Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
მითს აქვს "ღია ტექსტი"და "ფარული ტექსტი"-დაშიფრული,კოდირებული.
მათ შორის დიდი განსხვავებაა.
"ღია ტექსტი"-ფოლკლორულ დონეზეა,
"ფარული ტექსტი" ეზოთერულია,გაშიფვრას მოითხოვს.
მითის ჭეშმარიტი "შინაარსი"მის ფარულ ,ეზოთერულ ტექსტშია მოქცეული.
ყოველი მითის წაკითხვა მითოსური სიმბოლოების,იეროგლიფების გაშიფრვას გულისხმობს და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
 
 
დიახ..."ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად..." 
 
ეს ლექსი,ფორუმ.გე-ზე ბევრჯერ დამიდია,
იყოს აქაც,ბადეზე...
 
ამ წიგნის წერას შევუდექ,
როცა ცამ მომცა ნიშანი.
ავხსენ ათასი ენიგმა
ჰრომის და ეგვიპტისანი.
აღმოვაჩინე კოლხურში
საიდუმლონი ცისანი.
ქართულად ავამეტყველე
პირამიდები ქვისანი.
გავხდი ქართველი პოეტი,
ღმერთ თოთის ტაძრის მისანი.
იმ დღიდან ქართულს სწავლობენ
ღმერთები ეგვიპტისანი.
მემფისში აღმოვაჩინე
ნიღბები გორგასლისანი.
მგლის ნიღბით შევხვდი მე რამზესს-
ქალაქ ონს-ღმერთ "რა"-ს მისანი.
ნილოსში ვპოვე ტალღები
ენგურისა და მტკვრისანი.
ჰელიოპოლში მოვთქვამდი
მე-ღმერთ თუთა+შხას მისანი.
აიეტის ძმის აკლდამას
ვაფრქვიე ცრემლნი ცისანი.
ეგვიპტურ იეროგლიფშიც
ქართული სული ვიცანი.
ღმერთკაცად ვთვლი კოლხ აქციუსს-
ძე-ღმერთ თუთ+აშხას მისანი.
მე მემფისს შემხვდნენ კოლხები,
იყვნენ სამყაროს ხნისანი,
ღმერთ ოსირისის "ნიშით" მეც
განვლე,თავანი ცისანი.
აქ კი ამ ბრიყვ ბრძენთ ვერ ვძლიე,
თავები რომ აქვთ ხისანი.
სანამ წიგნს ვწერდი,ვიყავი
ფარაონიც და მისანიც.
სიტყვა ვთქვი,ავამოძრავე
პირამიდები კლდისანი.
მაგრამ დრო წახდა,სიმართლე
გახდა სიცრუის ხიზანი.
დრო საზრის კარგავს,ცხოვრებას
არც აზრი აქვს, არცა მიზანი.
ღვთის საიდუმლოს რად ჩაწვდი?
შემომწყრნენ ძალნი ცისანი.
კარგის მქნელს მკლავსა აჭრიან,
ბრძენ იყავ,გინდა მისანი,-
ვითარცა მცხეთას-მემფისშიც-
ჯალათნი ცრუ მეფისანი.
ეშმას ცხრა ბეჭედს იქით დევს-
საიდუმლონი ღვთისანი.
რაიც ვთქვი,მაინც დარჩება,
ვიცი,რადგან ვარ მისანი,-
სანამ მარად დგას მიწაზე
პირამიდები კლდისანი...
სანამ ზღვას ერთვის ტალღები
იმ საღვთო ფაზისისანი.

             ლადო ალფენიძე
1997 წლის 6 აგვისტო
დიღომი,ფარნაოზის ტყე.
 
 
ვლადიმერ ალფენიძე-მწერალი,
საქართველოს პრეზიდენტის,ედუარდ შევარდნაძის საჯარო და საგანგებო გამოსვლების მომზადების განყოფილების უფროსი იყო.
მოიარა რა მსოფლიო მუზეუმები,ბიბლიოთეკები,
დააგროვა საკმაო ინფორმაცია,
დაწერა წიგნები,
ტომეულები,
რომლებიც თაროზე იქნა შემოდებული.
დღეს,ინტერნეტში წავაწყდი მის გამოსვლას.
 
