Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
21 საათის წინ, Seth said:
22 საათის წინ, NataNostalgia said:
საოცარი მიგნებები აქვს,საოცარი,
საოცრად ლოგიკური...

შესაძლოა. თუმცა მე როდესაც ვნახე ძალიან ეზოთერულ მიმართულებას აძლევდა თავის მიგნებებს. ზოგადად nothing wrong with ეზოთერიკა, მაგრამ მე ვფიქრობდი რომ გადამეტებული იყო. უდაოდ ნიწიერი კაცია და მე რაც მახსოვს საკმაოდ ბევრი სასარგებლო და მართლაც უნიკალური მიგნებები ჰქონდა.

თქვენც საოცრება ხართ,  Seth <3

7 საათის წინ, Eric said:

სხვას რას ვაკეთებთ სენიორა?

ნუ იოსებ ფლავიუსის მსგავსი პატრონები რომ გყვავდეს მთლად დიდებული იქნებოდა მარა  მურით დავკმაყოფილდეთ. ჯერ ყველაფერი წინ აქვს ... :))

აბა რაა,აბა რაა...კარგია,რასაც აკეთებთ!

და რა თქმა უნდა...ჯერ ყველაფერი წინაა!

 

Eric  Moor  <3

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, kvipriane said:

მდაა  ... ეხლა ვხვდები საიდან სამართლიანობის ასე მძაფრი განცდა ... სამხედროები ... ადეკვატურები და ღირსების მქონენი ...

იმედი მაქვს : - ზვიგენებმა გაიყვანეს, ლომები შემოიყვანენ,  ... სხვა გზაც არც აქვთ ...

მესოპოტამიელი ლომები?! kvipriane :D 

<3

1lion.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, NataNostalgia said:

მესოპოტამიელი ლომები?! kvipriane :D 

<3

დიახ, სავარაუდოდ ასე გამოდის სენიორა ... როგორც სენიორ ერიკი წერს, აბა საიდან მოხვდნენ ებრაელები ეგვიპტეში ???

როგორც სჩანს, გადაფორმატებულ შუმერეთში შემორჩენილი მეორე ტალღა - ფინანსისტები წარეკეს პტოლემეიდებმა

პირველი ტალღა გამოვიდა და ისეთ ადგილს მიაგნო სადა ზურგიდან დაცული იქნებოდა მათი შთამომავლობა , ჰო და აგერ სენიორა კავკასიონი !!! პირველდ მგონი ფარსმან ქველმა გამოიყენა თუ არ ვცდები დარიალი :) და კიდევაც დაუდგეს რომში ძეგლი ...

სიმართლე რომ ვთქვათ გამართლდა იმ გონიერი ხალხის ვარაუდი, გარკვეულ წილად კავკასიონმა გადაგვარჩინა ეს მცირერიცხოვანი ერი .... და რაღა თქმა უნდა ღვთის შეწევნამ !!! ეტყობა სულ მცირედით-მაინც მასაც მოვწონვართ, თორე საუკუნეებმა ისეთი და იმხელა ერები და სახელმწიფოები შეიწირა რომ, ... კი გეცოდინებათ თქვენ ... მადლობა უფალს ამისათვის !!!

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Eric said:

გვაქვს ორი კონკურენტი ცივილიზაცია (ვგულისხმობ ადამიანების ეპოქას უკვე)

ეგვპტე და შუამდინარეთი, მათ შორის კონკურენცია უდავოა, სხვანაირად არ შეიძლება იყოს , ორი დამოუკიდებელი ტერმინალი, დამოუკიდებელი ფულის წყარო. სხვა ყველა ირგვლივ ამათი გაგრძელებებია კოლონიები სხვადასხვა სტატუსებით. 

ამ ორ ტერმინალს შორის კონკურენცია არსებობდა მუდამ შემდეგშიც, და დღესაც კი.

ეგვიპტე - მკაცრად იერარქიული აბსოლუტიზმი მინიმალური ელიტებით, ფაქტიურად ელიტების არ არსებობით, ფარაონების ქურუმების და ხელსონების გარდა არავინ ვიცით ეგვიპტეში სხვა ვინმე.

შუმერი - პოლისური სისტემა, ყველა პოლისს თავისი მეფე თავისი ელიტა ყავს. აქედან გამომდინარე ეს ელიტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. და მაშასადამე დამოუკიდებელი თამაშებით საერთო შუმერული ამოცანის არ არსებობის ან არსებობის მაგრამ ნაკლები კონტროლის გარეშე.

