Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

@eL

ჰო არ ვიცი, კარგია თუ ორჯერ შეგხვდა და სერიოზული არაფერი იყო.

მე ძალიან არ მინდა მეორედ შემხვდეს

There's things I wanna say to you but I'll just let you live. 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@PoisonnIvy ძაან ცუდი გრძნობაა  გეთანხმები .

 

Edited by eL

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

მთელი პანდემიის მანძილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმი სისტემატურად ცდილობენ COVID-19-ის პანდემიის მართვასთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების ნებისმიერი გზით დისკრედიტაციას და ქვეყანაში აპოკალიფსის სურათის დახატვას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით "თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს".


"ტყუილი 1: ანგაჟირებული ტელევიზიები ჩვენს ოპონენტ ექიმებს (ამ შემთხვევაში უცხოეთში დასაქმებულ ექიმებს არ ვეხები) წარმოაჩენენ, როგორც "COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს".

სინამდვილეში არცერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არცერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის 

 

წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და თავისი ცოდნის რეალიზება ნებისმიერ მათგანში მოახდინოს, მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ აკეთებს. ხომ არ იცით რატომ? ანეგდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 7/24 რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს.

აღნიშნული ექიმების ასოციაციის პრეზენტაციაზე არაერთჯერ გაიჟღერა, რომ ისინი საქართველოს მედიცინის საუკეთესო ნაწილია?! და სხვა ექიმების და მოსახლეობის 90%-ის ნდობა აქვთ?!. საიდან ეს თვითაღიარება? საინტერესოა, რატომ თვლიან ეს ექიმები, რომ უკეთესები და უფრო კომპეტენტურები არიან და მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე თუნდაც 100-მდე COVID კლინიკაში მომუშავე სხვა ექიმებს? რა აქვთ სხვაზე მეტი გაკეთებული და რა დამსახურება აქვთ? ან თუნდაც რატომ უნდა მივიჩნიოთ უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები (რომელთა შორის უდავოდ არიან გამორჩეულები და მათ ძალიან ვაფასებთ) ა პრიორი ჩვენს ექიმებზე მეტ ავტორიტეტებად COVID-ის საკითხებში, მაშინ როცა საქართველოს COVID-19-ის გამოსავლების მხრივ (როგორც ჰოსპიტალში, ისე ჰოსპიტალს გარეთ) გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ყველა იმ ქვეყანას, სადაც ისინი მუშაობენ.

ტყუილი 2: აღნიშნული ექიმები აცხადებენ, რომ მათ არ უსმენენ და მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ.

სინამდვილეში არც სამინისტროს და არც კლინიკურ ჯგუფს მათგან არცერთხელ არანაირი კონკრეტული წინადადება და რეკომენდაცია არ მიუღია. კონტაქტშიც კი არ შემოსულან. მხოლოდ ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის დაწუნება, დისკრედიტაცია, ბრალდებები, მათ შორის კორუფციაშიც კი?! და იმაში, რომ ასობით ავადმყოფს უკვე ვავნეთ?! (ბ-ნი კანდელაკი), ციხეში ჩასმის მუქარა?! (ბ-ნი ჩალაძე), ბოლშევიკური პლაკატები (ბ-ნი კანდელაკი) და ქართული რეალობისთვისაც კი უჩვეულო არაკორექტული მიმართვები და პირადი შეურაცხყოფები (ბ-ნი კამკამიძე და სხვები), რომელთა აქ გამეორება უბრალოდ უხერხულია. თანამშრომლობა ასე არ ხდება. ჩვენი ოპონენტები კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავენ, თუ სადმე რაიმე ისე არ მიდის და აღიზიანებთ და ცდილობენ არ შეიმჩნიონ, თუ რაიმე კარგი კეთდება და წარმატებები გვაქვს. მაგალითად, ჰოსპიტლებში და ჰოსპიტალს გარეთ ავადმყოფთა გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი, COVID სასტუმროები, ონლაინ-კლინიკები და სხვ. მახსოვს, როგორი კმაყოფილებით და ზარზეიმით შეხვდნენ ჩვენი ოპონენტები ცნობას, რომ რემდესივირმა ერთ-ერთ კვლევაში სათანადო ეფექტი ვერ უჩვენა. შე კარგო ადამიანო, რა გიხარია, რა არის აქ სასიხარულო? რემდესივირს ხომ მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს და რა არის კარგი იმაში, თუ ეს იმედი დასამარდება. ჩვენი ოპონენტების უკიდურესად დესტრუქციული და სინამდვილეს აცდენილი ინსინუაციები და ტყუილები სამწუხაროდ სრულიადაც არ არის უწყინარი. მას სერიოზული ზიანი მოაქვს ავადმყოფებისთვის და მოსახლეობისთვის. ეს ადამიანები მოსახლეობას ამყოფებენ მუდმივ სტრესში, უნერგავენ უნდობლობას ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ და უბიძგებენ მათ მცდარი, ხშირად მათივე ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უკიდურესად საზიანო ქმედებებისკენ. მაგალითად, ქილიკი COVID-19-ით პაციენტებში თრომბოემბოლიზმის რისკების შეფასების და პრევენციის საჭიროებაზე; ის, რომ COVID-19-ით პაციენტებმა არ უნდა მიიღონ რემდესივირი, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ. ახლა უკვე ვაქცინაც. ბ-ნი გიორგი კანდელაკი იმასაც კი გვსაყვედურობდა, რატომ არ შევუწყვეთ ხელი გაზაფხულზე COVID-19-ს "დოზირებულ"?! გავრცელებას, რაც სრული ნონსენსია. ის ცინიკურად აპროტესტებდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთნ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს. სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა "თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??" ექიმისგან, რომელიც ასეთ რაღაცეებს ამბობს, რას უნდა ელოდე.

