Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-0ca3dcde440c086bdee8f7e4a6180069.jpeg

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა მოძიებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზი კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამის ქვეყანაში არსებობის დასადგენად. როგორც ცენტრი იტყობინება, სულ გამოკვლევაში იყო სამი საეჭვო შემთხვევა. ორ შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბერში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი, „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია. რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი შტამი? დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ პაციენტი 50 წელს გადაცილებული კაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. მისი კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის „სექვენირებაც". ცენტრის განმარტებით, ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

Share on other sites

  • ფორუმელი

rssImage-59d57935b3bffc9d917872b00192890d.jpeg

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) დაადასტურა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი „ბრიტანული შტამი“ გავრცელდა. ინფიცირებული 50 წლის მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. NCDC-ის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს ნიმუში კვლევისთვის, 2020 წლის დეკემბერში აიღეს და ინფიცირებულის ახლო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. „ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა მოძიებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზი კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამის ქვეყანაში არსებობის დასადგენად. სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია. დაავადებულის კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც“ - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრის განცხადებაში. ახალი კორონავირუსის ახალი შტამი 2020 წლის შემოდგომაზე, დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, მისი აქტიური გავრცელება დეკემბერში დაიწყო და ამ დროისთვის, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. ეპიდემიოლოგიები არ გამორიცხავენ, რომ ახალი შტამი გაცილებით მეტ ქვეყანაში იყოს გავრცელებული, თუმცა, მის აღმოსაჩენად  შესაბამისი ლაბორატორია ბევრ ქვეყანას არ აქვს, მაგალითად, მოლდოვის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის აღმოსაჩენად, იძულებულები არიან ნიმუშები დანიის კერძო ლაბორატორიებში გააგზავნონ. ამ დროისთვის, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ახალი შტამის გავრცელება ჯერჯერობით, მხოლოდ უკრაინამ და საქართველომ დაადასტურეს. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ახალი შტამის გავრცელება თურქეთმაც დაადასტურა. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რითი გამოირჩევა ახალი კორონავირუსის ახალი „ბრიტანულ“ შტამი: „ნებისმიერი ვირუსისთვის მუტაციური ცვალებადობა დამახასიათებელია და Covid-19-იც ვერ იქნებოდა გამონაკლისი. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის ამ კონკრეტულმა სახეობამ, თითქმის 1000-მდე სხვადასხვა, მუტაციური ცვლილება განიცადა. რაც შეეხება ახალ „ბრიტანულ“ შტამს, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსის ამ ცვალებადომა ერთად რამოდენიმე მუტაციური სახეობა მოიკრიბა. 22-მდე მუტაციაზეა საუბარი, განსაკუთრებით კი ვირუსის ამ კონტრეტულ შტამში მუტაცია განიცადა, იმ ნაწილმა, რომელსაც პაიკის ცილა ეწოდება. ეს არის ცილა, რომლითაც იგი მასპინძლის ორგანიზმს ეჭიდება ანუ ამ ცილის მეშვეობით შედის ადამიანის ორგანიზმში. ეს ცვალებადობა ქმნის იმის დიდ რისკს, რომ ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი გაცილებით სწრაფად გადავიდეს. მეორეს მხრივ, ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება ან მინიშნება, რომ ამ მუტაციით ვირუსი უფრო დამძიმდა ან ვაქცინაცია არ იმუშავებს ან რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება“ - ამბობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 229763 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 222405 გამოჯანმრთელდა, 2628 კი გარდაიცვალა, კარანტინში 386 ადამიანია, სტაციონარში - 4029, კოვიდსასტუმროებში 840. კლინიკებში 500-მდე მძიმე პაციენტი რჩება.