+ ეგვიპტის გეოფიზიკური მდგომარეობა ბევრად ხელსაყრელია რადგან დასავლეთიდან არავინ არ ყავს მტერი, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან წყლის მასა იცავს. განსხვავებით შუმერებისგან რომელთა აღმოსავლეთით დიდი საველურეთი თუხთუხებს ხოლო დასავლეთით კონკურენტი ეგვიპტე,

ამას უნდა მოჰყოლოდა შუმერული პოლისური ელიტების დამოუკიდებელი თამაშები როგორც ეგვიპტესთან ასევე მოთუხთუხე ველურებთან, და ეს აუცილებლად გამოიწვევდა რღვევას დროის რაღაც პერიოდში. და შემდეგში ასეც მოხდა და შუმერული პოლისური ელიტები გადანაწილდნენ ასირიელების ხეთების პართიელების და ა.შ წარმონაქმნებში და აირივნენ და დასრულდნენ როგორც შუმერული ელემენტები. 

+ ამავე პერიოდში უკვე ორივე (ეგვიპტეც და შუმერიც) ფლობს ტექნოლოგიებს ერთმანეთზე ველურების შესევის. ეს ტექნოლოგია მერე კავკასიაში მოსულმა აწ უკვე ქართველებმაც იცოდნენ როცა დარიალთან დიდი ონკანი დააყენეს და დრო და დრო ამ ონკანს გააღებდნენ და წუწავდნენ ველურებით ხან სპარსეთს ხან ბიზანტიას :roll:

 

რაც შეეხება ჩვენ და ებრაელებს. ქალაქი ურ -ში მოსახლეობა ცხოვრობდა უბნებში კლასების მიხედვით, ხელოსნებს ცალკე უბანი ჰქონდათ, მხედრებს ცალკე, ვაჭრებს ცალკე და ა.შ

ეს ის დროა როცა ეეეე, როგორ ვთქვა და ეთნოსი არ არსებობს დღევანდელი კლასიფიკაციით, ეთნიციზმი. გენეტიკურად როგორ განირჩეოდნენ ერთმანეთისგან არ ვიცი მარა მათ ამის კლასიფიკაცია არ ჰქონდათ, იყო რაღაც ზოგად შუმერული ? სადაც რამდენიმე გენეტიკური ჯგუფი გვერდიგვერდ ბუნებრივი კოოპერაციის საფუძველზე ცხოვრობდა მათ შორის ბუნებრივი სქილების შეთავსებით საერთო საქმისთვის?

ასეც იქნებოდა რადგან შუმერი ეს სხვადსახვა პოლისები სხვადასხვა ელიტებით იყო .

 

შემდეგ იწყება დეგრადაცია და ქალაქი ური ს დაცემის დროც დგება. პატრიოტთა ნაწილი იღუპება და ნაწილი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე რო - რა ვქნათ?

რომელი ფენა ტოვებს პირველ რიგში დაპყრობილ ტერიტორიას? რათქმაუნდა მხედრების ფენა, რადგან მათთან (დიდწილად) მორიგება შეუძლებელია, გამარჯვებული მათ ან მთლიანად სპობს ან ისეთ დღეში აგდებს რომ მხედრობის წოდების აღარფერი შერჩებათ.

ამიტომ დამარცხებული მეომარი ყოველთვის პირველი მიდის მთაში ტყეში მიდის უშალოდ სიკვდილისგან შორს და თუ ეს იყო არა დამარცხება არამედ სტრატეგიული კატასტროფა მაშინ ეს იქნებოდა მასიური მიგრაცია ქალაქ ურ იდან მხედრების ფენის ოჯახებით და ა.შ

საინტერესოა როგორი იქნბეოდა ფინანსისტების) ფენის რეაქცია? ყოველ დროში ყველა სახელმწიფოში მას შმედეგ და დღემდის ეს ფენა ცდილობს დამპყრობელთან მორიგებას და ასე ვთქვათ კოჰაბიტაციის რეჟიმში შესვლას, რათა შეინარჩუნოს ფინანსური აქტივები მთლიანად თუ არა აქციები მაინც მასში -> ეს მუდმივაა კონსტანტა

+ ტრაგედიის მიზეზის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა და ყოველთვის არის მათ კისერზე რადგან თავად ფინანსების ბუნება არის გლობალური და ეწინააღმდეგება იდეას - მტერთან საქმე არ დაიჭირო

ის რაც მხედრისთვის მიუღებელია ფინანსისტისთვის ბუნებრივი პროცესია. ამიტომ კავშირები მტერთან სხვადასხვა სახს მათ ექნებოდათ და ამის იმედზე ეცდებოდნენ კჰაბიტაციას.

სად წავიდონენ მხედრების ფენა?

სამხრეთით ზღვა

დასავლეთით სტრატეგიული მოწინააღდეგე და პრობლემების თავი და თავი - ეგვიპტე

აღმოსავლეთით მოთუხთუვე საველურეთი და პრობლემების შემსრულებელები.

დარჩა მხოლოდ ჩრდილეოთი და რა დრო დაჭირდათ არ ვიცი მარა ბოლოს კავკასიას მოადგნენ.  მათი გარკვეული მცირე ნაწილი ეგვიპტის ქვევით დღევანდელი ეთიოპიის ტერიტორიაზეც შევიდა, თუ გახსოვთ წინა თემებში ვსაუბრობდით ქართველთა გავლენაზე ეთიოპიაში შემდეგში და ეთიოპია ასევე ერთერთია ვინც დრაკონთმმუსველ წმინდა გიორგის სცემს თაყვანს.

გავიდა წლები და დარჩენილ ფინანსისტთა ფენას ძლიერ გაუჭირდა, რადგან ჯერ იქით გადარეკეს მერე აქეთ მერე ისევ იქით და დამპყრობელი დამპყრობელმა შეცვალა და მათი სიველურის ხარსიხი უფრო გაიზარდა და ბოლოს მთლად დააგენოციდეს და აქ ისინიც იძულებულნი გახდნენ შორს გზას დადგომოდნენ.

აი ვინ და ებრაელთა გარდა არავინ არ იცის როდის და სად უნდა გაიქცეს

მახსოვს სანამ 90 იანი წლები დადგებოდა გაოცებული ვუყურებდი როგორ ტოვებდნენ მეზობელი ებრაელები და მასიურად გადიოდნენ ქვეყნიდან და მაშინ კი ვფიქრობდი სად მიდიან? რატო მიდიან? მარა პასუხები ვერ ვიპოვე :D

მოკლედ ამდენი დავიდარაბის შემდეგ, სად მივიდოდნენ ჰურრიანნი? გაითვალისწინეთ რომ მათ ფინანსების აქტივები თან წამოიღეს გზაში და ვის ანდობდნენ ამ აქტივებს? ვის გაუბედავდნენ დევნილები და ეტყოდნენ - იცი რა ცოტა ფულიც მაქვს შენახული ?!

ერთადერთი ძველი მეზობლები რომელბიც უკვე კავკასიაში სახლობდნენ და გარკვეული კონტაქტები ერთმანეთში არსებობდა ური დან წამოსვლის შემდეგაც.

 

და

 

...და გამოჳდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი...“.

 

და მიიღეს მშვიდობა სახლსა ზედა თვისსა

და

კრონპრინცმა ფარნავაზმან ნადირობის ჟამს ერთს ქვაბულსა უცხოს ჰპოვა განძი აურაცხელი და გაგაზა ერჰერცოგ ქუჯისთან ...

 

დანარჩენი ხო ვიცით

ინეტში გადავაწყდი ამას და მოდით დავწერ არასრულ ჩამონათვალს შუმერული და ქართველური ენების სიტყვებისა, რომ უკეთ ვნახოთ მსგავსება ენებს შორის:

 

1. შუმ: "თუნირ" - ქართ: "თორნე" ან "თონე"

2. შუმ: "დუქ" - ქართ: "დოქი"

3. შუმ: "ხარ" - ქართ: "ხარი"

4. შუმ: "მარუნ" - ქართ: "მარანი"

5. შუმ: "იზი" - ქართ: "ეზო"

6. შუმ: "აგარ" - ქართ: "აგარაკი"

7. შუმ: "აკილ" - ქართ: "კივილი" - სვან: "ლიკილი"

8. შუმ: "დიჰ" - ქართ: "თიხა"

9. შუმ: "ითუ" - ქართ: "თვე"

10. შუმ: "გორა" - ქართ: "გორა" - ბასკ: "გორა"

11. შუმ: "დურგარ" - ქართ: "დურგალი"

12. შუმ: "სილა" - ქართ: "სილა" - ორივე ენაში აღნიშნავდა საწყაო ერთეულს

13. შუმ: "არე" - ქართ: "არე-მარე"

14. შუმ: "ენგურ" - ქართ: "ენგური" მდინარეა. შუმერულში კი მკნარ წყალს აღნიშნავდა

15. შუმ: "უბურ" - ქართ: "უბე"

16. შუმ: "ლიკ" - ქართ: "ლეკვი"

17. შუმ: "ქაქი" - ქართ: "ქანი". შუმერულში ეს სიტყვა მიწას ნიშნავდა.

