Jump to content
×
×
  • Create New...

შინაურული რეცეპტები


marguerite
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

კრუტონები

მასალა:

1ც პური

1ჩ/კ ქონდარი

1ჩ/კ ორეგანო

1/2 ჭიქა ზეთი

მარილი

წითელი წიწაკა

1თავი ნიორი

 

მომზადება:

პური დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ ორეგანო და ქონდარი, მარილი, წიწაკა და ზეთი, ავურიოთ კარგად, დავყაროთ ჟარონაზე და შევდგათ ღუმელში 300 გრადუსზე. ცალკე დავნაყოთ ნიორი და შევურიოთ ცოტა წყალში. როდესაც პურის კუბიკები დაბრაწვას დაიწყებს დავასხათ წყლიანი ნიორი, კარგად ავურიოთ და შევაბრუნოთ ღუმელში. ვურიოთ ხშირად, რომ არ მიიწვას. 

 

 

140091833_1741597339353983_404111873149554719_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

სტაფილოს სალათა

მასალა:

5ც საშუალო ზომის სტაფილო

2კბილი(არა თავი) ნიორი

მაიონეზი ან არაჟანი

ოხრახუში

ნახევარი სხვადასხვა ფერის ბულგარული(სილამაზისთვის)

 

მომზადება:

გავხეხოთ უმი სტაფილო, დავჭყლიტოთ ნიორი და ავურიოთ მაიონეზში ან არაჟანში, დავჭრათ ოხრახუში, ასევე ბულგარულები და ყველაფერი ერთად ავურიოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი. კეთდება უმცირეს დროში და გემრიელია(შესანახად არ გამოდგება, რადგან წვენს უშვებს დროის შემდეგ)

 

141306699_1371125656561517_1123497741678011122_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite მოდერად სანამ არ დაგნიშნეს, კუხნაში ვერ შეგიტყუეს

პს. მეც მიყვარს სტაფილოს სალათა <3

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

  • ფორუმელი

@Grinch

შენ არ იცი, რამხელა ძღვენი გავუგზავნე მურმანს. სულ ახალ-ახალი ნამცხვრები და სალათები. გაჭრა და აი მოდერიც ვარ :hahaaa:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

10 საათის წინ, marguerite said:

შენ არ იცი, რამხელა ძღვენი გავუგზავნე მურმანს.

აი, თურმე რატომ არ მილაიკებს პოსტებს. ეგ მექრთამე ეგა..

 

პ.ს.

 

სტაფილოს სალათს

ნიგოზი ან თხილი და პლიუს ბროწეული, ცოტა ძმარუკა.

 

ოღონდ სტაფილო მოხარშულცი უნდა იყოს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@iaiameri

 

დამიწერე კარგად რეცეპტი, ამ კვირაში იქნებ მოვამზადო :panto:

 

ფოტოებით და რეცეპტები დაგვეხმარე

 

 

პ.ს. მურმანს უნდა ძღვენი გაუგზავნო, სხვანაირად არავის აღიარებს:nope:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

6 minutes წინ, marguerite said:

დამიწერე კარგად რეცეპტი, ამ კვირაში იქნებ მოვამზადო 

არაფერი რთული. ხარშავ სტაფილოს, ჭრი როგორც გაგიხარდება ისე, გინდ სიგრძეზე, გინდ მრგვალად. ნაყავ ნიგოზს, ან თხილს, სუნელები რომლებიც გიყვარს და გიხარია, ჩემი ინტერპრეტაციით, ცოტა ხმელი აჯიკაც, ძმარი, მარილი. ამ ყველაფერში ამოგანგლავ სტაფილოს და დაასვენებ ორი საათით. მერე ბროწეული ზედ და ჰაიდა სუფრაზე. იმერული სტაფილოს საცივის გამარტივებული ვარიანტია.

 

9 minutes წინ, marguerite said:

პ.ს. მურმანს უნდა ძღვენი გაუგზავნო, სხვანაირად არავის აღიარებს

აღიარებით კი მაღიარა, სულ მეჩხუბება და ნაღიარები არ ვარ?

:givi:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ცხოველის შემწვარი ნაჭრები

 

დაგვჭირდება:

ცხოველის ნაჭრები (სასურველია თუ ცხიმიანი იქნება)

ცხოველის ცხიმი (თუ ნაჭრებს საკმარისი არ აქვს)

მარილი

 

მომზადება:

ნაჭრები გაამზადეთ ისე რომ თანაბარი სისქის იყოს. მოაყარეთ მარილი ორივე მხრიდან, იმაზე მეტი ვიდრე გგონიათ რომ საჭირო იქნება. გაახურეთ ტაფა ცხიმით და დადეთ ზედ ნაჭრები. გადაატრიალეთ ერთხელ და ამ მდგომარეობაში გააჩერეთ იმის ნახევარი დრო რაც პირველ მხარეს იდო. დროის მოზომვა ისწავლეთ გამოცდილებიდან.

მაგიდაზე მიართვით თეფშზე მოთავსებული.

IMG_20210117_132052.thumb.jpg.10e5c19c8453d14d98cdd70d6e9a2069.jpg

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share