Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

1 საათის წინ, iaiameri said:

 iaiameri   სქესი:    სხვა

სენიორს უნდა ბრავო და სენიორას ბრავა,

ან არადა

ბრაო, ბრაო უფრო შეგეფერებათ.

თქვენს შემთხვევაში როგორ უნდა გამომეხატა მოწონება ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

On 12/16/2020 at 4:24 PM, Say_or said:

 

+1, მაგათი არეულობაღა გვაკლია :lol:

 

ვინმეს ინტერესში შეიძლება იყოს ამერიკის არევა?

 

On 12/16/2020 at 5:08 PM, York Ge said:

@Eric

რომში მოხდა ელიტების დაყოფა სავაჭრო გზების საექსპლოატაციო ტრანსნაციონალური კომპანიების მიხედვით. შემდეგ ელიტები რომის ინტერესების დაცვიდან გადაერთნენ საკუთარი კორპორატიული ინტერესების დაცვაზე ისე, რომ რომი და იტალია მხოლოდ კერძო არმიების სარეკრუტო წყაროდ თუ აინტერესებდათ.

მოკავშირეთა ომის შემდეგ ჩამოყალიბება დაიწყო მეორე თაობის ოპტიმატების დაჯგუფებამ, რომლის წევრებსაც ინტერესები მხოლოდ იტალიაში გააჩნდათ. თუმცა მათ ფორმალურად სამოქალაქო ომები წააგეს, გამარჯვებულმა ავგუსტუსმა, ვისი მამაც ოპტიმატებთან იყო დაკავშირებული, სწორედ კატულუსის პლატფორმა დაიცვა საბოლოო ჯამში.

შესაძლოა, თანამედროვე რომშიც რაღაც მსგავსი ხდება.

 

დღესაც კორიდორები არაა მთავარი ინტერესი? როგორ მუშაობს მარშრუტები, ამითი შეიძლება დავინახოთ ძალაუფლების გადანაწილება და ინტერესები?

On 12/16/2020 at 6:37 PM, Seth said:

იმჰო, თაობათა ცვლაა რელიგიის ცვლილებასთან ერთად. ახალი რელიგიის სახე კი მოგეხსენებათ ქალბატონი გრეტაა :read: ვფიქრობ ყველა ძირითადი მოთამაშე შეთანხმებულია რომ ახალი რელიგია საჭიროა. ეს ყველაფერი დაიწყო ბებრებთან (ჰოი საოცრებავ), რადგან მოგეხსენებათ ბებრებს თავის ნავთობი არ აქვთ ,  ადგილზე :დ 

განხეთქილების ვაშლი :დ მდგომარეობს შემდეგში - ვაოფიციალურებთ ახალ რელიგიას დღეს თუ ველოდებით ზეგინდელ დღეს. ჩემი აზრით, შეთანხმდნენ ზეგზე. რატომ? ყველა მეიჯორ ოილ კომპანიამ (ე.წ. ევროპულმა) უკვე გამოაცხადა რომ 2050 წ. იქნება ოილიდან გრეტასკენ :დ გადასვლის მაილსტოუნი. (სულ ბოლო და ისიც ნაწილობრივ, აქ იყო ამერიკული ექსონი). ჰოდა ორანჯისფერი კაცის ჩახსნით ეს პლანეტარული მასშტაბის საკითხის გადაწყვეტაც დასრულებისკენ წავიდა. დასრულდება 4 წელიწადში.

 

რას წყვეტს ეს ენერგია პლანეტარულად, რა შავდება ოილით მათთვის? ყოველთვის შეიძლება გადაიხედოს ეგ შეთანხმებაც საარჩევნო ციკლთან ერთად, არა? მეეჭვება დღევანდელ მსოფლიოში საუკუნოვანი ფინანსური სტრატეგიების დალაგება შეიძლებოდეს 

On 12/16/2020 at 6:44 PM, Seth said:

მეორე ძირითადი საკითხი რისი გადაწყვეტაც მოუწევთ პატივცემულებს და რაც არის განხეთქილების მეორე ოღონდ ძალიან პატარა ვაშლი არის ტექ. კომპანიების საკითხი. ნაწილი უკვე გადაწყვეტილია მაგ. ვაშლი და ტესლა. ნაწილი უძალიანდებათ და ითხოვენ იყვნენ უფრო ნაკლები მონები, ვიდრე დღეს არიან :დ მაგ. ფეისბუქი და ტვიტერის წვერებიანი ბიჭი. 

დიდი ალბათობით, ფეისბუქს გაუშვებენ თავს ცალკე და ტანს ცალკე ურჩობისთვის :დ (პროცესი დაწყებულია) და შემუშავდება ვაშლსა და ტესლასთან ურთიერთობის მსგავსი ოღონდ კიდევ უფრო დახვეწილი მოდელი, რომლითაც ტექ. კომპანიებს მიეცემათ უფრო ნაკლებად მონებად ყოფნის საშუალება (სახალხოდ).

 

 

 

ინტერესი რაში მდგომარეობს მათი. ძველ კაპიტალს უქმნის საფრთხეს თუ რამე ახალია?

