Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

  

  

7 minutes წინ, iaiameri said:

დიახ, მშობლიურ გარემოში ვარ. წესრიგი მიყვარს და ლოგიკური ურთიერთობები. სუფთა ქუჩები მიყვარს და ნაგვის დახარისხება.ადამიანის უფლებების საქმით და არა სიტყვით დაცულობა და კიდევ სხვა ბევრი სიკეთე.

ეგ სიკეთე ყველას მოგვწონს.

მარა ეგ მშOბლიურობას არ განაპირობებს.

მშობლიურობას რო განაპირობებდეს იქნებოდი მანდაურ შმადეზე. :D

9 minutes წინ, iaiameri said:

და რატომ არ უნდა გავახსენოთ რომ ქართველები ვართ? რა სისულეელებს წერ, თუ უფიქრდები? თუ სხვაგან ვცხოვრობ, ჩემი ქართველად შობა კი არსად ქრება  და კი არ იშლება. ან რა შრომაც მაქვს ჩადებული საქართველოში, ის წავშალო და დავივიწყო? რატო? ჩემი პენსია ხო შენ გრჩება? მოგებული ხო შენ ხარ ჩემი წასვლით? რას გველობ აბა? რა გაწუხებს?

შენი პენსია მე როგორ მრჩება კაცო? :D პენსია საქართველოში არის ასე: მე ვიხდი მამაჩემის და დედაჩემის პენსიას და მერე ჩემი შვილი იხდის ჩემს პენსიას.

 

13 minutes წინ, iaiameri said:

. საქართველოში კარგად ვცხოვრობდი, სანამ უსამართლობის მსხვერპლი არ გავხდი. კარგად იცი ეს შენ და პირადის განხილვებზე ნუ გადმოდიხარ. დისტანცია დაიცავი.

ებიჯო არ გადმოვდივარ სანამ ამ ცივ სისხლს არ გვახეთქებთ სახეში. თორე შენ კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება შენდამიც და მაგ საქმისადმიც. წესით უნდა იცოდე რავი. ევროპულმა ცხოვრებამ ამნეზიაც იცისო გამიგია.

12 minutes წინ, Deutschland said:
23 minutes წინ, t-90 said:

 

საქართველო კარგი ქვეყანა ვერანაირად ვერ გაიჩითება, ასე რომ არც მე მომიწევს ზემოთ ნახსენების შეხსენება. 

რავი.

სადღაცა 100 წლის წინ ებრაელი მეომარი იყო ანეკდოტი.

60 წლის წინ უკვე აღარ.

კაცმა არ იცის რა მოხდება.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, iaiameri said:

სულიერი არსებები ვართ და რაღაც ეგებ გვენატრება კიდეც. სანამ გვენატრება აგვიტანეთ. ეს ვირტუალური  კარიც რომ  საბოლოოდ გავიჯახუნოთ, ადამიანური არაფერი გცხიათ, არც კი გენატრებათო, მოგვაძახებთ.

მონატრება კი არ იგრძნობა, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში დაეჭვება და ამ ეჭვის დაჯაბნის სურვილი :)

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, iaiameri said:

ჩემს ქალაქში ცხოვრობს პატარა ქართველი გოგო. თავისით ჩამოვიდა, თავისით დასაქმდა და  თავისით სწავლობს და კიდევ  მშობლებს არჩენს საქართველოში.

რომ მიიღეს, სავარაუდოდ მიიღეს იმ განათლების გამო რაც იქ ჩასვლამდე მიიღო ხომ ასეა?

ეს ცოდნა ქართულმა სახელმწიფომ მისცა თუ მისმა ოჯახმა?

პ.ს ისევ მე წესზე ვსაუბრობ და არა გამონაკლისებზე.

პ.პ.ს "ყველაფერი გაგიკეთეთ" როდესაც გეუბნება მშობელი არ გულისხმობს რომ მილიონები დახარჯა, არამედ იმას რომ თავის მხრივ "ნემსის ყუნწში გაძვრა" რომ შენ წარმატებული ყოფილიყავი

Share on other sites

@Instance საშუალო სკოლა ჰქონდა დამთვარებული მანდ მხოლოდ. აქ დაამთავრა მერე ტურიზმის კოლეჯი დავარქვათ, (უფრო მოკლედ რომ გამოითქვას), ახლა უნიში სწავლობს ეკონომიკას, პლიუს კაფეში მუშაობს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Instance said:

იქ პროფია წელიწადში სიტყვაზე აკეთებს 100-150K-ს

იქ სად? ევროპაში?

 

1 საათის წინ, Chigurh said:

ოჯახური სტრუქტურა, რაც აქედან იკითხება დიქტატორულია.

არც ისე, სტანდარტულ ქართული მე ვიტყოდი

 

1 საათის წინ, Chigurh said:

ანუ 2 წელის დაკარგვა კიდევ არაუშვას, შეიძლება მთელი ცხოვრება დაკარგო მტკიცე ხასიათი თუ არ გაქვს

დიახ, ადრე ვსაუბრობდით მგონი ამაზე. თვითონ ბავშვზეა ბევრი რამ დამოკიდებული.

Share on other sites

8 minutes წინ, York Ge said:

მონატრება კი არ იგრძნობა, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში დაეჭვება და ამ ეჭვის დაჯაბნის სურვილი :)

ხვალვე წამოვიდოდი, რომ მქონდეს იმის გარანტია რომ ჩემი სახელმწიფო დამიცავს და სამართალს აღასრულებს. არანაირი ეჭვი კი არა და სხვა გზაც არ მქონდა, უნდა დამეტოვებინა ქვეყანა. ფული არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. არც აქ და არც მანდ. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ იყო. ძალიან გამიმეტეს.

 

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share