Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

Ankvab.jpg

აფხაზეთში, უკვე სამივე უმაღლესი თანამდებობის პირი დაინფიცირდა COVID-19-ით – პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შემდეგ, ვირუსი გამოუვლინდათ პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბსა და პარლამენტის სპიკერ ვალერი კვარჩიას. 

პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მკურნალობს, სპიკერი კი – სახლში. 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი გუდაუთის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რომელიც სპეციალურად კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ არის გამოყოფილი. 

ოფიციალური ინფორმაციით, ანქვაბის მდგომარეობა „სტაბილურია, მაგრამ აუცილებლად ესაჭიროება სტაციონარულ პირობებში დაკვირვება“. სავარაუდოდ, მას სამკურნალოდ რუსეთში გადაიყვანენ. 

სულ, პანდემიის დაწყებიდან, აფხაზეთში, კორონავირუსით დაინფიცირდა 9 323 ადამიანი. მათგან, 131 პაციენტი გარდაიცვალა, 7 187 პირი კი გამოჯანმრთელდა. 


 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელისთვის, ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარ სტელა კირიაკიდესისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის გაგზავნილ წერილში, ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მოუწოდეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებობის ქვეყნებს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე წვდომაში დაეხმაროს.

6 იანვარს გაგზავნილ წერილს, რომლის ინიციატორიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისია, ხელს ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც აწერენ.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ევროკომისიას, რომ აღმოსავლელი პარტნიორების მხარდასაჭერად სწრაფად შეიმუშაოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით გამოყენებული მსგავსი მხარდაჭერის მექანიზმი.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი საზღვრები ვერ იქნება უსაფრთხო, თუ ჩვენს უშუალო მეზობლებს არ აღმოვუჩენთ მხარდაჭერას. ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს არაერთხელ მიუმართავთ ევროკავშირისთვის კოვიდთან დაკავშირებული მხარდაჭერისთვის და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობასაც ითხოვდნენ“, – ნათქვამია წერილში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის კონტექსტში, საჭიროა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული ღირებულების შესახებ ძლიერი და კოორდინირებული გზავნილი გავახმოვანოთ“, – განაცხადეს მინისტრებმა და დასძინეს, რომ ამგვარი გზავნილის ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის ვაქცინებზე წვდომაში დახმარება იქნება.

Huge thank you to 13 European FMs for their letter regarding distributing #COVID19 vaccines to #EaP countries by upcoming spring, which is yet another confirmation of staunch support & solidarity of #EU. https://t.co/JesqOuEaG4

— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 7, 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს ევროკავშირიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერილი „ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ლოიალობის კიდევ ერთი დასტურია“.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას 2009 წელს, პრაღის სამიტზე ჩაეყარა საფუძველი და ის ექვს ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, სომხეთსა და ბელარუსს აერთიანებს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

RTX8K7VC.jpg

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია:

“სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.”

მისი თქმით, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინაა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს.

ცერცვაძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინა დაახლოებით ერთ თვეში შემოვა, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი რომელ ვაქცინას შემოიტანს საქართველოს ხელისუფლება.

როგორც 25 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, იანვრის ბოლოს დასრულდება ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავება, მარტის დასაწყისიდან კი ქვეყანა შეძლებს ვაქცინაციის დაწყებას.

ჩართულია მსოფლიო ბანკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აზიის განვითარების ბანკი… ქართველების ექსპერტთა ჯგუფი ამ ყველაფერზე მუშაობს და ამ პირობას, რა თქმა უნდა, შევასრულებთ”, – განაცხადა გაბუნიამ.

______________________________________________________________________________

● რა არის ცნობილი კორონავირუსის ვაქცინებზე, დაამარცხებენ თუ არა ისინი პანდემიას და როდის?

● აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია იწყება

● ბრძოლა კორონვირუსის ვაქცინისთვის

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

აბა რას შემოიტანენ? ნინვრის და სპირტის იმედად უნდა ვიყოთ ქვეყანა? :lol:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

და ყველა პოლიკლინიკაში რა საჭირია? თბილისი ბათუმი და ქუთაისი ხომ არსებობს?