 

 

On 12/21/2020 at 4:22 PM, Chigurh said:

დიახ ძალიან ძვირი დაუჯდებათ, ძველი ფული ვს ახალი ფულის ბანაკები თუ ვერ მოილაპარაკებენ და ცივი დაპირისპირება ცხელში გადაიზრდება.

თუ მოილაპარაკეს მაშინ ბევრი შესაძლო სცენარია და ალბათ აპოკალიპტურ სცენარს ავცდებით.

სამაგიეროდ გაწყვეტის ნაცვლად მარსის კოლონიებში გადანაწილდება ე.წ. ზედმეტი მასა და იმუშავებს აქაურებისთვის :D

ეს შედარებით კეთილი სცენარია.

 

გახსნას ვატიკანმა არქივები და დიდი ალბათობით გავიგებთ რას ველოდოთ.

:DD:

 

 

 

 

ვატიკანის არქივი რატო გვგონია საინტერესო?

 

On 12/21/2020 at 8:32 PM, Seth said:

პატივცემულმა ჰოუკინგმა როგორც დაგვიბარა (წერეთელივით :დ) თუ უახლოეს მომავალში არ გავცდებით ამ პლანეტას ჩავვარდებით ცუდ დღეში.

ახლა, ჰოუკინგი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ახალი წესრიგის მებაირახტრე/მარკეტოლოგი/პრმენეჯერი ან უბრალოდ გიჟი მეცნიერი მომავლის ინსაითით, მაგრამ ეს არ ცვლის მთავარს, მოგვიწევს მთვარეზე და არამარტო რესურსების მაინინგი :დ

ოილის საკითხი და ექსპედიციები შეიძლება კავშირში იყოს?

 

On 12/21/2020 at 9:05 PM, Deutschland said:

მგონი ძაან აპოკალიფსურ სცენარს ხატავთ :D 

რა თქმა უნდა, კოსმოსის ათვისება ახლა ნ1 ამოცანაა და ამზე მიდის შეჯიბრი, ვინც ითამაშებს მაგ თამაშს გასაგებია, შტატები ევროპა.

ვინც არადა ჩაჩოჩდება. 

რა კოსმოსის ათვისება, მთვარეზე ვერ აცოცებულან აგერ აქვე. 

 

On 12/22/2020 at 3:26 PM, York Ge said:

@Eric ახლა ყველაზე მეტად ის საკითხი მაინტერესებს, თუ როგორ განაპირობა რომაული ელიტების ავტორიტეტის გაქრობა სპარტაკის აჯანყებამ და, აგრეთვე, პომპეუსის მონაწილეობა პართიელების მხარეს კრასუსის წინააღმდეგ ომში. ირიბი მტკიცებულებები იძებნება, პირდაპირი - ვერა.

რა ჯგუფი იდგა სპარტაკის უკან?

On 12/22/2020 at 3:05 PM, Eric said:

@Seth

მოგახსენებთ სენიორ ჩემს აზრს.

 

არსებობს (აქამომდე) მართვის მხოლოდ ორი სისტემა. ა) დასავლური და ბ) აზიური. => ძირითადში საწყისის საწყისში, სულ თავში.

დასავლურში სოციალური ლიფტი ღიაა, თეორიულად რათქმაუნდა, უბრალო სოფლელს შეუძლია გახდეს ბარონი და შემდეგ რამდენიმე თაობაში ჰერცოგი და მეფეც კი. თეორიულად და რადგან ეს თეორიულად მისაღებია გადარჩევის და ევოლუციის თეორიით იბადებიან ადამიანები ვინც ამ ვიწრო ბადეში აღწევენ პრაქტიკულად და აღწევენ ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმს პლანეტაზე. ამ პროცესს რათქმაუნდა საუკუნეები და თაობები  ჭირდება მარა ეს ხდებოდა და ხდებ ხომ?

 

აზიური სისტემა ეს არის წითელი წერტილი შუბლზე! დაიბადე? დაგარტყეს წითელი მწვანე ყვითელი და ყავისფერი წერტილი შუბლზე და მორჩა, სამუდამოდ დაკეტილი ხარ მაგ წერტილში , არსებობს მხოლოდ ბუდა და ფერადი წერტილები მის ირგვლივ. დანარჩენი მორჩა. არასოდეს და ვერასოდეს ამ წერტილიდან ვერ გახვალ.

როდესც ევროპელებმა კოლონია ტერმინატორების შექმნა დაიწყეს აზიაში და იქ საკუთარი რეკრუტების დასმა დაიწყეს ფადიშაჰების , სულთნების და ხონთქრების ტახტებზე

გაოცებულმა აზიელებმა ამას ანდაზის შექმნით უპასუხეს - > " .... თუ ფადიშახი არ გავხდე",    "ყველა ავღანელი ფადიშაჰობაზე ოცნებობს" და ა.შ , ანუ მათ გონებრივ სამყაროში იმხელა ძვრა გამოიწვია ამ ფაქტმა რომ შუბლზე 'შავწეტრილიანი' იკავებდა 'წითელწერტილიანის' ადგილს რომ გაოგნდნენ - თურმე ეს შესაძლებელია როგორღაც ისევე როგორც მზე რომ ამოდის და ჩადის!