ტყუილი 3: ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ პანდემიის მართვა ვერ შესძლო და ამიტომ თავის გადასარჩენად ლოცკდოწნ-ს მიმართა და ამით საკუთარი მოსახლეობა შიმშილისთვის და სასიკვდილოდ გაწირა. ამით ცდილობენ მოსახლეობაში ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი უკმაყოფილება გააღვივონ.

მკრეხელობაა. სინამდვილეში მათ შესანიშნავად იციან, რომ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იძულებული იყო, მიემართა ლოცკდოწნ-ისთვის და თანაც გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრი პირობებით. ქვეყნის ხელმძღვანელობა საქართველოსნაირი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნის პირობაზე, მაქსიმუმს აკეთებს, რათა მოსახლეობისთვის ლოცკდოწნ და ზოგადად პანდემია ნეკლებად მტკივნეული იყოს.

ტყუილი 4: ქვეყნის ხელმძღვანელობა ვერაფერს აკეთებს?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! პაციენტების ნაკადების მართვა, მათ შორის კლინიკური მართვა, არაფრად არ ვარგა?! მართვის პროტოკოლი ცუდია?! COVID-19-ით ავადობის და გარდაცვალების შემთხვევები კატასტროფულად იმატებს?! და ა.შ.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით და ავადმყოფების კლინიკურ მართვის ხარისხთან მას არავითარი კავშირი არა აქვს.

სინამდვილეში, ასეთ სიტუაციაშიც კი ქვეყანამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის ეფექტიანი მობილიზება და ცალკეული სერიოზული შეფერხებების და ხარვეზების მიუხედავად (რასაც ვერცერთი ქვეყანა ვერ აცდა) უზრუნველყო პაციენტთა უპრეცედენტოდ გაზრდილი ნაკადების (დღეში 30 ათასი აქტიური ავადმყოფი) ეფექტიანი მართვა, რისი უპირობო დადასტურებაა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1%-ის ფარგლებში), მათ შორის ბოლო ერთი თვის მანძილზეც და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი - სულ 33 შემთხვევა, მაშინ, როცა ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია ასობით, ათასობით და ათეულ ათასობით COVID ავადმყოფი. მაგალითად, ინგლისში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია 6 000-ზე მეტი ავადმყოფი. ასეა სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში შედარებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევებიც. კიდევ ერთი სერიოზული ფაქტი, რომელიც უჩვენებს, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვა მაღალ დონეზეა: საქართველო ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე COVID შემთხვევების რაოდენობით მე-7 ადგილზეა ევროპაში, მაგრამ იგივე 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით - 27 ადგილზე და ამ მაჩვენებლით სჯობნის ევროპის პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანას (ბევრად მეტი ავადმყოფი, ბევრად ნაკლები გარდაცვლილი), რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენთან COVID-19-ს უკეთესად მკურნალობენ, ვიდრე ამ ქვეყნებში. ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ მტკიცებულებებზე ლაპარაკი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? იქნებ ვინმემ ამიხსნას, ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემით და ცუდი პროტოკოლით როგორ შეიძლებოდა ისეთი შედეგების დადება, რაც ვერ გააკეთა საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, ამერიკამ, ინგლისმა, ბელგიამ, ავსტრიამ, რუსეთმა, სომხეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და კიდევ ბევრმა სხვა ქვეყანამ. ვერ გააკეთა თვით გერმანიამაც კი, რომელიც COVID-19-თან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება. სინამდვილეში ჩვენი პროტოკოლები უზრუნველყოფს ავადმყოფების მკურნალობას და მოვლას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მე არაერთგზის გამოვიწვიე ტელედებატებში ბ-ნი კანდელაკი და ბ-ნი კამკამიძე, რათა განემარტათ, რას უწუნებენ ჩვენს პროტოკოლებს, მაგრამ მათ ტელედებატებს თავი აარიდეს. საქართველომ პანდემიის დასაწყისშივე ერთ-ერთმა პირველმა აუღო ალღო იმას, რომ COVID-19 სხვა რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემას და დანერგა COVID-19-ით ავადმყოფების მართვის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც გულისხმობს მართვაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვას და COVID-19-ის ძირითადი გართულებების დროულად გამოვლენას, პრევენციას და მკურნალობას. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში გაამახვილა ყურადღება თრომბოემბოლიზმის მნიშვნელობაზე COVID-19-ით ავადმყოფებში და დანერგა მისი რისკების შეფასების, პრევენციისა და მკურნალობის პრინციპები. ასევე ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ COVID-19-ით ავადმყოფებში ადგილი შეიძლება ჰქონდეს ფილტვის L ან H ტიპის დაზიანებას და მინიმუმამდე შეამცირა არასაჭირო ინტუბაციების რაოდენობა და გაზარდა ე.წ. "ჰიგჰ ფლოწ" მეთოდიკის გამოყენება. ასევე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ე.წ. "ციტოკინური შტორმის" დიაგნოსტიკის და მართვის პრინციპები, რისი გამოცდილებაც მანამდეც ქვეყანაში საერთოდ არ იყო და სხვ.

მე ვთავაზობ ექიმთა ახლადშექმნილ ასოციაციას, შეარჩიოს ორი ექიმი, ერთი - უცხოეთში მცხოვრები, ხოლო მეორე - საქართველოში მცხოვრები და მზად ვარ შევხვდე მათ ტელედებატებში, ნებისმიერ ნეიტრალურ ტელევიზიაში, COVID-19-ის კლინიკური მართვის საკითხებზე.

საქართველოს მიღწევები COVID პანდემიის მართვაში ცალსახად აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციებისა და ექსპერტების მიერ და ამ მიღწევებს მხოლოდ ჩვენი ოპონენტები არ ცნობენ. სულ ახლახანს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პროფესიით ინფექციონისტია და ხუთი დღით სტუმრობდა საქართველოს, არა უბრალოდ დადებითი, არამედ აღმატებული შეფასება მისცა ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მიერ ქვეყანაში პანდემიის მართვას, ინოვაციურ მიდგომებს, რაც ფართოდ გაშუქდა. ერთ-ერთი თავისი გამოსვლა მან დაასრულა სიტყვებით "მართლაც, რომ ბრავო, კარგად მუშაობენ". ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ რანგის ხელმძღვანელისგან ასეთი ემოციური შეფასება ძალიან იშვიათია. ასეა, ჩვენი ოპონენტები და დანარჩენი მსოფლიო, როგორც ჩანს სხვადასხვა რეალობაში იმყოფებიან.

ტყუილი 5: საქართველომ არ გამოიყენა ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი, რომელიც მას "ღმერთმა აჩუქა" და არაფერი გააკეთა შემოდგომის პიკისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.

ისევ იმის მცდელობა, რომ რაღაც დაგვიწუნონ. სხვანაირად არ შეუძლიათ. სინამდვილეში პანდემიის პირველი რვა თვის მანძილზე ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი "ღმერთმა კი არ გვაჩუქა", არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა თავისი გუნდით და NჩDჩ-იმ დროული, ეფექტიანი და წინმსწრები საპასუხო ღონისძიებებით უზრუნველყო COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი და სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური დანაკარგები.

სინამდვილეში ბოლო ექვს თვეში იმდენი რამ გაკეთდა, რასაც სხვა დროს ექვსი წელი არ ეყოფოდა. ასე რომ არ იყოს, ჩვენნაირი პატარა და შეზღუდული რესურსების ქვეყანა ვერანაირად ვერ მოახერხებდა ემართა ერთდროულად 30 ათასი აქტიური COVID-19-ით პაციენტი, რაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა ვერ მოახერხეს.

