ფორუმელი Seth Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 @Eric ეს დღევანდელია სენიორ. BBC China correspondent John Sudworth moves to Taiwan after threats - BBC News Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 1 საათის წინ, Chigurh said: ბორჩალოს აჯანყება, რომელიც ჩაახშო გენერალმა კვინიტაძემ გერმანელთა მხარდაჭერის შედეგად. სურათზეა ხმალზე დაყრდნობილი გერმანელი ოფიცერი და ტყვედ ჩავარდნილი სეპარატისტები. ანექსიის მერე. როცა ელჩებიც და მთავრობაც ტოვებდა ქვეყანას, გერმანიის ელჩი დარჩა საბჭოთა საქართველოში და იძახდა, აღფრთოვანებული ვარ წესრიგით ქუჩებშიო :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 25 მარტი, N19 გერმანელ ელჩის რაუშერის განცხადება ამხანაგ შეინმანთან ერთად თბილისში ჩამოსულმა გერმანიის ელჩმა რაუშერმა განუცხადა გრუსტას თანამშრომელს: ეხლახან გათავებულ ომის დროს მე უნდა ვყოფილიყავი იქ, სადაც იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი მთავრობა, რომელთანაც მე ვიყავი წარმოგზავნილი. როდესაც ამ მთავრობამ დატოვა სახელმწიფო და ჩამოერთვა მას ფაქტიური ხელისუფლება, მე აუცილებლათ ვთვლიდი, როგორც საქართველოს, აგრეთვე გერმანიის ინტერესებისთვისაც, რაც შეიძლება ჩქარა დავბრუნებულიყავი საქართველოდ დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა ძალიან ძნელი იყო აფეთქებულ ხედების გამო. მე მაინც ჩქარა ჩამოვედი თბილისში და მაშინვე შევუდექი ჩემი მოვალეობის აღსრულებას. გაზეთების ცნობა იმის შესახებ, ვითომ და მე განზრახული მქონდა ევროპაში წასვლა, სიმართლეს მოკლებულია. სხვა დიპლომატიურ წარმომადგენელთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მე მუდამ იმ აზრის ვიყავი, რომ არ წავსულიყავი კავკასიიდან. მე დავრჩე აქ, რასაკვირველია. არა მარტო ჩემი სურვილის თანახმად, არამედ ჩემი მთავრობის ნებართვითაც. ეს გარემოება იმის დამამტკიცებელია, თუ რა დიდი ინტერესით ეპყრობა გერმანია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიურ ბედს. თბილისი დიდათ მნიშვნელოვანია გერმანიისათვის, განსაკუთრებულათ მნიშვნელოვანია მით, რომ ანტანტას და ოსმალეთს შორის დროებითი ზავის პირობათა ერთ-ერთ შესანიშნავი მუხლით სასტიკათ ეკრძალება ყველა გერმანელს არა თუ ცხოვრება, არამედ დროებით გადმოსვლაც კი კონსტანტინეპოლში. უნდა გითხრათ, რომ საბჭოთა თბილისმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე მაკვირვებს ორი რამ წესრიგი და სრული სიმშვიდე ქალაქში. აგრეთვე ყველა ხალხისათვის აუცილებელ დაწესებულების წესიერი მუშაობა, სახელდობრ წყალსადენის, ელექტრონების სადგურების და ტრამვაის. უნდა ვთქვათ, რომ კავკასიას შეუძლია გამოიყენოს თავისი სიმდიდრე მხოლოდ ბაქოსა და ბათომის შორის პირდაპირი დამოკიდებულებით. ბათომი არის ისეთი ნავთსადგური, საიდანაც უნდა შემოვიდეს იმპორტი მთელ კავკასიაში. ბაქოს კი შეუძლია მისცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია კავკასიის მრეწველობის და ვაჭრობის განვითარებისათვის. ყოველგვარი პოლიტიკა, რომელიც ავიწროებს ან შლის ბაქოსა და ბათომს შუა პირდაპირ მიმოსვლას, შეავიწროებს და დაანგრევს კავკასიის საცხოვრებელ ძალღონეს და შესწყვეტს მეზობელ რესპუბლიკისადმი საჭირო საგნების მიწოდებას. ის გარემოება, რომ ჩემმა მთავრობამ თანხმობა განაცხადა თფილისში ჩემ დარჩენაზე, აშკარათ ამტკიცებს მის განზრახვას, პოლიტიკური კავშირის დაცვას კავკასიასთან. მე არ შემიძლია ვსთქვა, თუ როგორი ფორმა იქნება მიღებული ჩემი მთავრობის მიერ, საერთაშორისო უფლების თვალსაზრისით, კავკასიასთან პოლიტიკურ დამოკიდებულების განსამტკიცებლათ, როგორ დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამს ის ამ შემთხვევაში. მე ჯერ არ მაქვს ინსტრუქცია ბერლინიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მზიანი იქნება გერმანიის და საქართველოს ერთა შორის მეგობრული წყობილების განმტკიცება, მიუხედავათ ორივე სახელმწიფოს ამა თუ იმ შინაგან რეჟიმისა ორივე ერთა შორის მეგობრული განწყობილების განმტკიცება გაუმჯობესება გერმანიისა და საქართველოს ეკონომიურ მდგომარეობას, რასაც მე დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველოს რევოლუციონური კომიტეტი და მთელი ქართველი ხალხი. [ულრიხ რაუშერი (1884-1930) საქართველოში ელჩად გერმანიის მიერ საქართველოს დე იურედ აღიარების შემდეგ 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა, თბილისში კი 1921 წლის იანვრის დასაწყისში ჩამოვიდა. ჩამოსვლისთანავე რაუშერმა ახლო ურთიერთობა დაამყარა ნოე ჟორდანიასთან. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ რაუშერი დარჩა საქართველოში და აგრძელებდა დიპლომატიურ საქმიანობას, აქტიურად ეხმარებოდა პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს საბჭოთა საქართველოს დატოვებისა და გერმანიაში სწავლის გაგრძელების საქმეში. ამ პროცესში რაუშერი ფიქტიურ საფუძვლებსაც აქტიურად იყენებდა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ამ ახალგაზრდების (ძირითადად პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრების) საქართველოში დარჩენა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მათი [ახლაგაზრდების] საპატიმროში გამოკეტვას ნიშნავდა. 1921 წლის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ხელისუფლება ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას რაუშერის საქმიანობისადმი (მათ შორის მის კავშირებზე სოციალ-დემოკრატებისადმი. თავად რაუშერიც სოციალ-დემოკრატი გახლდათ) 1922 წლის დასაწყიში რაუშერმა საქართველო დატოვა და მალევე დაინიშნა პოლონეთში გერმანიის ელჩად (ამ პოზიციაზე მუშაობდა გარდაცვალებამდე) – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 4 საათის წინ, Seth said: @Eric ეს დღევანდელია სენიორ. BBC China correspondent John Sudworth moves to Taiwan after threats - BBC News მუსიე სეტ, ეს უიღურების თემა მოკლედ რომ ამიხსნათ თუ შეიზლება ??? (ანექსირებულები არიან ?) თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 36 minutes წინ, kvipriane said: მუსიე სეტ, ეს უიღურების თემა მოკლედ რომ ამიხსნათ თუ შეიზლება ??? (ანექსირებულები არიან ?) ეთნიკური უმცირესობაა ჩინეთში, თუმცა უმრავლესობა თავის რეგიონში. მაჰმადიანები. როგორც თვითონ ამბობენ შუააზიელი თურქული ტომების შთამომავლები არიან. ყველა შემთხვევაში ჩინელები არ არიან. არც ერთი შტო. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 @Chigurh @Moor სხვადასხვა პერიოდზე საუბრობთ. ჩიგურმა რაც დადო ეგ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდეა და ეს ელჩის ნოტა უკვე სხვა ხელისუფლების ელჩია და არა კაიზერის. კერძოდ აჯანყების მაპროვიცირებელი ის იყო, რომ ბაქოს ასაღებაში აზერების დასხმარებლად გააგზავნეს თურქებმა ჯარი. თურქები აქეთ ბორჩალოზე წამოსვლას არ ფიქრობდნენ, მაგრამ "აქვე ყურის ძირშია თურქების ჯარი"-თ შეგულიანებულმა ბორჩალოელებმა დაიწყეს აჯანყება. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 @Instance უბრალოდ ახლახანს ვნახე და გაგიზიარეთ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი NataNostalgia Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 (შესწორებული) 3 საათის წინ, Moor said: თბილისმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე მაკვირვებს ორი რამ წესრიგი და სრული სიმშვიდე ქალაქში. აგრეთვე ყველა ხალხისათვის აუცილებელ დაწესებულების წესიერი მუშაობა, სახელდობრ წყალსადენის, ელექტრონების სადგურების და ტრამვაის. 37 minutes წინ, Moor said: უბრალოდ ახლახანს ვნახე და გაგიზიარეთ მადლობა Moor Edited 31 მარტი, 2021 by NataNostalgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts