Jump to content
×
×
  • Create New...

შინაურული რეცეპტები


marguerite
 Share

Recommended Posts

On 1/30/2021 at 10:38 PM, marguerite said:

ჩემი გამომცხვარი არ არის, დედასია, მაგრამ გემრიელი კი ძალიან იყო 

 

CF936A24-BB39-414A-B56A-D93E0CEEE1AB.thumb.jpeg.2aa8b28f9a26944595d808d88aaa7764.jpeg

აბა რეცეპტი?

Share on other sites

  • ფორუმელი

@Georgia

არაა ჩემი გამომცხვარი, უბრალოდ დავდე.

 

თუ დაინტერესდები ხვალ საღამოს იქნება რეცეპტი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

თემის გახსნა მეზარება და ადგილობრივი მწვანილების და სუნელების კლასიფიკაცია დახასიათება დადეთ. ლაკონურად ბჟუტურის გარეშე. plz

Share on other sites

  • ფორუმელი

ზაფრანა

ქართული სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი. კერძს არაჩვეულებრივ ყვითელ ფერს და არომატს ანიჭებს.  განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება იმერულ და მეგრულ სამზარეულოში.

 

 

 

შაფრანი

Crocus

ეს მსოფლიოში უძვირესი სანელებელი კროკუსის ყვავილისგან მიიღება. გამოიყენება როგორც დესერტებში, ისე სხვა კერძებშიც. კერძს არაჩვეულებრივ ფერს და განუმეორებელ არომატს აძლევს.

შაფრანი ხშირად ერევათ იმერულ ზაფრანაში

 

 

 

ბეგქონდარა

 Thymus

შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ამიტომ მის გარშემო ყოველთვის ბევრი პეპელა და ფუტკარია. ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ძველ ბერძნებს. მთა ქიმეტორი ბერძნებში ცნობილი იყო შესანიშნავი მარმარილოთი და თაფლით. თაფლისთვის მტვერს ფუტკრები ბეგქონდარაზე აგროვებდნენ. 

ხმელიც და ცოცხალიც ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. უხდება როგორც ხორცის, ასევე ბოსტნეულის კერძებს

 

 

@ChariotGod საღამოს მოვიცლი და გპირდები რომ კარგ თემას გავხსნი ფოტოებით და საჭირო ინფოთი რომ გაიდივით გვეგდოს. მართლა საჭირო ინფოა და ბევრმა არ იცის :) 

 

 

 

Share on other sites

@cosmia

just სახელი, სურათი - უხდება ამ პროდუქტებს, იყენებენ ამა და ამ კერძში. იმიქსება ამა და ამ სუნელთან. არომატი (მძაფრი რბილი etc).

 

ქებაი და დიდებაი თავისი ისტორია გეოგრაფია ბოტანიკით, გამოვა ვრცელი, ნუდნი და გამოუსადეგარი.

 

ps გუდლაქ და მადლობა წინასწარ.

Share on other sites

  • ფორუმელი

ბლინები(ხორცით და სოკოთი)

 

ბლინებისთვის

6ც კვერცხი

6 ჭიქა წყალი

4 ჭიქა ფქვილი

მწიკვი მარილი

 

 

გავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ მარილი, შემდეგ წყალი და ფქვილი, ცხელ ტაფაზე დავასხათ და გავანაწილოთ. შევწვათ ორივე მხარეს უცხიმოდ. დავადოთ ბლინები ერთმანეთს, რომ დარბილდეს და შეხვევა არ გაგვიჭირდეს.

 

 

სოკოს ფარშისთვის

2 ქილა სოკო(მე კონსერვი მქონდა)

2 თავი ხახვი

ქინძი

შავი წიწაკა

ნიორი

 

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ,დავამატოთ სოკო და მოვქვათ. შემდგე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი და შავი წიწაკა.

 

ხორცის ფარშისთვის

 

ნახევარი კგ ხბოს ან ძროხის ხორცი(შესაძლებელია ძროხის და ღორის ხორცი იყოს არეული)

2 თავი ხახვი

შავი წიწაკა

ნიორი

 

ფარში შევწვათ ტაფაზე დაახლოებით 15 წთ, დავამატოთ ხახვი და მოვშუშოთ ერთად, შემდეგ დაჭყლეტილი ნიორი და შავი წიწაკა.

გავახვიოთ ბლინში ფარში და ან შევბრაწოთ ცხიმში, ასევე შეგვიძლია გავყინოთ და ნაწილ-ნაწილ შევწვათ.

გამოდის დაახლოებით 25 ცალი ბლინი

 

 

 

153453914_2963673570531150_2141127530779812953_n.jpg

151555395_414297299664451_6868861464741071535_n.jpg

152600712_894688061097908_4658496627754756397_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share