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შესძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას - COVID-19-ის პანდემიას.

ტყუილი 6: ჩვენი ოპონენტები ყოვლად მანკიერ პრაქტიკად და ძალიან ცუდ მოდელად და ნონსენსად მოიხსენიებენ საქართველოში COVID სასტუმროების ფართოდ გამოყენებას.

სინამდვილეში ეს არის საქართველოს "ნოუ ჰაუ", ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინოვაცია და წარმატებული პროექტი. კერძოდ, პაციენტის COVID სასტუმროში განთასვებას უზარმაზარი უპირატესობა აქვს, მის ბინაზე დატოვებასთან დაკავშირებით - გაცილებით ეფექტიანი იზოლაცია, სამედიცინო მეთვალყურეობა, მარტივი გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა, პულსოქსიმეტრებით უზრულვეყოფა, ჟანგბადის კონცენტრატორებით და ჟანგბადის მიწოდებით უზრუნველყოფა, კომფორტი, სამჯერადი ხარისხიანი უფასო კვება, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში სწრაფად გადაყვანის შესაძლებლობა და ბევრი სხვ. COVID სასტუმროები ნამდვილი ქართული "ნოუ ჰაუ"-ა. იგი ევროპის და ამერიკის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება და იგივე ჯანმოს ევროპის ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პირადად გაეცნო COVID სასტუმროების საქმიანობას, სიტყვა-სიტყვით განაცხადა "ვნახე არაერთი რეალური ინოვაცია, მაგალითად კოვიდ სასტუმროში. ეს ისეთი რამაა, რასაც ნამდვილად რეკომენდაციას ვუწევ ყველა ქვეყნისთვის, რადგან პანდემიაზე გამარჯვება არ მიიღწევა ყურადღების მხოლოდ საავადმყოფოებზე გამახვილებით". ვის დავუჯეროთ - ჩვენს ოპონენტებს, თუ დანარჩენ მსოფლიოს?

ტყუილი 7: ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების სამიზნე გახდა ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტის "რემდესივირის" შემოტანა.

ჩვენმა ოპონენტებმა შესანიშნავად იციან, რომ ჯანმო-ს კვლევის ნეგატიური შედეგების მიუხედავად, რემდესივირს დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა წამყვანი კლინიკა იყენებს და თან ფართედ (რა თქმა უნდა, კონკრეტული ჩვენებებით პაციენტებში), მაგრამ მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ამ მედიკამენტზე მთელმა მსოფლიომ უარი თქვა და მხოლოდ საქართველო აპირებს რემდესივირით COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობას, რაც თითქოს სერიოზული დანაშაულის ტოლფასია. ტყუილი, დიდი ტყუილი. იქნებ სთხოვოთ ამერიკაში მომუშავე ექიმს ქ-ნ ნანა გეგეჭკორს, რომელმაც მთელი წიაღსვლები გააკეთა რემდესივირზე კვლევებში, უპასუხოს მარტივ, ძალიან მარტივ კითხვას - ამერიკაში წამყვანი კლინიკები რეალურად იყენებენ რემდესივირს, თუ არა. პირადად მე ვთხოვ ქ-ნ ნანას პირდაპირ გვიპასუხოს ამ კითხვაზე.

ჩვენმა ოპონენტებმა ასევე შესანიშნავად იციან, რომ სახელმწიფომ რემდესივირი შემოიტანა ჩვეულებრივი წესით, COVID პაციენტების მკურნალობისთვის და იგი არ არის განკუთვნილი არანაირი კლინიკური კვლევების და მითუმეტეს, საკუთარ მოქალაქეებზე რაღაც ფარული ექსპერტიმენტების მოსაწყობად, მაგრამ უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ეს მედიკამენტი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე დანაშაულებრივი ექსპერიმენტისთვის არის შემოტანილი?! და რომ ჩვენ ამის ინიციატორები აუცილებლად ციხეში მოვხვდებით?!

მათ შესანიშნავად იციან, რომ "რემდესივირი" სწორად გამოყენების შემთხვევაში ეფექტიანია, მაგრამ ხალხს ატყუებენ, რომ ეს ასე არ არის. მათ კატეგორიულად არ უნდათ, რომ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდეს სხვისი ხელით. თვითონ კი არაფრის გაკეთება არ უნდათ, ან არ შეუძლიათ.
 

აი, ასეთია სამწუხაროდ, ქართული რეალობა", - წერს ცერცვაძე.
 
 

მართლა მავნებელია ზოგი და თავისი თავის პოპულარიზაციითა დაკავებული.

