Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

@iaiameri კი , აუფსუები სიკეთეს მაინც ვერ ხედავენ  როგორც რუსები იტყვიან  ნე ბლაგადარნიე ტვარიო  . ღორს  არ უნდა უმკურნალო   არამედ უნდა დაკლა  ასე  იქცევიან , ასეა ეს .

 

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

  • ფორუმელი

ორეგონის შტატის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ველურ ცხოველებზე დაკვირვებისას, წაულას ფერმასთან ახლოს აღმოჩენილ წაულას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს არის ფერმა, სადაც ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი ფართოდ იყო გავრცელებული. თუმცა, შტატის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახლა ფრემა ვირუსისგან სრულად გაწმენდილია. იმაში დასარწმუნებლად, რომ ცხოველები ნამდვილად გამოჯანმრთელდნენ, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მათ 14 დღის ინტერვალით ტესტირება ორჯერ ჩაუტარა. პირველი ტესტირების დროს, 62 ცხოველიდან, უმნიშვნელო დონით ვირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. ტესტირების მეორე რაუნდმა აჩვენა, რომ ვირუსი ფერმის არც ერთ ცხოველს არ დაუდასტურდა. ფედერალური გზამკვლევის მიხედვით, ფრემამ კიდევ ერთი ტესტირება უნდა ჩაატაროს. ფერმის მახლობლად ველური ცხოველების სამსახურის წარმომადგენლები ცხოველებს იკვლევენ. სამშაბათს, ეროვნული ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ 13 დეკემბერს შესწავლილ წაულას, დაბალი დონით, სარს-კოვ-2 აღმოაჩნდა. ოფიციალურ პირები ფიქრობენ, რომ წაულა ცოტა ხნის წინ ფერმიდან გაიქცა. მაშინ, როცა ფერმაში კორონავირუსის აფეთქება იყო. თუმცა, ისანი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ველურ ცხოველებს შორის, სარს-კოვ-2 ცირკულირებს. აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წაულადან ადამიანზე ვირუსის გადაცემის რისკი დაბალია.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ კვირას თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში “ნამდვილად კრიტიკულ დროშია”, როდესაც დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვი უაღრესად მაღალია. ფაუჩიმ, რომელიც გასულ კვირაში აიცრა, კვირას “სი ენ ენს” უთხრა, რომ ხალხისთვის ნამდვილად ძნელია დღესასწაულების დროს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები დაჟინებით ურჩევენ ეს არ გააკეთონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ნათესავების და მეგობრების მოსანახულებლად 85 მილიონი ამერიკელი მოგზაურობს და შიშობენ, რომ ეს შეერთებულ შტატებში ინფექციების რიცხვს გაზრდის. უკვე რამდენიმე კვირაა, შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად ინფიცირების 200 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხება. ფაუჩიმ, რომელიც 1984 წლიდან ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია და ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის მთავარ სამედიცინო მრჩევლად არის დასახელებული, ამერიკელებს აცრისკენ არაორაზროვნად მოუწოდა. ფაუჩიმ თქვა, რომ იმედი აქვს მომავალ თვეებში, 209 მილიონი ზრდასრული ამერიკელების 75-80 პროცენტი აიცრება. ეს ის რაოდენობაა, რომელიც შესაძლოა საკმარისი იყოს ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტის” შესაქმნელად, რათა პანდემია დასრულდეს. მან თქვა, რომ “შუა ზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე”, მომავალ აგვისტოსთვის, შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა “აცრილი ადამიანების კრიტიკულ რიცხვს მიაღწიოს”. იმ დროისთვის, როგორც მან თქვა, შესაძლებელი იქნება ქვეყანა “ნორმალურობის გარკვეულ ფორმას დაუბრუნდეს”. ფაუჩიმ თქვა, რომ შეერთებული შტატების ჯანდაცვის მესვეურები აკვირდებიან მუტანტ შტამებს, რომლებიც ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა. იმ ქვეყნების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ “ფაიზერ-ბიონტექის” და “მოდერნას” მიერ შემუშავებული ვაქცინები ამ შტამებისგან დაგვიცავს, თუმცა ფაუჩიმ თქვა, რომ შეერთებული შტატების მკვლევარები საკუთარ ცდებს ჩაატარებენ რათა ამაში დარწმუნდნენ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გერმანიის უშიშროების სამსახურების თანამშრომლები ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე რისკებზე საუბრობენ. მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც კორონავირუსის საფრთხეებს არ აღიარებენ.   "არსებობს აპოკალიპტური მოსაზრებების, შეთქმულების თეორიებისა და ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის ერთგვარი ნაკრები", - განაცხადა ბურკარდ ფრეიერმა, კონსტიტუციის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა რაინ-ვესტფალიის შტატიდან გამოცემა "შპიგელთან" საუბრისას. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის არსებობას ან მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს უარყოფენ, შესაძლოა ერთგვარი ტერორისრული ქმედებების ავტორებიც კი გახდნენ.  ოქტომბერში სავარაუდოდ სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებსაც კორონავირუსის არ სჯერათ, იერიში მიიტანეს დაავადებათა კონტროლის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტზე და მას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს ლეიბნიცის ასოციაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასოციაცია გერმანიის 100-მდე დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს. თუმცა ფრეიერის თქმით, შეიარაღებული თავდასხმების უდიდესი რისკი მაინც ისეთი ინდივიდუალური ულტრა-მემარჯვენეებისგან მოდის, რომლებიც მარტონი მოქმედებენ. მაგალითად, თავდამსხმელი, რომელმაც თებერვალში, ჰანაუში იმიგრნატი ოჯახების 9 წევრი მოკლა, შემდეგ დედამისი მოკლა და თავი მოიკლა. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ექიმბაშები ფორუმ ჯიზე მოიკითხე :D

იქ გახსენი თემა და ასე 5 ან 6 მკურნალობის კურსს გამოგიწერენ 

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Holden Caulfield said:

ექიმბაშები ფორუმ ჯიზე მოიკითხე :D

იქ გახსენი თემა და ასე 5 ან 6 მკურნალობის კურსს გამოგიწერენ 

მანდ აღარ ვპოსტავ

წესებს ვიცავ მაქსიმალურად, ეხლა რაღაც არ მომეწონა ეს ამბავი

1 minute წინ, marguerite said:

თავიც ხომ არ გტკივა?

არა, უცბად დამეწყო ყელის ტკივილი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share