ფორუმელი kvipriane Posted 8 თებერვალი, 2021 Posted 8 თებერვალი, 2021 46 minutes წინ, Seth said: დიახ სენიორ, ამაზეა ლაპარაკი http://www.orthodoxy.ge/sitsmindeebi/elia/elias_khaleni.htm თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 8 თებერვალი, 2021 Posted 8 თებერვალი, 2021 @kvipriane საინტერესოა. პატივცემული ილია იგივე ელაიჯა არის საერთო დენომინატორი ქართველებისთვისაც და ებარაელებისთვისაც. ამასთანავე, იგივე ელაიჯა ფიგურირებს შუმერულ ღვთაებათა მითებში სადაც იგი ენოქთან ერთად ერთადერთი ადამიანია ვინც შუმერმა ღმერთებმა (კონკრეტულად კი მთვარის ღმერთის ბრძანებით მისმა შვილმა:დ) თავისთან სამოთხეში წაიყვანა. მოკლედ ერთი კარგი რისერჩი არ აწყენდა ამ საქმეს :დ ბოლოს შეიძლება ახალი პასუხი ვიპოვოთ კითხვაზე, რატომ შედიოდნენ ქართველები იერუსალიმში გაშლილი დროშებით. :დ Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 8 თებერვალი, 2021 Author Posted 8 თებერვალი, 2021 Manetho -ს ეგვიპტის ისტორიაში არანაირი ებრაელები არ არსებობენ. მოხსენიებულია მხოლოდ ჰიქსოსები რომლებმაც ეგვიპტიდან განდევნის შემდეგ იერუსალიმი დაარსეს. ასევე ვიღაც კეთროვნები რომლებიც იუდეაში გაიქცნენ. ამ ამბებიდან გადის 1000 წელი 'რომაელი' ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (იოსებ ბენ მატიტიაჰუ ფარისეველთა სექტიდან) ამბობს ალბათ და ალბათ კი არა ზუსტად ეგენი იყვნენ ეგვიპტელებმა რო ებრაელები განდევნესო ) რა ვითარებაა? ... ეს იოსებ ფლავიუსი მონაწიელობდა იუდეის ომში რომაელების წინააღმდეგ, ალყა შემოარტყეს სადღაც გამოქვაბულში რომაელებმა, იოსებამ დავნდებდეთო დაგვხოცავენო )) დანარჩენებმა თავი გაგიგიჟეს სიკვდილი ჯობიაო იოსებამ კაი, მაშინ მოდი ერთმანეთი დავხოცოთო, ოო სექტანტებმა ეს კარგიაო და იოსებამ წილი ისე ყარა რომ ბოლოს მარტო ორი კაცი დარჩა ცოცხალი, იოსება და კიდევ ერთი ებრაელი, ამის გადაბირება უკვე ადვილად მოახერხა და ორივე რომაელებს ჩაბარდნენ. ამათი დაწერილი ისტორიის როგორ უნდა დაიჯერო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 8 საათის წინ, Seth said: ბოლოს შეიძლება ახალი პასუხი ვიპოვოთ კითხვაზე, რატომ შედიოდნენ ქართველები იერუსალიმში გაშლილი დროშებით. :დ დავინტერესდები ამ საკითხით მუსიე სეტ, ისე, მსმენია ბაგრატიონების ებრაული წარმომავლობის შესახებ, დავითის მუხლიდან ყოფილან ... ასევე დავითის მუხლიდან იყვნენ ელიოზი , სიდონია და ნაბუქოდონოსორს გამოქცეული ებრაელებიც ღვთისმშობელიც დავითის მუხლიდან იყო , ანუ იოსებიც, რაღათქმაუნდა უფალიც ... ერთი საინტერესო გადმოცემა მახსოვს, რომლის დეტალებიც სახარებისეულად დასტურდება : - მას შემდეგ რაც უფალი ჯვარზე გააკრეს და მესამე დღეს აღსდგა, 40 დღის განმავლობაში მოწაფეებს და მათ სიახლოვეს შეკრებილ მორწმუნეებს ეჩვვენებოდათ-ხოლმე და ესაუბრებოდათ, "ურწმუნო" თომას ამბავი ხომ გახსოვთ ? - თითი შენი ჩადე ჩემს ჭრილობაშიო, უფალმა რომ უთხრა, - შენ მიხილე და მიწამე, ნეტარ არს ვისაც არ ვუხილავვარ და ვჰრწმენე" ... ასევე ლუკასა და კლეოპას ემმაუში მიმავლებს ეჩვენათ და ა.