ჩვენს ყოფილ ფორუმელს ზურაბ გურულსაც ეხება რა თქმა უნდა, ახლა რასაც ვწერ.

 

არ შეიძლება ასე.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ის კოვიდ-19-თან ბრძოლაში გაცილებით უფრო აგრესიული იქნება. ჯო ბაიდენი ამერიკელებს პირდება, რომ სხვა ზომებთან ერთად, ის გაზრდის ვაქცინაციის ტემპებსაც. სპეციალისტები პანდემიასთან ბრძოლაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარ დამსახურებად, კოვიდ-19-ის ვაქცინის განვითარებაში ინვესტიციებს და ვაქცინების შექმნის დაჩქარებას მიიჩნევენ. თუმცა, ბაიდენი  ტრამპის ადმინისტრაციას ვაქცინაციის პირველ ეტაპზე "დიდი ჩამორჩენისთვის" აკრიტიკებს. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პოსტის დაკავებიდან პირველ 100 დღეში, 100 მილიონი ამერიკელის აცრა მოხდება. პანდემიამ ამერიკაში 339 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ამ კვირაში სიტუაცია ინფიცირების მხრივ, ბოლო რამდენიმე თვის ზრდის ფონზე, ოდნავ გაუმჯობესდა. ახლა დღეში ინფიცირება საშუალოდ 180 000 ახალი ინფიცირებულით იზრდება. ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ შობა-ახალი წლის სეზონზე ამერიკელთა რეკორდული მასშტაბით მგზავრობის გამო, ინფიცირების მაჩვენებლები რამდენიმე კვირაში ისევ გაიზრდება.  ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ დეკემბრის დასასრულამდე ქვეყანაში 20 მილიონ ამერიკელს აცრიდნენ. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის, ვაქცინის პირველი დოზით, ამერიკაში მხოლოდ 2.1 მილიონი ადამიანია აცრილი.  "შტატებისთვის საგანგებო წესით, ვაქცინის დაახლოებით 20 მილიონი პირველი დოზაა მიწოდებული" - განაცხადა სამშაბათს, დღის ბოლოს, კეილი მაკენანმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა. მისი თქმით, "ვიდრე პარტიული კრიტიკოსები ცარიელი რიტორიკის გარდა, ამერიკელების შესაშინებლად სხვას არაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ტრამპი რეალურ შედეგებს დებს".  ბაიდენი ქვეყნის ძველ რელსებზე დაბრუნების საქმეში, ვაქცინაციაზე დიდ იმედებს ამყარებს. მაგრამ ის იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს უცებ არ მოხდება. "მომდევნო რამდენიმე კვირა და თვე ძალიან რთული იქნება - ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლოა - ყველაზე რთულიც მთელი ამ პანედმიის განმავლობაში", თქვა სამშაბათს არჩეულმა პრეზიდენტმა. ამერიკის მომავალი პრეზიდენტი შეფასებებში ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს ეყრდნობა. სამშაბათს ექიმმა ენტონი ფაუჩიმაც თქვა, რომ ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა "ბევრი გაგებით უკონტროლო გახდა". ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში ივარაუდა, რომ იანვრის მონაცემები დეკემბრისას გადააჭარბებს. "უნდა ვიფიქროთ, რომ უარესობა იქნება, რადგან მილიონობით ამერიკელმა იმოგზაურა შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე ნათესავებთან და მეგობრებთან შესახვედრად, რაც დიდი ალბათობით, ვირუსით ინფიცირების ზრდას მოასწავებს".  სამშაბათს, ბაიდენის ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურა, არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც აიცრა კოვიდ-19-ზე. ვაქცინაციაში მონაწილეობა მისმა მეუღლემ, დაგ ემჰოფმაც მიიღო. გასულ კვირაში ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს ჯო ბაიდენმა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ არ აცრილა. თუმცა, მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის კოვიდ-19-ის ვაქცინას  მოგვიანებით გაიკეთებს. აცრის შეყოვნების მიზეზად სახელდება მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა, რომელიც პრეზიდენტს ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ჩაუტარდა.   