Share on other sites

  • ფორუმელი

rssImage-de914c4fb496b15ff6562f85553dfe92.jpeg

rssImage-fb7a500bf564f50232a30851fa9e4612.jpeg

4 იანვარს ბრიტანეთში დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ, პრეპარატით, რომელიც გამოიმუშავეს კომპანია AstraZeneсa-მა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. პირველი ბრიტანელი, რომელსაც ნემსი გაუკეთდა, იყო 82 წლის ბრაიან პინკერი.  ამ დროისთვის ბრიტანეთში მზად არიან გამოიყენონ AstraZeneсa-ის ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზა. ამავე დროს, ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებული პრეპარატითაც. ჯერჯერობით აცრას უკეთებენ სარისკო ჯგუფების წარმომადგენლებს - ექიმებს, სოციალურ მუშაკებს და ხანდაზმულ მოქლაქეებს. მაგრამ AstraZeneca-ის პრეპარატის მოხმარებაში გაშვებით ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროცესი დაჩქარდება, რაც მოიტანს თითქმის მთელი მოსახლეობის იმუნიზაციას.  ბრიტანეთის მთავრობა და ექიმები ვაქცინის შემუშავებას გადამწყვეტ მომენტად მიჩნევენ COVID-19-თან ბრძოლაში. მოელიან, რომ მასობრივი ვაქცინაცია ინფექციას შებოჭავს, რის გამოც შესაძლებელი გახდება შეზღუდვების მოხსნა და ცხოვრების უწინდელი სტილის დაბრუნება. ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ფუნქციონირებს აცრის 700 ცენტრი. კვირის ბოლომდე მათმა რიცხვმა 1000-ს უნდა გადააჭარბოს.  საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას, ბრიტანეთმა შეცვალა ვაქცინაციის პრინციპი და პირველ და მეორე აცრას შორის შუალედი სამი კვირიდან სამ თვემდე გაზარდა. ხელისუფლების განცხადებით, პირველი დოზა უნდა მიიღოს რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ, რადგან სწორედ ის იწვევს ვირუსისგან ძირითად დაცვას. ვაქცინის მეორე კომპონენტი მხოლოდ მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას.  AstraZeneca ვარაუდობს, რომ 2021 წელს აწარმოებს ვაქცინის სამ მილიონამდე დოზას.  პანდემიის დაწყენის შემდეგ დიდი ბრიტანეთში გამოვლენილია COVID-19-ის ორნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა, დაიღუპა 75 ათასზე მეტი პაციენტი. 

Share on other sites

ჩვენთან ლოკდაუნი 24 იანვრამდე გაგრძელდა მაგ ბრიტანულმუტირებულის გამო.

 როგორ გადადის მაინც არ წერენ. ეჭიდება გავიგეთ უკეთ, მაგრამ რას ეჭიდება?კანს ?