18. შუმ: "ბაბარ" - ქართ: "ვარვარი" "ბარბარი".

19. შუმ: "ერემ" - ქართ: "ერი"

20. შუმ: "ჰად" - ქართ: "ღადარი"

21. შუმ: "მარ" ან "მარუმ" ნიშნავს ვაჟიშვილს - სვან: "მარე" ნიშნავს კაცს. ქართული სიტყვა ქმარიც ამ სიტყვიდანაა ნაწარმოები. ასევე "სამარე".

22. შუმ: "გურუშ" არის გლეხის აღმნიშვნელი - სვან: "ლუ გურუშე" ნიშნავს მოსვრილს, დასვრილს.

23. შუმ: "ლუგალ" იყო შუმერის მმართველი მეფე - სვან: "ლუგავ" ნიშნავს ღონიერს, ხოლო "ლუქალ" - ქებულს, დიდებულს.

24. შუმ: "ქალ" ან "ქალ-ლა" ნიშნავს ფასდაუდებელს - სვან: "ლ-ქალ" ასევე ნიშნავს ფასდაუდებელს. ქართულში კი შესაძლოა სიტყვა "ქალი" სწორედ ამ სიტყვიდან იყოს ნაწარმოები.

25. შუმ: "იერე" ან "ერე" ნიშნავს მონას - სვან: "იერე" ან "ერე" ნიშნავს ვიღაცას (დამამცირებელი ფორმით).

26. შუმ: "დი" ნიშნავს დედას - სვან: "დი" ასევე ნიშნავს დედას.

27. შუმ: "ე სიგ გა" ნიშნავს აგურის სახლს - სვანურად კი "მეზიგა" ნიშნავს მოსახლეს.

28. შუმ: "დუდუ" - სვან: "დუდდულ" - ნიშნავს თავის ქალას.

29. შუმ: "დაგ" - ქართ: "დღე" - სვან: "ლა დეღ"

30. შუმ: "კირ" ან "გირ" - ქართ: "კერა" - სვან: "კარა"

31. შუმ: "გურ" - ქართ: "გორაობა"

32. შუმ: "ხულ" - სვან: "ხოლა" - ბოროტი, ცუდი.

33. შუმ: "ინიმ" - სვან: "ნინ" - ქართ: "ენა"

34. შუმ: "კარ კარ" - ქართ: "კაშკაში"

35. შუმ: "ქინ" - მეგრ: "ქიანა" - ქართ: "ქვეყანა"

36. შუმ: "კირ" - ქართ: "კერატი", გარეული ღორი.

37. შუმ: "კუნ" - ქართ: "კუდი" - სვან: "ჰა კვედ"

38. შუმ: "სალ" - ქართ: ქალი ან ცოლი. სავარაუდოდ გარდაიქმნა ამგვარად დროთა განმავლობაში: სალ/სალი/სოლი/ცოლი

39. შუმ: "ზაგ" - ქართ. "ზღვა" - სვან. "ზუღვა"

 

2019041016244481319.jpg

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Eric said:

დღევანდელი ეთიოპიის ტერიტორიაზეც შევიდა,

ისევ დავითი და სოლომონი :დ

Queen of Sheba
A central tenet of the church is the story of the Queen of Sheba. It is said that the queen traveled from Axsum to Jerusalem to meet King Solomon in about 960 BCE. During the visit they believe that the Queen of Sheba had relations with King Solomon and then produced a child, who would become the first emperor of the Solomonic Dynasty, Emperor Menelik I.

ასევე, მონსენიორ ერიკ, საინტერესოა ამ ეთიოპიის ამბავი თქვენი წინა თემების კუთხით. კერძოდ ე.წ.  Aksumite empire :დ

 

ძალიან გავს საქართველოს ქრისტიანობის მიღებიდან და დათომდე:დ

ამდენი დამთხვევაც აღარ ხდება :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, NataNostalgia said:

თქვენც საოცრება ხართ,  Seth <3

აბა რაა,აბა რაა...კარგია,რასაც აკეთებთ!

და რა თქმა უნდა...ჯერ ყველაფერი წინაა!

 

Eric  Moor  <3

 

 

გმადლობთ სენიორა, მაგრამ ვფიქრობ ჩემი დამსახურება ამ თემაში ყველაზე ნაკლებია.