შ. ... მოკლედ, 40 დღის შემდეგ ამაღლდა (გვაქვს ასეთი დღესასწაული მართლმადიდებლებს - ამაღლება) ამაღლებისას მოციქულებს დაავალა რომ წადით შემოიარეთ ქვეყნიერება და იქადაგეთო, მე კი მამისაგან მოგივლენთ ნუგეშინისმცემელსო (სულიწმიდას) , ერთ-ერთი მიზეზი სულიწმიდის მათზე გარდამოსვლისა (სხვა მიზეზებთან ერთად) იყო შემდეგი : - მოციქულები არ იყვნენ დიდად განათლებული წრიდან, მეთევზეები და უბრალო ხალხი იყო, საიდან ეცოდინებოდატ სხვადასხვა ენები, რომ წასულიყვნენ და ექადაგათ სხვადასხვა ქვეყნებში, ასე რომ 50-ე დღეს სულიწმიდა გარდამოვიდა ცეცხლის სახით მათზე და მოციქულებმა სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი (სახარებაში ეს მომენტიც არის რათქმაუნდა, ანუ დასტურდება), სახარების მიხედვით ეს შემდეგნაირად მოხდა , - ახსოვდათ რა უფლის სიტყვა ქადაგების შესახებ, მოციქულები შეკრებილები იყვნენ და წილი იყარეს ვინ რომელ ქვეყანაში წავიდოდა საქადაგებლად, წილისყრის შემდეგ კი მოხდა მათზე სულიწმიდია გარდამოსვლა და დაიწყეს იმ ენებზე საუბარი რომელიც წილისყრისას ამოუვიდათ, ამ შეხვედრაზე როგორც სჩანს ესწრებოდა ღვთისმშობელიც, რომელმაც გამოთქვა სურვილი მასაც ექადაგა და ამ მიზნით გამგზავრებულიყო რომელიმე ქვეყანაში, და როგორც გადმოცემა გვიდასტურებს წილისყრისას მას სწორედ იბერია შეხვდა საქადაგებლად , მაგრამ ათონის მთაზე გადასვლის შემდეგ იბერიაში წამოსვლა ვეღარ მოახერხა (ამაზეც არის გადმოცემა, ანგელოზი გამოეცხადა და სთხოვა დარჩენილიყო ათონზე, - შენი წილხვედრი ქვეყანა შემდგომ გაბრწყინდებაო) მოკლედ, ამიტომ დაიბარა მოციქული ანდრია და მატათა, სთხოვა იბერიაში წამოსვლა და გზად საკუთარი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა ... რატომ ვყვები ამ ყველაფერს, - მე მაინც მგონია რომ კავკასია მცირე აზიის ნაწილი გარკვეულ წილად და არა ევროპა, ელიას ხალენი, ქრისტეს კვართი, ღვთისმშობლის ხატი და შემდგომ მოსასხამი (სამეგრელოშია, ზუგდიდში) ბაგრატიონების ებრაული წარმომავლობა, ხეთები,- მც-ხეთა, კა-ხეთი, კოლ-ხეთი, ჯავა-ხეთი, - რაჭის ხოტევის პიქტოგრამა, მანდვე აღმოჩენილი ქალის ცისფერი სამკაულები, რომელიც მხოლოდ ძველ ეგვიპტესა და საქართველოშია ნაპოვნი (დამზადების წესია იდენტური მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში), შუამდინარეთი-მესოპოტამია, რომელიც ასევე გადმოცემით მიჩნეულია იმ ადგილად სადაც ადამი და ევას სამყოფელი იყო ცოდვის ჩადენამდე, - კიდევ ბევრი რამ აღარ მახსენდება, თუმცა ეს ყოველივეც საკმარისია იმისათვის რომ ადამიანი მიხვდეს ადრე ერთი ხალხი ვიყავით, საწყისი ცოდნა სწავლება, სიბრძნე ერთი წყაროდან მიიღეს, უბრალოდ შემდგომში სხვაგვარად განვვითარდით, მაგრამ გარკვეული უხილავი სიმპათიები ერთმანეთის მიმართ დღესაც გვაქვს ... მე არ მახსენდება ჩვენი ისტორიიდან ისეტი პერიოდი , რომ საქართველოში ვინმეს ებრელი ერი