ეს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური მომენტია სენიორ - მთელი კლიტეების ასხმა ადევს აზიურ გონებას. ისე რომ იმპერატორზე შეხედვაც არ შეიძლებოდა და ახლოს მიახლოება ასეულობით მეტრობით და კარიერის საფეხურებით იზომებოდა

 

შესაბამისად, ხომ არ არის ის რაც დღეს ხდება სამყაროში პლანეტის მრავალსახოვანიელიტის ფსიქოლოგიის გადაადგილება ევროპულიდან აზიურისკენ?

რადგან აზიურ ცივილიზაციას ჩვენ ფაქტიურად არ ვიცნობთ ევროპულმა აჯობა მოსპო ამოიდო გაანადგურა ან წაიღო გადამალა გადაასწორა და არ ვიციტ, მაგრამ აზიის ჯუნგლებში დაკარგული უზარმაზარი ქალაქები უზარმაზარი არქიტექტურით ფაქტია არსებობს და წარმოდგენა არ გვაქვს ვინ შექმნა. ესეიგი ტექნოლოგიური პროგრესი და ევოლუცია შესაძლებელია 'წერტილიანების' ცივილიზაციაშიც!

თუ ეს ყველაფერი რეალურია და არა გვიანდელი ფალსიფიკაცია, რაშიც ეჭვი მეპარება მე პირადად.

დიახ. მაგრამ ყურადღება მივაქციოთ სისტემის ფორმაციის რომელ დონეზე იწყება მეცნიერების ჩასახვა და ინლლაითმენთის ეპოქა?

 

ავიღოთ 90 იანების კომუნისტები, მათი რიტორიკა იყო -

-არა შვილო ესე არ შეიძლება,

-რას შვრები შე მამაძაღლო

-ბაბუ დაუჯერე უფროსებს

 

ეხლა ავიღოთ იგივე კომუნისტები 20 იან წლებში, მაგ "შვილოებს" ქეჩოებით მიათრევდნენ ქალაქგარეთ ტყეებში და კეფაში გასროლით ხვრეტდნენ.

იგივე ნაცისტები, მათ რომ დასცლოდათ და გაემარჯვათ სადღაც 60 იანებში უკვე ჰუმანიზმის და ინლაინთმენთის ეპოქაში იქნებოდნენ

ან პირველი ქრისტიანები ავიღოთ (იმედია სენიორ კვიპრიანე სწორად გამიგებს) რას წარმოადგენდნენ ისინი მათი ჩამოყალიბების პირველ ეპოქაში? ის რაც თანამედროვე ისის -ია :roll:

წვერმოშვენულები და ტანსაცმელშემოგლეჯილები დარბოდნენ კლავდენნ წიგნებს წვავდნენ ძეგლებს ანგრევდნენ თხრიდნენ და სპობდნენ და მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიმარჯვეს და მართვის ქსელური სტრუქტურები შექმნეს კონკურენტები სრულაიდ მოსპეს

შემდეგ გახდნენ კეთილები

 

ასევე ახლაც, როცა საჭიროა ახალი სისტემის შექმნა აუცილებელია ნგრევის ფაქტორი და ხალხი ვინც დაანგრევს ძველს. ანტიფა იქნება თუ შუბლზე ფალოს ამოზრდილი ტრანსგენდერი არანაირი აზრი არ აქვს, მთავარია ხალხი ნგრევის ფსიქიკით ვინც ამოცანას შეასრულებს ისე რომ მორალის და სინდისის ქენჯნას არ იგრძნობს.

 

ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, რადგან ამ მნგრეველა ხალხს მხოლოდ ნგრევა შეუძლია და არა შენება, საჭირო ხდება ამ ხალხის მოსპობა ერთიანად, მნიშვნელობა არ აქვს ანტიფა იქნება თუ ლგბტ პჭღრ თუ ვინ

მათ აუცილებლად როგორც კი ძველი სისტემის ნგრევას მორჩებიან სწრაფად და უსასტიკესად მოსპობენ რადგან უკვე შენების და ინოვაციების დროა და ამათ კი ეგ არ შეუძლიათ.

მათი მოსპობის შმედეგ იწყება უკვე ის რასაც ოტტეპელ -ის , ინლაითმენთის ეპოქა, ხელოვნება ყვავდება ყველას სიცოცხლე უხარია და სისტემა კეთილია როგორც ორღობეში ჩამომჯდარი უკბილო მოხუცი. :jump:

 

რადგან მას აღარვის ეშინია.

ყველა არტერტია გადაჭერილია და კონტროლდება.

ძველი სისტემა ძველი მეტოქეები წაგებულები წვანან საფლავებში.

