ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 ონლაინ, York Ge said: ვის ჰქონდა ამის უფლება? არსებობს სიტყვის თავისუფლება. კი, ვიცით რომ არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური უფლებები, მაგრამ ულიმიტო არაფერი ამ სამყაროში და რეალურად არცერთი უფლება არაა აბსოლუტური. არსებობს საკუთრების უფლებაც. მაშინდელი კომპანიების უმეტესობასაც დეკლარირებულად ქონდათ უფლება შეეზღუდათ ჰეით სფიჩები, რადგან მათი ოფიციალური პოლიტიკა ამას ითვალისწინება და ამას თანხმდებოდა ყველა მომხმარებელი დარეგისტრირებისას. ანუ თუ პოლიტიკა არ მოგწონს, თავიდანვე უნდა გააპროსტესტო ან არ დარეგისტრირდე, არა? 17 minutes წინ, t-90 said: ანუ გამოდის რომ კომპანია აკეთებს კონტენტის ცენზურას? კომპანიას აქვს ვალდებულებები და პასუხს აგებს პლატფორმის არამიზნობრივ, უკანონო აკა ანტისახელმწიფოებრივ გამოყენებაზე. დაიბარებენ ორ კვირაში სენატში და იუსტიციაში და დაშლიან შვიდას ნაწილად თუ აკმარეს ან ეგ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 ონლაინ, Moor said: კი, ვიცით რომ არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური უფლებები, მაგრამ ულიმიტო არაფერი ამ სამყაროში და რეალურად არცერთი უფლება არაა აბსოლუტური. არსებობს საკუთრების უფლებაც. მაშინდელი კომპანიების უმეტესობასაც დეკლარირებულად ქონდათ უფლება შეეზღუდათ ჰეით სფიჩები, რადგან მათი ოფიციალური პოლიტიკა ამას ითვალისწინება და ამას თანხმდებოდა ყველა მომხმარებელი დარეგისტრირებისას. ანუ თუ პოლიტიკა არ მოგწონს, თავიდანვე უნდა გააპროსტესტო ან არ დარეგისტრირდე, არა? არსებობს განუსხვისებელი უფლებების ცნება. ნებისმიერი ხელშეკრულება, ან მისი ნაწილი, რომელიც მათ ზღუდავს, ბათილია (null and void). სიტყვის თავისუფლება განუსხვისებელი უფლებაა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 6 minutes წინ, York Ge said: განუსხვისებელი უფლებების ცნება სად არსებობს? ფორმალურად კომპანიას აინტერესებს მხოლოდ კანონი და ბუღალტერია. აკადემიური წრეების ცალკეულ მორალურ პრინციპებს და მოსაზრებებს ვერ დააყრდნობენ თავიანთ ფინანსურ იმპერიებს იმჰო აი, ტრამპი თუ წავა მაგ პრეტენზიებით (განუსხვისებელი უფლებების შესახებ) შტატების უზენაეს სასამართლოში და სასამართლო იტყვის რომ კომპანიებს არ უნდა ქონდეთ მომხმარებლებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის უფლება თუნდაც ეს კანონსაწინააღმდეგოდ ხდებოდეს, მაშინ ყველა კომპანია გაითვალისწინებს დარწმუნებული ვარ. მაგრამ მანამდე ისეა, როგორცაა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 1 minute წინ, Moor said: სად არსებობს? იქვე, სადაც არსებობს კომპანიის უფლება, მოითხოვოს სამომხმარებლო შეთანხმების დაცვა :) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 4 minutes წინ, Moor said: კომპანიას აქვს ვალდებულებები და პასუხს აგებს პლატფორმის არამიზნობრივ, უკანონო აკა ანტისახელმწიფოებრივ გამოყენებაზე. რანაირად? ჩაქუჩი თუ გამოვუშვი მე და ვინმემ თავში ჩაგარტყა ვინ ისჯება? მე? თუ ის ვინც ჩაგარტყამს? ეგ დაჟე ფორუმ.