედაობით გავარვარებულ მუგუზლებს ჰგვანდნენ; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის, ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან.

14. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.

15. ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს.

16. იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული.

17. მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.

18. ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.

19. ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ.

20. საითკენაც სული გასწევდა, იქით მიდიოდნენ; სული გასწევდა და ბორბლებიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული ედგა ბორბლებს.

21. მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ; მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა ბორბლებს.

22. ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.

23. ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს; თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს.

24. როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.

25. გამოდიოდა ხმა ცამყარიდან, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.

26. ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.

27. ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.

28. როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.

 

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ეზეკიელმა მფრინავი თეფში იხილა . . . . თუმცა მე არ ვფიქრობ ასე!

 

კოსმოდრომი, მფრინავი თეფში და ა.შ. ძაან მატერიალურინ რამეებია, ხოდა ბიბლია ძაან არამატერიალურ რაღაცეებზეა - იმჰო!

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 minutes წინ, kvipriane said:

მაგალითად ?

მაგ თეორიის ფუძემდებელია ერიხ ფონ დანიკენი.

მაგალითად, როგორ საიდან გაჩნდა ტბა ტიტიკაკასთან უზარაზარი ქვის ლოდები რომელთა გვერდებიც დამუშავებულია ისეთი სიზუსტით რომლის მიღწევა დღევანდელი ზეზუსტი ხელსაწყოებითაც კი რთულად მისაღწევია.

ერიდუში (შუმერი) აღმოჩენილია ქვა ნახატით და წარწერებით, კერძოდ, ნახატი ძალიან წააგავს ჩვენი მზის სისტემას და ერთ-ერთი წერტილი აღნიშნულია როგორც მე-7. ეს "მეშვიდე" გვხვდება სხვა თიხის ქვებზეც, რომლებიც ეხება ასტრონომია/ასტროლოგია/კალენდარს. ჰოდა მაგ თეორიის მომხრე შუმერულოგები ამბობენ რომ ეს აღნიშვნა "მეშვიდე" არის და ეხება დედამიწას :დ რატომ? მზის საპირისპირო მხრიდან ანუ ღრმა კონმოსიდან თუ დათვლი დედამიწა გამოდის მზის სისტემის მე-7 პლანეტა :დ

ამ ორ კითხვაზე კრიტიკა არის რამდენიც გინდათ იმდენი, მაგრამ თუ იკითხავთ - კაი ესენი შარლატანები არიან, თქვენ ამიხსენით რას ნიშნავსო, პასუხი არ არის, ტომ სოიერივით :დ

Edited by Seth
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share