Share on other sites

  • ფორუმელი

rssImage-3075eb5eb5e9cac204bc39bbb65f5101.jpeg

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელა და ქაოტურად დაიწყო, მაგრამ ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ტემპი მალე გაიზრდება. დღეისათვის, შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში “ფაიზერ-ბიონტექის” და “მოდერნას” ორი ვაქცინის 13 მილიონი დოზა გაანაწილა, მაგრამ მხოლოდ 4.2 მილიონი ამერიკელის აცრა მოხერხდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “ფედერალური მთავრობა შტატებს ვაქცინებს ბევრად უფრო სწრაფად აწვდის, ვიდრე მათ აცრის გაკეთება შეუძლიათ.”   ფაუჩიმ, ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და არჩეულ-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა თქვა, რომ ადამიანების აცრის ტემპი - მეტწილად ჯანდაცვის მუშაკების და ხანდაზმულთა სახლებში მყოფი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიის საწყისი ეტაპი - სიჩქარეს უმატებს. ბოლო სამ დღეში 1.5 მილიონი აცრის ფონზე, “არის იმედის ნაპერწკალი”, თქვა ფაუჩიმ. მან იქვე დაამატა: “ფედერალურ მთავრობასა და შტატებს შორის ურთიერთქმედება ნამდვილ პარტნიორობად უნდა ვაქციოთ.” ზოგიერთ შტატში, ჯანდაცვის ცენტრებისკენ მიმავალ ტროტუარებზე, აცრის მომლოდინე ადამიანების რიგები წარმოიშვა. ტეახასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, ხელისუფლებას ვაქცინის 750 დოზა ჰქონდა, მაგრამ სარეგისტრაციო ხაზზე 250 ათასმა ადამიანმა დარეკა იმედით, რომ აცრის განრიგში მოხვდებოდა. ბაიდენმა მოუწოდა, რომ 20 ივნისის ინაუგურაციის შემდეგ, მისი ადმინისტრაციის პირველ 100 დღეში 100 მილიონი აცრა ჩატარდეს. ფაუჩიმ თქვა, რომ აცრების დაჩქარება შესაძლებელია. “ეს რეალისტურია, დღეში მილიონი აცრის ჩატარება შეგვიძლია”, თქვა ფაუჩიმ. მისივე თქმით, თუ მომავალ თვეებში ამერიკელების 70-იდან 80 პროცენტამდე რაოდენობის აცრა მოხდება, შემდეგი სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის, შესაძლოა შეერთებული შტატები ვითარების გარკვეული ნორმალურობის შეგრძნებას დაუბრუნდეს. ფაუჩი, ცოტა ხნის განმავლობაში, პანდემიაზე ტრამპის ადმინისტრაციის საპასუხო ქმედებების სახე იყო. პანდემიამ 350 ათასი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა და 20.4 მილიონზე მეტი ინფიცირება გამოიწვია. ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ეს ციფრები ყველა ქვეყნის მონაცემს აჭარბებს. იმ დროს, როდესაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიუად ათობით ათასით იზრდებოდა და ტრამპი უპირატესად ნოემბრის არჩევნებით იყო დაკავებული, რომელიც მან წააგო, თეთრმა სახლმა ვაქცინის შემუშავების შესახებ უფრო დადებითი კომენტარების წინა პლანზე გამოსატანად, ფაუჩი მეტწილად გვერდზე გასწია. კვირას გამოქვეყნებულ “ტვიტერის” შეტყობინებაში ტრამპმა მიანიშნა, რომ ჯერ კიდევ ნაწყენია იმაზე, თუ საზოგადოებრივი აზრის სამსჯავროზე ფაუჩის როგორი ადგილი უკავია. ტრამპმა დაწერა, რომ მედია ფაუჩის მოწიწებით მოიხსენიებს, როგორც დიდებულ პროფესიონალს, რომელმაც დაუჯერებელი საქმე გააკეთა “თუმცა ის ჩემთვის და ტრამპის ადმინისტრაციისთვის მუშაობს და ჩემი ნამუშევრისთვის მე არანაირად არ მაფასებენ, ღმერთო, ამაზე უფრო ყალბი მედია თუ შეიძლება არსებობდეს?”

Share on other sites

  • ფორუმელი

RTX8ITW9.jpg

მსოფლიოში, უკვე 85 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, 1 მილიონ 800 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ, მას მერე, რაც ცნობილი გახდა ახალი ვირუსის შესახებ, მსოფლიოში, რამდენიმე ვაქცინა შეიმუშავეს და ასობით ათას ადამიანს გაუკეთეს.

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებს იმედი აქვთ, რომ უკვე 2021 წლის გაზაფხულისთვის იმ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, რომელიც პანდემიის დაწყებამდე იყო.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ასე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. იქ გვაფრთხილებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვაქცინაციიდან რამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტი.

ჯანმოში ამბობენ, რომ 2021 წელს კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და პერსპექტივაში პანდემიის დამარცხება, შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ორივე გზის გამოყენებით – ვაქცინაციითა და შემზღუდავი ზომებით.

მიმოხილვა: რომელი ვაქცინებია ცნობილი, რომელ მათგანს ირჩევს სხვადასხვა ქვეყანა.

ყველაზე წარმატებულები დასავლურ სამყაროში – Pfizer-ი BionTech-თან პარტნიორობით და Moderna

ამ ეტაპზე, ორ პრეპარატს უწოდებენ ყველაზე წარმატებულს – ერთი – ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BionTech-ის პარტნიორობით შექმნილი და მეორე, ასევე ამერიკული – Moderna.