გესაც კი უწერია რო კონტენტზე პასუხს არ აგებს ეგრეა სხვაც. რამდენი ტერორისტული ორგანიზაცია სარგებლობს ფეისბუქით იცი რეკრუტირების გამო? რამეზე აგო პასუხი? ხოდა თუ პასუხს არ აგებს რა მაგის საქმეა? 10 minutes წინ, Moor said: დაიბარებენ ორ კვირაში სენატში და იუსტიციაში და დაშლიან შვიდას ნაწილად თუ აკმარეს ან ეგ რავი ჯერჯერობით არ შლიან. 4 minutes წინ, Moor said: სად არსებობს? აშშს კონსტიტუციაში პირველი შესწორებაა. 8 minutes წინ, Moor said: , ტრამპი თუ წავა მაგ პრეტენზიებით (განუსხვისებელი უფლებების შესახებ) შტატების უზენაეს სასამართლოში და სასამართლო იტყვის რომ კომპანიებს არ უნდა ქონდეთ მომხმარებლებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის უფლება თუნდაც ეს კანონსაწინააღმდეგოდ ხდებოდეს, მაშინ ყველა კომპანია გაითვალისწინებს დარწმუნებული ვარ. მაგრამ მანამდე ისეა, როგორცაა ჯერჯერბით სხვა კანონზეა მანდ საუბარი. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 45 minutes წინ, t-90 said: ეგ დაჟე ფორუმ.გესაც კი უწერია რო კონტენტზე პასუხს არ აგებს აბა დადე ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ნახავ თუ არ წაშლიან 45 minutes წინ, t-90 said: ეგრეა სხვაც. რამდენი ტერორისტული ორგანიზაცია სარგებლობს ფეისბუქით იცი რეკრუტირების გამო? რამეზე აგო პასუხი? ხოდა თუ პასუხს არ აგებს რა მაგის საქმეა? 1 საათის წინ, Moor said: ანუ პლატფორმაზე კრიმინალი ავტომატურად არ ეტენება ადმინისტრაციას, მაგრამ ადმინსიტრაცია ვალდებულია რეაგირება მოახდინოს როცა ამას შეამჩნევს და ინფორმირებულია. ოცამდე ტერორისტის თუ ვონაბი ტერორისტის ექაუნთი პირადად ჩემი რეპორტებით აქვთ გაუქმებული. მადლობებიც მომდიოდა სანამ გავუაქმებდი მეც :დ 45 minutes წინ, t-90 said: აშშს კონსტიტუციაში პირველი შესწორებაა. 54 minutes წინ, Moor said: მანდ წერია რომ პრესის თავისუფლება და რელიგიური აღმსარებლობა არ უნდა შეიზღუდოს. ვინაა აქ მედია? ფეისბუქი. ფეისბუქს არ უნდა შეეზღუდოს უფლება დაბეჭოს და გაავრცელოს ის, რაც გაუხარდება. მაგრამ რეალურად ისეა, რომ ამ (სოციალური) მედიების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ხშირად იტისკებიან. შენ ახლა ტრამპს კიარა, ფეისბუქის უფლებას უნდა იცავდე, ეგ ბილი თუ გადარდებს 45 minutes წინ, t-90 said: რანაირად? ჩაქუჩი თუ გამოვუშვი მე და ვინმემ თავში ჩაგარტყა ვინ ისჯება? მე? თუ ის ვინც ჩაგარტყამს? და მე ვინ მიზღუდავს უფლებას ჩაქუჩიან კრიმინალს მაღაზიის კარები ჩავუკეტო? არავინ. + მე ვალდებული ვარ, რომ ეს დანაშაული არ დავფარო და პროაქტიურადაც კი ვიმოქმედო. + თუ ჩემი წესები ამის რეგულირებას ითვალისწინებდა და წავუყრუე, მომხმარებლებს შეუძლიათ დამადანაშაულონ და გამწეწონ. 51 minutes წინ, York Ge said: იქვე, სადაც არსებობს კომპანიის უფლება, მოითხოვოს სამომხმარებლო შეთანხმების დაცვა ანუ სამართლებრივად ეს არსად არ ხდება. ნუ, ამერიკაში ნამდვილად არ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 1 minute წინ, Moor said: აბა დადე ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ნახავ თუ არ წაშლიან ეგ საქართველოს კანონმდებლობის პრობლემაა. შევთანმხდით მგონი რომ ნორმლაურ ქვეყანაში ტიმს ციხეში აყურყუტებნენ. 