ზოგადად კი ამ თემ(ებ)ის წარმატებას (გარდა თემის ავტორისა) მივაწერ იმას რომ ბევრი სხვადასხვა ბექგრაუნდის და რწმენის ხალხი შეიკრიბა.

იმჰო - ერთადერთი გზა რომ რაღაცა სიმართლისმაგვარს მიაგნო ამ საკითხებში არის "კროსდისციპლინური" განხილვა და შეჯერება ინფორმაციისა რომელიც ერთი შეხედვით შეუჯერებელია.

მაგალითად: ძველი აღთქმა - შუმერულ/ეგვიპტური მითები - ძველი ასტრონავტების თეორია :დ 

თან რაც ყველაზე მთავარია უნდა გამოხვიდე მეინსტრიმული ჩარჩოებიდან და არ შეუშინდე ერთი შეხედვით სასაცილო იდეების განხილვას.

Share on other sites

  • ფორუმელი
36 minutes წინ, Seth said:

Queen of Sheba
A central tenet of the church is the story of the Queen of Sheba. It is said that the queen traveled from Axsum to Jerusalem to meet King Solomon in about 960 BCE. During the visit they believe that the Queen of Sheba had relations with King Solomon and then produced a child, who would become the first emperor of the Solomonic Dynasty, Emperor Menelik I.

დედოფალსა მას საბიასსა ესმა სახელი სოლომონისი და სახელი უფლისა და წარმოვიდა გამოცდად მისა იგავითა.

და მოვიდა იერუსალჱმდ ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა საკუმეველი და ოქრო დიდად ფრიად და თვლები პიტიოსნები და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსავე, რაცა იყო გულსა მისსა.

და განუმარტნა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა იყო სიტყუაჲ დამალულ მეფისაგან, რომელი არა განუმარტა მას.

და იხილა დედოფალმან მან საბასამან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშენა. ....

და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.

სანატრელ არიან ცოლნი შენნი და სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენს წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი. ....

და მეფემან სოლომონ სცა დედოფალსა მას საბასსა ყოვლისაგან, რაცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი არარომელი მოართვა მას მეფესა სოლომონს, და მიიქცა და წარვიდა ქუეყანადვე თჳსა იგი და ყოველნი მონანი მისნი. 

   

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ჰაპლოჯგუფები და მისი ჯანი - საინტერესო იქნება მართლა!

როგორც “ბიბლია” გვაუწყებს, კაცობრიობისთვის ენების აღრევისა და ბაბილონის გოდოლის შენების შეწყვეტის შემდეგ, უფალმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაფანტა ადამიანები. თუმც, უფლისავე ნებით, კაცობრიობა არ გათითოკაცებულა, არამედ, რამდენიმე ენობრივ ჯგუფად დანაწილდა და ყოველ ჯგუფს კონკრეტულ, სხვათაგან გამიჯნული ტერიტორია ერგო. ერთი სიტყვით, კაცობრიობა დაიყო მოდგმებად, ეთნოსებად, ხალხებად. თითოეულ მათგანს ახასიათებდა ინდივიდუალური ეთნოფსიქოლოგია; ჰქონდა მამული და თავისებური ენა. როგორც “ბიბლიის” ძველ თეოლოგთა თუ არქეოლოგიურ გათხრათა მონაცემებიდან სჩანს, სემის შთამომავლებს ანუ სემიტურ-იბერიულ ენათა ოჯახში შემავალ ხალხს, ანუ მათ, რომელთაც გოდოლის შენებაში არ მიუღიათ მონაწილეობა – ებოძათ კავკასია, მცირე აზია, მესოპოტამია, სირია-პალესტინა, თანამედროვე ირანის ტერიტორია… აქედან იბერიელთა ერთი ნაწილი შავი და ხმელთაშუა ზღვისპირეთში დასახლდა, ხოლო ძვ. წთ. III ათასწლეულში იბერიელებმა დიდ ბრიტანეთსაც მიაღწიეს.