ორივე ვაქცინას აქვს კორონავირუსის გენომი და ადამიანის სხეულში მოხვედრისას, ვირუსული ცილის სინთეზს იწვევს, რასაც ორგანიზმში COVID-19-ის იმუნიტეტის გამომუშავება მოჰყვება.

ორივე პრეპარატმა ტესტირების სრული ციკლი ათობით ათას მოხალისეზე გაიარა. პირველადი ანალიზით, დაავადების მძიმე შემთხვევებში, Pfizer-ის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს, Moderna-სი – 94.1%-ს.

დასავლური ქვეყნების უმრავლესობაში ეს პრეპარატები შეუკვეთეს.

პრეპარატის შენახვისთვის საჭირო განსაკუთრებული მოთხოვნების (ძალიან დაბალი ტემპერატურა) და უზარმაზარი რიგის გამო, ვაქცინაციის პროცესი მკაცრად რეგლამენტირებულია:

  • პაციენტი კაბინაში შედის და ტანსაცმელს იხდის – 4 წუთი.
  • ექიმმა ორი წუთის განმავლობაში უნდა მოასწროს ნემსის გაკეთების ადგილის დეზინფიცირება და ინექციის შეყვანა.
  • შემდეგ, ვაქცინირებული პაციენტი 30 წუთის განმავლობაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
  • პროცედურა 21 დღის შემდეგ უნდა განმეორდეს. მხოლოდ მეორე დოზის შემდეგ უყალიბდება ადამიანს კორონავირუსის იმუნიტეტი.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ და მეორე დოზას შორის, პაციენტი კორონავირუსით არ დაინფიცირდეს.

მეორე ადგილი – AstraZeneca

ბევრმა ქვეყანამ შეუკვეთა კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა. მისი ეფექტიანობა – 62-დან 90%-მდეა და დამოკიდებულია დოზირებაზე.

მოქმედების მექანიზმით ის რუსულ პრეპარატ „Спутник V“-ს ჰგავს. ეს ორივე პრეპარატი ადამიანს შესუსტებული ვირუსით „აინფიცირებს“, რის შედეგადაც, COVID-19-ის იმუნიტეტი ყალიბდება.

მაგრამ რუსული ვაქცინა მსოფლიოში გაცილებით ნაკლებ ნდობას იწვევს, რადგან დარეგისტრირდა ჯერ კიდევ მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, პრეპარატის კლინიკური გამოცდის სტადიამდე, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.

რუსული „Спутник V“

„Спутник V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიმუშავეს და ამ დროისთვის კლინიკური გამოცდის მესამე სტადიას გადის.

ამავდროულად, რუსეთში, ამ პრეპარატით უკვე მასობრივად უტარებენ ვაქცინაციას მოქალაქეებს – 200 ათასზე მეტი ადამიანს გაუკეთეს ვაქცინა.

მისი ეფექტიანობა 91.4%-ს შეადგენს ვაქცინის შეყვანიდან 21-ე დღეს და 95%-ს – 42-ე დღეს.

რუსეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მისი პრეპარატისადმი ინტერესი უკვე 50-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა. იწყება მიწოდება უზბეკეთისთვის, ინდოეთისთვის, ბრაზილიისთვის, მექსიკისთვის, ნეპალისა და ეგვიპტისთვის.

ევროპაში, აშშ-სა და კანადაში რუსული ვაქცინისადმი ინტერესი არ გამოუთქვამთ.

თურქეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ უარი განაცხადა „Спутник V“-ის შეძენაზე – პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო. მის ნაცვლად, თურქეთი ჩინური კომპანია Sinopharm-ის პრეპარატს შეიძენს.

მასთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა, რაც რუსული „Спутник V“-ის შემთხვევაში – ის კლინიკური კვლევის მესამე სტადიაზეა. ამის მიუხედავად, თვითონ ჩინეთში ამ პრეპარატით ვაქცინაცია უკვე მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. პეკინმა კი თავისი პრეპარატის გლობალური მიწოდება დაიწყო.

Share on other sites

  • ფორუმელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველ ზაზა წერეთლის თქმით, ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ კორონავირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა გამოიწვიოს. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, (არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები) გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა გაიზრდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 18 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)