2 minutes წინ, Moor said: მანდ წერია რომ პრესის თავისუფლება და რელიგიური აღმსარებლობა არ უნდა შეიზღუდოს. ვინაა აქ მედია? ფეისბუქი. ფეისბუქი არაა მედია, ფეისბუქი არის პლატფორმა. მედია არის ავტორი. აი დაახლოებით სტამბა და გამომცემლობა როგორცაა. 3 minutes წინ, Moor said: ფეისბუქს არ უნდა შეეზღუდოს უფლება დაბეჭოს და გაავრცელოს ის, რაც აუხარდება ფეისბუქს არ უნდა შეეზღუდოს უფლება დაბეჭდოს და გაავრცეოს ის რაც გაუხარდება. მაგრამ სხვისთვის არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვის უფლება სასამართლოს ორდერის გარეშე. 4 minutes წინ, Moor said: ენახლა ტრამპს კიარა, ფეისბუქის უფლებას უნდა იცავდე, ეგ ბილი თუ გადარდებს ხოდა საქმეც ამაშია. შენ გერევა მედია და პლატფორმა ერთმანეთში. ფორუმ.გეც არაა გამომცემელი და არც ეგაა მედიასაშუალება. ეგაა პლატფორმა მოხლოდ და მხოლოდ. ასევე ესეც. 5 minutes წინ, Moor said: და მე ვინ მიზღუდავს უფლებას ჩაქუჩიან კრიმინალს მაღაზიის კარები ჩავუკეტო? არავონ. ეგ ცოტა სხვა რამეა. არასწორი მაგალითია. 5 minutes წინ, Moor said: მე ვალდებული ვარ, რომ ეს დანაშაული არ დავფარო და პროაქტიურადაც კი ვიმოქმედო. + თუ ჩემი წესები ამის რეგულირებას ითვალისწინებდა და წავუყრუე, მომხმარებლებს შეუძლიათ დამადანაშაულონ და გამწეწონ. არ დაფარო ერთია და პროაქტიურად იმოქმედო მეორეა. პროაქტიურად მოქმედება უკვე ცენზურას ნიშნავს და ცენზურა კიდე არსებობს. რეალურად მომხმარებლები იმიტომ რომ ვერ წეწავენ რომ გამომცემლად გამოაცხადეს ფეისბუქი. როცა პლატფორმაა და არა გამომცემელი. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 10 minutes წინ, t-90 said: ეგ საქართველოს კანონმდებლობის პრობლემაა. ის კიდევ ამერიკული კანონდმებლობის პრობლემა მაშინ. კომპანიები უბრალოდ თამაშის წესებს იცავენ. 10 minutes წინ, t-90 said: ფეისბუქი არაა მედია, ფეისბუქი არის პლატფორმა. მედიაპლატფორმაა. დეტალები საინტერესო იქნებოდა შტატების კანონმდებლობას რომ ვიცნობდეთ. 10 minutes წინ, t-90 said: არასწორი მაგალითია. 20 minutes წინ, Moor said: არასწორი მაგალითი ჩაქუჩის მაგალითი იყო. მე მაქვს ტრიბუნა და მე ვადგენ წესებს ვის დავუთმო და ვის არა. აი, ტრამპს რომ რომელიმე მომხმარებელი დაებლოკა განსხვავებული აზრის გამო, ეგ შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო. ან ტრამპისთვის პესონალურად რომ შეეზღუდა ვინმეს უფლება ტვიტერზე დარეგისტრირებულიყო. მაააგრაამ. ტვიტერს აქვს უფლება ტვიტერის წესების დაცვა მოგთხოვოს. ჯერჯერობით ასეა. თუ არ მოგთხოვს და ეს გაპრობლემურდება, მერე ეს მის კომპანიაზე უარყოფიად აისახება, როგორც მინიმუმ. *მედია არ გულისხმობს ავტორობას, მედია ინფორმაციის გავრცელების საშუალებაა. შენ დაწერ თუ სხას დაუთმობ ადგილს, არ აქვს მნიშვნელობა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა