Jump to content
×
×
  • Create New...

შინაურული რეცეპტები


marguerite
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@marguerite

მოკლედ მოვიცალე ამის  დასაწერად :D

ინგრედიენტები სქრინზეა 

ნუ ყოფ 8 ნაწილად 

პირველ ფენას აბრტყელებ ისე რომ კიდეებზე გადმოვიდეს უსვამ კარაქს და აფენ მოხარშულ ფენას ისევ უსვამ გამდანარ  კარაქს ოთხ ფენას რომ ასე გააკეთებ შუაში აყრი ყველს.. ყველაიან ფენას არ უნდა კარაქი და ამატებ მოხარშულ ფენებს 

ანუ პირველი და ბოლო ფენა არ უნდა მოხარშო და არაფერი წაუსვა თან უფრო დიდზე უნდა გააბრტყელო დანარჩენს ხარშავ და უსვამ კარაქს 

 

ხო ახლა პატარა ეშმაკობები

ცომი მაგარი მოზილე და აუცილებლად დაასვენე მაცივარში მინიმუმ 30 წუთი

სმოსახარში ფენები მაქსიმალურად გაბრტყელე ოთხად გაჭერი და ისე მოხარშე  სხვა შემთხვევაში დაგეგლიჯება 

ვინმე დაიხმარე პირველ ეტაპზე 

სანამ შენ ცომებს მოხარშავ და მერე ცივ წყალში გაავლებ ის გააბრტყელებს და უცეებ გააკეტებთ და ძაან არც დაიღლები 

მოკლედ რომ ააწყობა აჩმას 

თავზე უსვამ კვერცხის გულს მე ცოტა წყალში ვაზავებ ხოლემ და ვჭრი დიიიიდი დანით სჯობს დანა დაასველო და ისე დაჭრა თანაბარ ნაწილებად 

 

 

 

 

 

 

 

 

 შეასკუპე ღუმელში და როცა კარგად გადაიბრაწება უკვე მზადაა received_759103061321779.thumb.png.fbf4e81ad42573004c0b4241e9218643.png.9d89e17db27a928ad1548d2ea797b582.png

received_3282118632013600.thumb.jpeg.b101d86b7eb02f570beca3e9b22708d4.jpeg

Edited by Holden Caulfield

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

აჭარული ხაჭაპური

 

ცომისთვის:

500გრ ფქვილი

220-250გრ წყალი

საფუარი

შაქარი

მარილი

2ც კვერცხი

 

შემთბარ ფქვილში ან წყალში შევურიოთ ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ცომი, შევფუთოთ და დაველოდოთ ამოფუებას. შემდეგ დავაგუნდაოთ 120 გრამიან ნაწილებად და დავაფაროთ თავზე.

 

 

შიგთავისისთვის:

 

900 გრამი იმერული ყველი

150 გრამი სულგუნი

3 კვერცხი

 

ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და დავყოთ 150 გრამიან ნაწილებად. შევდგათ მაცივარში გასაციებლად. 

შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ ცომი და მივცეთ შესაბამისი ფორმა. ეს აჭარული ისედაც ცომგამოცლილია, გვერდებში აქვს ყველი და ისე აქვს მიცემული ფორმა.ჟარონა შევდგათ ცხელ ღუმელში.  გამოვაცხოთ 300 გრადუსზე. დაახლოებით 5-7 წუთით ადრე გამოვიღოთ და დავახალოთ კვერცხი. ბოლოს დავადოთ ზემოდან კარაქი. 

 

 

139217267_518931432410344_1052613160955804857_n.jpg

139839694_227434435540117_7841849400143435983_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite აუ აჭარულის ფორმის  ლობიანები როო გამიგვიცხო დედაშენმა ❤️

სახლში მომზადებული მაიონეზი 

1 კვერცხი

1 ჩაის კოვზი შაქარი მარილი მდოგვი 

1 სუფრის კოვში ლიმმის წვენი 

ზეთი 200 გრ

გვჭირდება ხელის ბლენდერი

ბლენდერის ჭიქაში ჩავასხათ კვერცი შაქარი მდოგვი მარილი და ლიმნის წვენი და რამდენიმე წამი ვთქვიფოთ და ნელ ნელა დავამატოთ ზეთი 

სულ ესაა :შ 

მდოგვი და მარილი არასავსე კოვზი ინტენსიური გემო აქვს მდოგვს მარილი გემოვნების ამაბავი მე ნაკლებად მლაშე მომწონს 

ზეთის რაოდენობაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ უფრო მდგრადი კონსისტენციის გინდათ იყო ზეთი შეგიძლიათ დაამტოთ 

 

 

 

 

 

IMG_20210117_164041.jpg

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Holden Caulfield

 

დედაჩემმა ოღონდ კორონა გადავიდეს და რასაც მეტყვითო <3

 

ეს მგონი, ყველაზე საჭირო რამ იყო, არის რაღაცები რაშიც მე მაიონეზი ვერ ამოვიღე, ამიტომ სახლში უნდა მოვამზადო ამ რეცეპტით :yeah:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ღუმელში შემწვარი ქათამი ბოსტნეულით

 

მაწონში ვურევ აჯიკას, ზეთს, ლიმონის წვენს და ქათამს ვამარინადებ მთელი ღამე. მეორე დღეს შევაცუნცულებ(ასე უფრო რბილი გამოდის, რადგან ფოლგის გარეშე ვწვავ ღუმელში)მაღალ ტემპერატურაზე ღუმელში და მომზადებამდე 35 წუთით ადრე მოვუწყობ ირგვლივ რა ბოსტნეულიც მაქვს(მაგ:კარტოფილი, ყვავილოვანი, ბროკოლი, სტაფილო...) 

 

140489742_879180016162855_5848548785876515712_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share