Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

ონლაინ, York Ge said:

აგურების ასეთი ჯიუტი სუბიექტობა ცოტა უცნაურად ჟღერს.

ეგ აგურები სპეციალურად მაგ საქმისათვის გამოთალეს. ტელოსი აქვთ ეგეთი - აგურები საპყრობილისათვის.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, შერხან II said:

ოპერაციული სისტემის როლს ამ შემთხვევაში ასრულებს კულტურა.

ხოლო სისტემური პროგრამირების ენის ფუნქციას კი - სალიტერატურო ენა.

ხომ არ ესაჭიროება ქართულ ენას რეფორმა, მაგალითად, მეტი ლათინიზაციისა და ნაკლები ელინიზაციის მიმართულებით?

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ უმაღლესი განათლების მქონე ქართველების უდიდეს უმრავლესობას არ გაგვაჩნია წერითი მეტყველების ჩვევა.

2 საათის წინ, შერხან II said:

ეგ აგურები სპეციალურად მაგ საქმისათვის გამოთალეს.

ვინ და როდის გამოთალა?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Eric said:

წარმოვიდგინოთ ანტიკური სამყარო სენიორ, ყველა მეტნაკლებად სუბრეგიონალურ დაჯგუფებას თავისი ღმერთი ჰყავს, ზოგს არტემიდა ზოგს ათენა იქით ცეცხლოვანი ღმერთები აქეთ ზღვის ღმერთები, მოკლედ დიდი ორომტტრიალია, ამასთან იგივე არტემიდა მაგალითად ათენში და არტემიდა მცირე აზიაში ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც კათოლიკე დუხაბორისგან.

ორომტრიალი არის კი ბატონო, მაგრამ როგორც კი ცოტა შორიდან შევხედავთ მშვენივრად ჩანს ამ ორომტრიალის სიმარტივე. თორმეტი ღმერთი ოლიმპოზე სხვა არაფერია თუ არა ღმერთი ამონ-რა და მისი 11 კაციანი ღმერთების კამანდა (ჯამში 12) :დ რომელიც ასევე სხვა არაფერია თუ არა ანუ, ენკი, ენლილი და მაგათი კამანდა :დ აქაც ჯამში 12. იგივე შემიძლია გითხრათ მაშინდელ ინდოელებზე, ხეთებზე, ასირიელებზე და ა.შ. რომაელების კოფი პეისტზე აღარაფერს ვამბობ. 

3 საათის წინ, Eric said:

და რო აინთო 500 წლის მერე და შუქითთვალმოჭრილი ხალხი გარეთ გამობანცალდა დაინახა ახალი ტაძრები და ახალი მეჩეთები და მთელი ანტიკური ფისოლოფიის შესწავლის მაგივრად სულ მხოლოდ 10 ცნება დასასწავლი , ბიჯო რა მაგარია?

ეხლა აქ პერიოდები ირევა მემგონი. ხომ ქრისტიანობას და შემდგომში მაჰმადიანობას გულისხმობთ. ე.ი. გამოდის რომ კოლექტიური მიკენის გაქრობის და შემდგომში ანტიკურ საბერძნეთს კი არ განიხილავთ რესტარტად, არამედ რომის დაცემას. ასეა?

თუ ასეა და რომის დაცემა განვიხილავთ რესტარტად და უნიფიკაციის მცდელობად, იგივე თემასთან მივდივართ. რომის დაცემიდან და ესპანეთ/პორტუგალიის საზღვაო იმპერიამდე უნიფიკაცია ვერ განხორციელდა გლობალური მასშტაბით (ვერც მერე ჩემი აზრით, მაგრამ ელიტების საერთოდ იდეოლოგიური საფუძველი ნამდვილად ჩამოყალიბდა და ეს გარკვეულწილად შეიძლება ჩავთვალოთ უნიფიკაციად ამ ნაწილში), მიუხედავად იმისა რომ ჯერ ქრისტიანობა იქნა მიღებული (თქვენი ვერსიით საუნიფიკაციოდ, ჩემი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად/განსამტკიცებლად.), ხოლო რამდენიმე საუკუნის შემდეგ - მაჰმადიანობა.

 იმჰო, უნიფიკაცია ვერ და არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. ხომ მეთანხმებით? უნიფიკაცია შეიძლება განხილულ იქნას მეთოდათ (ერთ-ერთ) რათა მიღწეულ იქნას აბსოლუტური ძალაუფლება. თუ ეს ასეა, რომს უკვე ჰქონდა ხელში აბსოლუტური ძალაუფლება. ჰოდა რაში უნდა დასჭირვებოდა უნიფიკაცია? როგორც ამ ძალაუფლების განმტკიცების შემდგომი ეტაპი (სხვანაირად რომ ვთქვათ პროგრესის შემდეგი ეტაპი)?  კი ბატონო, ეს ვალიდური არგუმენტი იქნებოდა რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - როდესაც ქრისტიანობა გამოვიდა ასპარეზზე და გახდა განსახილველი ინსტრუმენტი რომს უკვე დარხეული ჰქონდა. ხომ ასეა? თუ ეს ასეა, მაშინ ქრისტიანობა შეიძლება განხილულ იქნას როგორც ძალაუფლების გადარჩენის (და არა განმტკიცება/გაძლიერების) მეთოდი (საუკეთესო შემთხვევაში) და არა როგორც რამის უნიფიკაციის მეთოდი (იმ გაგებით როგორც ჩვენ ვხმარობთ აქ) + ვერანაირი შორსმიმავალი გეგმა (ქრისტინობის მეშვეობით, მსოფლიო ბატონობის) ვერ ექნებოდა ვერავის, რადგანაც მსოფლიოს არსებული ჰეგემონი ირღვეოდა ნაწილ-ნაწილ.

 

ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე ასეთია - მესოპოტამიიდან დაწყებული ცივილიზაცია დამთავრდა კოლექტიური მიკენის განულებით. რასაც მოჰყვა ე.წ. ბნელი საუკუნეები. 400 წლის მერე იმ უძველესი ცოდნის (მთლიანად ან ნაწილობრივ) საფუძველზე ანტიკურ საბერძნეთში დაიწყო და აპენინებზე გაგრძელდა ახალი ცივილიზაციის (ახალი რიგითობით, თორემ მისი ყველანაირი საფუძველი გახლდათ მანამდე არსებული, მესოპოტამიურ/ეგვიპტური) მშენებლობა და ეს პროცესი დასრულდა კრახით ანუ იმპერიის გაყოფით. ამას მოჰყვა ისევ ე.წ. ბნელეთის პერიოდი, ამჯერად უფრო დიდხნიანი, რომლის დასასრულის დასაწყისიც ემთხვევა იტალიური ქალაქების (ვენეცია/გენუა) ზეობის პერიოდს და ოფიციალურად დამთავრდა პორტუგალია/ესპანეთის დიდ ზღვაზე გასვლით. სწორედ აქ დაიწყო ახალი დასავლური ცივილიზაციის მშენებლობა რომელიც გვაქვს დღეს (რა თქმა უნდა ამის საფუძვლებიც ანტიკურ საბერძნეთსა და რომშია).

 

ყველა დროსა და პერიოდში ამ ცივილიზაციების მშენებლობის დაწყებას და შემდგომ ოპერირებას ახორციელებდა ადამიანთა ის კატეგორია რომელსაც გააჩნდა იმ დროისათვის ამ საკითხის სიღრმისეული ცოდნა და/ან ხელი მიუწვდებოდა ამ ცოდნაზე, განსაკუთრებით ეს ეხებოა მე-2 (საბერძნეთი/რომი) და მე-3 (პორტუგალია/ესპანეთი) მცდელობებს. რაც შეეხება 1-ელ (მესოპოტამია/ეგვიპტე) მცდელობას ამაზე საკმარისი ინფო არ გვაქვს :დ რაც ამ საკითხს ყველაზე საინტერესოს ხდის იმჰო :დ

 

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, შერხან II said:

ეს დურაკობა რეალობის აღმწერ სანდო წყაროდ მიიჩნიოთ

1. ბიბლია უამრავი ადამიანისთვის არის სამაგიდო წიგნი და რწმენის საკითხი;

2. ბიბლია არის სერიოზული ისტორიული წყარო, რომელიც ადასტურებს მასზე გაცილებით ძველი ისტორიულ წყაროებში და მითებში/ლეგენდებში არსებულ ფაქტებს/ინფორმაციას;

3. ბიბლია წარმოადგენს დღევანდელი დასავლური ცივილიზაციის ე.წ. cornerstone-ს

 

მარტო ამ 3 პუნქტის გამო იგი ვერ იქნება ე.წ. დურაკობა, ასევე ვერანაირად ვერ დადგება მისი სანდოობა/არასანდოობის საკითხი.

Share on other sites

1 საათის წინ, York Ge said:

ვინ და როდის გამოთალა?