ჰეჰეეე ... :D
ბრავო,ლადო  !<3
 
კოლხეთის უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკითხი
ვინ მოიხსენია პირველად კოლხი და კოლხეთი მსოფლიო ისტორიაში და როდის?
 
 
ვლდიმერ ალფენიძე. ფაზისი მსოფლიო მითოლოგიაში
 

 

 

 
Edited by NataNostalgia
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

  

22 საათის წინ, Instance said:

თეთრი გიორგის და კოპალას (რომელიც მითოლოგიაში ახლოს დგას თეთრ გიორგისთან)

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, კოპალა და თეთრი გიორგი (მთვარის ღვთაება) შეიძლება ერთი და იგივეა,

დასასრულ, უნდა მოვიხსენოთ ფშავ-ხევსურთა შორის და რაჭაში განთქმული ღვთაება "კოპალა", ანუ "კოპალე". მეტად რთული და ძნელი გამოსაკვლევია ამ "კოპალა"-ს პიროვნება. ხან "კოპალე" და წმინდა გიორგი, მაშასადამე მთვარის ღვთაება, თითქოს ერთი და იგივე არის: "ძალო წმიდა გიორგის, კოპალესაო! შენ გეძახიან, გეხვეწებიან... დიდება შენდა გმირო კოპალავ... მტერზედ სახელი მეეცითავ, ნადირზედ ვარშამიო... წმიდაო გმირო კოპალავ"! ასე ლოცვილობს ხოლმე დეკანოზი ხახმატის ჯვარში. საკუთრივ კოპალას ხატის დღეობას "იხინჭობას" ეძახიან და სწორედ ამ იხინჭობის დღესასწაულის დროს ასე ლოცულობენ: "ღმერთო, იხინჭის წმიდა გიორგი". მაშასადამე, აქაც თითქოს მთვარის ღვთაება და კოპალა ერთი და იგივე გამოდის.

ვინ არის და რომელი ღვთაებაა ნამდვილად კოპალა, ანუ კოპალე, ეხლა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ხალხურ შეხედულებას გარკვეული სახე არ ეტყობა. მაგრამ თვით სახელი გვაგონებს მცირე აზიაში განსაკუთრებით ძალიან გავრცელებულსა და საბერძნეთ-რომშიც კარგა ცნობილ ღვთაებას "კჳბელეს". ამ ღვთაების შესახებ ბევრი რამ არის დაწერილი და სხვადასხვა აზრი არსებობს, მაგრამ ერთში ყველანი თანახმანი არიან, რომ ეს ღვთაება ელლინურ-რომაული არ არის, არამედ მცირეაზიული

http://saunje.ge/index.php?id=271

 

20 საათის წინ, Seth said:

კარგად სჩანს რომ ქართული პაგანიზმი პირდაპირ ხაზზე იჯდა შუამდინარეთთან. ამით კი ბევრი ხალხი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

:up::vasha:

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
40 minutes წინ, Say_or said:

მაგრამ ერთში ყველანი თანახმანი არიან, რომ ეს ღვთაება ელლინურ-რომაული არ არის, არამედ მცირეაზიული

 

ასე ჩანს. პრობლემა იმაშია რომ ქართული მითოლოგიის სერიოზული კვლევა თითქმის არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცდელობას. ნაწილობრივ იმიტომ რომ არ გვეცალა :დ და ნაწილობრივ იმიტომ რომ არანაირი წერილობითი წყარო არ არაა. მითებიც კი ძალიან სერიოზულად სახეცვლილია.

წმინდა გიორგი ნამდვილად მცირე აზიურია, ამას კაპიტალისტებიც ადასტურებენ. თუმცა ქართული რამდენადაა ამას დიდი კითხვის ნიშანი აქვს (ჩემთვის). დიდი ალბათობით თეთრი გიორგი/კოპალა/მამბერი და ა.შ, არის მესოპოტამიური მთვარის ღვთაება ნანნას ადგილობრივი სახეცვლილი სახელები. 