ჯერ შემოიტანონ და აცრან ექიმები

მერე მოდერნათი (რომლის პირობებიც პრაქტიკულად ვყელა რაიონულ ცენტრშია) აცრან მოხუცების ნაწილი

პ.ს. ეხლა გადავხედე და ჩემი საყინულე -20 გრადუსზე ყინავს და -25ზეც :D ჩვეულებრივ საყინულეზეა საუბარი :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე გადავადდა.

11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაწყვეტილების მიზეზებად ინფიცირების სტატისტიკის ნორმალიზება და ევროპაში პანდემიის მესამე ტალღის „გარკვეული ნიშნები“ დაასახელა.

თურნავას განცხადებით, თებერვლამდე დარჩენილ დროს სამთავრობო გუნდი ბიზნესთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს, რათა „მოვემზადოთ უსაფრთხო გახსნისთვის“. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი პირველი თებერვლიდან დაწყება.

ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები მთავრობამ 28 ნოემბერს აამოქმედა. მაშინ, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დაწესებული შეზღუდვები დიდწილად მოიხსნებოდა. თუმცა, ამ მონაკვეთში შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა. ასევე პირველადი გეგმით, 16 იანვარიდან 31 იანვარის ჩათვლით პერიოდში უნდა ამუშავებულიყო მუნიციპალური (გარდა შაბათ-კვირისა), სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

dezinpheqtsia-1.jpg

საქართველოში კორონავირუსით პირველი პატიმარი 4 იანვარს გარდაიცვალა. როგორც კლინიკა “ვივამედში” ამბობენ, ამ პატიმარს ტესტი მხოლოდ კლინიკაში ჩაუტარდა, როდესაც უკვე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ციხეში მას ტესტი არ ჩატარებია.

ბოლო დღეებში გახშირდა პატიმართა ოჯახის წევრების მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებები ციხეებში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, ქსნის #5-ე პენიტენციურ დაწესებულებაშია. აქაური პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ციხეებში ეპიდაფეთქებაა და ვირუსი ციხის ადმინისტრაციასაც უდასტურდება.

პატიმრების ახლობლები მძიმე ისტორიებს ჰყვებიან – ამბობენ, რომ სიმპტომიან პატიმრებსაც კი, არ უტარდებათ ტესტი კორონავირუსსზე და ისინი არ იღებენ არავითარ მკურნალობას.

ამ ყველაფერს უარყოფს იუსტიციის სამინისტრო.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ყველა ინფიცირებული პატიმარი უზრუნველყოფილია მედპერსონალის 24-საათიანი მომსახურებით და ყველა საეჭვო შემთხვევა მოწმდება.

უწყების განცხადებით, ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან ამ ეტაპზე სამი მსჯავრდებულია გადაყვანილი სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მისაღებად სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

“პრევენციის მიზნით, დაწესებულებიდან გაყვანამდე მოხდა მათი სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმება კოვიდ-19-ზე და სამივე პასუხი იყო უარყოფითი”, – აცხადებენ სამსახურში.

რას ჰყვებიან პატიმრების ახლობლები

ერთიც არ გატესტილა, დაგვცინით? ვიხოცებით, პატრონი არ გვყავს” – ამბობს ტელეკომპანია “მთავართან” ერთ-ერთი პატიმრის მეგობარი.

მისი თქმით, პატიმარი მასთან საუბარში ადასტურებს, რომ ციხეებში ურთულესი მდგომარეობაა:

“პატიმრები ლოგინიდანაც ვერ ვდგებით, პირადად მე ვიწექი 40 გრადუსი სიცხით, მერე მთელი კამერა, და ადამიანს კარები არ შემოუღია ჩვენთვის, წამალიც კი არ მოუტანიათ და არ მოვუკითხივართ, როგორ ვიყავით, ისე იხოცებიან ბიჭები, პატრონი არ გვყავს მომკითხავი, მთელი ციხე გადსაყვანი იქნება.”

რთული მდგომარეობის შესახებ ჰყვებიან ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან გლდანის ციხის პატიმრებიც.