 

 

იაეფტის შთამომავალმა ინდო-ევროპელებმა კი რეინის, დუნაის, შავი და კასპიის ზღვების, კავკასიონის, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ევრაზიის ტერიტორიაზე დაიწყეს განსახლება. როგორც ჩანს, კავკასია შუამდინარეთის ხაზზე, ანუ იქ, სადაც მდებარეობს არარატი და ბაბილონი – ნოეს ოჯახის წარღვნისშემდგომდროინდელი, თავდაპირველი საცხოვრისი, ნოეს ის შთამომავალნი დარჩნენ, რომელთაც არ გადაუხვიეს უფლის ნებას, იმთავითვე გაემიჯნენ უნიტარისტულ კაცობრიობას და მონაწილეობა არ მიიღეს გოდოლის შენებაში. სასჯელი – “გაფანტვა” მათ არ შეხებიათ. მათ აქ შექმნეს მსოფლიოში უძველესი სპილენძ-ქვის ხანის კულტურა. მაგალითად, ჰალაფი მესოპოტამიაში, არუხლოს გორა – ქვემო ქართლში და სხვ.

 

 

ძვ. წთ. IV ათასწლეულში სემიტურ-იბერიული მოდგმის ხალხებმა: მუშქებმა, შუმერებმა, ხურიტებმა, ელამელებმა, ქალდებმა საფუძველი ჩაუყარეს ბრინჯაოს ხანას. ბრინჯაოს კულტურის სამშობლო თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთის სამხრეთ საქართველოს, დასავლეთ ირანისა და შუამდინარეთის ტერიტორიაა.

 

ძვ.წთ. IV ათასწლეულის მიწურულს განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომლის გავრცელების არეალიც თანამედროვე კავკასიის, მცირე აზიის, დასავლეთ ირანის, სირია-პალესტინისა და შუამდინარეთის ტერიტორიას მოიცავდა.

 

სემიტ ებერიანთა სამშობლოდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ეგვიპტეშიც, ბრინჯაოს დნობის საიდუმლო. სემიტ-ებერი ქურუმები ბრინჯაოს გარდა ფლობდნენ ზოგადად მეცნიერების საიდუმლოსაც. უფრო მეტიც, მედიცინის, მეღვინეობისა და მეხორბლეობის სამშობლოდ კავკასია-აღმოსავლეთ მცირე აზიაა აღიარებული. ცხენის მომშინაურებელთა და ბორბლიანი ტრანსპორტის გამომგონებელთა შორისაც ერთ-ერთი უპირველესი სწორედ კავკასია-სპარსეთის ყურე, ხმელთაშუა ზღვა-ირანის მთიანეთს შორის მცხოვრები სემიტურ-იბერიული მოდგმა იყო.

 

ძვ. წთ. IV ათასწლეულში ებერიანთა შორის განსაკუთრებულ ძლიერებას შუმერებმა და ელამელებმა მიაღწიეს. ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან თანამედროვე სამხრეთ ერაყში მოსულ შუმერთა მიერ დაარსებულმა ქალაქებმა: ურიმ, ურუქმა, ნიფურმა და სხვ. მსოფლიოში სათავე დაუდო ქალაქის ფენომენს. სამართლიანად აღნიშნავს კრამერი, რომ ისტორია იწყება შუმერიდან.

 

როგორც ითქვა, უფალმა ბაბილონის გოდოლის შენების შეწყვეტისას კაცობრიობა ლოკალურ ეთნიკურ ჯგუფებად დაჰყო. ამიერიდან, ესა თუ ის მოდგმა ურთიერთისაგან განირჩეოდა, როგორც ეთნოფსიქოლოგიითა და ენით, ისე ტერიტორიით. მაგრამ სამომავლოდ შესაძლო იყო მომხდარიყო ტომთა შერწყმა, ენების ჩანაცვლება, ერთმანეთის ტერიტორიის მიტაცება, ტომთა შიგნით სისხლის აღრევა და სხვა, უფლის მგმობი ქმედება. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოების ზომიერი თვითმყოფადობის – ოპტიმალური ინდივიდუალიზმის შესანარჩუნებლად, დამატებითი თავდამცავი მექანიზმების არსებობა იყო აუცილებელი. ასეთ მექანიზმს ერთი მოდგმის – ეთნოსის შიგნით ეგზოგამიური და ენდოგამიური ჯგუფების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. თავისთავად, ტომიც, მოდგმაც ენდოგამიური უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამასთან, თუკი მოდგმის შიგნით იარსებებდა ეგზოგამიური ჯგუფებიც, ეს შეიძლება საუკუნო გარანტიად ქცეულიყო საზოგადოების, როგორც გენეტიკური, ისე სულიერი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

 

https://iberiana.wordpress.com/about/noe-farnavazi/

 

თუმცა წარსულს ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს . . . .

 

 

Edited by ASIA
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   509 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 508 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Houston
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(11)