ივ. ჯავახიშვილი და რამოდენიმე სხვა მკვლევარი ადასტურებს 2 ფაქტს, რომელბიც თავის პირდაპირ მიუთითებენ მესოპოტამიურ კავშირზე:

1. ქართული პაგანური ღვთაებებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები და საერთოდ კოსმოგონია დაფუძნებული იყო მთვარის კალენდარზე, მათ შორის გრეგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ;

2. პროტოქართველური ტომები აქტიურად მონაწილეობდნენ შუმერული ქალაქების მათ შორის ურის (მთვარის ღვთაების ქალაქი) სავაჭრო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა რატომღაც ამის იქით დასკვნებს აღარ აკეთებენ (ნუ გასაგები მიზეზების გამო :დ )

 

პ.ს. სხვათაშორის კონსანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები (თითქმის ყველა), განსაკუთრებით კი დიონისოს ღიმილი გატენილია ქართული პაგანური რიტუალებითა და მითებით :დ თვითონ კოწიას ინფოთი, ეს ყველაფერი მისი ძიძის მონაყოლიდან იცოდა.

 

2 საათის წინ, NataNostalgia said:

ლადო ალფენიძე

საინტერესო კაცია მისტერ ლადო 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
22 საათის წინ, Seth said:

აქვე დავამატებ რომ იგივე შუმერული მითების მიხედვით პატივცემული ილია, "თავისთან სამოთხეში" წაიყვანა მზის ღმერთმა უტუ-შამაშმა, რომელიც იყო მთვარის ღმერთ ნანას შვილი :დ

რომელ ილიაზეა საუბარი მუსიე სეტ, თესბიტელზე ??? რომლის ხალენიც (მოსასხამი) ჩვენთან ინახება ???

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

რომელ ილიაზეა საუბარი მუსიე სეტ, თესბიტელზე ?

Elijah ამაზეა ლაპარაკი სენიორ, რომელიც ისლამში მოიხსენიება როგორც Ilyas 

7 minutes წინ, kvipriane said:

რომლის ხალენიც (მოსასხამი) ჩვენთან ინახება ?

ეს არ ვიცი.

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Seth said:

Elijah ამაზეა ლაპარაკი სენიორ, რომელიც ისლამში მოიხსენიება როგორც Ilyas 

ილია, იგივე ელია თესბიტელი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, 

ერთ-ერთი იმ ორთაგანი, რომლებსაც გარდაცვალება არ განუცდიათ, პირდაპირ ხორცით იქნენ გადაყვანილნი უფალთან

ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად ანტიქრისტეს მოსვლას წინსწრებით ორივე მოვლენ და ანტიქრისტეს ამხელენ

მეორე წინასწარმეტყველი ევნუქია (ენოხი) , წარღვნის წინა , თავად წარღვნის მოვლენები რომელმაც აღწერა, ასევე მიზეზებიც

თუმცა მისი წიგნი ძველ აღთქმაში შეტანილი არ არის ...

რაც შეეხება წინასწარმეტყველ ელია თესბიტელის ხალენს, გადმოცემის თანახმად , ნაბუქოდონოსორ მეფის შემოსევას გამოქცეულმა ებრაელებმა იგი იზრაელიდან გამოიყოლეს, საქართველოში შემოიტანეს და მგონი ქურდბაცაცა ღრუსებამდე ჩვენთან, მცხეთაში ინახებოდა ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, kvipriane said:

ერთ-ერთი იმ ორთაგანი, რომლებსაც გარდაცვალება არ განუცდიათ, პირდაპირ ხორცით იქნენ გადაყვანილნი უფალთან

დიახ სენიორ, ამაზეა ლაპარაკი

 

19 minutes წინ, kvipriane said:

რაც შეეხება წინასწარმეტყველ ელია თესბიტელის ხალენს, გადმოცემის თანახმად , ნაბუქოდონოსორ მეფის შემოსევას გამოქცეულმა ებრაელებმა იგი იზრაელიდან გამოიყოლეს, საქართველოში შემოიტანეს

:up: ეს არ ვიცოდი. რა გადმოცემაა და როდინდელი?

 

Share on other sites

  • ფორუმელი
35 minutes წინ, Seth said:

ეს არ ვიცოდი. რა გადმოცემაა და როდინდელი?

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share