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ფაიზერის მიერ დამზადებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, კალიფორნიელ ექთანს კოვიდ-19 დაუდასტურდა - ინფორმაციას ამის შესახებ „ABC NEWS” ავრცელებს. თუმცა, სამედიცინო ესპერტები აცხადებენ, რომ ორგანიზმს დაცვის გამომუშავებისთვის მეტი დრო სჭირდება. 45 წლის მედდამ, რომელიც ორ სხვადასხვა ჰოსპიტალში მუშაობს, ვაქცინა 18 დეკემბერს გაიკეთა და ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. მოგვიანებით, მან „ეიბისი ნიუსის“ ადგილობრივ აფილიატს განუცხადა, რომ აცრის გაკეთების შემდეგ, ერთი დღის განმავლობაში მკლავი სტკიოდა, თუმცა სხვა გვერდითი ეფექტები არ ჰქონია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შობის ღამეს, სამუშაო დღის დასასრულს ის ავად გახდა. მან ციება, მოგვიანებით კი კუნთების ტკივილი და დაღლილობა იგრძნო - მომდევნო დღეს მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, ქრისტიან რამერსი ამბობს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი არ იყო. „ვაქცინის კლინიკური კვლევებიდან ჩვენ ვიცით, 10-14 დღეა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ, ორგანიზმა დაცვის გამომუშავება დაიწყოს. ვაქცინის პირველი დოზა, ვფიქრობთ დაახლოებით 50% დაცულობას ქმნის, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი ის 95%-მდე იზრდება“ - აცხადებს ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

rssImage-7b992d63b7fc435aa6a5af474eeeafbe.jpeg

„საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს უთხრა. „სამი შტამი იყო საეჭვო, ამ სამიდან ორი უარყოფილია, არ დადასტურდა, ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ, რომლის თქმითაც, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ბევრ ქვეყანაშია აღმოჩენილი: „საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“.  

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

დღეიდან დიდ ბრიტანეთში იწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პრეპარატითაც. გაერთიანებული სამეფო პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ოფიციალურად გასცა ამ ვაქცინის გამოყენების ნებართვა და მისი გამოყენება დაიწყო. 2020 წლის დეკემბერში, დიდმა ბრიტანეთმა პირველმა დაიწყო ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის პრეპარატითაც. ჯერჯერობით აცრას უკეთებენ რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს - მედიკოსებს, სოციალურ მუშაკებს და ხანდაზმულებს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამ პრეპარატით აცრეს მილიონზე მეტი ადამიანი. AstraZeneca-ს ვაქცინის უპირატესობა იმაშია, რომ მისი შენახვა შესაძლებელია სტანდარტულ მაცივარში, განსხვავებით Pfizer/BioNTech-ის პრეპარატისგან, რომელსაც -70 გრადუსი სჭირდება. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეუკვეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც საკმარისი იქნება 50 მილიონი ადამიანის ორჯერადად ასაცრელად. Pfizer/BioNTech-ის პრეპარატთან ერთად ვაქცინაცია სრულად მოიცავს გაერთიანებული სამეფოს 67 მილიონიან მოსახლეობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ორი პრეპარატის გამოყენება ვაქცინაციის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. BBC-ის ინფორმაციით, მთავრობამ ვაქცინაციის გეგმა შეცვალა და პირველ და მეორე აცრას შორის ინტერვალი სამი კვირიდან სამ თვემდე გაზარდა, რადგან მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პირველი დოზით აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი. Covid-19-ისგან ძირითად დაცვას პირველი აცრა წარმოშობს, მეორე კი უფრო მეტად განსაზღვრავს ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობას. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით უკევ დაინფიცირდა 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი. Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 75 ათასს აჭარბებს. ბოლო ხანს გაერთიანებულ სამეფოში გავრცელდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის გამოც ქვეყნის დიდ ნაწილში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

rssImage-7a7acb7d3cd7bb1a2ea8ab363f9ac062.jpeg

აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წამყვანი წარმომადგენლები უარყოფენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ქვეყანაში გადაჭარბებულად წარმოაჩენენ COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობას. ტრამპმა 3 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) იყენებს "მონაცემის დადგენის აბსურდულ მეთოდს სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომელთაგან ბევრი, განზრახ, ძალიან არაზუსტ და დაბალ მონაცემს აქვეყნებს". ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე და მიანიშნა, რომ როცა ჯანდაცვის მესვეურებმა ზუსტად არ იციან ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ისინი ამას COVID-19-ს აბრალებენ. მთავარმა ექიმმა, ჯერომ ადამსმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ ვერ ხედავს მიზეზს ეჭვის შესატანად CDC-ის მონაცემებში, ხოლო აშშ-ის ინფექციური დაავადებების წამყვანმა სპეციალისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა: "ეს რეალური რიცხვებია, რეალური ადამიანები და სიკვდილის რეალური შემთხვევები".

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share