მიზანმიმართულად დაერბიოს , ანტისემიტიზმს ვგულისხმობ (მიუხედავად რელიგიებს შორის სხვაობისა) ... უფალი ამბობს, ჩემი ნების გარეშე კენჭიც კი არ გადაგორდებაო და ამხელა სიწმინდეები როგორ მოხვდა ამ პატარა საქართველოში ნეტავ ??? - აქედან გამომდინარე, გაშლილი დროშებით იერუსალიმში სიარულიც სამართლიანად ეკუთვნით , ხოლო როდესაც სამართლიანობას ძლევამოსილებაც დაემატა (დავითის და თამარის დროს) , დროშების გაშლას წინ რაღა უდგას ??? Edited 9 თებერვალი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 8 საათის წინ, Eric said: ამათი დაწერილი ისტორიის როგორ უნდა დაიჯერო ეგ იოსება ფლავიუსი არ იყო ??? სიტყვიდან - "ფლავი" სენიორ ერიკ, ეხლა მთლად ეგრე კომიკურადაც არ იქნებოდა როგორც თქვენ ყვებით, სიკვდილის თვალებში ჩახედვას ბევრი ვერ უძლებს, ყველას ვერ მოსთხოვ თავდადებას , განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ იცი რატომ კვდები მაგ ფლავიუსს ჩვენზე კაი რაღაცეები უწერია ... I საუკუნის ებრაელი ავტორი იოსებ ფლავიუსი იბერებს მიიჩნევდა ბიბლიაში დასახლებული თობელების (თუბელების) შთამომავლებად. იგივე ავტორი წერდა მესხების (მოხოსენების) შესახებაც: „იოუანისგან წარმოსდგნენ იონია და ყველა ელინნი. თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ; მოხოსენები დაფუძნებულნი არიან მოხოსის მიერ, ახლახან მათ კაპადიკიელები ეწოდათ...“ ასეთივე ცნობა აქვს იბერებსა და მესხებზე ცნობილ საეკლესიო მოღვაწეს, ანტიოქიის ეპისკოპოს ევსტათის (280-360წწ.) Edited 9 თებერვალი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 9 თებერვალი, 2021 Author Posted 9 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 49 minutes წინ, kvipriane said: ყველას ვერ მოსთხოვ თავდადებას , განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ იცი რატომ კვდები ეს რათქმაუნდა. მაგრამ მთლიანი ისტორიაა კომიკური. ბევრნი ვერ დაიყოლია დანებებაზე, მერე თავები დავიხოცოთო დაითანხმა და ურჩებმა რომ ერთმანეთი დახოცეს ეს დანებდა სიტუაცია წარმოიდგინე უბრალოდ შიგნით გამოქვაბულში .. ან წილი ისე როგორ უყარა რო ბოლოს ორნი დარჩნენ ცოცხლები და იმ ორში თვითონ მერე ის მეორე გადარჩენილი შეაბა ფაქტიურად გრანდიოზო ფილმის სცენარია გაირიჩის ან ტარანტინოს სცენარით მხოლოდ ერთ გამოქვაბულში გადაღებით Edited 9 თებერვალი, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 9 თებერვალი, 2021 Author Posted 9 თებერვალი, 2021 41 minutes წინ, kvipriane said: სენიორ ერიკ, ეხლა მთლად ეგრე კომიკურადაც არ იქნებოდა როგორც თქვენ ყვებით, ეგრე იყო სენიორ, არაფერს ვამატებ. Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 1 საათის წინ, kvipriane said: ისე, მსმენია ბაგრატიონების ებრაული წარმომავლობის შესახებ, დავითის მუხლიდან ყოფილან ... ეგ ზღაპარი ხანძთელმა მომიგონა, დინასტიის 'ზეციური' ლეგიტიმაციისთვის :UP: Share on other sites More sharing options...
Recommended Posts