ერთ-ერთი პატიმრის უფლებადამცველი, ადვიკატი ალექსანდრე კობაიძე, ტელეკომპანია “პირველან” საუბარში ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვირუსი ციხეში გადაედო და ახლა მძიმედაა.

“დაგვიანებით მიაქციეს ყურადრება და ახლა ეს ადამიანი კლინიკა ვივამედშია, ფაქტობრივად გადადებული”.

“ძალიან ცუდი მდგომარეობაა გლდანში, ძალიან არის მოდებული კორონავირუსი. 2-3 პატიმარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არც სინჯავენ, არც ტესტს უკეთებენ. ჩემს მეუღლესაც 3-4 დღეა, სიცხეები აქვს. ტელეფონში ვერ გვეუბნებიან ყველაფერს,” – თქვა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა.

მისივე თქმით, პატიმრებს არც ახლობლებთან თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას აძლევენ. 

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავებაზე საუბრობენ ქალთა დაწესებულებებშიც.

ოჯახის წევრების ინფრომაციით, ქალთა N5 დაწესებულებაში 5 პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უკვე გადაანაწილა კლინიკებში.

“2 დღის წინ 55 ქალი იყო ინფიცირებული, გუშინ საღამოს მათგან 5 დამძიმდა და სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, დაავადებულები არიან არა მხოლოდ პატიმრები, იქ მომუშავე პერსონალიც. მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”, – ამბობს ერთ-ერთი პატიმრის ახლობელი ტელეკომპანია “მთავართან”.

ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს კლინიკა “ვივამედმაც”.

ოფიციალური წერილით ისინი უარყოფენ, რომ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომების მქონე პატიმრები შეიყვანეს. თუმცა, კოვიდპაციენტების შეყვანის შესახებ ინფორმაცია “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ტელეკომპანია “ფორმულას” დაუდასტურა.

ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ კლინიკაში ორი პატიმარია გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.

პატიმრების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 9 იანვარს ქუთაისში აქცია გამართეს, შემდეგ კი გეგუთის ციხესთან გადაინაცვლეს. აქციები იყო სხვა ციხეებთანაც.

რას ამბობს სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ და სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა, უწყებისგან პასუხი არ მიუღია. 

______________________________________________________________________________

● საქართველოში Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს სავარაუდოდ არ შემოიტანენ

● კლინიკების ასოციაცია: საქართველო პანდემიის მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს

● ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ოდნავ მშვიდდება

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

93536759_10219461330658174_4270139077904

მოლების, ბაზრობების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, რომელიც 18 იანვრიდან იგეგმებოდა, მთავრობამ პირველ თებერვლამდე გადაავადა, გადავადების მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება.

“ჩვენი ამოცანა არის ის, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, არასასურსათო ვაჭრობა და მუნიციპალური ტრანსპორტი არის ის ორი საკითხი, რომელიც სენსიტიურია და მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება შეზღუდვების შემსუბუქებისას: 

“ვაჭრობის სფეროში დაამტკიცეს, რომ მათ ძალიან კარგად შეუძლიათ, დაიცვან წესები. ამ დღეებში მათთან კიდევ ვიმუშავებთ. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე და მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება მომდევნო დღეებში“

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებისთვის აუცილებელია კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება.

„დღესდღეობით მაინც ძალიან მაღალი რიცხვია – 1500-დან 2000-მდე მერყეობს და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ სტაბილიზაციას არაფერი დაემუქრება”, – განაცხადა თურნავამ.

შეზღუდვების შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც.

მისი თქმით, მოლოდინი, რომ თებერვლიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას, რეალისტურია.

______________________________________________________________________________

● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ

● საქართველოში Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს სავარაუდოდ არ შემოიტანენ

● როგორ უმკლავდებიან პანდემიას საქართველოში მცხოვრები უცხოელები. ვიდეო

______________________________________________________________________________

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 პაციენტი.

● სულ საქართველოში დადასტურებულია 239 780 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 2 796
● გამოჯანმრთელებული – 226 215
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 10 743

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share