 

ამიტომ მე არა აპოკალიფსზე მივუთითებ სენიორ

არამედ ამ გარდამავალ ეპოქაზე როცა ძველი ნადგურდება შეუბრალებლად ახლის მიერ და ძველის ნგრევის ეპოქაში ვართ ჯერჯერობით , რაც საშიში პროცესია სენიორ.

 

თორემ ბოლოს რომ XX ის კეთილ 80 იანებს მივიღებთ ოკ, გეთანხმებით. თუმცა აქაც (იმჰო) არის ვარიანტი რაც ზევით დავწერე რომ გლობალურად შესაძლოა მიღებულია გადაწყვეტილება და ცივილიზაციის ევროპული ვარიანტიდან აზიურზე გადასვლა ხდება, არვიცი.

მაგრამ მანამდე 21 წელი 24 წელი 37 წელი 1941 წლებია გასავლელი გლობალურ მაშტაბში.

:up:

On 12/22/2020 at 4:27 PM, York Ge said:

სწორედ პოსტსულანური რომი წარმოადგენს მოდელურ სისტემას იმ პროცესებისა, თუ როგორ ახორციელებს ფინანსური კაპიტალი პოლიტიკური ელიტის გადაფორმატებას.

ცოტა ვრცლად პოსტსულანური რომის შესახებ, თუ შეიძლება?

 

On 12/22/2020 at 7:14 PM, York Ge said:

ვერანაირად, ჩემი მოკრძალებული ვარაუდით, რადგან ფული ისაა, რასაც ძალაუფლება ეძახის ფულს.

პოლიტელიტის მთავარი ამოცანა ლეგიტიმურობაა, რაც გულისხმობს ხალხის აჯერებულობას ძალაუფლების კანონიერებაში. ძველ დროს ელიტის ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენდა ხალხის რწმენა იმის თაობაზე, რომ ელიტებთან ღმერთები საუბრობდნენ და თუ ეს რწმენა ქრებოდა, ელიტებიც ნადგურდებოდნენ. სპარტაკის ომმა დაარწმუნა რომაელები, რომ მათ ელიას იუპიტერმა უარი განიცხადა ნუმა პომპილიუსთან დადებულ ხელშეკრულებაზე და მოხდა ის, რაც მოხდა.

შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ თანამედროვე პოლიტელიტები განუწყვეტლივ ამკვიდრებენ რელიგიების სიმულაკრებს.

ანუ სტაბილური ძალაუფლება მოითხოვს დისკურსის კონტროლს, მარა ამას ჭირდება ინფრასტრუქტურა

On 12/23/2020 at 12:53 AM, Say_or said:

გადავხედე :up:

თუ დადასტურდა, შუმერებზე ძველი ცივილიზაცია გამოდის-ო )

რა საინტერესოა, განსაკუთრებით მსგავსების მომენტი შუამდინარეთთან :read:

ისე უძველესი საფრენი აპარატების შესახებ არაერთი ვერსია და გადმოცემაა. 

 

რამე UFOზეა ლაპარაკი თუ ჩვეულებრივ საფრენ აპარატებზე?

On 12/23/2020 at 4:19 PM, ASIA said:

@Say_or

ასეა . . . ცოდნა გაგანადგურებს.

ხოდა სანამ "მცოდნეობას" გადაწყვიტავს ადამიანი. უნდა კარგად დაფიქრდეს - გაქაჩავს ან უღირს? ს

თუმცა მე მაინც ცოდნის მხარეზე ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი ვარ . . . აი, ვინც დახუნძლულია პასუხისმგებლობებით, წესით უნდა დაფიქრდეს . . .

 

როცა რაღაც იცი და მოწყვეტილი ხარ რეალიზაციის შესაძლებლობას, განგრევს ალბათ, მარა როცა მოვლენებს სწორად ხედავ ეგეც უკვე კაიფია

On 12/23/2020 at 9:22 PM, Say_or said:

  

ფრიად საინტერესოა წარღვნის საკითხი, ვეძებე ინფო კიდევ, ვარაუდობენ, რომ წყალდიდობის ძირითადი არეალი შუამდინარეთი იყო

და არა მთელი მსფოლიო :katutu:

ჩემი გადმოსახედიდან ერთ ძალიან განვითარებულ კაცთან მქონდა ხანგრძლივი მიმოწერა,

ასე 8-10 წლის წინ, ის ამბობდა: ლიბერალიზმი ქრისტიანული ათეიზმიაო.

ლირიულ გადახვევას გავაკეთებ და ჩავაკოპირებ ლიბერალიზმის მამაზე - ჯონ ლოკზე მის მსჯელობას აქვე:

„მთავარ ნაშრომში ლოკი წერს: * Мы можем знать достоверно, что Бог есть. Хотя Бог не дал нам врожденных идей о себе, хотя он не запечатлел в нашем уме никаких первоначальных знаков, по которым можно было бы прочесть о его бытии, однако Он дал нам способности, которыми наделен наш ум, и тем оставил о Себе свидетельство. У нас есть чувство, восприятие и разум; и у нас не может быть недостатка в ясном доказательстве бытия Божия, пока мы имеем дело с самими собой. Наши жалобы на наше неведение в этом важном вопросе не могут быть справедливы, потому что Бог в изобилии снабдил нас средствами открывать и познавать его, насколько это необходимо для цели нашего бытия, и его великую заботу о нашем счастье.(ციტატა აღებულია წიგნიდან: Джон Локк. Опыт о человеческом разумении. Глава десятая. О НАШЕМ ПОЗНАНИИ БЫТИЯ БОГА. 1.).
 
უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ჯონ ლოკი ამბობს:  ადამიანს შეუძლია ღვთიური ჭეშმარიტებების შემეცნება საკუთარი ძალებით იმდენად, რამდენადაც ეს მისთვის არის აუცილებელი და საჭიროო. 
 
მაშასადამე, ჯონ ლოკის მიერ განცხადებული ჭეშმარიტებები (სახელმწიფოს და ადამიანის შესახებ თეორია და სხვ.) მართალია ადამიანის მიერ არის მოპოვებული, მაგრამ თუ ვაღიარებთ(და ლოკი ამას აღიარებს) რომ ადამიანს აქვს ღმერთისგან მინიჭებული უნარები რომელთა საშუალებითაც ადამიანს შეუძლია მისთვის საჭირო დონეზე შეიმეცნოს ღმერთი, მაშინ ლიბერალური ფილოსოფიის საფუძვლები ღვთაებრივი წარმოშობის სტატუსით გვევლინება.“

ანუ ჯონ ლოკმა ლიბერალიზმის ქრისტიანული ლეგიტიმაცია მოახდინა  ))

ლოკი წარმოადგენდა მაშინდელი ინგლისის და ახალი სამყაროს იდეოლოგიურ გაპრავებას

On 12/23/2020 at 10:47 PM, Seth said:

:up:

როდესაც მსგავს საკითხებზე ანუ "ახალ რელიგიებზე" ვსაუბრობთ, მე პირადად ყოველთვის ამოვდივარ იმ მოცემულობიდან რომ იგი საჭიროა ძალაუფლების განსამტკიცებლად მმართველი ელიტების მიერ. იგივე ლიბერალიზმიც აღებული იქნა სწორედ ამ მიზეზით. ფაქტიურად ეს იყო პირველი გადასვლა რელიგიიდან რელიგიაზე რომელიც განხორციელდა დიდი სისხლისღვრის გარეშე. თქვენს მიერ დადებული ციტატაც ამტკიცებს ჩემს ვარაუდს. ქრისტიანობაზე დაფუძნებული ახალი რელიგია სწორად იყოს განსაზღვრული. 

+1

 

On 12/25/2020 at 3:14 PM, York Ge said:

მაგრამ ცივილიზაციაც საშუალებაა, მილორდ, კულტურის განვითარებისა და გავრცელებისა.

როდესაც პოლისი არსებობდა, თუნდაც ოლიგარქიული სახით, შენარჩუნებული იყო მისი თვითმმართველობა და აგადასახადო რესურსი, ამიტომ კომუნიკაცია ცენტრთან ხორციელდებოდა მინიმალურად. ასე იყო პრინციპატის (ხმელთაშუაზღვისპირეთის პოლისების ასიმეტრიული ფედერაცია). ხოლო დომინანტისას მოისპო თვითმმართველი ერთეულები, რამაც გაზარდა ცენტრალიზაციის ხარისხი, მაგრამ მართვისათვის აუციელებელი ინფორმაციის მოცულობამ გადააჭარბა ანტიკური ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ტექნოლოგიებით განსაზღვრულს.

რაც შეეხება კულტურას, ანტიკური კულტურა აღმოსავლეთში დაიღუპა იმიტომ, რომ სამ თვეში დაიღუპნენ ამ კულტურის მატარებლები, ხოლო დასავლური კულტურა შეიქმნა მხოლოდ მე-16 საუკუნეში.

და რა არ არის საშუალება და ძირითადი მიზანი? თუ ყველაფერი საშუელებებია?

On 12/25/2020 at 11:53 PM, York Ge said:

Мем, Criptor

:lool:

On 12/26/2020 at 3:00 PM, NataNostalgia said:
 
დიახ,სენიორა აზია,სწორად შეამჩნიეთ.
წლებია,რაც თავს იმტვრევენ მეცნიერები,მიზეზების დასადგენად,
წამოწევენ თეორიებს,ჰიპოთეზებს,უარყოფენ,წამოწევენ,უარყოფენ...და ა.შ.
ყველაზე პოპულარულია ჰიპოთეზა-
ყველაფერში დამნაშავე ადამიანია.
 
 
 
არ შეიძლება არ აღინიშნოს დასავლური მენტალიტეტის მნიშვნელოვანი მახასიათებელი - მისი მიდრეკილება სამყაროს შემეცნების და კვლევის მეცნიერული მეთოდებისკენ. დასავლეთის მეცნიერება მიზნად ისახავს მეთოდოლოგიური კვლევისა და ექსპერტიზის კომპლექსური,ურთულესი ქსელების შექმნას...
 
რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს ბადის უჯრედები, სანამ არსებობს ქსელი,არსებობს რაღაც,რაც გააღწევს ბადეში, კერძოდ ის, რომლის გაზომვა შეუძლებელია.
ციფრები უსასრულობამდე მიდიან...
და ერთ დღესაც მეცნიერები აღიარებენ საკუთარ უძლურებას ,მოიზიდონ რეალობა თავის  ქსელში. სუძუკი,ძენ/ბუდისტი.鈴木 大拙
 
 
 
 

 

ნამეტანი პესიმისტი ყოფილა პატივცემული სუძუკი

On 12/26/2020 at 9:57 PM, York Ge said:

ფაქტების გაყალბება პოლიტიკური მოთხოვნების მიხედვით მახედველობაში უნდა ვიქონიოთ - ეს ცხადია.

არგოს ჰიპიონი -> არგირიპა -> აგრიპა.

ბერძნული მითის მიხედვით რომი ტედეუსის ძემ, დიომედემ დაარსა არგოსიდან გაძევების შემდეგ. როდესაც იულუს ანტონიუსმა ეს მითი რომაელებს შეაზსენა, იგი სიკვდილით დასაჯეს და პრინცეპსის სტარტეგიული დაზვერვის ოფიცერს შეუკვეთეს ანტიბერძნულ მითზე დაფუძნებული პოემა.

ვაუ ისტორია ისტორიების გაყალბებების შესახებ უნდა მოვქექო

On 12/26/2020 at 10:47 PM, ChariotGod said:

დოსი გახსოვთ? ვინდოუსამდე რომ იყო. დოსამდეც იყო სისტემა. ჰარდვეა რესურსებზე იმ სისტემაში პროგებს პირდაპირ ჰქონდათ წვდომა. დრაივერები არ სჭირდებოდათ. თანამედროვე ვინდოუსის პროგები იყენებენ უკვე ნეტ ფრეიმვორკს როგორც გარსს.

 

რატომ დავწერე ეხლა ეს მოთხრობა.

ანალოგია შეიძლება გაივლოს ადამიანსა და პროცესორს შორის.

ოპერაციული სისტემის როლს ამ შემთხვევაში ასრულებს კულტურა.

 

ძველ რომში არცერთს არ გვიცხოვრია imho, არც ძველ ეგვიპტეში. ყველაფერი რაც მათ შესახებ ვიცით არის ინფორმაცია რომელსაც გვაწვდის კულტურა, მეტიც ეხლა რომ ზიხართ და ამ ტექსტს კითხულობთ ეგეც ინფორმაციული ნაკადია. :] 100%-ით კულტურით განპირობებული. სხვა კულტურის ადამიანი აქ არათუ ტექსტს ვერ დაინახავდა, შეიძლება დისპლეი ვერ დაენახა საერთოდ. არაა ფაქტი რომ გეომეტრია რომლშიც ჩვენ სამყაროს ვხედავთ უნივერსალურია ადამაინისათვის. მეზოამერიკული კულტურის ნაშთებში რაღაც სტრანნი ადამიანები რომ ჩითავენ როგორც ნახატებში ისე ქანდაკებებში არ ნიშნავს ეგ რომ ნამეტანი უნიჭო 'არტისტები ყავდათ. პროსტა ის ხალხი ისე ხედავდა სამყაროს. იაპონელებს არ ჰქონდათ კიდევ პერსპექტივა ფერწერაში როგორც მახსოვს.

 

ვოპშემ კაკტა ტაკ.

:up: 

On 12/27/2020 at 12:50 AM, Eric said:

@York Ge

რაც ვიცით, ისაა რომ არაფერი არ ვიცით სენიორ ))

უნიფიკაცია / სტანდარტიზაცია. იმჰო

 

დიახ, ეგეც.

ზოგადად, სად წავიდა შუამდინარეთის ფინანსები? სად წავიდა ეგვიპტის ფინანსები? საიდან მოვიდნენ ელინები? და საიდან შეიქმნა რომი?

მითები მითები, მეტი აარფერი.

 

არადა შემდგომ სრულ სურათს რომ ვუყურებთ რას ვხედავთ? რომი კი დაიქცა მაგრამ მისი ფინანსები არ დაკარგულა, ტექნოლოგია კავშირები გადანაწილდა და გარკვეული პერიოდის მერე იფეთქა ვენეციაში პიზაში ...

 

ბუნებაში მესამე რომ დაიბადოს საჭიროა ორი მოთამაშე.

1 + 1 == 3 საოცარია მაგრამ ესეა

პიზა და ვენეციის ჭიდილში დაიბადა გენუა (პიზა განულდა)

ვენეცია გენუის ჭიდილში დაიბადა ფლორენცია

საფრანგეთ ინგლისის ჭიდილში დაიბადა ამერიკა

ამერიკა ინგლისის ჭიდილში დაიბადა გაერთიანებული ევროპა

 

ამიტომ, მაშნაც, ელინები დაიბადნენ ვიღაც ორის ჭიდილში

ასევე რომი დაიბადა ვიღაცეების ჭიდილში სენიორ.

სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. რადგან მხოლოდ ერთი უსასრულოა თავის თავში. თუ არსებობს პირველი არსებობს მეორე, მეორე იმიტომაა მეორე რომ პირველობა სურს სხვა შემთხვევაში იქნებოდა მეშვიდე

ამ ორის ჭიდილში იბადება მესამე და ა.შ

 

ამიტომ საწყისის საწყისში ხომ არ იყო შემდეგი სქემა

შუამდინარეთი ვს ეგვიპტე = მიკენი

ეგვიპტე ვს მიკენი = ელინები

????

მოკლედ იმჰო

ორი დიდი ფინანსური დაჯგუფებაა მაგ დროს რეგიონში, ერთი წიტელი ზღვა ნილოსის და მეორე შუამდინარეთი ასირიის ზონებში.

ევროპაში მაგ დროს დათვებს დასდევენ. ჰოდა ეს ბრინჯაოს ხანის კოლაფსი არ მომხდარა ინფორმაციის მასივების დამუშავების დაბალი დონით, არამედ ვიღაცამ მიუქსია რეგიონს ეს "ზღვის ხალხები".

 

 

 

ეს რას გვეუბნება, რომ რესურსები ამოწურვადია და ყოველთვის მოხდება გადაჯგუფება კონკურენტების ინტერესების შესაბამისად?

 

On 12/27/2020 at 5:48 PM, York Ge said:

ხოლო სისტემური პროგრამირების ენის ფუნქციას კი - სალიტერატურო ენა.

ხომ არ ესაჭიროება ქართულ ენას რეფორმა, მაგალითად, მეტი ლათინიზაციისა და ნაკლები ელინიზაციის მიმართულებით?

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ უმაღლესი განათლების მქონე ქართველების უდიდეს უმრავლესობას არ გაგვაჩნია წერითი მეტყველების ჩვევა.

ვინ და როდის გამოთალა?

წერითი მეტყველების კულტურა ფუნქციონალურად რას შეცვლის. ჩვენი ადმინი სხვანაირად იმუშავებს და სამყაროს განსხვავებულად დავინახავთ?

On 12/28/2020 at 11:34 PM, NataNostalgia said:

 

დიახ სერ!ჩემს გულში ზიხართ?!  :D

 

არა მგონია ,უფრო პირიქით,აზი.
აი,გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები და შექმნეს ახალი მეცნიერება-კოგნიტივისტიკა,შემეცნება,
და აქტიურად ვითარდებიან.

აქ ჩართულია ფილოსოფია,ექსპერიმენტალურ/კოგნიტიური ფსიქოლოგია,ანტროპოლოგია,
ნეირობიოლოგია,ფსიქოლინგვისტიკა,ნეიროლინგვისტიკა,მათემატიკური ლოგიკა,რელიგიათმცოდნეობა,
კრიმინალისტიკა,ხელოვნური ინტელექტის თეორია.

ადრეული ფილოსოფიური თეორიების თანახმად, ადამიანის გონება (არ უნდა აგვერიოს ტვინში) არამატერიალურია და,
შესაბამისად, მის შესასწავლად მეცნიერული,ტრადიციული მიდგომა აქ არ/ვერ გამოიყენება...
კოგნიტივისტიკა,შემეცნებითი მეცნიერება მიდის დიამეტრულად საწინააღმდეგო მიმართულებით...
დიახ, ინტელექტი შეიძლება და უნდა იქნას შესწავლილი!
 

მაგრამ ბევრი რამ ისევ ისე გაუგებარია მკვლევართათვის.

მაგ.როგორ ხდება ბიოსისტემის სივრცული და დროითი სტრუქტურების კოდირება ქრომოსომებში?!

აი,რატომ არის ეს დარგი ასე საინტერესო!

 

 

თქვა ერიკმა და იუნგმაც!  :D

იუნგის მამა პროტესტანტი პასტორი იყო და თეოლოგი, ბიძაც,
იმყოფებოდა რა ასეთი სპეციალისტების გარემოცვაში,მან ვერ მიიღო პასუხები რელიგიურ შეკითხვებზე,ვერსად.

"კარები,ფანჯრები,ყველგან, დაკეტილია.

რა ხდება,რა ვითარებაა,რა მოქმედებაა?!

რა იმალება დოგმების დახურულ კარ/ფანჯრის მიღმა?! "

...დაა ძალიან მოკლე დროში,ფსიქოანალიტიკური მოძრაობის ფარგლებში,

იუნგმა შორსმჭვრეტელურად
დაინახა მომავლის მეცნიერული რელიგია.

დიახ,ჭეშმარიტი სარწმუნოება და მეცნიერება აღავსებენ ერთურთს! 

ან ავიღოთ კარლ იუნგი და რუდოლფ შტაინერი.

საინტერესოა,რომ მიუხედავად იმისა რომ მათ ათეული წელი იცხოვრეს შვეიცარიაში,ერთმანეთისგან ახლოს,

საუბრობდნენ გერმანულ ენაზე,როგორც მშობლიურ ენაზე,

საუბრობდნენ "სხვადასხვა ენაზე".


ორივე  მათგანს საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ფსიქოლოგიის სფეროში,სულის განვითარებაში,

დიახ,ისინი ავსებენ ერთმანეთს-ასე ფიქრობენ ის სპეციალისტები,ის მეცნიერები,
რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს იუნგის და შტაინერის შემოქმედების შესწავლას!

შტაინერმა,უფრო მეტად შეაღწია მეტაფიზიკურ სამყაროში,
იუნგი -იბრძოდა პროფესიონალური,კლინიკური პროფილისთვის...

მოკლედ,პარალელური სისტემები იყვნენ.

 

იუნგის წვლილის გარეშე ანთროპოსოფია დარჩებოდა დოგმად-Robert Sardello.

 

რაც შეეხება ისტორიას,

ერიკაა გასაგზავნი უძველესი ხელნაწერების მოსაპოვებლად,ვატიკანში,ბერლინის თუ კაიროს ეგვიპტურ მუზეუმებში,

რომის,ათენის ბიბლიოთეკებშიც და ა.შ.  :D

 

 

 

 

 

აქ საინტერესო იქნებოდა სენიორ კუნის მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურის გარჩევა 

On 12/30/2020 at 11:24 AM, Eric said:

ისე რა მაკვარანცხულადაა ჩადებული უყურეთ

 

კავკასიის ვიწრო კარიდორი ევროპიდან აზიისკენ.

კარიდორის ზევით რუსეთი

კარიდორის ქვევით თურქეთი.

 

რუსეთის კორიდორიდან ჩახსნისთვის 'პრედახრანიტელი' -> მუსულმანური ჩრდილოეთ კავკასია

თურქეთის კორიდორიდან ჩახსნისთვის 'პრედოხრანიტელი' -> ქრისტიანული ჯორჯია.

 

რუსეთის და თურქეთის მცდელობებს პრედოხრანიტელების დამტვრევა გაფუჭება მოხსნა გადაგდებას ყოველთვის ისევ მათი აღდგენა მოჰყვა.

აქამდის.

ზემოთაც მიიქცია ყურადღება კორიდორების მნიშვნელობამ. იქენბ უფრო ვრცლად განვიხილოთ ეს ფინანსური მარშრუტების საკითხი. ვისივისაშია, დალაგდებოდა

Share on other sites

ეს კარი ჩაკეტილია,წინა კარი ჩაკეტილია,უკანა ღიაა,
რა მოქმედებაა,რა ვითარებაა?!
ესეიგი უკანა კარით გაიტანეს?!

 

1) https://forum.ge/?showtopic=35118006&hl=

2) https://forum.ge/?showtopic=35124374&hl=

3) https://forum.ge/?showtopic=35142734&hl=

Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, Georgia said:

რას წყვეტს ეს ენერგია პლანეტარულად, რა შავდება ოილით მათთვის?

ოილით არაფერი შავდება. მმართველი ელიტების შეგნით ინტერესთა დღევანდელი განაწილებით შავდება. 

 

52 minutes წინ, Georgia said:

ინტერესი რაში მდგომარეობს მათი

ვისი მათი?

52 minutes წინ, Georgia said:

ოილის საკითხი და ექსპედიციები შეიძლება კავშირში იყოს?

რა თქმა უნდა არის. 

 

Share on other sites

"ძაან უნდა მოინდომო ამერიკაში ან ლიბერალიზმი დაინახო ან სოციალიზმი. მით უმეტეს ევროპელების შეგდებული "

https://forum.ge/?f=29&showtopic=35118006&st=45

 

სენიორ მურ, აღიარეთ რომ მაღალი ხარისხის ანალიტიკას ვდებთ

Share on other sites

ნორვეგიის საპენსიო ფონდმა დღეს (თუ გუშინ) ნავთობმრეწველობასთან დაკავშირებული ყველა ფასიანი ქაღალდი მოიშორა.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

"ძაან უნდა მოინდომო ამერიკაში ან ლიბერალიზმი დაინახო ან სოციალიზმი. მით უმეტეს ევროპელების შეგდებული "

https://forum.ge/?f=29&showtopic=35118006&st=45

 

სენიორ მურ, აღიარეთ რომ მაღალი ხარისხის ანალიტიკას ვდებთ

:D ეს კაი სტარტი იყო.

სენიორ, ერიკ. მე ძველ თემებშიც არ დამიმალავს პატივისცემა და ის, რომ საინტერესოები ხართ და ბევრი ახალი რამეც გავიგე თქვენთან ურთიერთობისას. ის რომ ზოგჯერ კამათისთვის გეკამათებოდით, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ დისკუსია მაინტერესებდა.  რაც გინდათ რომ ვაღიარო, მაგას ვაღიარებ და არც ვმალავდი. მაგიტომაც მიხარია თქვენი აქ ყოფნა. ბოლო პერიოდი ცოტა შეზღუდული ვარ, მაგრამ გადევნებთ ხოლმე თვალს  :yeah:

 

 
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   44 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 44 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(3)