პასეკრეტუ გეტყვით ბიბლია ციდან არ ჩამოვარდნილა. ავტორები ყავს. +ცენზორები, რეადქტორები და ათასი ჯურის ინტერპრეტატორი. მაგათი მიზანი იყო, არის და იქნება ადამიანის პირუტყვიზაცია.

1 საათის წინ, Seth said:

1. ბიბლია უამრავი ადამიანისთვის არის სამაგიდო წიგნი და რწმენის საკითხი;

რამდენს აქვს შენს გარშემო წაკითხული?.. გააზრენული?

1 საათის წინ, Seth said:

2. ბიბლია არის სერიოზული ისტორიული წყარო, რომელიც ადასტურებს მასზე გაცილებით ძველი ისტორიულ წყაროებში და მითებში/ლეგენდებში არსებულ ფაქტებს/ინფორმაციას;

კე ერთი ეგაა სერიოზული ისტორიული წყარო და მეორე ლეგენდა გილგამეშზე.

1 საათის წინ, Seth said:

3. ბიბლია წარმოადგენს დღევანდელი დასავლური ცივილიზაციის ე.წ. cornerstone-ს

მოგწონთ დღევანდელი დასავლური 'ცივილიზაცია'? რომელი ცივილიზაციისათვის შეგიდარებიათ მაგალითად?

1 საათის წინ, York Ge said:

ხოლო სისტემური პროგრამირების ენის ფუნქციას კი - სალიტერატურო ენა.

რატომ სალიტერატურო და არა მაგალითად ყოველდღიური?

Share on other sites

  • ფორუმელი
45 minutes წინ, შერხან II said:

რამდენს აქვს შენს გარშემო წაკითხული?.. გააზრენული?

ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არის დიდი რაოდენობა ადამიანებისა ვისაც წაკითხული აქვს და სჯერა. გააზრებას რაც შეეხება, ზოგადად ნებისმიერი რამის გააზრება არის პრობლემა ბევრისთვის, მითუმეტეს ბიბლიის.

46 minutes წინ, შერხან II said:

კე ერთი ეგაა სერიოზული ისტორიული წყარო და მეორე ლეგენდა გილგამეშზე.

ორივეა თუ კრიტიკული კუთხით შეხედავ და არა როგორც რელიგიურ ტექსტეს ან/და ზღაპარს.

47 minutes წინ, შერხან II said:

მოგწონთ დღევანდელი დასავლური 'ცივილიზაცია'?

მოწონებაზე არაა. ეს გვაქვს რაც გვაქვს. თუ ამაზე უარს ვამბობთ ე.ი. ვართ ველურები. აი ასეა მარტივად.

 

Share on other sites

11 minutes წინ, Seth said:

ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ვინც წაიკითხა და გაიაზრა ყველა თვლის რომ დურაკობაა.

12 minutes წინ, Seth said:

ორივეა თუ კრიტიკული კუთხით შეხედავ და არა როგორც რელიგიურ ტექსტეს ან/და ზღაპარს.

კონკრეტულად რა არის ისტორიული ბიბლიაში შეგიძლიათ დაასახელოთ?

14 minutes წინ, Seth said:

მოწონებაზე არაა. ეს გვაქვს რაც გვაქვს. თუ ამაზე უარს ვამბობთ ე.ი. ვართ ველურები. აი ასეა მარტივად.

მოწონებაზე რომ არ იყოს ვიჯდებოდით ეხლა სადმე მღვიმეში. არაა ფაქტი რომ კოცონის გარშემო კიდევ.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, შერხან II said:

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ვინც წაიკითხა და გაიაზრა ყველა თვლის რომ დურაკობაა.

მე ვიცნობ ხალხს ვინც ასე არ ფიქრობს, რა ვქნათ ახლა?

1 minute წინ, შერხან II said:

კონკრეტულად რა არის ისტორიული ბიბლიაში შეგიძლიათ დაასახელოთ?

დავწერე წინა გვერდზე, ბიბლიის პირველი ნაწილი, ფაქტიურად ერთი-ერთში იმეორებს ძველ ისტორიულ წყაორებში/მითებში/ლეგენდებში მოყვანილ ფაქტებს.

3 minutes წინ, შერხან II said:

მოწონებაზე რომ არ იყოს ვიჯდებოდით ეხლა სადმე მღვიმეში

არ არის აუცილებელი მოგწონდეს ა) რომ ხვდებოდე იმას რომ ის ბ)-ს სჯობს. ეს ზოგადად. კონკრეტულად კი თუ ამდენად არ მოსწონს ვინმეს, შეუძ₾ია მიბრძანდეს მღვიმეში, რა პრობლემაა?! :დ

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   196 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 195 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(8)
    • Googlebot(1)